IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

> აფხაზეთის ისტორია, XVIII - XX სს
Lenus
პოსტი Aug 27 2007, 08:29 AM
პოსტი #1


ექს-მტყუან-მოდერატორი ;)
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,446
რეგისტრ.: 9-March 07
წევრი № 1,315



..............


--------------------
"ქართველმან კაცმან თავი თვისი უნდა ამსგავსოს მგელსა და მტრის ჯარი კი ცხვრისა ფარასა და ეგრეთ შეერიოს მტრის ჯარსა, ვითარცა მგელი ცხვრის ფარასა..." (ლუარსაბ I)

აუწვდომელს ნუ აწუდები, გარდასულსა ნუ ინანი და რომელი შენთვის არა გინდეს ბოროტი, სხუასა ნუ უზამ და სცხონდე!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
 
Reply to this topicStart new topic
გამოხმაურებები
კანონისტი
პოსტი Aug 31 2007, 03:13 PM
პოსტი #2


დავით
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 16,930
რეგისტრ.: 17-October 06
მდებარ.: თბილისი, საქართველო
წევრი № 284



Lenus
ციტატა
მართალი იქნება თუ არა მტკიცება, რომ 1917 წლის ანარქიის შედეგად, რა ფორმითაც იყო საქართველო თვითგამორკვეული, აფხაზეთი მის შემადგენლობაში არ შედიოდა?

ანუ, აფხაზეთი ცალკე გამოერკვა დიდ რუსული ხანძრისგან?


მთლად მასეც არ არის საქმე და აი, რატომ. მინდა, ძალიან საინტერესო რამდენიმე მომენტს გაუსვი ხაზი.....

სხვათა შორის, მადლობელი ვარ ეს თემა რომ წამოწიე, ბევრ ისეთ რამეს გავეცანი ამ თემის "ხათრით", რაც ადრე არ ვიცოდი. smile.gif

სეპარატისტული რეჟიმი ცდილობს იმის დამტკიცებას, რომ თურმე აფხაზეთი ცალკე გამოეყო რუსეთს და დემოკრატიული საქართველოს გვარდიამ დაიპყრო იგი. ლაკობა და ძმანი მისნი წერენ, რომ აფხაზეთი შედიოდა მთიელ ხალხთა კონფედერაციაში და ის საქართველოს შემადგენლობაში ძალის გამოყენებით შეიყვანეს.... საინტერესოა, რომ თავად სეპარატისტთა დროშაც ამ ისტორიული ვითომცდა რეალიის გადმომცემია: მასზე გამოსახული სამი თეთრი ხაზი სიმბოლოა ამ კონფედერაციის სამი ქრისტიანული ერისა (აფხაზები, ოსები, ყაბარდოელები [თუმცა ამ უკანასკნელზე დიდი ეჭვი მეპარება, მაგრამ აფხაზები ასე წერენ wink.gif ] ), ხოლო ოთხი მწვანე ხაზი - ოთხი მუსლიმი ერისა - ჩეჩნები, დაღესტნელები, ჩერქეზები და ადიღეელები

ჯერ უპირველესად გავიხსენოთ, რა პერიოდია და რას წარმოადგენს თავად ეს მთიელ ხალხთა კონფედერაცია?

საუბარია 1917 წელზე, როდესაც ტახტიდან გადადგა იმპერატორი ნიკოლოზ II. რუსეთი გამოცხადდა რესპუბლიკად. კავკასიის მთავარმმართებლის საგამგებლო ტერიტორიაზე იქმნება ადმინისტრაციული ერთეული - ე.წ. "ოზაკომი" (კავკასიის საგანგებო კომიტეტი).

1917 წლის ოქტომბრის რევოლუციას, გამომდინარე მისი ანტიკონსტიტუციური და სამხედრო ხასიათისა, მხარი არ დაუჭირა იმპერიის ბევრმა რეგიონმა განსაკუთრებით განაპირა მხარეებმა და დროებით გაწყვიტეს კავშირი ცენტრთან იმ მომენტამდე, როდესაც კვლავ აღდგებოდა კერენსკის მთავრობის უფლებამოსილება

ამ პერიოდში უკვე (1917 წლის მარტიდან) შექმნილია მთიელ ხალხთა კავშირი, რომელიც არანაირად არ წარმოადგენდა სახელმწიფოს. ეს იყო კავკასიის მთიელთა ორგანიზაცია, რომლის მიზანი იყო ამ ხალხების ეროვნული ინტერესების დაცვა იმპერიის მასშტაბით. ზემოთ მოყვანილ დეკლარაციაში ნათლად ჩანს, რომ აფხაზი ხალხი უერთდება ამ გაერთიანებას და არა რაიმე სახელმწიფოს:

ციტატა
აფხაზი ხალხი შედის ჩრდილოეთ კავკასიის, დაღესტნისა და აფხაზეთის გაერთიანებულ მთიელთა კავშირში _ და, რა თქმა უნდა, საჭიროებს თავის ჩრდილოელ ძმებთან ყველაზე მჭიდრო კავშირის შენარჩუნებას.

საუბარია აფხაზი ხალხის შესვლაზე და არა რეგიონის - ეს ერთი. მეორეც, შედის გაერთიანებაში და არა სახელმწიფოში. სახელმწიფოში შესვლა იურიდიულად მიუღებელი და გაუმართლებელი იქნებოდა, რადგან ამ პერიოდისათვის არსებობდა მხოლოდ ერთი - რუსეთის რესპუბლიკა. მესამეც, ცხადია, აქ არ ყოფილა გათვალისწინებული აფხაზეთის არააფხაზი მოსახლეობის აზრი, ვინაიდან ეს საბჭო ეთნიკური ხასიათისა იყო.

დეკლარაციაში საგანგებოდაა მითითებული ისიც, რომ:
ციტატა
აფხაზთა სახალხო საბჭო, როგორც ორგანო, პასუხისმგებელი უპირველესად ყოვლისა აფხაზი ხალხის წინაშე და მისი ინტერესების და უფლებების დამცველი, ცნობს ხელისუფლებას და კომპეტენციას სოხუმის საოლქო კომიტეტის, ამიერკავკასიის საგანგებო კომიტეტის, ამიერკავკასიის, გაერთიანებულ მთიელთა კავშირის ცენტრალური კომიტეტის და დროებითი მთავრობის ყველა საზოგადოებრივ-პოლიტიკური და ადმინისტრაციული დაწესებულების და პირისას იმდენად, რამდენადაც ამ ორგანიზაციებისა და დაწესებულებების მიერ დაცული იქნება რევოლუციის და დემოკრატიის ლოზუნგები და არ დაირღვევა აფხაზი ხალხის ეროვნული ინტერესები და პოლიტიკური უფლებები.

ანუ ხაზგასმულია იმაზე, რომ არავითარი დამოუკიდებელი სახელმწიფოს შექმნა არ ხდება და ამ ორგანიზაციის მიზანი არის მხოლოდ კავკასიელ ხალხთა ეროვნული ინტერესების დაცვა.

მას შემდეგ, რაც ბოლშევიკური მმართველობა გაგრძელდა, ამიერკავკასიის კომიტეტი ჩამოყალიბდა იმ აზრზე, რომ საჭირო იყო დამოუკიდებელი სახელმწიფოს შექმნა, რომელიც თავისუფალი იქნებოდა მარქსისტული იდეებისაგან. მართლაც, 1918 წლის 24 თებერვალს რუსეთის იმპერიის ტფილისის, ქუთაისის, ერევნის, ელიზავეტოპოლის (განჯა), ბაქოსა და ყარსის გუბერნიების ტერიტორიაზე გამოცხადდა ახალი სახელმწიფოს - ამიერკავკასიის დემოკრატიული ფედერალური რესპუბლიკის შექმნა. თავისთავად, ქუთაისის გუბერნიაში შემავალი სოხუმის ოლქი მასთან ერთად გამოეყო რუსეთს.

აღნიშნული მდგომარეობიდან გამომდინარე, კავკასიელმა მთიელებმაც გადაწყვიტეს თავიანთი ერთობის სახელმწიფოებრივად გამოხატვა და ამავე წლის 11 მაისს გამოაცხადეს ახალი სახელმწიფოს - ჩრდილოკავკასიელ მთიელთა რესპუბლიკის შექმნა. სოხუმის ოლქის ტერიტორია მის შემადგენლობაში ცხადია, არ შედიოდა. ეს რესპუბლიკა ცნო საქართველოს დემოკრატიულმა რესპუბლიკამაც. საინტერესო კი ის არის, რომ 1918 წელს სოხუმში გამოცხადდა საბჭოთა აფხაზეთის შექმნა, რომელსაც ცხადია, არანაირი საფუძველი არ ჰქონდა. სწორედ ამ ბოლშევიკური აგრესიისაგან დაცვას თხოვენ გენერალ მაზნიაშვილს აფხაზები

ამიერკავკასიის სამი ხალხის განსხვავებული პოლიტიკური იდეების გამო, გადაწყდა მისი სამ რესპუბლიკად დაშლა. სწორედ ამ დროს, თბილისში ჩამოდის აფხაზთა სახალხო საბჭოს დელეგაცია, რომელმაც მოითხოვეს აფხაზეთის ჩართვა საქართველოს რესპუბლიკის შემადგენლობაში ავტონომიური სტატუსით. ხოლო 1918 წლის 8 ივნისს გაფორმდა ხელშეკრულება საქართველოს მთავრობასა და აფხაზთა საბჭოს შორის, რომელმაც განსაზღვრა საერთო უფლებამოსილების საკითხები:
ა) საგარეო საქმეები
ბ) სავალუტო სისტემა
გ) საბაჟო
დ) ფოსტა-ტელეგრაფი
ე) ჯარი

ეს შეთანხმება შემდგომში აისახა რესპუბლიკის კონსტიტუციის XI თავში.

ამდენად, აფხაზეთი, როგორც სახელმწიფოებრივი წარმონაქმნი ჩამოყალიბდა საქართველოს შემადგნელობაში და ის ერთიანი ქართული სახელმწიფოს მეშვეობით გამოეყო რუსეთის ფედერაციას


--------------------
„ნეტარ არიან, რომელთა დაიცვან სამართალი და ჰყონ სიმართლე ყოველსა ჟამსა.“ (ფს. 105; 4)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

პოსტი ამ თემაში
Lenus   აფხაზეთის ისტორია   Aug 27 2007, 08:29 AM
k@the   დიდი ინტერესით ვეც...   Aug 28 2007, 11:51 AM
ლილიანა   ძალიან საინტერესო...   Aug 28 2007, 11:59 AM
Lenus   ..............   Aug 28 2007, 04:53 PM
ნათია   ძალიან საინტერესო...   Aug 28 2007, 05:14 PM
k@the   მოკლედ დავიწყოთ გ...   Aug 28 2007, 05:43 PM
Lenus   ..............   Aug 28 2007, 05:50 PM
Freethought   ამავე სხდომამ დად...   Aug 28 2007, 10:52 PM
k@the   კიდევ ერთი კურიოზ...   Aug 28 2007, 06:39 PM
Lenus   ..............   Aug 28 2007, 07:09 PM
k@the   როგორც ვხედავ არც 1...   Aug 28 2007, 07:32 PM
tamara   ამშინ ზე მინდა გით...   Aug 29 2007, 12:18 PM
Lenus   ..............   Aug 29 2007, 12:55 PM
Sotiris   როგორაა ბერძნულად...   Aug 29 2007, 01:33 PM
nini_1   აქ მთავარი კამათი ...   Aug 29 2007, 01:17 PM
Lenus   ..............   Aug 29 2007, 01:32 PM
Lenus   ..............   Aug 29 2007, 01:39 PM
Sotiris   Sotiris იქნებ შენ მითხრ...   Aug 30 2007, 02:46 PM
k@the   პიროვნულად მივიღე...   Aug 29 2007, 02:02 PM
tamara   ამშინი წარმოებული...   Aug 29 2007, 04:47 PM
კანონისტი   tamara ძალიან გთხოვთ რ...   Aug 29 2007, 04:48 PM
tamara   კარგით - მაშინ მოვი...   Aug 29 2007, 04:49 PM
კანონისტი   tamara ციტატა არ ვიცი, ...   Aug 29 2007, 04:51 PM
tamara   სხვათაშორის ამშინ...   Aug 29 2007, 04:56 PM
Lenus   ..............   Aug 29 2007, 05:00 PM
tamara   море адыг. хы, Ахын название...   Aug 29 2007, 05:13 PM
k@the   ქეთი, როდესაც კაცი...   Aug 29 2007, 05:28 PM
ჯინო   საინტერესო თემაა...   Aug 29 2007, 06:32 PM
Lenus   ..............   Aug 30 2007, 09:19 AM
tamara   ლენუს - გეთანხმები...   Aug 30 2007, 11:11 AM
Lenus   ..............   Aug 30 2007, 11:51 AM
tamara   ლენუს - ახლა პირიქი...   Aug 30 2007, 12:21 PM
Sotiris   ფაქტია, რომ ძირძვე...   Aug 30 2007, 03:10 PM
კანონისტი   Lenus სამწუხაროდ, 1921 წ...   Aug 30 2007, 01:02 PM
Lenus   ..............   Aug 30 2007, 01:22 PM
კანონისტი   ბარემ აქვე ციტატა 19...   Aug 30 2007, 01:29 PM
კანონისტი   Апсны атоурых   Aug 30 2007, 02:54 PM
Lenus   ..............   Aug 30 2007, 03:06 PM
tamara   აფხაზურ ენაში რას ...   Aug 30 2007, 03:15 PM
კანონისტი   tamara უკაცრავად, მაგრ...   Aug 30 2007, 03:21 PM
tamara   მაშინ მე დავუმატებ...   Aug 30 2007, 03:22 PM
Lenus   ..............   Aug 30 2007, 04:16 PM
tamara   დიდი თხოვნა მექნე...   Aug 30 2007, 06:41 PM
Sotiris   თემას ჰქვია აფხაზ...   Aug 30 2007, 06:45 PM
კანონისტი   [size=3]აფხაზეთის რესპ...   Aug 30 2007, 05:14 PM
კანონისტი   აფხაზი ხალხის ყრილ...   Aug 30 2007, 05:45 PM
მართა   დაგვისახელონ აფხა...   Aug 30 2007, 09:49 PM
Lenus   ..............   Aug 31 2007, 07:23 AM
Lenus   ..............   Aug 31 2007, 08:26 AM
კანონისტი   Lenus დიახ. ეს აქტი მი...   Aug 31 2007, 10:49 AM
კანონისტი   რა მიმართულებით ვა...   Aug 31 2007, 01:42 PM
tamara   აფხაზეთის და კოლხე...   Aug 31 2007, 02:22 PM
Lenus   ..............   Aug 31 2007, 02:25 PM
nini_1   რაც წინა პოსტში და...   Aug 31 2007, 02:34 PM
Lenus   ..............   Aug 31 2007, 02:37 PM
Sotiris   ერეკლეს დროინდელ ...   Aug 31 2007, 09:24 PM
კანონისტი   Lenus მთლად მასეც არ ა...   Aug 31 2007, 03:13 PM
კანონისტი   Lenus მაგ ტრაქტატზე ს...   Aug 31 2007, 03:31 PM
Sotiris   აფხაზეთის განუყოფ...   Aug 31 2007, 09:47 PM
Lenus   ..............   Aug 31 2007, 03:54 PM
კანონისტი   Lenus მაგ პერიოდს სია...   Aug 31 2007, 03:54 PM
tamara   ეგ პერიოდი კარგად ...   Aug 31 2007, 04:04 PM
კანონისტი   დამფუძნებელი კრებ...   Aug 31 2007, 04:11 PM
Lenus   ..............   Aug 31 2007, 04:34 PM
nini_1   კანონისტი შენ გაი...   Aug 31 2007, 09:38 PM
Lenus   ..............   Sep 1 2007, 08:12 AM
marine   “რაც მზე არის დედა...   Nov 18 2013, 03:41 PM


Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 12th July 2025 - 04:12 AM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი