![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() |
კანუდოსელი |
![]()
პოსტი
#1
|
![]() Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 8,829 რეგისტრ.: 2-November 06 მდებარ.: კანუდოსი წევრი № 374 ![]() |
მინდა შემოგთავაზოთ ასეთი იდეა - თემა:
აქ ავკრიფოთ (და არა დავასკანეროთ ან დავაკოპიროთ) იოანე ოქროპირის ლიტურგიის სრული ტექსტი მხედრულად. ახლა თან არ მაქვს და მოგვიანებით დავდებ, თუ ვინმეს ამ მომენტში ხელი მიუწვდება კარგი იქნება თუ დაიწყებს და მერე მომდევნო შემომსვლელი გააგრძელებს აუცილებელია წესი იყოს საერთო: ანუ 1. მღვდლის საიდუმლო ლოცვები დაიწეროს შავად, დანარჩენი ჩვეულებრივი სიმუქის 2. ძირითადი სათაურები-კომენტრები დაიწეროს იტალიკით, ანუ დახრილად. 3. ასევე იტალიკით დაიწეროს (ესეც კომენტარის ნაწილია, მაგრამ ცალკე გამოვყოფ) თუ ვინ წარმოთქვამს ამა თუ იმ ლოცვას, მაგალითად ასე: გუნდი, ან მღვდელი 4. არანაირი კოპირება...ვკრეფთ ხელით 5. უნდა ვიცოდეთ, ვინ რომელი გამოცემიდან დებს ტექსტს (მე ვდებ ტექსტს მარტყოფის ივერიის ღვთისმშობლის დედათა მონასტრის მიერ 2004 წელს გამოცემული "ღამისთევის ლოცვა, ლიტურღია" - წიგნის მიხედვით) 6. დაცული უნდა იყოს ძველი ქართულის ორთოგრაფია, შეძლებისდაგვარად უნდა გასწორდეს თანამედროვე გამოცემებში არსებული შეცდომები. 7. ყურადღება უნდა მიექცეს პუნქტუაციას, რადგან მისი არეულობის გამო ხშირად ლოცვის ტექსტი ბუნდოვანი ხდება. პ.ს. არანაირი ოფტოპიკები და საერთოდ არანაირი საუბარი, ვინმე თუ შემოვა, აკრიფოს მხოლოდ ტექსტი ლიტურგიისა პ.პ.ს. იმედია მარტო მე არ მომიწევს აკრეფა მადლობა ცქნაფოს იდეის არაპირდაპირი გზით მოწოდებისთვის... სოტირისს მადლობა რჩევისათვის პარტიული მადლობა ![]() წაშალეთ ოფტოპიკები -------------------- ინკვიზიტორი იეღოველი ეკუმენისტი მასონი ბუდისტი მღვდელი გულისყურით გისმენთ :-)
პ.ს. ბყკ :-) ბ - ბუდისტ ყ - ყრმათა კ - კავშირი |
![]() ![]() |
მარიამი |
![]()
პოსტი
#2
|
![]() + + + ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Senators პოსტები: 12,615 რეგისტრ.: 23-July 06 მდებარ.: თბილისი წევრი № 6 ![]() |
აღდგომის წარდგომანი და ალილუიანნი ლიტურღიაზე
8 ხმათა ხმა 1-ლი: იყავნ, უფალო, წყალობა შენი ჩვენ ზედა, ვითარცა ჩვენ შენ გესავთ. მუხლი: იხარებდით, მართალნი, უფლისა მიმართ და წრფელთა შვენის ქება. ალილუია: ღმერთო, რომელი ეძიებ შურსა ჩემსა და დაამორჩილენ ერნი ჩემ ქვეშე. მუხლი: განადიდე ცხოვრება მეუფისა და ყოფად წყალობა ცხებულისა მისისა თანა დავითის თანა და ნათესავისა მისისა თანა უკუნისამდე. ხმა მე-2: ძალ ჩემდა და საგალობელ ჩემდა უფალი და მეყო მე იგი მაცხოვარ. მუხლი: სწავლით განმსწავლა მე უფალმან და სიკვდილს არა მიმცნა მე. ალილუია: შეისმინენ შენნი უფალმან დღესა ჭირისა შენისასა შემწე გეყავნ შენ სახელი ღვთისა იაკობისი. მუხლი: უფალო, აცხოვნე მეფე და ისმინე ჩვენი დღესა მას, რომელსაცა გხადოდით შენ. ხმა მე-3: უგალობდეთ ღმერთსა ჩვენსა, უგალობდეთ, უგალობდეთ მეუფესა ჩვენსა, უგალობდეთ. მუხლი: ყოველთა წარმართთა აღიტყველენით ხელნი თქვენნი, ღაღადებდით ღვთისა მიმართ ხმითა სიხარულისათა. ალილუია: შენ უფალო, გესავ, ნუ მრცხვენებინ მე უკუნისამდე. მუხლი: მეყავნ მე ღმერთ მფარველ და სახლ შესავედრებელ ცხოვრებისა ჩემისა. ხმა მე-4: ვითარ განდიდნეს საქმენი შენნი, უფალო და ყოველივე სიბრძნით ჰქმენ. მუხლი: აკურთხევს, სული ჩემი, უფალსა, უფალო ღმერთო ჩემო, განსდიდენ ფრიად. ალილუია: გარდააცუ და წარემართე და სუფევდი, ჭეშმარიტებისათვის და სიმშვიდისა და სიმართლისა. მუხლი: შეიყვარე სიმართლე და მოიძულე უსჯულოება. ხმა მე-5: შენ, უფალო, მიცვენ ჩვენ და დამიმარხენ ჩვენ, ამიერ თესლითგან და მიუკუნისამდე. მუხლი: მაცხოვნე მე, ღმერთო, რამეთუ მოაკლდა წმიდა. ალილუია: წყალობათა შენთა, უფალო, უკუნისამდე უგალობდე და თესლითი თესლამდე მიუთხრობდე ჭეშმარიტებასა შენსა პირითა ჩემითა. მუხლი: რამეთუ ვსთქუ: წყალობა აღეშენოს და ცათა შინა განემზადოს ჭეშმარიტება შენი. ხმა მე-6: აცხოვნე, უფალო, ერი შენი და აკურთხე სამკვიდრებელი შენი. მუხლი: შენდამი, უფალო, ხმა ვყავ, ღმერთო ჩემო, ნუ დასდუმნები ჩემგან. ალილუია: რომელი დამკვიდრებულ არს შეწევნითა მაღლისათა, საფარველსა ღვთისა ზეცათასა განისუენოს. მუხლი: რქვას უფალსა: ხელის-აღმპყრობელი ჩემი ხარი შენ და შესავედრებელი ჩემი, ღმერთი ჩემი, და მე ვესავ მას. ხმა მე-7: უფალმან ძალი ერსა თვისსა მოსცეს, უფალმან აკურთხოს ერი თვისი მშვიდობით. მუხლი: შესწირევდით უფლისა შვილნი ღვთისანი, შესწირევდით უფლისა შვილთა ვერძთასა. ალილუია: კეთილ არს აღსარება უფლისა და გალობად სახელსა შენსა, მაღალო. მუხლი: მითხრობად ცისკარს წყალობა შენი და ჭეშმარიტება შენი ღამედ ღამედ. ხმა მე-8: ილოცეთ და მიეცით უფალსა ღმერთსა ჩვენსა. მუხლი: განცხადებულ არს ურიასტანს ღმერთი, და ისრაელსა ზედა დიდ არს სახელი მისი. ალილუია: მოვედით, უგალობდეთ უფალსა, ვღაღადებდეთ ღვთისა მიმართ მაცხოვრისა ჩვენისა. მუხლი: აღვიმსთოთ წინაშე პირსა მისა აღსარებითა და ფსალმუნითა უღაღადებდეთ მას. -------------------- ნუ მივატოვებთ ერთმანეთს, როცა ერთმანეთს ვჭირდებით...
|
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 12th July 2025 - 12:40 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი