აბო-ქართველი წმინდანი? |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
აბო-ქართველი წმინდანი? |
ზებედე |
Jul 12 2007, 06:25 AM
პოსტი
#1
|
ზეციკეთი ჯგუფი: Members პოსტები: 4,332 რეგისტრ.: 27-July 06 წევრი № 19 |
სამწუხაროდ, თემა დახურეს, სადაც მინდოდა გამერკვია რას ნიშნავს გამოთქმა "ქართველნო ერთად ღვთისაკენ" მაგრამ არგუმენტების არ ქონის გამო თემა დახურეს...თუმცა გამოიკვეთა ერთ-ერთი აზრი იმაზე, რომ ეროვნებით არაქართველი მოწამეეები, რომლებიც საქართველოში ეწამნენ ქრისტესთვის, ქართველი წმინდანები არიან. ჩემთვის გაუგებარია რატომ არის აბო ტფილელი ქართველი წმინდანი? იმიტომ რომ საქართველოში ეწამა? ეს ფილეტიზმი არ არის? მე მგონი უფრო სწორია საქართველოში წამებული წმ. აბო, და არა ქართველი წმინდანი აბო. თუ ქართველი წმ. აბოს ლოგიკით ვიმსჯელებთ მაშინ წმ. გრიგოლ ფერაძე (ვარშავაში წამებული), ანთიმოზ ივერიელი (უცხოეთში წამებული, მოღვაწეობდა რუმინეთში) ქართველი წმინდანები არ ყოფილან, რადგან საქართველოს ეკლესიაში არ წამებულან ან სხვაგან მოღვაწეობდნენ....
-------------------- მზეო ამოდი, ამოდი ნუ ეფარები გორასა წიწილის თეთრი ბუმბული, ველად გაჰქონდა ნიავსა |
მართა |
Aug 30 2007, 10:50 PM
პოსტი
#2
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 1,487 რეგისტრ.: 7-July 07 წევრი № 2,399 |
ქართველ წმინდანებს იმიტომ მიეკუთვნება რომ სწორედ ქართულმა, მართლმადიდებელმა ეკლესიამ სცნო იგი მოწამედ და აღიარა წმინდანად!!!! რა არის აქ სადაო ვერ გავიგე? ეროვნება რა შუაშია?
თუ არაბებს მოვთხოვოთ მისი კანონიზაცია? -------------------- ქართველნო ერთად ღვთისაკენ!
|
ზებედე |
Aug 31 2007, 05:38 AM
პოსტი
#3
|
ზეციკეთი ჯგუფი: Members პოსტები: 4,332 რეგისტრ.: 27-July 06 წევრი № 19 |
ქართველ წმინდანებს იმიტომ მიეკუთვნება რომ სწორედ ქართულმა, მართლმადიდებელმა ეკლესიამ სცნო იგი მოწამედ და აღიარა წმინდანად!!!! რა არის აქ სადაო ვერ გავიგე? ეროვნება რა შუაშია? თუ არაბებს მოვთხოვოთ მისი კანონიზაცია? აბოს სხვა მართლმადიდებელი ეკლესიები არ აღიარებენ მოწამედ? ის საქართველოში ეწამა, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას რომ ის ქართველია.... -------------------- მზეო ამოდი, ამოდი ნუ ეფარები გორასა წიწილის თეთრი ბუმბული, ველად გაჰქონდა ნიავსა |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 23rd September 2024 - 03:47 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი