და გვენატრება სიტყვაც ქართული..., რა ენა წახდეს... |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
და გვენატრება სიტყვაც ქართული..., რა ენა წახდეს... |
ქეთუ |
Jun 15 2007, 07:12 PM
პოსტი
#1
|
ცრემლისფერი... ჯგუფი: Members პოსტები: 2,898 რეგისტრ.: 16-December 06 მდებარ.: USA წევრი № 698 |
ამ თემის გახსნა რამოდენიმე მიზეზის გამო გადავწყვიტე .
ვფიქრობ საინტერესოცაა... მე მაქვს ამის პრობლემა და მაინტერესებს სხვისი აზრიც, უმეტესწილად იმ ადამიანების ვინც გარკვეული პერიოდი საქართველოდანაა წასული. ალბათ დამეთანხმებით გარემო უდიდეს გავლენას ახდენს ადამიანზე, როდესაც სრულიად უცხო გარემოში ხვდები ალბათ არის რაღაც ნიუანსები რაც გარკვეულ გალენას ახდენს ჩვენზე,განსაკუთრებით ყოველდღიურობა და ჩვევები, თუნდაც საუბარი, ქართულად საუბარი. მაინტერესებს რამდენად სრულყოფილად ინარჩუნებთ ქართული საუბრის მანერას, პირადი გამოცდილებიდან ეს არც ისე ადვილი აღმოჩნდა, -------------------- "ლოცვას უდრის ზოგჯერ ფიქრი... მოხდება ხოლმე... რაც უნდა მდგომარეობაში იყოს ტანი, სული მაინც მუხლმოყრილია..." "Ce n’est rien de mourir... c’est affreux de ne pas vivre!!!" |
ნაინა |
Sep 1 2007, 01:15 AM
პოსტი
#2
|
პროვინციელი ალქაჯი!!!!! ჯგუფი: Senators პოსტები: 15,155 რეგისტრ.: 11-May 07 მდებარ.: ,,მოუსავლეთი'' მიჩიგანის კოლმეურნეობა. წევრი № 1,886 |
ქართველმა ბავშვმა რომ ქართული ენა არ იცის ეს რა თქმა უნდა მშობლების სირცხვილია.
ვცხოვრობ ამერიკაში და ვიცი რამდენიმე ოჯახი რომელსაც დიდად არ აღელვებთ მათი შვილი რა ენაზე საუბრობს, მათთვის მთავარია შვილმა წარმატებით გაიკვალოს გზა ცხოვრებაში, ამაში კი ვერანაირად ვერ დავეთანხმები, მარტო მომავალი სამსახური, განათლება და თანამდებობა ხომ არაა ყველაფერი. ერთ ამბავს მოგიყვებით. რამდენიმე ოჯახს, რომელთა შვილებიც ერთად დადიოდნენ სკოლაში, მშობელთა შეკრებაზე მოუწიათ წასვლა. წინასწარ მიიღეს შვილებისგან გაფრთხილება, არ გაბედოთ და ქართულად არ დაილაპარაკოთ, სირცხვილიაო, მათაც დაუჯერეს და ერთმანეთთანაც მხოლოდ ინგლისურად საუბრობდნენ. როცა ჩემი გაკვირვება და აღშფოთება გამოვთქვი ასეთი პასუხი მივიღე: აბა რა გვექნა ბავშვებს უხერულ მდგომარეობაში ხომ არ ჩავაყენებდით და ხომ არ შევარცხვენდითო. გული მეტკინა უზომოდ, ვუთხარი კიდეც. თქვენი ბრალი ყოფილა თუ შვილს ქართული ენა უხერხულობას უქმნის, თავად თქვენ უნდა გრცხვენოდეთ რომ ხელს უწყობთ შვილების გადაგვარება- გადაჯიშებას. ადამიანი, რომელმაც საკუთარი ენა, საკუთარი ქვეყანა და საკუთარი ფესვები დაივიწყა არავის არ სჭირდება და ვერასოდეს შეძლებს სიკეთის მოტანას ვერც საკუთარი თავისთვის და ვერც იმ ქვეყნისთვის სადაც ცხოვრობს თქო. მგონი გავანაწყენე, მაგრამ ვერ მოვითმინე და ვთქვი ის რასაც ვგრძნობდი. საქართველოდან ისრაელში წასული ებრაელები, (მაქვს რამდენიმესთან ურთიერთობა და დარწმუნებით შემიძლია გითხრათ) დღესაც ქართულ ენაზე საუბრობენ. ერთმანეთთან უფრო იმიტომ გვიხარია შეხვედრა, მშობლიურ ქართულ ენაზე საუბრის საშუალება რომ გვეძლევაო. ქართულად საუბრობენ, ქართულად მღერიან და უზომოდ უყვართ საქართველო. აქ ჩამოსვლის შემდეგ მივხვდით, რომ საქართველო ჩვენი უპირველესი სამშობლოაო და ყველანაირად ვცდილობთ ივრითთან ერთად ჩვენს შვილებს ქართული ენის ცოდნა და სიყვარული ჩავუნერგოთო. მართლა გულით მიხარია ასეთ სიტყვებს რომ ვისმენ. და თუ ებრაელები გრძნობენ, საქართველოს და ქართული ენის მადლს, ჩვენ ნამდვილ ქართველებს რა ღმერთი გაგვიწყრა, რომ გვესირცხვილება საკუთარ ენაზე საუბარი. (ყველა ქართველი არ მყავს მხედველობაში, აქ ერთეულებს ვგულისხმობ. ისე კიდევ კარგი, რომ ერთეულები არიან და არა ასეულები, მაგრამ ასე თუ გაგრძელდა ათასეულებიც გახდებიან და რამდენიმე წლის შემდეგ უცხოეთში წასული ქართველების უმეტესობა ვერც გაიხსენებს სადაა მისი ნამდვილი ფესვები და რა ენაზე საუბრობდნენ მათი წინაპრები. გულსატკენია და უფრო მეტად შემაშფოთებელი.) ღმერთი გფარავდეთ. -------------------- ________________________________________________
გიგრძვნიათ ოდესმე სუსხიან ზამთარში, მზისგან მოგზავნილი სხივების სინაზე? ხანდახან გულნატკენს ტირილი რომ გინდათ... და მაინც იცინით სუყველას ჯინაზე... ________________________________________________ |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 27th September 2024 - 07:23 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი