IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

> აფხაზეთის ისტორია, XVIII - XX სს
Lenus
პოსტი Aug 27 2007, 08:29 AM
პოსტი #1


ექს-მტყუან-მოდერატორი ;)
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,446
რეგისტრ.: 9-March 07
წევრი № 1,315



..............


--------------------
"ქართველმან კაცმან თავი თვისი უნდა ამსგავსოს მგელსა და მტრის ჯარი კი ცხვრისა ფარასა და ეგრეთ შეერიოს მტრის ჯარსა, ვითარცა მგელი ცხვრის ფარასა..." (ლუარსაბ I)

აუწვდომელს ნუ აწუდები, გარდასულსა ნუ ინანი და რომელი შენთვის არა გინდეს ბოროტი, სხუასა ნუ უზამ და სცხონდე!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
 
Reply to this topicStart new topic
გამოხმაურებები
კანონისტი
პოსტი Aug 31 2007, 04:11 PM
პოსტი #2


დავით
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 16,930
რეგისტრ.: 17-October 06
მდებარ.: თბილისი, საქართველო
წევრი № 284



დამფუძნებელი კრების პრეზიდიუმის სხდომის ჟურნალი

1920 წლის 31 დეკემბერი

განსახილველი საგანი

(...)

(საკონსტიტუციო მცირე კომისიის მიერ შემუშავებული პროექტი _ აფხაზეთის ავტონომიური მმართველობის დებულებისა)

ცნობა: ეს პროექტი ჯერ საკონსტიტუციო კომისიის პლენუმს არ განუხილავს და თავისი საბოლოო დასკვნა არ გამოუთქვამს.

დადგენილება:

საკონსტიტუციო მცირე კომისიის მიერ შემუშავებული პროექტი ცნობად იქნეს მიღებული.

თავმჯდომარე ალ. ლომთათიძე

მდივანი კ. ჯაფარიძე

კანცელარიის გამგე ალ. ზურაბიშვილი

(საქართველოს ცენტრალური სახელმწიფო საისტორიო არქივი, ფ. 1833, ანაწ. 1, საქ. 713, ფურც. 369)



აფხაზეთის ავტონომიური მმართველობის დებულება


რესპუბლიკის კონსტიტუციის მიღებამდე საქართველოს დამფუძნებელი კრება აქვეყნებს ქვემორე მოყვანილს დროებით დებულებას ავტონომიური აფხაზეთის მართვა-გამგეობისა.

1. აფხაზეთი _ მდინარე მეხადირიდან ენგურამდე და შავი ზღვის ნაპირებიდან კავკასიონის ქედამდე საქართველოს რესპუბლიკის განუყოფელი ნაწილია და ამ საზღვრებში ავტონომიურად უძღვება თავის შინაურ საქმეებს.

2. ავტონოიურ აფხაზეთს აქვს თავისი ადგილობრივი საკანონმდებლო ორგანო სახალხო საბჭო, არჩეული ორი წლით, საყოველთაო, პირდაპირი, თანასწორი, ფარული და პროპორციული საარჩევნო სისტემით ორი სქესის მიერ.

3. აფხაზეთის ავტონომიური მმართველობის უწყება ვრცელდება აფხაზეთის საზღვრებში ყველა მიწასა და მფლობელობაზე და ყველა იქ მცხოვრებ პირზე, თანახმად რესპუბლიკის საზოგადოდ კანონებისა.

4. აფხაზეთის ავტონომიური მმართველობის უწყებას სახელდობრ ეკუთვნის:

ა) _ ადგილობრივი ფინანსები, კასა, გადასახადები, სესხი.

ბ) _ სახალხო განათლება _ პირველდაწყებითი, საშუალო და უმაღლესი სწავლების საქმე, საზოგადოდ მთელი კულტრული შემოქმედება.

გ) _ ადგილობრივი საერობო და საქალაქო თვითმმართველობა.

დ) _ სამომრიგებლო სამოსამართლო დაწესებულება.

ე) _ პირადი და საზოგადოებრივი უზრუნველყოფის და წესიერების დაცვა.

ვ) _ ადმინისტრაცია.

ზ) _ სახალხო ჯანმრთელობა, მედიცინა, ვეტერინარია.

თ) _ მიმოსვლის საქმე _ გზები ადგილობრივი მნიშვნელობისა.

ი) _ ბიუჯეტის დამტკიცება, ადგილობრივი თანხების გასვლის ანგარიშის

განხილვა.

კ) _ საზოგადოებრივი კულტურული საჭიროებისათვის კერძო პირთა უძრავი

ქონების ჩამორთმევა რესპუბლიკის საზოგადო კანონების ძალით.

ლ) _ ყოველი საქმე, რომელიც რესპუბლიკის კანონით აფხაზეთის სახალხო საბჭოს გადაეცემა.

5. გარდა ამ საქმეთა, რომელნიც აღნიშნულნი არიან წინა /4/ მუხლში,

აფხაზეთის ავტონომიური მმართველობა დამოუკიდებლად განაგებს, რესპუბლიკის კანონების დროს, მიწის ნორმის დაწესების საქმეს, საზღვრავს აგრეთვე სახელმწიფო საადგილმამულო ფონდის ხალხისთვის გადაცემის ფორმებს.

6. ავტონომიური აფხაზეთის მმართველობის სრულ განკარგულებაში გადადის ყველა ადგილობრივი მნიშვნელობის მიწა, ყველა კულტურულად მნიშვნელოვანი მამული და ტყე, ყველა სამკურნალო წყალი ზოგად სახელმწიფოებრივ მიწებზე რომ იმყოფება იმათ გარდა, აგრეთვე წყლის ენერგია, რომელიც არ აღემატება ათი ათას ცხენის ძალას. ყველა მიწა და ტყე ზოგად სახელმწიფოებრივი მნიშვნელობისა, გაგრის კლიმატური სადგური და წყლის ენერგია ათი ათასი ცხენის ძალის ზევით რჩება სახელმწიფო საკუთრებად. აგრეთვე სახელმწიფოს სრულ განკარგულებაშია მიწის წიაღი თანახმად რესპუბლიკის საზოგადო კანონებისა.

7. სახელმწიფო ენა აფხაზეთში არის ქართული ენა, მაგრამ სახალხო საბჭოს შეუძლია შემოიღოს სკოლებში სახმარებლად ავტონომიურ დაწესებულებებში სალაპარაკოდ და საქმის საწარმოებლად ადგილობრივი ენა.

8. აფხაზეთის ტერიტორიაზე მოქალაქეთა უფლებ-მოვალეობანი(ბებს) და მოქალაქეობრივ თავისუფლებას უზრუნველყოფენ რესპუბლიკის კონსტიტუცია და კანონები.

9. ადგილობრივ დაწესებულებებში თანამდებობის პირთა დანიშვნის, გადაყვანის და დათხოვნის უფლება ეკუთვნის აფხაზეთის სახალხო საბჭოს და კომისარიატს. ზოგად სახელმწიფო მოსამსახურენი აფხაზეთში ინიშნებიან შეძლებისდაგვარად ადგილობრივ მკვიდრთაგან.

10. საქართველოს საკანონმდებლო ორგანოში არჩევნებისათვის აფხაზეთი შეადგენს ცალკე საარჩვენო ოლქს. იგი ამ ორგანოში წარმოდგენილ უნდა იქნეს პროპორციონალურად, რესპუბლიკის საერთო საარჩევნო მეტრის მიხედვით.

11. აფხაზეთის სახალხო საბჭოს წევრნი, მისი აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენელნი, აგრეთვე ავტონომიური აფხაზეთის დაწესებულებათა მოსამსახურენი ფიცს ან აღქმას სდებენ საქართველოს რესპუბლიკის კონსტიტუციის ერთგულებისათვის.

12. აფხაზეთის სახალხო საბჭოს დეპუტატთა რაოდენობა განსაზღვრულია 30 კაცით.

13. აფხაზეთის სახალხო საბჭო თვითონ საზღვრავს თავის პრეზიდიუმის შემადგენლობას და თავის მუშაობაში ხელმძღვანელობს მის მიერ შედგენილი რეგლამენტით.

14. აფხაზეთის სახალხო საბჭო იხილავს თავის წევრთა არჩევნების კანონიერებას და ამტკიცებს საარჩევნო წარმოებას.

15. სახალხო საბჭოს წევრი პასუხისგებაში არ მიეცემა იმ აზრისა და შეხედულებისათვის, რომელსაც გამოსთქვამს თავის მოვალეობის ასრულების დროს. სახალხო საბჭოს წევრის პიროვნება ხელშეუხებელია. იგი არ შეიძლება შეპყრობილ ან სასამართლოში მიცემულ იქნეს, ვიდრე სახალხო საბჭოს წევრად ითვლება, თუ თვით სახალხო საბჭომ ნება არ დართო. გამონაკლისია ისეთი შემთხვევა, როცა დანაშაულის ჩადენაზე მიასწრებენ.

16. სახალხო საბჭოს წევრს ეძლევა გასამჯელო, განსაზღვრული სახალხო საბჭოს დადგენილებით.

17. სახალხო საბჭოს მოწვევის და დათხოვის საკითხს, მისი სესიების ვადას, აგრეთვე დებულებას აღმასრულებელი ორგანოს შესახებ საზღვრავს და ამუშავებს თვით სახალხო საბჭო.

18. სახალხო საბჭოს წევრს არ შეუძლია მიიღოს რაიმე თანამდებობა აღმასრულებელი ორგანოდან.

19. სახალხო საბჭოს სხდომები საჯაროა. მაგრამ სახალხო საბჭოს შეუძლია ზოგიერთი კითხვებისათვის ფარულად გამოაცხადოს სხდომა.

20. ადგილობრივი საკანონმდებლო ინიციატივა ეკუვნის ამომრჩეველს, სახალხო საბჭოს და კომისარიატს. ინიციატივის აღძვრის წესებს განსაზღვრავს სახალხო საბჭო.

21. ავტონომიური აფხაზეთის აღმასრულებელი ორგანო არის აფხაზეთის კომისარიატი, რომლის წევრებს ირჩევს სახალხო საბჭო.

22. კომისარიატის წევრები სახალხო საბჭოს ანგარიშს აძლევენ თავის მოქმედებისათვის და პასუხს აგებენ მის წინაშე.

23. სახალხო საბჭოს მიერ მიღებულ კანონებს აქვეყნებს საქართველოს რესპუბლიკის სენატი.

24. ბიუჯეტის შესავსებად აფხაზეთის ავტონომიურ მმართველობას ეძლევა აფხაზეთის ტერიტორიაზე აკრეფილი ზოგად სახელმწიფოებრივ გადასახადთა განსაზღვრული ნაწილი. მას ეძლევა აგრეთვე ნაწილი აფხაზეთის ტერიტორიაზე რესპუბლიკის მიერ გაცემულ სახელმწიფო კონცესიების შემოსავლისა.

25. აფხაზეთის ავტონომიური დებულების საზოგადო თუ ნაწილობრივი გადასინჯვის ინიციატივის უფლება ეკუთვნის როგორც საქართველოს პარლამენტს, ისე აფხაზეთის სახალხო საბჭოს. თვით დებულების გადასინჯვის და მისი დამტკიცების უფლებას კი ახორციელებს საქართველოს პარლამენტი კანონით განსაზღვრული წესისამებრ.


(1920 წლის 31 დეკემბერი)

(თამაზ ნადარეიშვილი, დავით ჩიტაია, პაატა დავითაია, სეპარატიზმის პრობლემა საქართველოში, (ისტორია და თანამედროვეობა), წიგნი I. თბ. 2003, გვ. 224-227; საქართველოს ცენტრალური სახელმწიფო საისტორიო არქივი, ფ. 1833, აღწ. 1, საქ. 863, ფურც. 93-95; იქვე, საქ. 827, ფურც. 1-3)




--------------------
„ნეტარ არიან, რომელთა დაიცვან სამართალი და ჰყონ სიმართლე ყოველსა ჟამსა.“ (ფს. 105; 4)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

პოსტი ამ თემაში
Lenus   აფხაზეთის ისტორია   Aug 27 2007, 08:29 AM
k@the   დიდი ინტერესით ვეც...   Aug 28 2007, 11:51 AM
ლილიანა   ძალიან საინტერესო...   Aug 28 2007, 11:59 AM
Lenus   ..............   Aug 28 2007, 04:53 PM
ნათია   ძალიან საინტერესო...   Aug 28 2007, 05:14 PM
k@the   მოკლედ დავიწყოთ გ...   Aug 28 2007, 05:43 PM
Lenus   ..............   Aug 28 2007, 05:50 PM
Freethought   ამავე სხდომამ დად...   Aug 28 2007, 10:52 PM
k@the   კიდევ ერთი კურიოზ...   Aug 28 2007, 06:39 PM
Lenus   ..............   Aug 28 2007, 07:09 PM
k@the   როგორც ვხედავ არც 1...   Aug 28 2007, 07:32 PM
tamara   ამშინ ზე მინდა გით...   Aug 29 2007, 12:18 PM
Lenus   ..............   Aug 29 2007, 12:55 PM
Sotiris   როგორაა ბერძნულად...   Aug 29 2007, 01:33 PM
nini_1   აქ მთავარი კამათი ...   Aug 29 2007, 01:17 PM
Lenus   ..............   Aug 29 2007, 01:32 PM
Lenus   ..............   Aug 29 2007, 01:39 PM
Sotiris   Sotiris იქნებ შენ მითხრ...   Aug 30 2007, 02:46 PM
k@the   პიროვნულად მივიღე...   Aug 29 2007, 02:02 PM
tamara   ამშინი წარმოებული...   Aug 29 2007, 04:47 PM
კანონისტი   tamara ძალიან გთხოვთ რ...   Aug 29 2007, 04:48 PM
tamara   კარგით - მაშინ მოვი...   Aug 29 2007, 04:49 PM
კანონისტი   tamara ციტატა არ ვიცი, ...   Aug 29 2007, 04:51 PM
tamara   სხვათაშორის ამშინ...   Aug 29 2007, 04:56 PM
Lenus   ..............   Aug 29 2007, 05:00 PM
tamara   море адыг. хы, Ахын название...   Aug 29 2007, 05:13 PM
k@the   ქეთი, როდესაც კაცი...   Aug 29 2007, 05:28 PM
ჯინო   საინტერესო თემაა...   Aug 29 2007, 06:32 PM
Lenus   ..............   Aug 30 2007, 09:19 AM
tamara   ლენუს - გეთანხმები...   Aug 30 2007, 11:11 AM
Lenus   ..............   Aug 30 2007, 11:51 AM
tamara   ლენუს - ახლა პირიქი...   Aug 30 2007, 12:21 PM
Sotiris   ფაქტია, რომ ძირძვე...   Aug 30 2007, 03:10 PM
კანონისტი   Lenus სამწუხაროდ, 1921 წ...   Aug 30 2007, 01:02 PM
Lenus   ..............   Aug 30 2007, 01:22 PM
კანონისტი   ბარემ აქვე ციტატა 19...   Aug 30 2007, 01:29 PM
კანონისტი   Апсны атоурых   Aug 30 2007, 02:54 PM
Lenus   ..............   Aug 30 2007, 03:06 PM
tamara   აფხაზურ ენაში რას ...   Aug 30 2007, 03:15 PM
კანონისტი   tamara უკაცრავად, მაგრ...   Aug 30 2007, 03:21 PM
tamara   მაშინ მე დავუმატებ...   Aug 30 2007, 03:22 PM
Lenus   ..............   Aug 30 2007, 04:16 PM
tamara   დიდი თხოვნა მექნე...   Aug 30 2007, 06:41 PM
Sotiris   თემას ჰქვია აფხაზ...   Aug 30 2007, 06:45 PM
კანონისტი   [size=3]აფხაზეთის რესპ...   Aug 30 2007, 05:14 PM
კანონისტი   აფხაზი ხალხის ყრილ...   Aug 30 2007, 05:45 PM
მართა   დაგვისახელონ აფხა...   Aug 30 2007, 09:49 PM
Lenus   ..............   Aug 31 2007, 07:23 AM
Lenus   ..............   Aug 31 2007, 08:26 AM
კანონისტი   Lenus დიახ. ეს აქტი მი...   Aug 31 2007, 10:49 AM
კანონისტი   რა მიმართულებით ვა...   Aug 31 2007, 01:42 PM
tamara   აფხაზეთის და კოლხე...   Aug 31 2007, 02:22 PM
Lenus   ..............   Aug 31 2007, 02:25 PM
nini_1   რაც წინა პოსტში და...   Aug 31 2007, 02:34 PM
Lenus   ..............   Aug 31 2007, 02:37 PM
Sotiris   ერეკლეს დროინდელ ...   Aug 31 2007, 09:24 PM
კანონისტი   Lenus მთლად მასეც არ ა...   Aug 31 2007, 03:13 PM
კანონისტი   Lenus მაგ ტრაქტატზე ს...   Aug 31 2007, 03:31 PM
Sotiris   აფხაზეთის განუყოფ...   Aug 31 2007, 09:47 PM
Lenus   ..............   Aug 31 2007, 03:54 PM
კანონისტი   Lenus მაგ პერიოდს სია...   Aug 31 2007, 03:54 PM
tamara   ეგ პერიოდი კარგად ...   Aug 31 2007, 04:04 PM
კანონისტი   დამფუძნებელი კრებ...   Aug 31 2007, 04:11 PM
Lenus   ..............   Aug 31 2007, 04:34 PM
nini_1   კანონისტი შენ გაი...   Aug 31 2007, 09:38 PM
Lenus   ..............   Sep 1 2007, 08:12 AM
marine   “რაც მზე არის დედა...   Nov 18 2013, 03:41 PM


Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 12th July 2025 - 03:38 AM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი