![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() |
ნიანია |
![]()
პოსტი
#1
|
![]() Member ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 629 რეგისტრ.: 9-February 07 წევრი № 1,041 ![]() |
არ ვიცი მეუფე ამბროსის შესახებ თუ იყო ჩვენთან თმა გახსნილი მაგრამ იმდენად დათრგუნული ვარ უნდა თქვენი აზრი გავიგო.
ასავალ-დასავლის ბოლო ნომერში საკმაოდ ვრცელი სტატიაა მეუფეზე დაბეჭდილი. გამოდის მისთვის ხალხის დალოცვა აუკრძალიათ და არ აღადგენენ მთავარეპისკოპოსის ხარისხში სრულიად გაურკვეველი მიზეზით (თუ სტატიას დავუჯერებთ). აქ სამების ტაძრის მრევლის ინტერვიუებია მოტანილი სადაც საკმაოდ არასასიამოვნო ფაქტებია აღწერილი. კერძოდ როგორ აუკრძალა მეუფე გერასიმემ მეუფე ამბროსის ქადაგება წირვის მერე, მერე მეუფე ამბროსის ხალხი გამოექომაგა და ერთ-ერთი ახალგაზრდა მოძღვარი (ასეა მოხსენიებული სტატიაში) საცემრად იწევდა ხალხზე. ეს დამერწმუნებით საკმაოდ მძიმე წასაკითხია ყველა მორწმუნესათვის. დაშოკილი ვარ. ამიხსენით რა ხდება, ვინაა აქ მტყუან-მართალი. მე პირადად ძალიან ტკბილად მახსენდება მეუფე ამბროსი და მისი დალოცვა. -------------------- როგორ გწამთ ღმერთი მღვდელო და პროფესორო, იასენეცკ-ვოინიჩ? განა გინახავთ იგი?!"
"ღმერთი ნამდვილად არ მინახავს, მაგრამ ტვინის ოპერაცია ბევრჯერ ჩამიტარებია და როდესაც თავის კოლოფი გამიხსნია არასოდეს მინახავს არც გონება, არც სინდისი". |
![]() ![]() |
ხათუნა |
![]()
პოსტი
#2
|
Member ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 365 რეგისტრ.: 7-November 06 მდებარ.: Tbilisi წევრი № 412 ![]() |
ეს თემა ახლა აღმოვაჩინე შემთხვევით. ვინაიდან ხელმოწერაში სწორეთ ამ მეუფეს ფოტო მაქვს სუბიექტურობას ნუ დამწამებთ. პირიქით მიდნა ვთქვა რომ წმინდა სინოდის გადაწყვეტილება ჩვენი სამსჯელო ნამდვილად არ უნდა გახდეს. მეუფე ამბროსი, სინოდი და პატრიარქი თვითონ გაარკვევენ თავიან ამბავს. რახან სინოდმა ასე გადაწყვიტა, ესეიგი ასე იყო საჭირო.
მიუხედავად იმისა რომ მე დეტალურად (და არა გაზეთების ჭორაობიდან) ვიცი რაც მოხდა ამის ფორუმზე განხილვა ალბათ არ იქნება სწორი საქციელი ჩემგან მე ერთი ვიცი , მეუფე ამბროსმა მე ეკლესიაში მომაბრუნა თავისი სითბოთი, დალოცვით მხარდაჭერით. უამრავ გასაჭირში დამეხმარა და თანაც ეს სრულიად უანგაროდ და დაუზარლად გააკეთა (მე მაშინ სრულიად უცხო ვიყავი მისთვის) და მიუხედავად იმისა დასჯილია ის თუ არა მე ამ პიროვნების დიდი მადლიერი ვარ რომ დღეს ისევ ვეზიარები და ისევ სიხარულით შევდივარ ეკლესიაში (და არა მარტო მე) ამიტომ პირველ რიგში ადმინს ვთხოვ ნაკლებად უხეშად გააკეთოს კომენტარი აქ არის ხალხი რომლებსაც ამ კაცის სიყვარული და პატივისცემა აქვთ და ეს სულაც არ ნიშნავს იმას რომ რაიმე ცუდია ამაში. მოკლედ კი გეტყვით რომ : ის დასჯილია, მაგრამ გაზეთის და ზოგი ჭორისგან განსხვავებით მისი სასჯელი დროებითია და თვითონ პატრიარქი შეპირდა რომ აღადგენს, როდის ეს ჯერ არავინ იცის. ასე რომ ნუ გავარჩევთ იმას რაც არ ვიცით . უშეცდომო არავინაა ის დღეს დასჯილია ხვალ შეიძლება აღადგინონ და მერე ხელზე მთხვევის არ შეგვრცხვეს. შეიძლება დღევანდელი რომელიმე პატივცემული მეუფე შეცდეს ხვალ (ღმერთმა დაიფაროს) არ გვინდა ამაზე დეტალურად საუბარი კარგი? ვისაც მისი დალოცვა და სითბო სიამოვნებს ღმერთმა არ მოაკლოს. ვისაც არა და ნუ მივა. ეს ხომ ასე ადვილია. რაც შეეხება გაზეთებს ამათ ოღონდ სენსაცია და ჭორი დააწერინე და უკადრებელს კადრულობენ გინდა ყოფილი მეუფე იყოს გინდა პატრიარქი, ნამუსის ძარღვი აქვს ზოგს გაწყვეტილი რას ვიზამთ. -------------------- აცხოვნე უფალო, და შეიწყალე სულიერი მამა მოძღვარი მასწავლელი ჩემი, რომელი მარადის იღვიძებს და იღწვის სულისა ჩემისათვის და ლოცვითა მისითა მომანიჭე შენდობა შეცოდებათა ჩემთა.
|
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 16th July 2025 - 05:08 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი