![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() |
Lenus |
![]()
პოსტი
#1
|
![]() ექს-მტყუან-მოდერატორი ;) ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 1,446 რეგისტრ.: 9-March 07 წევრი № 1,315 ![]() |
..............
-------------------- "ქართველმან კაცმან თავი თვისი უნდა ამსგავსოს მგელსა და მტრის ჯარი კი ცხვრისა ფარასა და ეგრეთ შეერიოს მტრის ჯარსა, ვითარცა მგელი ცხვრის ფარასა..." (ლუარსაბ I)
აუწვდომელს ნუ აწუდები, გარდასულსა ნუ ინანი და რომელი შენთვის არა გინდეს ბოროტი, სხუასა ნუ უზამ და სცხონდე! |
![]() ![]() |
k@the |
![]()
პოსტი
#2
|
![]() იყო და არა იყო რა... ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 16,796 რეგისტრ.: 21-May 07 მდებარ.: მყარად მიწაზე წევრი № 1,967 ![]() |
როგორც ვხედავ არც 1918 წლის ხელშეკრულებას უნდა იცნობდეთ. შერვაშიძემ, ინალ-იფამ და ემუხვარმა რომ მოაწერეს ხელი. არა არ ვიცნობ. ციტატა თქვენი პირადი ეჭვი არგუმენტად რომ ვერ გამოდგება? მათი მეგობრობა საყოველთაოდ ცნობილია. ეტყობა იმდენად არ გაცნობიხართ ბოლშევიკების ლიდერთა ბიოგრაფიებს. არ დაგავიწყდეთ, რომ ოთხიოდე წლის წინ ისინი არაფორმალი ბანდიტები იყვნენ, ტერორისტებიც, როცა საჭიროება ამას მოითხოვდა. ასეთ ურთიერთობებში მხოლოდ "ვიგოდაზე" საუბარი მშრალად მეჩვენება. ნამდვილად არ გავცნობილვარ და არც ვთაკილობ ამის აღიარებას. ციტატა აფხაზეთის საბოლოო გაქართულების საქმეში ბერია სწორედ რომ თავშია. გაიხსენებთ ან გაეცანით ლაკობას მკვლელობის საქმეს, მთელს სსრკ ისტორიას ნუ მომაყოლებთ, თუ შეიძლება. თავად ითავე აფხაზეთის ისტორიის ჩვენთვის გაცნობა (რისთვისაც მადლობელი ვარ), მე დავსვი კონკრეტული კითხვა და ეხლა მთელ ისტორიას ნუ მომაყოლებო, მგონი პასუხი არაა კითხვაზე ![]() ციტატა თუ არ გჯერათ ჩემი ნათქვამის, წაიკითხეთ სხვა წყაროები და ვიდრე ჩემს ნათქვამს "სასცილოს" დაუძახებდეთ, ერთი სერიოზული პოსტი თქვენც დაწერეთ, გეთაყვა. მაშინ შეისწავლეთ წინსვლით და მერე ვისაუბროთ. რას შეატყვე ჩემს პოსტს არასერიოზულობისა? გეთაყვა არ ვარ მე და თუ ფამილიარულობას ინარჩუნებ და თქვენობით მომმართავ, მაშინ ბოლომდე ასეც იყოს. თუმცა მე არანაირი პრობლემა არ მაქვს, შეგიძლია შენობით მომმართო. მე მთელი ჩემი ცხოვრებაა ვსწავლობ, თუმცა ისტორიკოსი არ ვარ და სკოლაშიც სამწუხაროდ არ მისწავლია საფუძვლიანად. ამ დანაკლისს ვაღიარებ და ვცდილობ შევივსო. მგონი ამ თემის (და საზოგადოდ ფორუმის) მთავარი მიზანიც ეგაა, რომ ადამიანებს ეს უცოდინრობის დანაკლისი შევუვსოთ. პიროვნულად რატომ მიიღე ჩემგან სტალინისა და ლაკობას მეგობრობის აბუჩად აგდება, ვერც ეგ გავიგე. მგონი მათი მეგობრობის ამბავი სხვების მიერაა გახმაურებული და არა შენს მიერ. მე ეგეთი ხალხის მეგობრობები არ მწამს და სხვათაშორის არც 'ბანდიტების' მეგობრობების მწამს, ეს ჩემი პირადი აზრია და არავის ვახვევ თავს. ციტატა კი, მაგრამ ეს უკვე სიტყვების თამაშია. პარლამენტის დასკვნა რომ მოგიტანოთ, ყველა პარლამენტარის გვარების მოთხოვნა ცოტა უადგილო ხომ არ იქნებოდა? თუ უადგილოა თქვი და ნუ ჩამოთვლი. ვინმე გამოგედავა? ![]() კიდევ ერთხელ ვიმეორებ, შენთან უმიზეზო კამათს არ ვაპირებდი და შენი გაცხარების მიზეზსაც ვერ ვხვდები. არ ვარ ისტორიკოსი და თუ ოდესმე ჩემი დარგით დაინტერესდები სიამოვნებით გაგიზიარებ ჩემს ცოდნასა და გამოცდილებას, ცოტა რამ მეც კი ვიცი. საშინელი დროის უკმარისობა მაქვს, არ ვცხოვრობ საქართველოში და ამ ფორუმის საშუალებით ვივსებ ჩემი სამშობლოს მონატრებას და მრავალ ახალ ინფორმაციას ვიღებ. სწორად კითხვების დასმა და მასზე პასუხების ძიება ეს ჩემი პროფესიაა. იმედი მაქვს არაფერი დაგრჩა გულში საწყენად ჩემგან. დამიჯერე არ მინდოდა. -------------------- --
There are only 10 types of people in the world -- those who understand binary, and those who don't. |
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 12th July 2025 - 03:53 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი