![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() |
Lenus |
![]()
პოსტი
#1
|
![]() ექს-მტყუან-მოდერატორი ;) ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 1,446 რეგისტრ.: 9-March 07 წევრი № 1,315 ![]() |
..............
-------------------- "ქართველმან კაცმან თავი თვისი უნდა ამსგავსოს მგელსა და მტრის ჯარი კი ცხვრისა ფარასა და ეგრეთ შეერიოს მტრის ჯარსა, ვითარცა მგელი ცხვრის ფარასა..." (ლუარსაბ I)
აუწვდომელს ნუ აწუდები, გარდასულსა ნუ ინანი და რომელი შენთვის არა გინდეს ბოროტი, სხუასა ნუ უზამ და სცხონდე! |
![]() ![]() |
k@the |
![]()
პოსტი
#2
|
![]() იყო და არა იყო რა... ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 16,796 რეგისტრ.: 21-May 07 მდებარ.: მყარად მიწაზე წევრი № 1,967 ![]() |
პიროვნულად მივიღე სიტყვა "სასაცილოა". რადგან ჩემს აზრს ეხებოდა. მე აბუჩად ზოგადად 'აზრი' მათი მეგობრობის შესახებ ავიგდე და თუ ეს აზრი თქვენგან მომდინარეობდა და თქვენს პირად შეხედულებას გამოხატავდა, არ ვიცოდი. ეს რომ მცოდნოდა ჩემს აზრს მათი 'მეგობრობის' შესახებ უფრო კორექტულად მოგახსენებდით. ციტატა ფამილიარობა პირიქით, დისტანციაზე რომ უნდა გეჭიროს თავი და "შენობით" რომ ელაპარაკები კაცს ის არაა? მართალია, არასწორად ჩამოვაყალიბე წინადადება, გეთაყვას ვგულისხმობდი ფამილიარულობაში... არაუშავს ცოტა მეც გავფიცხდი ![]() ციტატა არ ვიცი რა გითხრათ, არც მე ვიცნობდი ამ ისტორიებს. წავიკითხე და სხვამაც გამაცნო. თქვენი ნათქვამიდან შთაბეჭდილება ისეთი დამრჩა რომ შენიშვნას იძლეოდით და არა შეკითხვას. უკაცრავად, თუ სწორად ვერ გაგიგეთ. ნამდვილად არ იყო შენიშვნა, ჩემი შეკითხვა. საერთოდაც ნიშნის მოგებით არასოდეს ვსაუბრობ, ერთი რამ ერთმა ადამიანმა იცის და სხვა მეორემ. ციტატა ყოველ შემთხვევაში, თუ ავიღე თავზე აღწერა ისტორიისა, მიმაყვანინეთ საქმე ბოლომდე შენიშვნების ან არაკონსტრუქციული(!) შეკითხვების გარეშე. რომ აიღე, ამისათვის მადლობა უკვე გამოვხატე. სხვათაშორის ფორმალური არა. ბოლომდე მიყვანაში თუ იმას გულისხმობ, შენ წერო და ჩვენ მხოლოდ 'დასტური' გითხრათ ყოველივეზე, რავიცი, მე ფორუმი და დისკუსია ცოტა სხვაგვარად მესმის. ვიმეორებ შენიშვნა არ მომიცია და არაკონსტრუქციულობისა რა შეატყვე ჩემს კითხვას 'რატომ დადგა დღის წესრიგში აფხაზეთის ავტონომიის საკითხი?' საერთოდ როცა ჩემგან, ადამიანისაგან რომელიც შენ აზრს იზიარებს, რომ აფხაზეთი უნდა იყოს საქართველოს შემადგენლობაში, რომ გულზე მჯიღის დარტყმა და 'აფხაზები ქართველები იყვნენ ეგენი აფსუები' არიანო მაგის ყვირირი სისილელეა, რომ უნდა მოინახოს ერთი სწორი პოზიცია აფხაზეთთან დაგავშირებით და ამ პოზიციის გამტარებელი უნდა იყოს თვითოეული ქართველი ყველა ფორუმსა თუ სხვა თავშეყრის ადგილას... აი ასეთი პოზიციის ადამიანისაგან, ერთ-ორ 'არაკონსტრუქციულ' კითხვაზეც კი ასეთი ცხარი რეაქცია თუ გექნებოდა ნამდვილად არ მეგონა ![]() კამათში იბადება ჭეშმარიტება და კითხვას როცა 'არაკონსტრუქციულს' უწოდებ ეჭვი ჩნდება პასუხის ცოდნა-არცოდნაზე. კიდევ ვიმეორებ საწყენად არც ეხლა და არც ზევით არაფერი მითქვია! მიმაჩნია რომ კარგ საქმეს აკეთებ ამ ფორუმზე ამ თემის განხილვით. თუ ჩემი კითხვები გამაღიზიანებელი გეჩვენება, გავჩუმდები და აღარ შეგეკამათები, უბრალოდ წავიკითხავ ხოლმე. მაგრამ მგონი ჯობია ჩემთან (შენს მოკავშირესთან) იკამათო და ჩემთან კამათში იქნებ შენთვისაც რამე სასარგებლო ნახო, რაიმე არაკონსტრუქციულ კითხვაზე კონსტრუქციული პასუხის გაცემით ![]() თუმცა როგორც გადაწყვეტ ისე იყოს. პ.ს. ბოლობოლო მე ნება დაგრთე შენობით მომართვის და რატომ არ იღებ? თუ ჩემი შენობით მომართვა გეხამუშება, მაპატიე. ზოგან შევეცადე და თქვენობითაც მოგმართე ![]() -------------------- --
There are only 10 types of people in the world -- those who understand binary, and those who don't. |
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 12th July 2025 - 03:42 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი