![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() |
Lenus |
![]()
პოსტი
#1
|
![]() ექს-მტყუან-მოდერატორი ;) ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 1,446 რეგისტრ.: 9-March 07 წევრი № 1,315 ![]() |
..............
-------------------- "ქართველმან კაცმან თავი თვისი უნდა ამსგავსოს მგელსა და მტრის ჯარი კი ცხვრისა ფარასა და ეგრეთ შეერიოს მტრის ჯარსა, ვითარცა მგელი ცხვრის ფარასა..." (ლუარსაბ I)
აუწვდომელს ნუ აწუდები, გარდასულსა ნუ ინანი და რომელი შენთვის არა გინდეს ბოროტი, სხუასა ნუ უზამ და სცხონდე! |
![]() ![]() |
კანონისტი |
![]()
პოსტი
#2
|
![]() დავით ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 16,930 რეგისტრ.: 17-October 06 მდებარ.: თბილისი, საქართველო წევრი № 284 ![]() |
აფხაზი ხალხის ყრილობაზე მიღებული დეკლარაცია
1917 წლის 8 ნოემბერი რევოლუციამდე ხალხის თვითმოქმედება შეზღუდული იყო, ვინაიდან ყველაფერში `თვითმოქმედებდნენ~ მხოლოდ ძველი რეჟიმის მსახურები. რევოლუციამ ყველა საზოგადოებრივ-პოლიტიკურ და ეროვნულ ჯგუფს მისცა თვითგამორკვევის და საკუთარი ინტერესების დაცვის უფლება და შესაძლებლობა. ადმინისტრაციულ დაწესებულებათა მიღმა, ყველგან შეიქმნა პროფესიული კავშირები და პოლიტიკური ორგანიზაციები, როგორც მუშათა და ჯარისკაცთა დეპუტატების საბჭოები და სხვ. _ ეს კავშირები და ორგანიზაციები, ხელს უწყობენ რა რევოლუციის მონაპოვართა განმტკიცებას, ამავე დროს იცავენ იმ კლასებისა და მასების უფლებებსა და ინტერესებს, რომლებსაც მეთაურობენ. უდავოდ, ესაჭიროებოდა რა მეფის იმპერიალიზმის მიერ ჩაგრული ეროვნებების მხარდაჭერა რევოლუციამ წამოაყენა ერთა თვითგამორკვევის ლოზუნგი, რომელიც ხარბად აიტაცეს დაინტერესებულმა მასებმა და მრავალ ადგილას დაუყოვნებლივ დაიწყეს ცხოვრებაში დანერგვა (უკრაინა, ფინეთი). აფხაზი ხალხი, ისევე, როგორც რუსეთის რესპუბლიკის სხვა ხალხები, რევოლუციაში ხედავს უპირველესად ყოვლისა ეროვნული თვითგამორკვევის თავისუფლებას. ყოველივე ზემოთქმულის გათვალისწინებით, აფხაზი ხალხის ყრილობა გადაჭრით აფიქსირებს, რომ აფხაზეთსაც, რომელიც ათასწლოვან ისტორიას ითვლის და გააჩნია უდიდესი თავისებურებანი თავისი ცხოვრების მოწყობაში, უნდა გააჩნდეს ისეთი ეროვნულ-პოლიტიკური ორგანიზაცია, რომელიც აფხაზი ხალხის გაერთიანებით, გამოხატავდა უმრავლესობის ნებას და მისი ინტერესების სადარაჯოზე იდგებოდა. ასეთი ორგანიზაცია იქნება აფხაზთა სახალხო საბჭო. აფხაზთა სახალხო საბჭო ამოცანა შემდეგში უნდა მდგომარეობდეს. I. პირველ რიგში, რევოლუციის მონაპოვართა დაცვა და გამაგრება და მასების პოლიტიკური აღზრდა და ორგანიზაცია. აფხაზ ხალხს ესმის, რომ რევოლუციაზეა დამოკიდებული ყველა თავისუფლებანი, მათ შორის აფხაზეთის თავისუფლებაც. მრავალრიცხოვანი ანარქიული გაელვებანი, რომელნიც მრავლად შეიმჩნევა მთელ ქვეყანაში, უეჭველად ამტკიცებენ, რომ სახალხო მასები ფხიზლად უნდა იდგნენ თავისუფლების და რევოლუციის სადარაჯოზე, ვინაიდან ჯერ კიდევ სრულად არაა მოცილებული ყველა საფრთხე. ამავე დროს სახალხო მასები, ისევე, როგორც ყველგან რუსეთში, დაცემული რეჟიმის დანაშაულებრივი პოლიტიკის წყალობით, აღმოჩნდნენ არასათანადოდ მომზადებულნი და ორგანიზებულნი და ეს მასები შეიძლება იქცნენ რევოლუციის საიმედო საყრდენად, მხოლოდ მაშინ, როდესაც ისინი შეკრულნი იქნებიან ერთ ორგანიზებულ და შეგნებულ მთლიანობად. აფხაზთა სახალხო საბჭომ მასების რევოლუციური შეგნების ამაღლებისა და განვითარებისაკენ მიმართულ ღონისძიებათა გარდა, უნდა გაატაროს გადამჭრელი ზომები აფხაზი ხალხისაგან რეალური რევოლუციურ-ორგანიზებული ძალის შესაქმნელად. II. აფხაზთა სახალხო საბჭომ აგრეთვე უნდა დაიცვას აფხაზი ხალხის ეროვნული, კულტურულ-ეკონომიკური ინტერესები და პოლიტიკური უფლებები, ნებისმიერი თავდასხმისაგან, საიდანაც არ უნდა მომდინარეობდეს იგი. განსაცდელ მშფოთვარე დროში, როდესაც მრავალი რამ დანგრეულია საძირკვლამდე და ბევრი რამ თავიდან იქმნება, როდესაც რადიკალურად იცვლება მთელი რუსეთის ცხოვრების პირობები და ვითარება და, მაშასადამე, აფხაზეთშიც, _ თითოეული ხალხი ფხიზლად უნდა ადევნებდეს თვალყურს იმას, რომ მისი უფლებები და ინტერესები არ დაზარალდნენ ხელყოფისაგან და არ იქნენ დავიწყებულნი რუსეთის ახალ საწყისებზე გარდაქმნისას. აფხაზი ხალხი დარწმუნებულია იმაში, რომ მისი ძმები, ჩრდილოეთ კავკასიის და დაღესტნის მთიელები, მხარს დაუჭერენ მას იმ შემთხვევაში, როდესაც ის დაიცავს თავის უფლებებს. III. აფხაზთა სახალხო საბჭოს ერთ-ერთი შემდეგი მნიშვნელოვანი ამოცანაა აფხაზი ხალხის თვითგამორკვევისათვის მუშაობა. ამ დროს აუცილებელია გვახსოვდეს, რომ ამ პროცესში არ იქნება თვითგამორკვევის უფლების ნელი განხორციელება, არამედ უმთავრესად, იქნება მომზადება თვიგამორკვევისათვის, რომლის საბოლოო ფორმები გაირკვევა რუსეთის ყველა ხალხების დამფუძნებელ კრებაში. ეს მომზადება უნდა გამოიხატოს იმაში, რომ ყველა არსებული მასალის შეგროვების და ხალხის ნების ასახვის შემდეგ, შემუშავდეს აფხაზეთის სხვადასხვა საკითხის ორგანიზაციის პროექტები. ამავე დროს აფხაზეთის სახალხო საბჭომ თავის თავზე უნდა აიღოს ისეთი საკითხების დაუყოვნებელი გადაწყვეტა, რომელნიც დაკავშირებულნი არიან რა თვითგამორკვევასთან, დროის მოთხოვნების გამო გადადებას ვერ ითმენენ (სასკოლო საკითხი და სხვ). IV. აფხაზი ხალხი შედის ჩრდილოეთ კავკასიის, დაღესტნისა და აფხაზეთის გაერთიანებულ მთიელთა კავშირში _ და, რა თქმა უნდა, საჭიროებს თავის ჩრდილოელ ძმებთან ყველაზე მჭიდრო კავშირის შენარჩუნებას. აფხაზი ხალხის მთიელთა კავშირთან, მისი ცენტრალური კომიტეტის სახით გამაერთიანებელი ორგანო იქნება აფხაზთა სახალხო საბჭო, რომელიც გაატარებს კავშირის საერთო პოლიტიკურ ლოზუნგებს და დადგენილებებს. ჩამოთვლილი ამოცანებისა და მიზნების გარდა, რომელთა განხორციელებისაკენ უნდა მიისწრაფოდეს აფხაზთა სახალხო საბჭო, ამ საბჭოს კომპეტენციაში უნდა შევიდნენ აგრეთვე მიმდინარე ხასიათის საკითხებიც, რომელთა გადასაწყვეტად აქამდე არ არსებობდა ორგანიზებული სახალხო ცენტრი. ის ძირითადი ამოცანები, რომელნიც აფხაზ ხალხს ცხოვრებამ და რევოლუციამ დაუყენა და რომელნიც ვალდებულია შეასრულოს აფხაზთა სახალხო საბჭომ, განსაზღვრავს ამ საბჭოს პოზიციას კავკასიისა და რუსეთის ყველა პოლიტიკური ორგანიზაციისა და ადმინისტრაციული დაწესებულების მიმართ. აფხაზთა სახალხო საბჭო, როგორც ორგანო, პასუხისმგებელი უპირველესად ყოვლისა აფხაზი ხალხის წინაშე და მისი ინტერესების და უფლებების დამცველი, ცნობს ხელისუფლებას და კომპეტენციას სოხუმის საოლქო კომიტეტის, ამიერკავკასიის საგანგებო კომიტეტის, ამიერკავკასიის, გაერთიანებულ მთიელთა კავშირის ცენტრალური კომიტეტის და დროებითი მთავრობის ყველა საზოგადოებრივ-პოლიტიკური და ადმინისტრაციული დაწესებულების და პირისას იმდენად, რამდენადაც ამ ორგანიზაციებისა და დაწესებულებების მიერ დაცული იქნება რევოლუციის და დემოკრატიის ლოზუნგები და არ დაირღვევა აფხაზი ხალხის ეროვნული ინტერესები და პოლიტიკური უფლებები. ხოლო იმ შემთხვევებში, როდესაც რომელიმე ადმინისტრაციული დაწესებულება, პირი ან საზოგადოებრივ-პოლიტიკური ორგანიზაცია ასრულებს აქტს ან გამოსცემს დადგენილებას, რომელიც ეწინააღმდეგება დემოკრატიის პრინციპებს ან არღვევს აფხაზი ხალხის ეროვნულ-პოლიტიკურ, კულტურულ, ეკონომიკურ ინტერესებს და უფლებებს-აფხაზთა სახალხო საბჭო იტოვებს გადამჭრელი პროტესტის და ხალხთან ერთობლივად რევოლუციური უკუქმედების უფლებას. აფხაზი ხალხი, დგამს რა პირველ ნაბიჯებს თავისი ეროვნული არსის გამოსავლენად და მის ცხოვრებაში გასატარებლად, გამოხატავს სურვილს, რომ სოხუმის ოლქისა და ამიერკავკასიის დანარჩენ ერებს და საზოგადოებრივ ჯგუფებს და ორგანიზაციებს სჯეროდეთ იმის, რომ აფხაზები, რომელნიც ძველი რეჟიმისას განიცდიდნენ არამარტო სოციალურ, არამედ ეროვნულ ჩაგვრასაც, ორმაგად რევოლუციურნი არიან და სწყურიათ ერთობლივი ძმური ცხოვრება ყველა თავის მეზობელთან. წყარო: Союз объединенных горцев Северного Кавказа и Дагестана (1917–1918). Горская Республика (1918–1920). Документы и материалы. Махачкала, 1994, стр. 80-83 აფხაზთა სახალხო საბჭოს დადგენილება საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკასთან ურთიერთობის საკითხზე მოლაპარაკებების წარმოების შესახებ 2 ივნისი 1918 წ. ამიერკავკასიის ფედერაციული რესპუბლიკის დაშლის და საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ აფხაზეთმა დაკარგა საქართველოსთან კავშირის იურიდიული საფუძველი და ამიერკავკასიის წითელი გვარდიის რაზმი, წარმოადგენს რა ამჟამად საქართველოს რესპუბლიკის საჯარისო ნაწილს, აღმოჩნდა თავის სახელმწიფოს ფარგლებს გარეთ, თუმცა ძალაუფლება მთელი სისრულით ფაქტიურად მის ხელში იყო. აფხაზთა სახალხო საბჭომ ამა ივნისის ორში დაადგინა: შექმნილი მდგომარეობის გამო აიღოს თავის თავზე ძალაუფლება მთელი სისრულით აფხაზეთის ფარგლებში. ითვალისწინებს რა, რომ აფხაზეთის და საქართველოს სასიცოცხლო ინტერესები კარნახობენ ორივე მხარეს ყველაზე მჭიდრო და სოლიდარული მუშაობის აუცილებლობას, როგორც აფხაზეთში, ისე საქართველოში ძლიერი სახელმწიფო ხელისუფლების ორგანიზაციის საქმეში, მაგრამ არანაირად არ უშვებს რა ხალხის უფლებების ხელყოფას მეზობლების მხრიდან, აფხაზთა სახალხო საბჭომ დაადგინა: მიმართოს მეგობრული წარდგინებით საქართველოს ეროვნულ საბჭოს აფხაზეთში სახელმწიფო ხელისუფლების ორგანიზაციის საქმეში დახმარების შესახებ, საბჭოს განკარგულებაში ამჟამად სოხუმში მყოფი საქართველოს წითელი გვარდიის რაზმის დატოვებით. რაც შეეხება აფხაზეთის ტერიტორიაზე გამოცემულ საქართველოს მთავრობის განკარგულებებს საქართველოს რესპუბლიკის სახელით სამართალწარმოების შესახებ ბრძანებულებას და მობილიზაციის შესახებ ბრძანებულებას, აფხაზთა სახალხო საბჭო მიიჩნევს, რომ ეს განკარგულებები შედეგია ისეთი გაუგებრობისა, რასაც შეუძლია გაამწვავოს ურთიერთობა ორ ხალხს შორის, როგორც საქართველოს, ასევე აფხაზეთის ინტერესების საზიანოდ. აფხაზთა სახალხო საბჭო იმედოვნებს, რომ საქართველოს რესპუბლიკის მთავრობა გააუქმებს ზემოაღნიშნულ განკარგულებებს და მომავალში თავს შეიკავებს ამგვარი ნაბიჯებისაგან. ყველა ამ საკითხის გამოსარკვევად საქართველოს რესპუბლიკურ მთავრობასთან აფხაზთა სახალხო საბჭო აგზავნის ინჟინერ რ. ი. კაკუბას და თბილისში მყოფ თავის დელეგატებს, ვ. გ. ღურჯუას, გ. დ. აჯამოვს და გ. დ. თუმანოვს ანიჭებს მოლაპარაკებების წარმოების უფლებამოსილებას. წყარო: Ходжаа Руслан, документы и материалы Абхазского Народного Совета 1918-1919 гг. Cухум, 1999, стр. 7-8. აფხაზთა სახალხო საბჭოს დადგენილება სოჭისა და ტუაფსეს ოლქების დაკავების აუცილებლობის შესახებ 24 ივნისი 1918 წ. აფხაზთა სახალხო საბჭომ, განიხილა რა პოლიტიკური მომენტი და გაითვალისწინა, რომ პირველ რიგში, ბოლშევიკური ანარქია, რომელიც გლეჯს აფხაზეთს უკვე სამი თვის განმავლობაში, საზრდოობს ძირითადად სოჭისა და ტუაფსეს ოლქებიდან და მეორე მხრივ, ითვალისწინებს რა იმ გარემოებას, რომ ბოლშევიკური განწყობა შეიქმნა და შენარჩუნებულია სასურსათო სიძნელეების ნიადაგზე, რომელიც წარმოიქმნა ბოლშევიკების მიერ ტუაფსეს ნავსადგურის დაკავების შემდეგ, რომელმაც გაწყვიტა კავშირი ჩრდილოეთ კავკასიასთან და აკავებს სასურსათო ტვირთებს, რომელნიც მოემართებიან ჩრდილო კავკასიიდან აფხაზეთის და საქართველოს შავიზღვისპირეთისათვის, დაადგინა: აფხაზეთში მტკიცე წესრიგის დამყარებისათვის და სასურსათო კრიზისის გადაწყვეტისათვის როგორც აფხაზეთში, ისე საქართველოში ჩაითვალოს აუცილებლად სოჭისა და ტუაფსეს ოლქების დაკავება ტუაფსეს ნავსადგურითურთ. წინამდებარე დადგენილების შესახებ ეცნობოს საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობას და რაზმის ხელმძღვანელს გენერალ-მაიორს მაზნიაშვილს. დედანს ხელი მოაწერა აფხაზური ეროვნული საბჭოს თავმჯდომარემ _ ვ. ა. შერვაშიძემ წყარო: Джемал Гамахария, Бадри Гогия, Абхазия – историческая область Грузии (Историография, документы и материалы, комментарии) с древнейших времен до 30–тых годов XX века, Тб., 1997, стр. 415 აქტი აფხაზეთის ავტონომიის შესახებ აფხაზეთის პირველმა სახალხო საბჭომ, არჩეულმა საყოველთაო პირდაპირი, თანასწორი და ფარული საარჩევნო სამართლის საფუძველზე, თავის 1919 წლის 20 მარტის სხდომაზე აფხაზეთის ხალხების სახელით დაადგინა: I. აფხაზეთი შედის საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის შემადგენლობაში, როგორც მისი ავტონომიური ერთეული, რის შესახებაც ეცნობოს საქართველოს რესპუბლიკის მთავრობას და მის დამფუძნებელ კრებას. II. ავტონომიური აფხაზეთის კონსტიტუციის შესადგენად და ცენტრალურ და ავტონომიურ ხელისუფლებებს შორის ურთიერთობების განსაზღვრისათვის საქართველოს დამფუძნებელი კრებისა და აფხაზეთის სახალხო საბჭოსაგან აირჩევა შერეული კომისია წევრების თანაბარი რაოდენობით და საქართველოს დამფუძნებელი კრებისა და აფხაზეთის სახალხო საბჭოს მიერ შემუშავებული დებულებები მიღების შემდეგ შეტანილ უნდა იქნენ საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის კონსტიტუციაში. მდივანი: გ. კოროლიოვი 20 მარტი 1920 წელი დედანთან სწორეა: აფხაზეთის სახალხო საბჭოს კანცელარიის საქმეთა მმართველი (ხელმოწერა). 27 ოქტომბერი 1920 წელი. ასლთან სწორეა: აფხაზური აფხაზეთის სახალხო საბჭოს თავმჯდომარე (ხელმოწერა) 27 ოქტომბერი 1920 წელი ასლთან სწორეა: დედანს ხელი მოაწერეს: აფხაზური აფხაზეთის სახალხო საბჭოს თავმჯდომარემ (ხელმოწერა) 27 ოქტომბერი 1920 წ. ასლთან სწორეა. საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის კ ო ნ ს ტ ი ტ უ ც ი ა თავი 11. ავტონომიური მმართველობა მუხლი 107. საქართველოს რესპუბლიკის განუყოფელ ნაწილებს _ აფხაზეთს/სოხუმის ოლქი/, სამუსლიმანო საქართველოს (ბათომის მხარე) და ზაქათალას/ზაქათალის ოლქი, ენიჭებათ ადგილობრივ საქმეებში ავტონომიური მმართველობა. მუხლი 108. წინა მუხლში მოხსენებულ ავტონომიურ მმრთველობათა დებულებანი შემუშავებული იქნება ცალკე კანონით. -------------------- „ნეტარ არიან, რომელთა დაიცვან სამართალი და ჰყონ სიმართლე ყოველსა ჟამსა.“ (ფს. 105; 4) |
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 12th July 2025 - 03:40 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი