IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

> აბო-ქართველი წმინდანი?
ზებედე
პოსტი Jul 12 2007, 06:25 AM
პოსტი #1


ზეციკეთი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 4,332
რეგისტრ.: 27-July 06
წევრი № 19



სამწუხაროდ, თემა დახურეს, სადაც მინდოდა გამერკვია რას ნიშნავს გამოთქმა "ქართველნო ერთად ღვთისაკენ" მაგრამ არგუმენტების არ ქონის გამო თემა დახურეს...თუმცა გამოიკვეთა ერთ-ერთი აზრი იმაზე, რომ ეროვნებით არაქართველი მოწამეეები, რომლებიც საქართველოში ეწამნენ ქრისტესთვის, ქართველი წმინდანები არიან. ჩემთვის გაუგებარია რატომ არის აბო ტფილელი ქართველი წმინდანი? იმიტომ რომ საქართველოში ეწამა? ეს ფილეტიზმი არ არის? მე მგონი უფრო სწორია საქართველოში წამებული წმ. აბო, და არა ქართველი წმინდანი აბო. თუ ქართველი წმ. აბოს ლოგიკით ვიმსჯელებთ მაშინ წმ. გრიგოლ ფერაძე (ვარშავაში წამებული), ანთიმოზ ივერიელი (უცხოეთში წამებული, მოღვაწეობდა რუმინეთში) ქართველი წმინდანები არ ყოფილან, რადგან საქართველოს ეკლესიაში არ წამებულან ან სხვაგან მოღვაწეობდნენ....


--------------------
მზეო ამოდი, ამოდი
ნუ ეფარები გორასა
წიწილის თეთრი ბუმბული,
ველად გაჰქონდა ნიავსა
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
 
Reply to this topicStart new topic
გამოხმაურებები
ნაინა
პოსტი Sep 3 2007, 07:37 PM
პოსტი #2


პროვინციელი ალქაჯი!!!!!
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 15,155
რეგისტრ.: 11-May 07
მდებარ.: ,,მოუსავლეთი'' მიჩიგანის კოლმეურნეობა.
წევრი № 1,886



freethought მოკლე ექსკურსს ჩაგიტარებ თუ გინდა. სახელად: "საქართველოს ისტორიის მოკლე ქრონოლიგია"

მართალია ჩემდა საუბედუროდ მე არ ვცხოვრობდი იმ პერიოდებში, არადა ეს ოხერი დროის მანქანაც ვერსად ვიშოვე რომ ჩამერბინა და ზუსტი ცნობები მომეგროვებინა პირადად შენთვის. რასაც მე ვწერ ნამდვილად ეყრდნობა ისტორიკოსების და მკვლევარების ნაწერებს.
მგონი არც შენ მოსწრებიხარ მაგ ამბებს და შენც სადღაც- სადღაც წაკითხულ_ამოკრეფილს გვიფრიალებ თვალწინ. smile.gif



ძვ.წ.დაახლ.9000-3500
- ნეოლითის ხანა ამიერკავკასიის ტერიტორიაზე.

ძვ.წ.დაახლ.4500-3500
- პირველი ადრესამიწათმოქმედო კულტურა საქართველოს ტერიტორიაზე, ე.წ. ''ალიზის კულტურა'' (იმირის გორის, შულავერის, ახალგორის და სხვ. ნამოსახლარი).

ძვ.წ.დაახლ.4000-3900
- პირველი ლითონის იარაღები საქართველოს ტერიტორიაზე.

ძვ.წ.დაახლ.3500-2500
- ენეოლითის ხანა ამიერკავკასიის ტერიტორიაზე, ადრეკლასობრივი საზოგადოების ჩამოყალიბების დასაწყისი.

ძვ.წ.დაახლ.3500-3000
- ბრინჯაოს იარაღების ფართო გავრცელება.

ძვ.წ.დაახლ.3300-2500


- მტკვარ-არაქსის კულტურის აყვავების ხანა, ამ კულტურამ მოიცვა აღმოსავლეთ საქართველო, სომხეთი, სამხრეთ აზერბაიჯანი, თურქეთის და ირანის ჩრდილოეთ ტერიტორიები. არსებობს მოსაზრება, რომ მტკვარ-არაქსის კულტურის შემქმნელები უკვე ქართველური ტომები იყვნენ.

ძვ.წ.დაახლ.3000-2400
- მტკვარ-არაქსის კულტურის პარალელურად ცალკე კულტურა განვითარდა დასავლეთ საქართველოს ტერიტორიაზე.

ძვ.წ.დაახლ.2500-2000
- ადრებრინჯაოს ხანა ამიერკავკასიაში, ''მაიკოპის'' კულტურა ჩრდილოეთ კავკასიაში.

ძვ.წ.დაახლ.2300
- ქართული ეთნოსის არსებობა ამიერკავკასიაში დადასტურებულად უნდა მივიჩნიოთ.

ძვ.წ.დაახლ.2200-1600
- ''თრიალეთის ყორღანების'' ბრწყინვალე კულტურა აღმოსავლეთ საქართველოში.

ძვ.წ.დაახლ.2000-1500
- შუაბრინჯაოს ხანა ამიერკავკასიაში.

ძვ.წ.დაახლ.2000-1800
- წინარექართულ ეთნოსს გამოეყო სვანური ელემენტი.

ძვ.წ.დაახლ.1700-1100
- სამიწათმოქმედო კულტურის არნახული აყვავება დასავლეთ საქართველოში (''კოლხური კულტურა'') სრულდება. ადრეკლასობრივი საზოგადოების ჩამოყალიბება.

ძვ.წ.დაახლ.1500-1100
- გვიანბრინჯაოს ხანა ამიერკავკასიაში.

ძვ.წ.დაახლ.1450-1400
- პირველი სახელმწიფოებრივი გაერთიანების წარმოქმნა კავკასიაში, ეს არის ძველი კოლხა (''აიას ქვეყანა'').

ძვ.წ.დაახლ.1250
- არგონავტების მოგზაურობა აიას ქვეყანაში, კოლხას ლეგენდარული მეფე აიეტი.

ძვ.წ.დაახლ.1180
- კოლხას პირველი სამეფოს დაცემა.

ძვ.წ.დაახლ.1150-760
- დიაოხის (დაიაენის, ტაოს) სამეფოს აყვავება. ეს სახელმწიფოებრივი გაერთიანება შექმნეს მესხურმა ქართულმა ტომებმა ჭოროხის და ევფრატის აუზში.

ძვ.წ.1114
- ასურეთის მეფე ტიგლათფილესერ I თავის წარწერაში გვამცნობს, რომ მან დაამარცხა ასურეთის ტერიტორიაზე შემოჭრილი მუშქების (მესხების, დიაოხელების) 20000-იანი ჯარი. ეს ქართველთა პირველი მოხსენიებაა ისტორიულ წყაროებში.

ძვ.წ.1112
- ტიგლათფილესერ I თვითონ ლაშქრობს ასურეთის ჩრდილოეთით ე.წ. ნაირის ქვეყანაში, სადაც ამარცხებს ნაირის ქვეყნების კოალიციას, რომელსაც სათავეში უდგას დიაოხის მეფე სიენი.

ძვ.წ.დაახლ.1100-900
- ადრერკინის ხანა ამიერკავკასიაში, იწყება რკინის მეტალურგიის ხანა, განსაკუთრებით დაწინაურდნენ რკინის წარმოებაში ქართული ტომები - ხალიბები.

ძვ.წ.დაახლ.1000
- წინარექართულ ეთნოსს გამოეყო მეგრული ეთნიკური ელემენტი.

ძვ.წ.დაახლ.900-დან
- რკინის ხანა ამიერკავკასიაში.

ძვ.წ.დაახლ.900-660
- კოლხას ''მეორე სამეფოს'' არსებობა (''კოლხური ცულები'').

ძვ.წ.დაახლ.875-860
- ასურეთის მეფის ასურნასირფალ II-ის ამაოხრებელი ლაშქრობები სამხრეთ კავკასიასა და ნაირის ქვეყნებში.

ძვ.წ.844
- ასურეთის მეფე სალმანასარ III ლაშქრობს ნაირის ქვეყანაში, მან დაარბია ვანის ტბის მიდამოები, აქ მას ეახლა დიაოხის მეფე ასია, რომელმაც ხარკის გაღებით იხსნა თავისი ქვეყანა აოხრებისგან.

ძვ.წ.დაახლ.840
- ურარტუს ძლიერი სამეფოს შექმნა სამხრეთ კავკასიაში.

ძვ.წ.დაახლ.825-815
- ურარტუს მეფეები ჯერ სარდური I და მერე იშვუინი ეომებიან ქართველურ ტომებს: ''ვიტერუხს'' (ოძრხე), ''ლუშას'' (ლაზები) და ''ქათარზას'' (კლარჯები).

ძვ.წ.დაახლ.810-805
- ურარტუს მეფე მენუა ლაშქრობს დიაოხის სამეფოს წინააღმდეგ, მას მედგრად ხვდება დიაოხის მეფე უტუფურსი, ერთ-ერთი ბრძოლისას მენუამ გამოიყენა 66 საბრძოლო ეტლი, 1460 მხედარი და 15760 ქვეითი მეომარი.

ძვ.წ.დაახლ.805-765
- უტუფურსის მეფობა დიაოხში.

ძვ.წ.დაახლ.800-600
- შავი ზღვის სანაპიროების ბერძნული კოლონიზაცია. საქართველოს ტერიტორიაზე ბერძნებმა დააარსეს შემდეგი ქალაქები: დიოსკურია (სოხუმი), პიტიუნტი (ბიჭვინთა), გიენოსი (ოჩამჩირე) და ფაზისი (ფოთი). საქართველოში გავრცელებას იწყებს ბერძნული კულტურა.

ძვ.წ.დაახლ.795
- მენუა ურარტელის მეორე ლაშქრობა დიაოხის წინააღმდეგ, უტუფურსი ბრძოლაში დამარცხდა, მენუამ დაარბია დიაოხი. მისმა ლაშქარმა მიაღწია ''სესეთის ქვეყანას'' (შავშეთი).

ძვ.წ.784-783
- ურარტუს მეფე არგიშთი I ლაშქრობს ''ზაბახას'' ქვეყანაში, მან აგრეთვე დაიპყრო ვიტერუხის (ოძრხე) ''სამეფო ქალაქი'' ურიეიუნი.

ძვ.წ.774
- არგიშთი I ლაშქრობს დიაოხის წინააღმდეგ, მან დაამარცხა უტუფურსი და ხელთ იგდო დიაოხის ''სამეფო ქალაქი'' ზუა.

ძვ.წ.768
- არგიშთი I-ის მორიგი ლაშქრობა ურარტუს წინააღმდეგ, უტუფურსი ისევ დამარცხდა. ურარტუელებმა ბევრი ნადავლი და ტყვეები მოიპოვეს.

ძვ.წ.დაახლ.760-755
- ურარტუელთაგან ძლიერ დასუსტებული დიაოხის სამეფო დაიპყრო მისმა ჩრდილოელმა მეზობელმა კოლხამ.

ძვ.წ.748-749
- ურარტუს მეფე სარდური II ლაშქრობს კოლხას წინააღმდეგ, არბევს ჭოროხის ხეობას და შავი ზღვის სანაპირომდე აღწევს.

ძვ.წ.738
- სარდური II-ის მეორე ლაშქრობა კოლხას წინააღმდეგ, მან დაიპყრო ჭოროხის ხეობა და აიღო ''სამეფო ქალაქი'' ილდამუსა, სადაც გაჟლიტა კოლხას მეფისნაცვლები და თავისთვის ''რკინის ბეჭედი'' გააკეთა, კოლხას მეფე რიონის აუზში გაიქცა, სადაც სარდური II-ს ხელი არ მიუწვდებოდა.

ძვ.წ.დაახლ.730-725
- ურარტუს მეფე რუსა I ლაშქრობს ჩრდილოეთ სომხეთისა და ქვემო ქართლის ტერიტორიაზე.

ძვ.წ.დაახლ.720
- ჩრდილოეთ კავკასიიდან ამიერკავკასიას და წინა აზიას შემოესია მომთაბარე კიმერიელთა პირველი ნაკადი.

ძვ.წ.დაახლ.717
- მცირე აზიის ტერიტორიაზე წარმოიქმნა ფრიგიის სამეფო, რომლის ერთადერთი მეფე იყო მითა (მიდასი) (717-676), ჩვენთვის აქ საინტერესო ისაა, რომ ასურულ წყაროებში ფრიგიის სამეფო მუშქების (მესხების) სამეფოდ იხსენიება.

ძვ.წ.714
- ასურეთის მეფე სარგონ II ლაშქრობს ურარტუს წინააღმდეგ სამხრეთ კავკასიაში.

ძვ.წ.დაახლ.680-660
-კიმერიელი და სკვითი ტომების გრანდიოზული შემოსევები ამიერკავკასიასა და წინა აზიაში. მათ გაანადგურეს კოლხას მეორე სამეფო.

ძვ.წ.676
- ურარტუს მეფე რუსა II-მ კიმერიელებთან კავშირში გაანადგურა ფრიგიის (მუშქების) სამეფო.

ძვ.წ.დაახლ.650-550
- სპერის სამეფოს არსებობის პერიოდი ჭოროხის ხეობის ზემოწელში, სხვა ამ სამეფოს შესახებ არაფერი ვიცით.

ძვ.წ.612-605
- ბაბილონელებმა და მიდიელებმა ბოლო მოუღეს ასურეთის სამეფოს.

ძვ.წ.595
- მიდიელებმა სკვითებისა და ამიერკავკასიელი ტომების ხელშეწყობით გაანადგურეს ურარტუს სამეფო.

ძვ.წ.დაახლ.590-570
- მიდიის სამეფოს მიერ შევიწროებული სკვითური სამეფო არიანიდან (არიან-ქართლი) საქართველოს მოაწყდა სკვითურ-ინდოევროპულ ტომთა ნაკადი აზო იარედის ძის მეთაურობით. მათ დაიპყრეს აღმოსავლეთ საქართველოს დიდი ნაწილი, თუმცა მალე გაითქვიფნენ ქართულ ეთნოსში.

ძვ.წ.დაახლ.570-430
- აზო და მისი მემკვიდრეები მმართველობენ აღმოსავლეთ საქართველოში (იბერიაში). ამ ქართულ-სკვითური სახელმწიფოებრივი გაერთიანების დედაქალაქი იყო უფლისციხე.

ძვ.წ.დაახლ.570-500
- სომხური ტომების დამკვიდრება დღევანდელი სომხეთის ტერიოტორიაზე.

ძვ.წ.დაახლ.550
- დასავლეთ საქართველოში ჩნდება კოლხას მესამე სამეფო დედაქალაქით ვანი. ეს სამეფო ოდნავ უფრო ჩრდილოეთით მდებარეობდა და მასში შედიოდა დღევანდელი აფხაზეთის და სვანეთის ტერიტორიებიც.

ძვ.წ.დაახლ.515
- აქემენიდური სპარსეთის მეფე დარიოს I-მა, როგორც ჩანს, თავის გავლენას დაუმორჩილა მცირე აზიაში მცხოვრები ქართული ტომები. ვინაიდან მოსხები, ხალიბები, მოსინიკები და სასპერები მონაწილეობას იღებდნენ დარიოსის ლაშქრობებში ძვ.წ.510-490 წლებში.

ძვ.წ.დაახლ.455
- ბერძენი ისტორიკოსი ჰეროდოტე ასახელებს კოლხეთის მეფე სავლაკს.

ძვ.წ.დაახლ.430
- იბერიაში შემოიჭრნენ აქემენიდური ირანის ჯარები, მათ დაამარცხეს და განდევნეს სკვითები, მოკლეს აზოს უკანასკნელი შთამომავალი სამარა. იბერია აქემენიდური ირანის ქვეშევრდომი გახდა.

ძვ.წ.დაახლ.430-400
- იბერიას მართავს ირანელი სატრაპი არდამი, მან აღაშენა ქ.არმაზი და ის თავის რეზიდენციად აქცია.

ძვ.წ.412
- კალენდარული რეფორმა იბერიაში. ქართველები გადავიდნენ მთვარის კალენდრიდან, მზის კალენდარზე. დაიწყეს წელთაღრიცხვის ქორინიკონებით ათვლა.

ძვ.წ.401
- სპარსეთიდან მომავალი ბერძენი მოქარავნეების 10000-იანი ჯარი იძულებელი ხდება გაიაროს ქართველ ტომთა ტერიტორიებზე (ჭოროხის ხეობა და შავი ზღვის ლაზური სანაპირო), აქ მათ დიდი წინააღმდეგობა გაუწიეს ტაოხებმა, ხალიბებმა და სხვა ქართულმა ტომებმა. ბერძენთა ამ ლაშქრობის თვითმხილველი და მონაწილე იყო ისტორიკოსი ქსენოფონტი.

ძვ.წ.356
- ფარნავაზ მეფის დაბადების სავარაუდო თარიღი



ძვ.წ.დაახლ.340-329
- იბერიას და სომხეთს მართავს ირანელი სატრაპი მითრანე.

ძვ.წ.334-326
- ალექსანდრე მაკედონელის აღმოსავლური ლაშქრობა, მან გაანადგურა აქემენიდთა სახელმწიფო და შექმნა საკუთარი იმპერია.

ძვ.წ.331
- იბერიის სატრაპი მითრანე სპარსეთის მორჩილებიდან გამოდის და ალექსანდრე მაკედონელის მორჩილებაში შედის.

ძვ.წ.329
- მითრანეს აუჯანყდა ადრე მოკლული სამარას შთამომავალი ფარსმანი (ფარნავაზი) მან არმაზიდან გააძევა მითრანე და იბერიას დამოუკიდებლობა მოუტანა.

ძვ.წ.329-264
- ფარნავაზი (ფარსმანი) იბერიის მეფე.

ძვ.წ.329-170
- ფარნავაზიანთა დინასტია იბერიაში.

ძვ.წ.328
- ფარნავაზი ეწვია შუა აზიაში მდგომ ალექსანდრე მაკედონელს, მიიღო საკუთარი ხელმწიფობის ლეგიტიმაცია და ალექსანდრეს კოლხეთზე გალაშქრებაც კი შესთავაზა.

ძვ.წ.დაახლ.325-280
- ქუჯის (''ქუჯი ერისთავი'') მეფობა კოლხეთში.

ძვ.წ.დაახლ.320
- ფარნავაზი იმორჩილებს კოლხეთის სამეფოს, ქუჯი მისი ვასალი ხდება, ფარნავაზი მას საკუთარ დას მიათხოვებს.

ძვ.წ.დაახლ.315
- არტაანთან მომხდარ გადამწყვეტ ბრძოლაში ფარნავაზი საბოლოოდ ამარცხებს სატრაპ მითრანეს (რომელიც ბრძოლაში იღუპება), საბოლოოდ მოიპოვებს დამოუკიდებლობას და პირველობას კავკასიაში.

ძვ.წ.დაახლ.310
- ფარნავაზმა თავის სკიპტრის ქვეშ გააერთიანა მთელი საქართველო, ალბანეთისა და სომხეთის დიდი ნაწილი.

ძვ.წ.დაახლ.301
- ფარნავაზის წარმატებული ლაშქრობა მცირე აზიასა და კაბადოკიაში.

ძვ.წ.დაახლ.300
- წარმოიქმნა პირველი სომხური სახელმწიფო (ერვანდიდების სამეფო).

ძვ.წ.296
- მცირე აზიის ჩრდილოეთ ნაწილში წარმოიქმნა პონტოს ელინისტური სახელმწიფო, რომლის მოსახლეობის ძირითად ნაწილს ქართველური ტომები შეადგენდნენ (ხალიბები, ტიბალები, მუშქები, მაკრონები, ლაზები...).

ძვ.წ.284
- დამთავრდა ქართული წელთაღრიცხვის X მოქცევა და დაიწყო XI, ეს წელი ტრადიციულად ითვლება ფარნავაზის მიერ ქართული დამწერლობის ოფიციალუარდ გამოცხადების და რელიგიური რეფორმის (არმაზის კერპის აღმართვა) თარიღად.

ძვ.წ.264-230
- საურმაგ I ფარნავაზის ძე იბერიის მეფე.

ძვ.წ.დაახლ.250
- კოლხეთმა მოიპოვა დამოუკიდებლობა იბერიისგან.

ძვ.წ.დაახლ.240
- საურმაგ I-ს აუჯანყდნენ ერისთავები, მან ჩრდილო კავკასიელი ტომების დახმარებით შესძლო მათი დამარცხება.

ძვ.წ.დაახლ.230-185
- მირდატ I ნებროთიანი იბერიის მეფე (ეს მირდატი იყო საურმაგ I-ის სიძე და შვილთაშვილი სატრაპ მითრანესი).

ძვ.წ.დაახლ.200
- დურძუკთა შემოსევა იბერიაში, მირდატ I ამარცხებს მათ, გადარეკავს კავკასიონის ჩრდილოეთით და დარიალის კარზე აგებს ციხეს.

ძვ.წ.189
- სომხეთში გაბატონდა არტაშესიანთა დინასტია.

ძვ.წ.დაახლ.185-170
- ფარნაჯომი მირდატის ძე იბერიის მეფე, მის მიერ ზადენის კერპის აღმართვა.

ძვ.წ.დაახლ.180-150
- აკე (აკუსილახი) კოლხეთის მეფე, აღმოჩენილია ოქროს მონეტა მისი წარწერით.

ძვ.წ.დაახლ.170
- სომხეთის მეფე არტაშეს I თავს დაესხა იბერიას, დაამარცხა და გააძევა ფარნაჯომი, ხოლო იბერიის ტახტზე საკუთარი ძე არშაკი (არსუკი) დასვა. ამრიგად, იბერია სომხეთის გავლენაში ექცევა.

ძვ.წ.დაახლ.170-60
- არტაშესიანთა დინასტია იბერიაში.

ძვ.წ.დაახლ.170-145
- არშაკ I იბერიის მეფე.

ძვ.წ.დაახლ.150
- გაძლიერებულმა კოლხეთმა იბერიას წაართვა კლარჯეთის და ზემო ქართლის ნაწილი.

ძვ.წ.დაახლ.145-143
- არტაგ I არშაკის ძე იბერიის მეფე.

ძვ.წ.დაახლ.143-125
- ბარტომ I არტაგის ძე იბერიის მეფე.

ძვ.წ.დაახლ.125
- იბერიიდან გაძევებული ფარნაჯომის პართიაში გაზრდილი ვაჟი მირდატი პართიელთა ჯარის დახმარებით იპყრობს იბერიას, კლავს ბარტომ I-ს და მის სიძეს, კოლხ უფლისწულ ქართამს და თვითონ იკავებს იბერიის ტახტს.

ძვ.წ.დაახლ.125-110
- მირდატ II იბერიის მეფე.

ძვ.წ.დაახლ.120
- კოლხეთის სამეფო იშლება რამდენიმე წვრილ სამთავროდ.

ძვ.წ.112-63
- მითრიდატე VI ევპატორი პონტოს მეფე.

ძვ.წ.დაახლ.110-95
- არშაკ II იბერიის მეფე.

ძვ.წ.109
- პონტოს მეფე მითროდატე VI იპყრობს კოლხეთს და იქ მმართველად თავის ძეს მითრიდატეს სვამს.

ძვ.წ.109-84
- მითრიდატე მითრიდატეს ძე კოლხეთის მმართველი.

ძვ.წ.დაახლ.105
- არშაკ II იბრუნებს კოლხეთის მიერ მიტაცებულ ტერიტორიებს.

ძვ.წ.დაახლ.100
- კავშირი იბერიასა და პონტოს შორის.

ძვ.წ.დაახლ.95
- სომხეთის მეფე ტიგრან II-ის მეშვეობით იბერიაში მეფედ ჯდება ადრე მოკლული ქართამის ძე არტაგი.

ძვ.წ.დაახლ.95-60
- არტაგ II იბერიის მეფე. სომხეთის ქვეშევრდომი.

ძვ.წ.დაახლ.90
- ტიგრან II-მ იბერიას ჩამოაჭრა ჯავახეთი და ქართლი მტკვარამდე.

ძვ.წ.84
- მითრიდატე VI-ს აუჯანყდა თავისი შვილი კოლხეთის მმართველი მითრიდატე. მითრიდატემ დაამარცხა თავისი შვილი და კოლხეთში ახალი მმართველი დანიშნა.

ძვ.წ.69
- ბრძოლა ტიგრანოკერტთან, რომაელმა სარდალმა ლუკულუსმა სასტიკად დაამარცხა სომხეთის მეფე ტიგრან II, რომაელები სომხეთში შედიან (ამ ბრძოლაში ტიგრანის მხარეზე ომობდნენ იბერიელბიც).

ძვ.წ.66
- გნეუს პომპეუსის აღმოსავლური ლაშქრობის დასაწყისი, მან დაამარცხა პონტოს მეფე მითრიდატე VI, რომელმაც კოლხეთს შეაფარა თავი, პომპეუსმა პონტო რომის პროვინციად გამოაცხადა. ამის შემდეგ ტიგრან II ნებაყოფლობით დამორჩილდა რომაელებს და მათი ვასალი გახდა.

ძვ.წ.66.დეკემბერი
- პომპეუსი შეიჭრა ალბანეთში. 17 დეკემბერს მტკვართან მომხდარ ბრძოლაში მან დაამარცხა ალბანთა მეფე ოროისე და ალბანეთიც რომის ''მოკავშირე და მეგობარი'' გახდა.

ძვ.წ.65.მარტ-აპრილი
- პომპეუსი 50000-იანი არმიით შეიჭრა იბერიაში და ისე სწრაფად მიადგა მცხეთას, რომ არტაგ II-მ მხოლოდ ხიდის დაწვა და გაქცევაღა მოახერხა. მალე რომაელებიც გადავიდნენ მტკვარზე და არაგვისპირა ტყეებში შეებნენ იბერიელებს. 9000 ქართველი დაეცა. არტაგმა თავი დამარცხებულად სცნო, პომპეუსს ძღვენი და მძევლად შვილები გაუგზავნა. იბერია რომის ''მოკავშირე და მეგობარი'' გახდა.

ძვ.წ.65.ზაფხული
- პომპეუსი იბერიიდან კოლხეთში გადავიდა და საკმაოდ ადვილად დაიმორჩილა დაშლილი კოლხეთის ცალკეული სამთავროები (ერთ-ერთი მთავარი ოლთაკე ტყვედაც იგდო). მითრიდატე კოლხეთიდანაც გაიქცა და ყირიმში ჩავიდა (სადაც 63 წელს შეთქმულების მსხვერპლი გახდა). ფაზისში პომპეუსს დახვდა რომაული ფლოტი ლეგატ აფრანიუსის მეთაურობით. შემდეგ რომაელებმა სვანეთში ილაშქრეს, თუმცა იქ ვერაფერს გახდნენ. პომპეუსმა კოლხეთი უშუალოდ რომს შეუერთა და იქ მმართველად თავისი კაცი: არისტარქე დასვა.

ძვ.წ.65-47
- არისტარქეს მმართველობა კოლხეთში.

ძვ.წ.64
- პომპეუსმა კიდევ ერთხელ ილაშქრა ალბანეთში, შემდეგ კი სომხეთის გავლით პალესტინაში ჩავიდა, რომაელებმა აიღეს იერუსალიმი. სწორედ ამ პერიოდში ჩამოდის საქართველოში ლტოლვილ ებრაელთა პირველი ნაკადი.

ძვ.წ.დაახლ.60
- არტაგ II-ს გარდაცვალების შემდეგ ტახტზე ავიდა მისი ძე ქართამ I, მაგრამ მას კონკურენტი გაუჩნდა - არშაკ II-ის ძე ბარტომი. მან აიღო მცხეთა და თვითონ გამეფდა. თუმცა ქართამ I-მაც შეინარჩუნა მეფობა არმაზში, ამრიგად, იბერია მტკვარზე ორად გაიყო: ჩრდილოეთში (დედაქალაქი მცხეთა) გამეფდა ფარნავზაიანთა შთამომავალი ბარტომ II, ეს მხარე (''ზენა სოფელი'') განთავისუფლდა სომხეთის ვასლობისგან; სამხრეთში (დედაქალაქი არმაზი) გამეფდა ქართამ I, რომელიც სომეხთა ვასლად დარჩა (მას და მის მემკვიდრეებს ''გურგაქის დიდ პიტიახშებად'' მოიხსენიებდნენ).

დაახლ.ძვ.წ.60-ა.წ.25
- ორმეფობა იბერიაში.

ძვ.წ.დაახლ.60-40
- ბარტომ II-ის მეფობა მცხეთაში.

ძვ.წ.დაახლ.60-30
- ქართამ I-ის მეფობა არმაზში.

ძვ.წ.48
- პონტოს მეფის ფარნაკე II-ის ჯარები მესხეთში შემოიჭრნენ და გაძარცვეს ქ. ლევკოთეა.

ძვ.წ.47
- პონტოს სამეფომ რომის ზეწოლის შედეგად საბოლოოდ შეწყვიტა არსებობა.

ძვ.წ.დაახლ.40-25
- ფარსმან I-ის მეფობა მცხეთაში.

ძვ.წ.36
- მცხეთის იბერიაში ლაშქრობს როამელი სარდალი კანიდიუსი

(კანიდიუსი იყო ლეგატი ტრიუმვირის მარკუს ანტონიუსისა). კანიდიუსმა დაამარცხა ფარსმან I და აიძულა რომის ''მოკავშირეობაზე''.

ძვ.წ.34
- ფარსმან I და ქართამ I დაეხმარენ სომხეთის მეფე არტაშეს II-ს რომაელთა წინააღმდეგ ბრძოლაში.

ძვ.წ.32
- ფარსმან I რომაელთა მხარეს გადადის და ერთ-ერთ ბრძოლაში ''ღალატობს'' არტაშესს.

ძვ.წ.დაახლ.30-22
- კაოსი-ს მეფობა არმაზში.

ძვ.წ.29
- სომხეთის მეფე არტაშეს II პართიელთა დახმარებით ამარცხებს ფარსმან I-ს და მცხეთის იბერიას ჩამოაჭრის წუნდას და არტაანს.

დაახლ.ძვ.წ.25-ა.წ.5
- არშაკ III-ის მეფობა მცხეთაში.

დაახლ.ძვ.წ.22-ა.წ.5
- ქართამ II (''არმაზელ'')-ის მეფობა არმაზში.

ძვ.წ.დაახლ.21-20
- არშაკ III და ქართამ II შეკავშირდნენ სომხეთის მეფის არტაშეს II-ის წინააღმდეგ, მათ კავკასიონიდან გადმოიყვანეს ალანები და საერთო ძალებით დაამარცხეს სომხები, დაატყვევეს არტაშესის ვაჟი ზარეჰი და დარიალის ციხეში გამოკეტეს. ომის შედეგად არშაკ III-მ დაიბრუნა წუნდა და არტაანი, ხოლო ქართამ II განთავისუფლდა სომხეთზე დამოკიდებულებისგან.

ა.წ.დაახლ.5-25
- არტაგ III-ის მეფობა არმაზში.

ა.წ.დაახლ.5-25
- მირდატ III-ის მეფობა მცხეთაში.

დაახლ.25
- მირდატ III ამარცხებს და კლავს არმაზელ მეფე არტაგ III-ს და კვლავ აერთიანებს იბერიას.

დაახლ.25-35
- მირდატ III უკვე ერთიანი იბერიის მეფე.

33
- ქართველი ებრაელების ელიოზ მცხეთელის და ლონგინოზ კარსნელის მოგზაურობა იერუსალიმში ქრისტეს სასამართლოზე, მათ მიერ ქრისტეს კვართის ჩამოტანა საქართველოში.

დაახლ.34
- მესხეთსა და დასავლეთ საქართველოში იქადაგეს ქრისტეს მოციქულებმა - ანდრია პირველწოდებულმა და სვიმონ კანანელმა. სვიმონ კანანელი აფხაზეთში - ანაკოფიაში გარდაიცვალა და იქვე დაკრძალეს.

დაახლ.35-68
- ფარსმან II მირდატის ძე იბერიის მეფე.

დაახლ.35
- ფარსმანს გადაუდგა უმცროსი ძმა გურგანის (ქვემო ქართლი) გამგებელი მირდატი, ფარსმანმა მირდატი დაამარცხა და რომაელთა შუამავლობით შეირიგა კიდევაც.

36
- რომაელთა დახმარებით ფარსმან II შეიჭრა სომხეთში მოკლა სომხეთის პროპართიელი მეფე არშაკი და გაამეფა საკუთარი ძმა მირდატი.

36-51
- მირდატ იბერიელის მეფობა სომხეთში.

37
- პართიის მეფემ არტაბან III-მ დიდი ჯარი გამოგზავნა სომხეთის დასაბრუნებლად თავისი ვაჟის ოროდის სარდლობით, ქართველებმა ფარსმან II-ის წინამძღოლობით სასტიკად დაამარცხეს პართიელები, თვით ოროდი მძიმედ დაჭრეს. სომხეთი იბერიელებს დარჩათ.

40-41
- სომხეთის მეფის მირდატ იბერიელის სტუმრობა რომს, იმპერატორებთან კალიგულასთან და კლავდიუსთან.

42
- რომის ომპერატორ კლავდიუსის ბრძანებით მირდატს დაემორჩილა მცირე სომხეთის მმართველი კოტისი.

დაახლ.50
- მორიგი განხეთქილება ძმებს ფარსმან II-სა და მირდატს შორის.

51
- ფარსმან II-ის ბრძანებით სომხეთში ილაშქრა მისმა ვაჟმა ღადამმა (რადამისტმა), რომელმაც მოკლა ბიძა მირდატი და თვითონ გამეფდა სომხეთში.

51-54
- ღადამი (რადამისტი) იბერიელი სომხეთის მეფე (პირველად).

52
- ღადამის წინააღმდეგ გამოილაშქრა რომაელმა სარდალმა იულიუს პელიგნუსმა (რომაელებს არ მოეწინათ მირდატის ღადამით შეცვლა, რაც სომხეთის იბერიასთან კიდევ უფრო დაახლოებას მოასწავებდა), მაგრამ ღადამმა შეძლო მისი მოქრთამვა და პელიგნუსი თვითონ დაესწრო მის მეფედკურთხევის ცერემონიალს არტაქსატაში.

54
- ღადამს აუჯანყდნენ ქვეშევრდომი სომხები, იგი იძულებული შეიქმნა იბერიაში გაქცეულიყო, სიტუაციით ისარგებლა პართიის მეფე ვოლოგეზ I-მა და იქ თავისი ძმა თრდათი (თრადთ I) გაამეფა.

56
- ღადამმა მამის, ფარსმან II-ის დახმარებით გააძევა პართიელები და დაიბრუნა სომხეთის ტახტი.

56-59
- ღადამი სომხეთის მეფე (მეორედ).

59
- ფარსმან II-მ მეორე ცოლის ამაზასპუჰის ჩაგონებით მოაკვლევინა საკუთარი შვილი ღადამი. სომხეთის ტახტი იბერიისა და რომის შეთანხმებით დაიკავა ტიგრან V-მ.

60
- სომხეთში შეიჭრა პართიელი თრდათ I, გააძევა ტიგრან V და თვითონ დაჯდა მეფედ.

61
- იბერია და რომი არ შეურიგდნენ სომხეთის დაკარგვას, ფარსმან II-მ და რომაელთა სარდალმა დომიციუს კორბულონმა ერთად ილაშქრეს სომხეთში, გააძევეს თრდათ I და ტახტზე ისევ ტიგრან V დააბრუნეს. (ამ ლაშქრობის შედეგად ფარსმანმა იბერიას შეურეთა ჩრდილოეთ სომხეთის რამდენიმე ოლქი).

62
- პართიის მეფე ვოლოგეზ I-მა მეორედ ილაშქრა სომხეთში, გააძევა ტიგრან V და ისევ თრდათ I დასვა ტახტზე. ამიერიდან დიდი ხნით (422 წლამდე) სომხეთში დამკვიდრდა პართიული არშაკუნიანების დინასტია. სომხეთი პართიის ვასალი გახდა.

დაახლ.68-76
- მირდატ IV (ფლავიუს დადე) ღადამის ძე იბერიის მეფე.

69
- დიდი აჯანყება პონტოსა და კოლხეთში რომაელთა წინააღმდეგ ანიკეტის ხელმძღვანელობით, აჯანყების ცენტრი ქ.ტრაპეზუნდი იყო. რომის იმპერატორმა ვესპასიანემ აჯანყება ჩაახშო. ანიკეტი კოლხეთის მთებში გაიქცა, მაგრამ ღალატით შეპყრობილ იქნა.

დაახლ.70-90
- დასავლეთ საქართველოში რომის გავლენის ქვეშ მყოფ ტერიტორიებზე, ძველი კოლხას ნანგრევებზე ყალიბდება რამდენიმე სამთავრო: ლაზების, აბაზგების, აფშილების და სანიგების.

დაახლ.75-76
- ომი იბერიის ტახტისთვის მირდატ IV ღადამის ძესა და მირდატ V ფარსმან II-ის ძეს შორის. მირდატ V-მ ეგრისელთა და რომაელთა დახმარებით გადამწყვეტ ბრძოლაში რეხთან დაამარცხა მირდატ IV და იბერიის მეფე გახდა.

დაახლ.76-120
- მირდატ V ფარსმანის ძე იბერიის მეფე.

დაახლ.76-85
- მირდატის მცირეწლოვნობის ხანაში იბერიას რეგენტის სახით მართავს დედამისი ამაზსაპუჰი.

76
- არმაზციხეში აღმოჩენილი წარწერა გვამცნობს, რომ ამ წელს რომის იმპერატორმა ვესპასიანემ და მისმა შვილებმა ტიტუსმა და დომიციანემ იბერიის მეფე მირდატს მცხეთის გალავნის კედლები განუმტკიცეს.

114
- ქართველთა რაზმი მირდატ V-ის ძმის ამაზასპის მეთაურობით მონაწილეობს რომის იმპერატორ ტრაიანეს ლაშქრობაში პართიის წინააღმდეგ.

დაახლ.120-170
- ფარსმან III ქველი მირდატის ძე იბერიის მეფე.

დაახლ.120-140
- დასავლეთ საქართველოში ძლიერდება ლაზიკეს სამეფო, რომელიც იმორჩილებს დანარჩენ სამთავროებს.

დაახლ.125
- ფარსმან III ლაშქრობს სომხეთში, ალბანეთსა და კაბადოკიაში.

დაახლ.130
- ფარსმან ქველმა განიმტკიცა ჰეგემონობა ამიერკავკასიაში, მან ჩრდილოკავკასიელ ტომებთან კავშირში გააძევა როგორც პართიელები, ისევე რომაელები. დაიმორჩილა და ვასალად გაიხადა სომხეთი. რომის იმპერატორმა ადრიანემ ფარსმანს მკაცრი წერილით რომში გამოცხადება უბრძანა. ფარსმანმა ცივი უარი სტკიცა. ადრიანემ იბერიასთან ომი ვერ გაბედა და ფარსმანს ძღვნად ორმოცდაათი ლეგიონერი და საბრძოლო სპილო გამოუგზავნა.

134-135
- საქართველოში მოგზაურობს ცნობილი რომაელი ისტორიკოსი ფლავიუს არიანე.

144
- რომის ახალი იმპერატორის ანტონინუს-პიუსის მიწვევით რომში სტუმრად ჩადის ფარსმან III ოჯახითურთ. გაფორმდა ხელშეკრულება რომის და იბერიის მოკავშირეობისა. ფარსმანის ამალამ მხედრული ჯირითი მოაწყო კოლიზეუმში. ანტონინუს-პიუსის ბრძანებით მარსის მინდორზე ცხენზე ამხედრებული ფარსმანის ქანდაკება დადგეს. რომმა სცნო იბერიის ჰეგემონია სამხრეთ კავკასიაში.

დაახლ.145-155
- მალახა ლაზიკეს მეფე.

დაახლ.150
- პართიის მეფის ვოლოგეზ III-ის ლაშქრობა იბერიის წინააღმდეგ, ფარსმან III-მ სასტიკად დაამარცხა და უკუაგდო მტერი.

დაახლ.155
- პართიელთა მეორე ლაშქრობა ფარსმანის წინააღმდეგ, იბერიის მეფემ ქართველთა და სომხეთა ერთობლივი ძალებით კვლავ დაამარცხა მტერი.

დაახლ.155-175
- ბაკური ლაზიკეს მეფე.

დაახლ.160
- ფარსმან III ძლევამოსილად ლაშქრობს პართიის წინააღმდეგ, ამარცხებს ვოლოგეზ III-ს და მის დედაქალაქ კტესიფონსაც კი იღებს. ვოლოგეზმა დიდი ძღვენისა და მუდმივი მშვიდობის აღთქმით დაიხსნა თავისი ქვეყანა.

დაახლ.170-200
- ქსეფარნუგი იბერიის მეფე.

დაახლ.180
- ამ დროისთვის უნდა იყოს გაკეთებული წარწერა ცნობილი სერაფიტის საფლავის ქვაზე.

დაახლ.200-230
- ფარსმან IV იბერიის მეფე.

224
- ირანში არშაკიდული დინასტია იცვლება სასანიდურით.

დაახლ.230-265
- ამაზასპი იბერიის მეფე.

დაახლ.235
- გაძლიერებული ლაზიკეს სამეფო იტაცებს იბერიის ტერიტორიებს კლარჯეთს და ოძრხეს.

243
- ამიერკავკასიაში შემოიჭრნენ ალან-ოსები, იბერიის მეფე ამაზასპმა და სომხეთის მეფე ხოსროვ II-მ ერთიანი ძალებით მუხრანთან მომხდარ ბრძოლაში დაამარცხეს ისინი და გადარეკეს კავკასიონს იქით.

დაახლ.250
- გარმანული ტომების გოთების თავდასხმა დასავლეთ საქართველოზე, მათ მიერ ქ.დიოსკურიის დანგრევა.

253
- სასანიდური ირანის შაჰმა შაბურ I-მა დაიპყრო სომხეთი და იქ თავისი ძე ჰორმიზდ-არდაშირი (მომავალი შაჰი) გაამეფა.

დაახლ.255
- ირანელთა ლაშქრობის შედეგად ამაზასპი იძულებული ხდება აღიაროს შაჰის უზენაესობა და რომთან კავშირზე ხელი აიღოს. ამავე პერიოდში ამაზასპმა თავისი და მიათხოვა სომხეთის მეფეს ირანის ტახტის მემკვიდრეს ჰორმიზდ- არდაშირს.

262
- იბერიის მეფე ამაზასპი, მისი დის ქმარი ჰორმიზდ-არდაშირი და ამ უკანასკნელის ვაჟი ჰორმიზდაკი

მოხსენიებულნი არიან შაბურ I-ის ე.წ. ''ზოროასტრის ქააბას''

წარწერაში.

დაახლ.265
- ამაზასპი გადაუდგა ირანელებს, მათ ეგრისის ერისთავების და სომხების დახმარებით გუთისხევთან ბრძოლაში დაამარცხეს ამაზასპი (რომელიც ბრძოლაში დაიღუპა) და იბერიის ტახტზე დასვეს სასანიდი ჰორმიზდაკი (თვით ამაზსაპის დისწული, ძე ჰორმიზდ-არდაშირისა და შვილიშვილი შაჰ შაბურ I-სა). ეს ჰორმიზდაკი ქართველებისთვის ცნობილია რევ მართალის სახელით.

დაახლ.265-537
- სასანიანთა დინასტია იბერიაში.

დაახლ.265-285
- რევ მართალი (ჰორმიზდაკი) იბერიის მეფე.

272
- შაბურ I-ის გარდაცვალების შემდეგ ირანის ტახტზე ავიდა ჰორმიზდ I (ჰორმიზდ-არდაშირი) რევ მართალის მამა.

დაახლ.275
- იბერიაში ქრისტიანობის ერთ-ერთი განშტოება (მანიქეველობა) იქადაგა ვინმე მარ-ამომ თვითონ მანის მოწაფემ.

დაახლ.285-335
- მირიან რევის ძის (წმ.) მეფობა იბერიაში.

294
- ირანის შაჰმა ნარსემ ილაშქრა ამიერკავკასიაში და კიდევ ერთხელ დაამტკიცა იბერიის, სომხეთის და ალბანეთის ირანისადმი ქვეშევრდომობა.

298
- მირიან მეფე, როგორც ირანის ქვეშევრდომი, იბერთა ჯარით მონაწილეობს ნიზბისის ბრძოლაში ირანის შაჰ ნარსესა და რომის იმპერატორ გალერიუსს შორის. ბრძოლაში ირანელებმა სასტიკი მარცხი განიცადეს, რის შედეგადაც დაკარგეს სირია და მესოპოტამია. მირიანმაც დრო იხელთა და ირანის მორჩილებიდან თავი დაიხსნა. იბერია კვლავ რომის ''მოკავშირე და მეგობარი'' ხდება.

300
- მირიან მეფე რომაელთა დახმარებით ეომება ოსებს და სხვა ჩრდილოკავკასიელ მომთაბარეებს.



უფფ რამდენი ჩამომოწერია.

სად ვერ ხედავ ქართველთა ტომებს, ქართველებს და საქართველოს ერთი ეგეც ამიხსენი? ისე მანდ სომხების ვაჯკაცობებიცაა ნახსენები.

--------------------
________________________________________________

გიგრძვნიათ ოდესმე სუსხიან ზამთარში,
მზისგან მოგზავნილი სხივების სინაზე?
ხანდახან გულნატკენს ტირილი რომ გინდათ...
და მაინც იცინით სუყველას ჯინაზე...
________________________________________________
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

პოსტი ამ თემაში
ზებედე   აბო-ქართველი წმინდანი?   Jul 12 2007, 06:25 AM
di_onise   მაეასი, იმედია ეს ბ...   Jul 12 2007, 06:31 AM
ზებედე   მაეასი, იმედია ეს ბ...   Jul 12 2007, 06:53 AM
Freethought   იმედია იოვანე საბ...   Aug 28 2007, 01:26 PM
di_onise   RE: აბო-ქართველი წმინდანი?   Jul 12 2007, 06:58 AM
ზებედე   ეგ სწორად თქვი, რომ ...   Jul 12 2007, 07:03 AM
ulvashi   და ვინ თქვა, რომ აბო...   Jul 12 2007, 10:17 AM
kato_Bato   სად წერია რომ აბო ქ...   Jul 12 2007, 11:49 AM
maZiebeli   di_onise :არა: სხვა არ იყ...   Jul 13 2007, 04:05 AM
მარიამი   di_onise :არა: სხვა არ იყ...   Jul 13 2007, 09:08 AM
di_onise   maZiebeli აბო თბილელი რო...   Jul 13 2007, 09:27 AM
მნათე   ჰო მართლა, მე ვეძიე ...   Jul 13 2007, 01:13 PM
stch   ქართველი იმიტომ იყ...   Jul 13 2007, 06:24 PM
Sotiris   ქართველი იმიტომ ი...   Jul 13 2007, 07:17 PM
მხევალი ნინო   რაღა დაგიმალოდ და ...   Jul 13 2007, 08:16 PM
xornabujeli   რაღა დაგიმალოდ და ...   Sep 1 2007, 05:48 PM
მხევალი ნინო   ანთიმოზ ივერილემა ...   Jul 13 2007, 08:28 PM
::სალომე::   აბო თბილელს თავისი...   Jul 14 2007, 08:04 PM
stch   ქართველი ყველა რო ...   Jul 16 2007, 02:53 PM
Sotiris   ქართველი ყველა რო ...   Jul 16 2007, 05:17 PM
ketino   არქივშია არა? სიამ...   Jul 16 2007, 07:16 PM
k@the   შუა საუკუნეებში ...   Aug 28 2007, 01:30 PM
Freethought   :blink: :blink: აბა ჩამოგვი...   Aug 28 2007, 02:02 PM
k@the   გაეცანი იმდროინდე...   Aug 28 2007, 02:18 PM
Freethought   მადლობთ რჩევისათვ...   Aug 28 2007, 03:21 PM
k@the   მე მგონი ვერ გაიგე ...   Aug 28 2007, 04:12 PM
Lenus   სხვათშორის, კი - ას...   Aug 28 2007, 06:34 PM
k@the   სხვათშორის, კი - ას...   Aug 28 2007, 06:47 PM
Freethought   Lenus არ მჯერა და არც მ...   Aug 28 2007, 10:46 PM
q-e-T-i   რაც მთავარია ქრისტ...   Aug 30 2007, 10:27 PM
მართა   ქართველ წმინდანებ...   Aug 30 2007, 10:50 PM
ზებედე   ქართველ წმინდანებ...   Aug 31 2007, 05:38 AM
nini_1   აქ დაწერილი პოსტებ...   Aug 31 2007, 04:54 AM
Freethought   აქ დაწერილი პოსტე...   Aug 31 2007, 10:50 PM
ნათია   "წესით"ქართველ...   Sep 1 2007, 09:31 AM
xornabujeli   "წესით"ქართველ...   Sep 1 2007, 06:02 PM
abo   Freethoughtშენ სადოურელი ...   Aug 31 2007, 10:52 PM
nini_1   ესე იგი მე-19 საუკუნ...   Aug 31 2007, 11:52 PM
Freethought   @ nini_1 "მცნება" ქა...   Sep 2 2007, 05:04 PM
abo   nini_1რატომ ნერვიულობ...   Sep 1 2007, 02:39 AM
staywhite   აბო, გეთანხმები,მა...   Sep 1 2007, 03:19 AM
nini_1   მართალი ხარ ჩემო კ...   Sep 1 2007, 03:56 AM
abo   იგი სად წავიდა ნეტ...   Sep 1 2007, 06:14 PM
kato_Bato   ნათია შენ ეგა თქვი ...   Sep 1 2007, 06:17 PM
ალექსანდრე   გავარკვიეთ თუ არა ...   Sep 1 2007, 10:20 PM
kato_Bato   Freethought თქვენ გენაცვ...   Sep 2 2007, 05:12 PM
abo   Freethought აქ ქართველთა გ...   Sep 2 2007, 05:43 PM
abo   Freethought არცერთი სახელ...   Sep 2 2007, 08:57 PM
ketino   ვახ, კაცო.. მაინცდამ...   Sep 3 2007, 12:22 AM
Freethought   @ketino ? :rolleyes: რაც სა...   Sep 3 2007, 12:43 AM
მართა   ზებედე ქართველი...   Sep 3 2007, 01:13 AM
nini_1   freethought მოკლე ექსკურს...   Sep 3 2007, 07:37 PM
დავით ივერიელი   აი ამ ტემას რაღა დუ...   Sep 3 2007, 08:03 PM
მაეასი   მეგობრებო,თემას ნუ...   Sep 6 2007, 06:01 PM
დავითი   წმინდანები არ იყოფ...   Sep 6 2007, 07:14 PM
მარიამი   წმინდანები არ იყო...   Sep 6 2007, 07:19 PM
დავითი   ეგ გასაგებია, მაგრ...   Sep 6 2007, 11:08 PM
romanozi   თუ გნებავთ, იგი იყო...   Sep 7 2007, 05:36 PM
მართა   საქართველოს დიდებ...   Sep 6 2007, 07:19 PM
მარიამი   დავითი გეთანხმები ...   Sep 6 2007, 11:15 PM
kato_Bato   ეს უბრალოდ ასე ვთქ...   Sep 6 2007, 11:26 PM
Sotiris   ეს უბრალოდ ასე ვთქ...   Sep 8 2007, 10:19 PM
მარიამი   kato_Bato რა კარგად იცი ხ...   Sep 6 2007, 11:44 PM
nini_1   kato_bato 100% გეთანხმები ...   Sep 7 2007, 10:27 PM
kato_Bato   Sotiris ვინ გითხრა მერე...   Sep 8 2007, 10:29 PM
Eliko   სამწუხაროდ, თემა დ...   Sep 9 2007, 01:15 AM
ნოდარიკო   აბო არაბი არ იყო? ეს...   Sep 9 2007, 07:43 PM
დავითი   აბო არაბი არ იყო? ე...   Sep 10 2007, 02:03 AM
lasharela369   Cemi azriT abos qarTvelobaze dava didi sisulelea, ...   Sep 25 2007, 06:23 PM
Ismail   სამწუხაროდ, თემა დ...   Sep 26 2007, 05:32 PM
ალექსანდრე   საერთოდ რაზე დავობ...   Sep 27 2007, 01:47 AM
::სალომე::   საერთოდ რაზე დავო...   Sep 27 2007, 02:01 PM
lasharela369   abo wmindania   Sep 30 2007, 02:29 PM
ნათია   თათარაშვილი ვისი გ...   Dec 13 2007, 10:44 PM
gio-gio11112   კარგია მომცონს   Mar 3 2009, 01:30 PM
karpaki   სერბეთის მართლმად...   Nov 13 2011, 08:07 PM
GIORGI LELUASHVILI   სერბეთის მართლმად...   Nov 25 2011, 02:45 PM
peritoniti   იცით რა მინდა ვიკი...   Sep 24 2012, 12:00 PM
A.V.M   peritoniti ძალიან გინდა რ...   Sep 24 2012, 04:06 PM
ქევანა   peritoniti ძალიან უცნაურ...   Sep 24 2012, 04:44 PM
A.V.M   გუშინ 2 პიროვნება ,,...   Feb 13 2013, 12:39 AM
marine   გუშინ 2 პიროვნება ,,...   Feb 15 2013, 10:49 AM
qetevano   ვაი :doh: :doh: :doh:   Feb 13 2013, 12:50 AM
marine   "დამპყრობელი ერი...   Aug 24 2016, 06:33 PM
marine   - საქართველოს წმინ...   Apr 4 2017, 11:33 AM
marine   "ძნელია ჯეროვნად ...   Apr 21 2017, 10:24 AM
marine   "არაბთა ბატონობა ...   Jun 8 2017, 10:29 AM
marine   "ამა ეკლესიისა [მ...   Aug 10 2017, 11:22 PM
marine   "ჩვენში ორიგინალ...   Jul 9 2018, 06:53 PM
marine   ---------------------------- "მე არ...   Jan 21 2021, 09:46 PM
marine   "[კათალიკოსი] სამ...   Feb 5 2022, 08:02 PM
marine   "არაბი მენელსაცხ...   Feb 28 2022, 03:39 PM
marine   "არაბთა ხარკისაგ...   Mar 1 2022, 09:11 PM
marine   "ეთნიკურად არაქა...   Mar 28 2022, 08:11 PM


Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 24th May 2024 - 07:23 PM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი