![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() |
Lenus |
![]()
პოსტი
#1
|
![]() ექს-მტყუან-მოდერატორი ;) ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 1,446 რეგისტრ.: 9-March 07 წევრი № 1,315 ![]() |
..............
-------------------- "ქართველმან კაცმან თავი თვისი უნდა ამსგავსოს მგელსა და მტრის ჯარი კი ცხვრისა ფარასა და ეგრეთ შეერიოს მტრის ჯარსა, ვითარცა მგელი ცხვრის ფარასა..." (ლუარსაბ I)
აუწვდომელს ნუ აწუდები, გარდასულსა ნუ ინანი და რომელი შენთვის არა გინდეს ბოროტი, სხუასა ნუ უზამ და სცხონდე! |
![]() ![]() |
კანონისტი |
![]()
პოსტი
#2
|
![]() დავით ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 16,930 რეგისტრ.: 17-October 06 მდებარ.: თბილისი, საქართველო წევრი № 284 ![]() |
Lenus
ციტატა ა, ამ კაცთან მქონდა საქმე პირადი აგვიხსენი ჭირიმე, სადმე არის ოფიცილური ან პარლამენტის ვებ-გვერდზე 1921 წლის სდრ კონსტიტუცია? შემდეგ - 1991 წლის (თუ არ ვცდები) კონსტიტუციამ სცნო თუ არა საქართველო 18-21 წწ-ის სამართალმემკვიდრედ? სწერია რომ სცნო, მაგრამ შემდეგ ჯაბა-თენგიზი რატომ უსმევს კიდევ ერთხელ ხაზს სამხედრო განცხადებაში თუ რაღაც მსგავი რომ გაკეთდა, რომ ჩვენ ვადასტურებთო 1921 წლის კონსტიტუციის სამართალმემკვიდრეობასო? ეს ყველაფერი აფხაზეთის გამო მოხდა? - (ჩემი პირადი აზრია, და მაინტერესებს.) რაც, მთავარია, 1921 წლის კონსტიტუცია მჭირდება რა, ნებისმიერ ენაზე. სამწუხაროდ, 1921 წლის კონსტიტუციის ელ-ვერსია ჯერ-ჯერობით ვერ ვნახე რაც შეეხება 1990-1992 წლებში კონსტიტუციონალიზმის საკითხს საქართველოს სსრ მთავრობის გადაწყვეტილებით, 1990 წლის 28 ოქტომბერს დაინიშნა პირველი მრავალპარტიული არჩევნები საბჭოთა საქართველოში. როგორც ცნობილია, გაიმარჯვა ზვიად გამსახურდიას პოლიტიკურმა ბლოკმა "მრგვალმა მაგიდამ". 1990 წლის 14 ნოემბერს საქართველოს სსრ 1978 წლის 15 აპრილის კონსტიტუციაში შევიდა მთელი რიგი ცვლილებები. თუმცა, ყოველივეს მიუხედავად, ძალაში რჩებოდა ძველი კონსტიტუციის მოქმედება. ცვლილება შეეხო იმას, რომ საქართველოს სახელმწიფოსა და აჭარის ავტონომიის ოფიციალური დასახელებიდან ამოღებულ იქნა სიტყვები "საბჭოთა სოციალისტური" (აფხაზეთი კვლავ ასსრ-დ რჩებოდა!), შეიცვალა კონსტიტუციის პრეამბულა, სადაც დეკლარირებულ იქნა ქართველი ხალხის სწრაფვა სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლბისაკენ, ამოღებულ იქნა სიტყვები კომპარტიის ერთადერთი "წარმმართველი ძალის" თაობაზე, აღდგა 1918 წელს მიღებული სახელმწიფო სიმბოლიკა 1991 წლის 31 მარტს ჩატარდა რეფერენდუმი კითხვაზე "გსურთ თუ არა აღდგეს საქართველოს დამოუკიდებლობა 1918 წლის 26 მაისის აქტის საფუძველზე?", რასაც მოსახლეობის 98% დადებითად გასცა პასუხი, და აღნიშნულის საფუძველზე ამავე წლის 9 აპრილს გამოცხადდა დამოუკიდებელი სახელმწიფოებრიობის აღდგენა. 5 დღის შემდეგ კონსტიტუციაში შევიდა ცვლილება (14 აპრილს) და შემოღებულ იქნა რესპუბლიკის პრეზიდენტის პოსტი. ეს აქტი ვერ ჩაითვლება 1921 წლის კონსტიტუციის აღდგენად, ვინაიდან იგი განხორციელდა 1918 წლის 26 მაისის აქტის საფუძველზე, სადაც, ცხადია, 1921 წლის კონსტიტუცია ხსენებული არ იყო. ამიტომ, საბჭოური ე.წ. "ბრეჟნევის" კონსტიტუცია მართალია, საფუძვლიანი ცვლილებებით, მაგრამ მაინც აგრძელებდა ფუნქციონირებას. 1991-1992 წწ. დეკემბერ-იანვრის მოვლენებით უკანონოდ, ანტიკონსტიტუციურად და შეიარაღებული ძალის გამოყენებით მოხდა ხელისუფლების დამხობა და იგი შეცვალა სამხედრო საბჭომ. სწორედ სამხედრო საბჭომ მიიღო დეკლარაცია 1921 წლის კონსტიტუციის მოქმედების აღდგენის შესახებ. მიუხედავად ამგვარი დეკლარაციის ანტიკონსტიტუციურობისა, მაინც საგულისხმოა ერთი მნიშვნელოვანი ჩანაწერი, რომელიც საფუძველს აცლის აფხაზურ სეპარატიზმს: "სამხედრო საბჭო საქართველოს რესპუბლიკის დღეს არსებული საზღვრების და ეროვნული სახელმწიფოებრივი მოწყობის (აფხაზეთისა და აჭარის დღევანდელი სტატუსის) შეუცვლელად აღიარებს საერთაშორისო სამართლებრივი აქტებისა და საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის 1921 წლის 21 თებერვლის კონსტიტუციის უზენაესობას და მის ამოქმედებას დღევანდელი რეალობების გათვალისწინებით." ამ სიტყვებით მკაფიოდ იქნა დადასტურებული, რომ აფხაზეთს არათუ უნარჩუნდებოდა ავტონომია, არამედ იგი იქნებოდა არა სოხუმის ავტონომიური ოლქი (როგორც ეს 1921 წლის კონსტიტუციაში ეწერა), არამედ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკა ამავე წლის შემოდგომაზე საქართველოს სახელმწიფო საბჭომ მიიღო კანონი "სახელმწიფო მმართველობის შესახებ", ე.წ. "მცირე კონსტიტუცია". ამ მომენტიდან 1921 წლის კონსტიტუციამ შეწყვიტა მოქმედება, ხოლო ხსენებული კანონი მოქმედებდა 1995 წლის 5 ნოემბრამდე, დღეს მოქმედი კონსტიტუციის ამოქმედებამდე -------------------- „ნეტარ არიან, რომელთა დაიცვან სამართალი და ჰყონ სიმართლე ყოველსა ჟამსა.“ (ფს. 105; 4) |
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 17th July 2025 - 03:25 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი