აბო-ქართველი წმინდანი? |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
აბო-ქართველი წმინდანი? |
ზებედე |
Jul 12 2007, 06:25 AM
პოსტი
#1
|
ზეციკეთი ჯგუფი: Members პოსტები: 4,332 რეგისტრ.: 27-July 06 წევრი № 19 |
სამწუხაროდ, თემა დახურეს, სადაც მინდოდა გამერკვია რას ნიშნავს გამოთქმა "ქართველნო ერთად ღვთისაკენ" მაგრამ არგუმენტების არ ქონის გამო თემა დახურეს...თუმცა გამოიკვეთა ერთ-ერთი აზრი იმაზე, რომ ეროვნებით არაქართველი მოწამეეები, რომლებიც საქართველოში ეწამნენ ქრისტესთვის, ქართველი წმინდანები არიან. ჩემთვის გაუგებარია რატომ არის აბო ტფილელი ქართველი წმინდანი? იმიტომ რომ საქართველოში ეწამა? ეს ფილეტიზმი არ არის? მე მგონი უფრო სწორია საქართველოში წამებული წმ. აბო, და არა ქართველი წმინდანი აბო. თუ ქართველი წმ. აბოს ლოგიკით ვიმსჯელებთ მაშინ წმ. გრიგოლ ფერაძე (ვარშავაში წამებული), ანთიმოზ ივერიელი (უცხოეთში წამებული, მოღვაწეობდა რუმინეთში) ქართველი წმინდანები არ ყოფილან, რადგან საქართველოს ეკლესიაში არ წამებულან ან სხვაგან მოღვაწეობდნენ....
-------------------- მზეო ამოდი, ამოდი ნუ ეფარები გორასა წიწილის თეთრი ბუმბული, ველად გაჰქონდა ნიავსა |
ნაინა |
Aug 31 2007, 11:52 PM
პოსტი
#2
|
პროვინციელი ალქაჯი!!!!! ჯგუფი: Senators პოსტები: 15,155 რეგისტრ.: 11-May 07 მდებარ.: ,,მოუსავლეთი'' მიჩიგანის კოლმეურნეობა. წევრი № 1,886 |
ციტატა "წესით"ქართველობა არ არსებობს. ქართველობა არის წმინდა სიმბოლური ხასიათის ერთობა, რომლის საფუძველიცაა საერთო ცნობიერება. ქართველი ხარ მხოლოდ იმიტომ რომ თავს ქართველებს მიაკუთვნებ, ისევე როგორც ყველა იმერელი თავს ქართველებს მიაკუთვნებს. მე-19 საუკუნეში ეს ასე არ იყო. გასაგებია ახლა? ესე იგი მე-19 საუკუნემდე მცნება "ქართველი" არ არსებობსა? აბა რატომ გვხვდება წინა საუკუნეებში სახელად"საქართველო"? თუნდაც მე-10 საუკუნეში. დაბვეჭდავ პატარა მონაკვეთს ქართული დიპლომატიის ისტორიის ნარკვევებიდან. "მე-10 ს-ის 70-იანი წლებიდან ცალკეული ქართული ქვეყნების ერთიან სახელმწიფოში გაერთიანებისათვის ბრძოლის ხანგრძლივი პროცესი დასკვნით ფაზაში შევიდა. ბაგრატ უფლისწულის ჯერ ქართლში მმართველად დასმით (975 წ) და შემდგომ კი მისი დასავლეთ საქართველოში გამეფებით (978 წ) გადაიდგა გადამწყვეტი ნაბიჯი ერთიანი ქართული სახელმწიფოს შექმნის გზაზე." მე მგონი აქ საქართველოა ნახსენები, და საქართველოში მცხოვრებ ქართველს რა სახელით მოიხსენიებდნენ ეგებ ეგეც განმიმარტო? ღმერთი გფარავდეთ. -------------------- ________________________________________________
გიგრძვნიათ ოდესმე სუსხიან ზამთარში, მზისგან მოგზავნილი სხივების სინაზე? ხანდახან გულნატკენს ტირილი რომ გინდათ... და მაინც იცინით სუყველას ჯინაზე... ________________________________________________ |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 25th September 2024 - 07:54 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი