კრიმანჭული და გამყივანი, ვირტუოზული ტრადიცია |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
კრიმანჭული და გამყივანი, ვირტუოზული ტრადიცია |
Cecxladze I |
Aug 24 2007, 01:36 PM
პოსტი
#81
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 238 რეგისტრ.: 2-May 07 წევრი № 1,822 |
მე მაინტერესებს თქვენი აზრი იმ ხალხზე ვისაც საოცრად უმღერია კრიმანჭული და გამყივანი.
მოდით ვისაუბროთ მათზე.(ძველებს ვგულისხმობ) და ვისაც რა იმფორმაიცია გაქვთ რამე საინტერესო რომელიც გადმოცემით იცით ამა თუ იმ კრიმანჭულ-გამყივანზე, იქნებ გაგვიზიაროთ. ჩემი აზრით და მემგონი ყველა დამეთანხმებით, გიორგი ბაბილოძე მოვლენა იყო(სასწაული), რათქმაუნდა გიგო ერქომაიშვილთან და იობიშვილთან ერთად. მაგრამ ეგ სხვა თემაა და შემდეგში თუ დაგაინტერესებთ მაგ თემასც შევეხოთ. |
Cecxladze I |
Aug 28 2007, 10:46 PM
პოსტი
#82
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 238 რეგისტრ.: 2-May 07 წევრი № 1,822 |
G A B O
მადლობთ მთვარევ. მიმიხვდი ალბათ იყო დრო როდესაც საქართველოში არ იყო არც კრიმანჟული და არც გამყივანი. თუ რატომ ეს ყველამ იცით და აღარ გავაგრძელებ... და ჩემი აზრით ალბათ ყველას აზრით, "ლევან ვეშაპიძე" პირველი იყო ვინც განცვიფრებაში მოიყვანა ფოლკლორული სამყარო. ანუ მან ისე იმღერა როგორც ძველები მღეროდნენ. ლევანი ერთერთია რომელმაც დიდი დამსახურება გაუწია ანჩისხატის გუნდს, და თავისი არაჩვეულებრივი გამყივანით ორმაგ ინტერესს იწვევდა მსმენელებში რომელსაც უკვე კარგა ხნის დავიწყებული ჰქონდა კრიმანჭულ-გამყივანი. შემდეგ წამოვიდა ვიგაც ვიგაცეები რაღაცას ცდილობდნენ, მაგრამ ვაი ვაგლახით. ასევე თამამად შეიძლება ითქვას რომ "ელიბო ხაჩიძე" არის საუკეთესო კრიმანჭული, საქართველოში. ძალიან დიდი შესაძლებლობები აქვს, ძალიან დიდი დიაპაზონი და მოქნილი ხმა. ტექნიკურად, რიტმულად და ასე შემდეგ საოცრებებს ახდენს. ასევე მინდა ავღნიშნო "გედი" არაჩვულებრივი პიროვნება, ანსამბლ დიდგორის წევრი. ძალიან კარგი კრიმანჭული აქვს. მე პირადად ძალიან მომწონს და წარმატებებს უსურვებ. გაბუნიას მინდა შევეხო ცოტათი. ისეთი მასალა აქვს და ისეთი შესაძლებლობები რომ, მაგან თუ იმუშავა და დაუჯერა გამოცდილ ხალხს, სასწაული გამყივანი დადგება. სხვა კრიმანჭულების შესაძლებლობები არვიცი და ვერაფერს ვიტყვი. ჯერჯერობით ესენი მიმაჩნია ჩამოყალიბებულ გამყივან-კრიმანჭულებად. მარა ისენი რომ იყვნენ ძველებიი, არ ეწყინება არავის და ჩვენ იმათთან ახლოსაც ვერ ვდგევართ ჯერჯერობით. აწი თქვენიცით. |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 14th June 2024 - 01:31 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი