ქაშუეთის მოხატულობა |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
ქაშუეთის მოხატულობა |
ლილიანა |
Nov 3 2006, 04:27 PM
პოსტი
#21
|
Advanced Member ჯგუფი: Moderator პოსტები: 4,439 რეგისტრ.: 18-August 06 წევრი № 78 |
რას ფიქრობთ ლადო გუდიაშვილის მიერ მოხატულ ღვთისმშობელზე ქაშუეთის ტაძრის საკურთხეველზე ?!
ავოტორი ეცადა გაქცედოდა თითქმის დაკანონებულ ხელწერას ღვთისმშობლის სახის გამოსახულების მოხატვის დროს და ძალიან გასხვავებული ნოვატური ხელწერის გზით შექმენა ღვთისმშობლის სახე რომლეზეც ძალიან ბევრს საუბროდნენ . თუ დაუკვირდებით ხასგასმით იკვეთება ღვთისმშობლის გამოსახულებაში ქართული ეროვნული შტრიხები ვიზუალურიც და მენტალურიც როგორ შემოდის დედა ღვთისმშობლის ხატება თქვენ აღქმაში ? -------------------- 21. შემიწყალეთ მე, შემიწყალეთ მე, ჵ მეგობარნო ჩემნო, რამეთუ ჴელი უფლისაჲ შეხებულ არს ჩემდა.
|
მნათე |
Nov 4 2006, 09:12 PM
პოსტი
#22
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 17,662 რეგისტრ.: 23-July 06 მდებარ.: Tbilisi წევრი № 4 |
ციტატა სამოცდაათიან წლებში დადგა დიდუბის ტაძრის მოხატვის საკითხი, მოგეხსენებათ, იმ დროს ამას ეკლესია დამოუკიდებლად არ წყვეტდა და საგანგებო, მთვარობის მიერ მოწვეული მხატვართა კრება გაიმართა, რომელზეც უწმინდესიც ბრძანდებოდა. დიდი დავა გაიმართა, მოეხატა თუ არა ერთ ქართველ მხატვარს (გვარი ენის წვერზე მადგას, მაგრამ ვერ ვიხსენებ, ალექსანდრე -შურა ჰქვია) ტაძარი. ბევრი წინააღმდგეი იყო, რადგან იგი თანამედროვე სტილის ფერმწერი იყო და არაფერი იცოდა ტრადიციული ქართული ხატწერისა, თუმცა სათანადო კანდიდატურაც არსად ჩანდა. ბოლოს გამოვიდა პატრიარქი და პირდაპირ თქვა, ზედმეტი მიკიბვ-მოკიბვის გარეშე: მივულოცოთ ბატონ ალექსანდრეს, ხვალიდან ის დაიწყებს დიდუბის ტაძრის მოხატვასო და ამით კამათი შეწყდა. ამ ამბის მოყოლოს შემდეგ პატრიარქმა იქვე განმარტა, მართლაც, დიდუბის მოხატულობა არ შეესაბამება ხატწერის კანონიკას, მაგრამ ეს ისეთი დრო იყო, რომ ხალხი ეკლესიისკენ საერთოდ არ იხედებოდა, ხატწერის სწავლას რომ თავი დავანებოთ და სწორედ ასეთი დიდი ინტერესის შემდეგ გადაიგდა წინ ნაბიჯები, უამრავი ახალგაზრდა დაინტერესდა ხატწერის ტრადიციებით და ნელ-ნელა ასე გამოიღვიძა დავიწყებულმა და მიძინებულმაო. ანუ აქედან დასკვნა, უწმინდსმა სწორად განჭვრიტა, მან ძალიან კარგად იცოდა, რომ ეს მხატვარი ხატმწერი არ იყო, სამაგიეროდ, ინტერესი გააღვიძა ნამდვილი და ტრადიციული ხატწერისადმი, რამაც, როგორც ვხედავთ შედეგი გამოიღო და დღეს ძალიან ბევრი კარგი ხატწმერი გვყავს. სწორედ ამიტომ გაჩნდა ტაძრის კედელზე მამა ღმერთისა (პირველი ჰიპოსტასი), და არაკანონიკური წმიდა სამების, ფრესკა. . . (მე ამ ტაძარში ვმსახურებ) -------------------- ანალოღია და ჯვარი მომიტანეთ, ვქადაგებ!
რომ გამრეცხავთ, გავიწევ :))))) |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 21st September 2024 - 02:38 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი