ნაწყვეტები წმინდა მამათა ცხოვრებიდან |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
ნაწყვეტები წმინდა მამათა ცხოვრებიდან |
იოანა |
Aug 18 2006, 12:45 AM
პოსტი
#21
|
აკურთხევს სული ჩემი უფალსა ჯგუფი: Members პოსტები: 3,554 რეგისტრ.: 23-July 06 წევრი № 5 |
წმინდა მამები არა მარტო თავიანთი გამონათქვამებით, არამედ თავიანთი ცხოვრების წესით, თავიანთი საქციელით (ზოგჯერ უცნაურით ) გვმოძღვრავენ და გვასწავლიან. სწორედ ამიტომ, ურიგო არ იქნება კიდევ ერთხელ გავიხსენოთ და ერთმანეთს გავუზიაროთ ( მე ბევრი არ მაქვს წაკითხული წმინდა მამების ცხოვრებაზე (ეს ფაქტია და არა თავმდაბლობა და გამახარებთ თუ ბევრს დაპოსტავთ)) წმინდა მამათა ცხოვრებიდან ის ნაწყვეტები თუ სასწაულები, რომლებიც განსაკუთრებულად გვიყვარს...
პირველი, ვისი ცხოვრებიდანაც მინდა ორი შემთხვევა დავწერო, არის ნექტარიოს პენტაპოლელი (სხვათაშორის რომელიღაც ფორუმელი, ნამდვილად არ მახსოვს რომელი, მოგვიწოდებდა მისი ცხოვრება წაგვეკითხა, ეს ფრიად სასიამოვნოა ) მისი საერო სახელი იყო ანასტასი... პატარა ანასტასი თურმე ქაღალდის "სამღვდელო შესამოსელს შეიმოსავდა" და მეგობრებთან ერთად წირვას აყენებდა კონსტანტინოპოლში მყოფმა სიღარიბისაგან შეჭირვებულმა ანასტასმა შემდეგი წერილი "მისწერა" უფალს: "ქრისტე ჩემო, არც ფეხსაცმელი მაქვს, არც წინსაფარი, გთხოვ გამომიგზავნო, ხომ იცი როგორ მიყვარხარ". კონვერტზე შემდეგი მისამართი ეწერა: "უფალ იესო ქრისტეს ზეცაში"... გზაზე ნაცნობი შეხვდა და წერილი მას გაატანა. მისამართს რომ დახედა, ცნობისმოყვარეობას ვერ გაუძლო, გახსნა და წაკითხვის შემდეგ ატირდა. პასუხი მისწერა, კონვერტში ფული ჩადო და ანასტასს გაუგზავნა... -------------------- თავის სახედ და ხატად შექმნა ღმერთმა ადამიანი და ამ არსების უპირველესი დანიშნულებაა თანდათანობით უფროდაუფრო ემსაგვსოს შემქმნელს თავისას...
------------------------------------------------------ იყო და არა იყო რა, ღვთის უკეთესი რა იქნებოდა?! იყო შაშვი მგალობელი, ღმერთი ჩვენი მწყალობელი... ------------------------------------------------------ აზროვნება სულის თვისებაა. |
იოანა |
Aug 18 2006, 01:55 PM
პოსტი
#22
|
აკურთხევს სული ჩემი უფალსა ჯგუფი: Members პოსტები: 3,554 რეგისტრ.: 23-July 06 წევრი № 5 |
ნაწყვეტი წმინდა გერასიმეს ცხოვრებიდან
წმ. გერასიმეს მოწაფენი მოგვითხრობენ, რომ ერთხელ, როცა მამა გერასიმე იმყოფებოდა იორდანის ნაპირას, შემოხვდა ლომი, რომელიც კოჭლობდა, რადგან ფეხში შესობოდა ხიჭვი და სითხე ჰქონდა ჩამდგარი. როცა მან დაინახა ბერი, მივიდა მასთან, უჩვენებდა მტკივან ფეხს და შველას სთხოვდა. ნახა რა ასეთ გასაჭირში ცხოველი, ბერს შეებრალა და ფეხიდან გამოუღო შერჭობილი ხიჭვი, ნაჭრილობევიდან გამოადინა სისხლი და სითხე დაგუბებული, ამოუწმინდა ჭრილობა და შეუხვია მჩვრით. ლომი მალე განიკურნა და ამის შემდეგ აღარ შორდებოდა ბერს და იყო როგორც მორჩილი მოწაფე მისი. საკვირველი სიყვარული ჰქონდა ლომს ბერისა. ამიერიდან ბერი საკვებად აძლევდა ლომს პურსა და დამბალ ცერცვს. ამ ლომის შემდგომი ისტორია ძალიან საინტერესოა, კარგი იქნება თუ წაიკითხავთ -------------------- თავის სახედ და ხატად შექმნა ღმერთმა ადამიანი და ამ არსების უპირველესი დანიშნულებაა თანდათანობით უფროდაუფრო ემსაგვსოს შემქმნელს თავისას...
------------------------------------------------------ იყო და არა იყო რა, ღვთის უკეთესი რა იქნებოდა?! იყო შაშვი მგალობელი, ღმერთი ჩვენი მწყალობელი... ------------------------------------------------------ აზროვნება სულის თვისებაა. |
leqso |
Aug 19 2006, 01:24 PM
პოსტი
#23
|
Newbie ჯგუფი: Members პოსტები: 89 რეგისტრ.: 18-August 06 მდებარ.: Tbilisi წევრი № 73 |
ნაწყვეტი წმინდა გერასიმეს ცხოვრებიდან წმ. გერასიმეს მოწაფენი მოგვითხრობენ, რომ ერთხელ, როცა მამა გერასიმე იმყოფებოდა იორდანის ნაპირას, შემოხვდა ლომი, რომელიც კოჭლობდა, რადგან ფეხში შესობოდა ხიჭვი და სითხე ჰქონდა ჩამდგარი. როცა მან დაინახა ბერი, მივიდა მასთან, უჩვენებდა მტკივან ფეხს და შველას სთხოვდა. ნახა რა ასეთ გასაჭირში ცხოველი, ბერს შეებრალა და ფეხიდან გამოუღო შერჭობილი ხიჭვი, ნაჭრილობევიდან გამოადინა სისხლი და სითხე დაგუბებული, ამოუწმინდა ჭრილობა და შეუხვია მჩვრით. ლომი მალე განიკურნა და ამის შემდეგ აღარ შორდებოდა ბერს და იყო როგორც მორჩილი მოწაფე მისი. საკვირველი სიყვარული ჰქონდა ლომს ბერისა. ამიერიდან ბერი საკვებად აძლევდა ლომს პურსა და დამბალ ცერცვს. ამ ლომის შემდგომი ისტორია ძალიან საინტერესოა, კარგი იქნება თუ წაიკითხავთ ამ ისტორიის გაგრძელება... უდაბნოში მოღვაწე მამებს ჰყავდათ ერთი ვირი, რომლითაც იორდანიდან წყალს ეზიდებოდნენ. ლავრა იორდანეს დაშორებული იყო ერთი მილით. მამები ჩააბარებდნენ ხოლმე ლომს ვირს, რათა ებალახებინა მდინარის პირას. ერთ დღეს როცა ვირი ძოვდა ჩვეულებრივ, ლომი ცოტა ხანს განეშორა მას. ამ დროს ვიღაც მეაქლემე მოდიოდა გზაზე, ნახა ვირი და გაიყოლა თან. ლომი, რომელმაც ვეღარ იპოვა ვირი, დამწუხრებული დაბრუნდა ბერთან, რომელმაც იფიქრა, რომ სახედარი თვითონ ლომმა შეჭამა. ბერის წინ მდგარ ლომს დამნაშავესავით თავი მოეხარა ხმას არ იღებდა. ბერმა წყრომით ჰკითხა: სად არის ვირი? როცა ლომი დუმდა, ბერმა უთხრა: იმისთვის რომ შეჭამე იგი, ღვთის სახელით გეუბნები ვირის მაგივრად მოემსახურები მამებს და ყველაფერს გააკეთებ, რასაც სახედარი აკეთებდა. იმ დღიდან გადაჰკიდებდნენ ხოლმე ლომს ხურჯინს, რომელშიც ოთხი კოკა თავსდებოდა და ასე ეზიდებოდა ლომი ბერებისათვის წყალს. ამ სურათს რომ წარმოვიდგენ, სულ მეღიმება. -------------------- დაუთმე უფალსა; მხნე იყავნ და განძლიერდინ გული შენი და დაუთმე უფალსა.
|
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 25th September 2024 - 07:36 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი