აბო-ქართველი წმინდანი? |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
აბო-ქართველი წმინდანი? |
ზებედე |
Jul 12 2007, 06:25 AM
პოსტი
#1
|
ზეციკეთი ჯგუფი: Members პოსტები: 4,332 რეგისტრ.: 27-July 06 წევრი № 19 |
სამწუხაროდ, თემა დახურეს, სადაც მინდოდა გამერკვია რას ნიშნავს გამოთქმა "ქართველნო ერთად ღვთისაკენ" მაგრამ არგუმენტების არ ქონის გამო თემა დახურეს...თუმცა გამოიკვეთა ერთ-ერთი აზრი იმაზე, რომ ეროვნებით არაქართველი მოწამეეები, რომლებიც საქართველოში ეწამნენ ქრისტესთვის, ქართველი წმინდანები არიან. ჩემთვის გაუგებარია რატომ არის აბო ტფილელი ქართველი წმინდანი? იმიტომ რომ საქართველოში ეწამა? ეს ფილეტიზმი არ არის? მე მგონი უფრო სწორია საქართველოში წამებული წმ. აბო, და არა ქართველი წმინდანი აბო. თუ ქართველი წმ. აბოს ლოგიკით ვიმსჯელებთ მაშინ წმ. გრიგოლ ფერაძე (ვარშავაში წამებული), ანთიმოზ ივერიელი (უცხოეთში წამებული, მოღვაწეობდა რუმინეთში) ქართველი წმინდანები არ ყოფილან, რადგან საქართველოს ეკლესიაში არ წამებულან ან სხვაგან მოღვაწეობდნენ....
-------------------- მზეო ამოდი, ამოდი ნუ ეფარები გორასა წიწილის თეთრი ბუმბული, ველად გაჰქონდა ნიავსა |
ნაინა |
Aug 31 2007, 11:52 PM
პოსტი
#2
|
პროვინციელი ალქაჯი!!!!! ჯგუფი: Senators პოსტები: 15,155 რეგისტრ.: 11-May 07 მდებარ.: ,,მოუსავლეთი'' მიჩიგანის კოლმეურნეობა. წევრი № 1,886 |
ციტატა "წესით"ქართველობა არ არსებობს. ქართველობა არის წმინდა სიმბოლური ხასიათის ერთობა, რომლის საფუძველიცაა საერთო ცნობიერება. ქართველი ხარ მხოლოდ იმიტომ რომ თავს ქართველებს მიაკუთვნებ, ისევე როგორც ყველა იმერელი თავს ქართველებს მიაკუთვნებს. მე-19 საუკუნეში ეს ასე არ იყო. გასაგებია ახლა? ესე იგი მე-19 საუკუნემდე მცნება "ქართველი" არ არსებობსა? აბა რატომ გვხვდება წინა საუკუნეებში სახელად"საქართველო"? თუნდაც მე-10 საუკუნეში. დაბვეჭდავ პატარა მონაკვეთს ქართული დიპლომატიის ისტორიის ნარკვევებიდან. "მე-10 ს-ის 70-იანი წლებიდან ცალკეული ქართული ქვეყნების ერთიან სახელმწიფოში გაერთიანებისათვის ბრძოლის ხანგრძლივი პროცესი დასკვნით ფაზაში შევიდა. ბაგრატ უფლისწულის ჯერ ქართლში მმართველად დასმით (975 წ) და შემდგომ კი მისი დასავლეთ საქართველოში გამეფებით (978 წ) გადაიდგა გადამწყვეტი ნაბიჯი ერთიანი ქართული სახელმწიფოს შექმნის გზაზე." მე მგონი აქ საქართველოა ნახსენები, და საქართველოში მცხოვრებ ქართველს რა სახელით მოიხსენიებდნენ ეგებ ეგეც განმიმარტო? ღმერთი გფარავდეთ. -------------------- ________________________________________________
გიგრძვნიათ ოდესმე სუსხიან ზამთარში, მზისგან მოგზავნილი სხივების სინაზე? ხანდახან გულნატკენს ტირილი რომ გინდათ... და მაინც იცინით სუყველას ჯინაზე... ________________________________________________ |
Freethought |
Sep 2 2007, 05:04 PM
პოსტი
#3
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 216 რეგისტრ.: 14-August 07 წევრი № 2,603 |
@ nini_1
ციტატა ესე იგი მე-19 საუკუნემდე მცნება "ქართველი" არ არსებობსა? "მცნება" ქართველი ნამდვილად არ არსებობდა, რაც შეეხება ცნებას (მ-ს გარეშე): "ქართველი" და "ქართველთა სამეფო" მოიხსენიება მე-9 საუკუნიდან ქართულ ისტორიულ წყაროებში. ქართველთა სამეფი იყო ტაო-კლარჯეთი, სადაც ბაგრატიონთა დინასტია მეფობდა. მას შემდეგ რაც ბაგრატიონებმა დინასტიური ქორწინების გზით აფხაზთა სამეფოც ხელთ იგდეს და კახეთ-ჰერეთის შემოერთებაც მოახერხეს, ქართველთა სამეფოს ცნება მთელ მათ სამფლობელოზე გავრცელდა, აქედან მოდის სიტყვა საქართველო, რომელსაც ვახტანგ გორგასალი და გუბაზ მეფე არ იცნობდნენ. ციტატა აბა რატომ გვხვდება წინა საუკუნეებში სახელად"საქართველო"? თუნდაც მე-10 საუკუნეში სწორედ მე-10 საუკუნეში მოიხსენიება ეს სიტყვა პირველად, კერძოდ კი ბაგრატ III-ის მეფობის პერიოდში. მაგრამ არა მარტო ბაგრატი, არამედ მისი შთამომავლებიც, დავით აღმაშენებელი, გიორგი III და თამარი, თავიანთ ტიტულატურაში მოიხსენიებოდნენ, როგორც "მეფე აფხაზთა, ქართველთა, რანთა, კახთა და სომეხთა, შირვანშა" და ა.შ. თუ გიფიქრია იმაზე რატომ არ უწოდებდა დავით აღმაშენებელი თავის თავს უბრალოდ ქართველთა მეფეს ან საქართველოს მეფეს? და რატომ უდრიდა სომეხთა მეფობა "რანთა და კახთა" მეფობას? რატომ ვერ ხედავდა მეფე განსხვავებას კახეთსა და შირვანს შორის? ციტატა დაბვეჭდავ პატარა მონაკვეთს ქართული დიპლომატიის ისტორიის ნარკვევებიდან. "მე-10 ს-ის 70-იანი წლებიდან ცალკეული ქართული ქვეყნების ერთიან სახელმწიფოში გაერთიანებისათვის ბრძოლის ხანგრძლივი პროცესი დასკვნით ფაზაში შევიდა. ბაგრატ უფლისწულის ჯერ ქართლში მმართველად დასმით (975 წ) და შემდგომ კი მისი დასავლეთ საქართველოში გამეფებით (978 წ) გადაიდგა გადამწყვეტი ნაბიჯი ერთიანი ქართული სახელმწიფოს შექმნის გზაზე." მე მგონი აქ საქართველოა ნახსენები, და საქართველოში მცხოვრებ ქართველს რა სახელით მოიხსენიებდნენ ეგებ ეგეც განმიმარტო? ღმერთი გფარავდეთ. ეგ ისტორიული წყარო არ არის, ციტატა ამოღებულია თანამედროვე სახელმძღვანელოდან და ამჟამად აფხაზთა სამეფოს დასავლეთ საქართველოს ჰქვია. ნათია შენ ეგა თქვი რა Freethought "ქართლად ფრიადი ქუეყანაი აღირაცხების, რომელსაცა შინა ქართულითა ენითა ჟამი შეიწირვის და ლოცვაი ყოველი აღესრულების" გიორგი მერჩულე. ხოდა, ალბათ, მაგ ქვეყანაში მცხოვრებს ქვია რა, "ქართველობა არ არსებობს და არ ვიცი ვინ ვარ?" წაიკითხე , ჩემი ნენა, ცოტა, ისტორიულ წყაროებს გადახედე, ლიტერატურას და მერე გვიმღერე ეგ საოცარი ზღაპრები. ერთი კითხვა მაქვს, ქართლი საქართველოა? ის თუ იცი ქართული წირვა-ლოცვა როდის შემოიღეს დასავლეთ საქართველოში? ყვარყვარე ათაბაგმა მე-15 საუკუნეში სამცხე-საათაბაგოში ქართული წირვა-ლოცვა გააუქმა და სამცხის ეკლესია ანტიოქიის საპატრიარქოს დაუქვემდებარა. სამღვდელოებაც კი ბერძნული მოიწვიეს. ნიშნავდა თუ არა ეს, რომ სამცხე (საქართველოს ერთი მესამედი) საქართველო აღარ იყო? |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 24th May 2024 - 08:34 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი