კითხვები და თხოვნები |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
კითხვები და თხოვნები |
N. R. |
Jul 25 2007, 12:53 AM
პოსტი
#1
|
nino razmadze ჯგუფი: Members პოსტები: 3,150 რეგისტრ.: 1-May 07 მდებარ.: tiflisi :) წევრი № 1,805 |
ვგონებ ჩვენთვის საჭირო და საინტერესო იქნება.
აქ შეგიძლიათ დასვათ ნებისმიერი კითხვა ყველაფერთან დაკავშირებით რაც საეკლესიო მუსიკას ეხება. რაზეც შევძლებთ თავად გიპასუხებთ, რაზეც ვერა და უფრო მაღალი რანგის ხალხს შევაწუხებთ და ნებისმიერ კითხვაზე მაქსიმალურად ამომწურავ პასუხებს მოგაწვდით. კითხვები შეგიძლიათ სხვადასხვა მომღერლებთანაც დასვათ და შევეცდებით მაქსიმალურად მოვიძიოთ პასუხები. აგრეთვე თხოვნები, სიმღერისა თუ ტექსტების, ლიტერატურისა თუ სანოტო კრებულის ირგვლივ და ა.შ. პასუხის გაცემა შეუძლია ნებისმიერ მსურველს, რომელსაც შესაბამისი ინფორმაცია ექნება პ.ს. ამ თემაში გაჩერდება მხოლოდ კითხვებისა და პასუხების შემცველი პოსტები -------------------- მგონი რაღაცა ხდებაო..... მარა რა ვიცი, რა ვიცი.......... :D
|
Sotiris |
Aug 27 2007, 11:21 PM
პოსტი
#2
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 1,567 რეგისტრ.: 3-November 06 წევრი № 382 |
ბერძნებს აქვთ ტრადიცია კანანარხებად პატარა ბავშვები ჰყავდეთ. ეს ბავშვები ამასთან მარტივ (ან არც ისე) საგალობლებს მგალობლებთან ერთად გალობენ, ან ყოველ შემთხვევაში კადანსებს ერთად გალობენ მგალობლებთან ერთად. ჩვენთან პრობლემაა მგალობლების და თუ ბავშვობიდან აღზრდა არ დაუწყე, ისევ პრობლემად დარჩება. აზრი აქვს ჩვენთანაც იყოს ასეთი რამე? სიტყვაზე ბავშვებმა ტრანსპონირებული პირველი ხმა რომ თქვან, მაგას ვგულისხმობ (პირველი ხმა თავისას იტყვის ისევ, მაგრამ ვთქვათ ოქტავით დაბლა ბავშვებზე). ყველა ბავშვი მგალობელი არ გამოვა, მაგრამ უფრო ეფექტური სისტემა კი მგონია ხალხის გალობით დაინტერესებისა, სტიქარში გაბლანდვას და მღვდლისთვის საკურთხეველში უთავბოლოდ ფეხებში გამოდებას მგონი ეს ჯობია.
-------------------- მძიმეწონოსანთა კატეგორია.
ქარის წისქვილებს არ ვებრძვი, კომერციულ საქმიანობაში ვიყენებ მხოლოდ: ქატო იქა, ფქვილი აქა. |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 27th September 2024 - 06:17 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი