![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() |
ნათია |
![]()
პოსტი
#1
|
![]() Miss invisible ![]() ![]() ![]() ჯგუფი: მოდერატორ-ფინანსისტი პოსტები: 18,669 რეგისტრ.: 28-February 07 წევრი № 1,224 ![]() |
ქრისტეშობამდე Vს-ის ბერძენი ისტორიკოსი, "ისტორიის მამად" წოდებული, ჰეროდოტე აცხადებდა: "ცხადია, რომ კოლხები ეგვიპტელები არიან, ამას მე თვითონ მივხვდი უწინ, ვიდრე მოვისმენდი სხვათაგან და ასე ვიტყოდი, და რადგანაც ეს მე ფიქრებში მქონდა, შევეკითხე ორივეს, კოლხებს უკეთ ახსოვდათ ეგვიპტელები, ვიდრე მათ კოლხები..."
მეგასთენე (ქრისტეშობამდე IIIს.), დიონისიოსი (ქრისტეშობამდე Iს.), აპიანე ალექსანდრიელი (ქრისტეშობიდან IIს.) ეუსებიოს კესარიელი (ქრისტეშობიდან IVს.) და სხვები ირწმუნებოდნენ, რომ იბერიებელი პირენეიდან გადასახლდნენ კავკასიაში. ბერძენი მეცნიერი სტრაბონი ამტკიცებდა, რომ "დასავლელი იბერები გადასახლდნენ პონტოსა და კოლხიდის ზემოთ მდებარე ადგილებში... ეგვიპტელები გადასახლდნენ ეთიოპელებთან და კოლხებთან". ებრაელი ისტორიკოსი იოსებ ფლავიუსი იბერებისა და მესხების წინაპრებად მიიჩნევდა ბიბლიაში მოხსენიებულ "თობელსა" და "მოსოხს". "თობელმა დააფუძნა თობელები, რომლებსაც ახლა იბერები ეწოდებათ. მოსოხენები დაფუძნებულნი არიან მოსოხის მიერ". ძველი ასურული ლურსმუნი წარწერების თანახმად (ქრისტეშობამდე XIII-VIIIს.ს.) ბიბლიური თობელი და მეშეხი ქრისტეშობამდე II-I ათასწლეულებში მცირე აზიაში დიდი სამეფოების მკვიდრნი იყვნენ. ამ თვალსაზრისით, ეს იყო ქართველთა წინაპრების სამეფოები და მათი მოსახლეობა, ე.ი. ქართველობა, კავკასიაში მას შემდეგ გადასახლდა, რაც მცირე აზიაში ეს ქართული სახელმწიფოები გაანადგურეს. ეს მოხდა ქრისტეშობამდე VIII-VIIსს-ში. ცნობილი ისტორიკოსები ლენორმანი, მასპერო და სხვები ქართველების (იბერებისა და მესხების) წინაპრებად მიიჩნევდნენ ასურულ წყაროებში მოხსენიებულ თაბალებსა და მუშქებს. ამათ დაემატნენ ქაშქები (ასურული წყაროების თანახმად, ისინი სახლობდნენ აღმოსავლეთ მცირე აზიაში; მოგვიანებით გაირკვა, რომ ხეთური წყაროებიც ხშირად იხსენიებენ მათ), რომლებსაც კოლხების წინაპრებად თვლიან. ქართველებად მიიჩნევენ აგრეთვე ბერძენი ისტორიკოსის ქსენოფონტეს მიერ ზემო მესოპოტამიაში (ისტორიულ "გორდუენეს", კორდუქის მიწა-წყალზე) მოხსენიებულ კარდუხებს, რომელთა სახელი ძლიერ ჰგავს ქართების ადგილობრივ სახელს ("ქართუ"). კ. ფ. ლემანჰაუფტის თანახმად, ქართები (იბერები) ჩრდილო მესოპოტამიიდან მოსული კარდუხებისა და მცირე აზიიდან მოსული მესხების შერწყმის შედეგად ჩამოყალიბდნენ. მოსაზრება იმის შესახებ, რომ ქართველები კავკასიაში სამხრეთიდან (მცირე აზიიდან) გადასახლდნენ, ფართოდ გავრცელდა. განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც სხვებთან ერთად ეს მოსაზრება ივ. ჯავახიშვილმაც გაიზიარა. გამოჩენილმა ისტორიკოსმა სიმონ ჯანაშიამ ქართველთა კავკასიაში გადასახლების შესახებ აზრი ფაქტობრივად მოხსნა, რაც სრულად დაასაბუთა ბ. კუფტინმა თავისი ბრწყინვალე არქეოლოგიური აღმოჩენებით. მან საქართველოს არქეოლოგიური მასალა ფართოდ - წინა აზიის, ხმელთაშუა ზღვისპირეთისა თუ ევროპისარქეოლოგიური მასალის ფონზე განიხილა. იგი ენერგიულად იცავდა ქართული კულტურის ადგილობრივი განვითარების იდეას. ს. ჯანაშიას კონცეფციით არავითარ გადასახლებაზე საუბარი არ შეიძლება: ქართველები ძველთაგანვე საქართველოს ტერიტორიაზე ცხოვრობდნენ, თუმცა ისინი საქართველოს ფარგლებს გარეთაც ვრცელ ტერიტორიაზე მოსახლეობდნენ. XIXს-ის მიწურულიდან მეცნიერები დიდი პრობლემების წინაშე აღმოჩნდნენ. ძველი აღმოსავლეთისა და ხმელთაშუა ზღვისპირეთის ვრცელი ტერიტორიის კვლევისას გამოვლინდა მთელი რიგი უძველესი ხალხებისა, რომელნიც ერთ დროს დიდ როლს ასრულებდნენ: შუმერები, ხეთები, ელამელები, ურარტუელები, მითანელები (ხურიტები); მათი ენების იმ დროის კარგად ცნობილი ენათა ოჯახებთან (ინდოევროპული, სემიტური, თურქულ-მონგოლური) შეჯერაბა არ ხერხდებოდა. გაჩნდა მოსაზრება ამ ენების კლასიკურ, კერძოდ, ქართულთან მსგავსების შესახებ. დაიწყეს ფიქრი, რა სახელით აღენიშნათ კავკასიის, მახლობელი აღმოსავლეთისა და ხმელთაშუა ზღვისპირეთის ეს უძველესი მოსახლეობა. ცნობილმა მკვლევარმა ფ. ჰომელმა ამ ჯგუფს "ხალხთა ალაროდიული ოჯახი" უწოდა. ეს ხალხები ქართველებს დაუკავშირეს. ეს თვალსაზრისი ყველაზე ბუნებრივ ჰიპოთეზად გამოიყურებოდა. მაგრამ იმ დროისათვის რუსეთის იმპერია და მასთან ერთად XIXს-ში საქართველოსა და კავკასიის ზოგ სხვა რეგიონში მომძლავრებული სომხური წრეები მტრულად შეხვდნენ ამ განწყობილებებს. ბეჭდავდნენ წერილებს, სადაც შებღალული იყო ქართველთა ეროვნული თავმოყვარეობა, ამტკიცებდნენ, რომ ამ ხალხს არ გააჩნია თავისი ისტორია. თავისი კულტურა და რომ ქართველობა კულტურასა და მწერლობას სხვათა გავლენით გვიან ეზიარა. ქართველი ხალხის ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის თავკაცებისთვის მოწინავე ევროპულ მეცნიერებაში ფართოდ გავრცელებული თეორია ქართველთა წარმოშობის შესახებ მძლავრი იარაღი ხდებოდა ეროვნული თვითშეგნების განმტკიცებისთვის და ასიმილატორთა შემოტევისგან დაცვაში. ამ მხრივ, განუზომელია ილია ჭავჭავაძის პოლემიკური წერილების მნიშვნელობა. P.S. თუ ვინმეს მოგეპოვებათ უძველესი წყაროები და მეცნიერთა აზრი ქართველთა წარმომავლობის შესახებ გთხოვთ მომაწოდოთ.... -------------------- პატიოსნება ჩვენი დროის ჭეშმარიტი არისტოკრატიზმია!
|
![]() ![]() |
abo |
![]()
პოსტი
#2
|
![]() Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 3,533 რეგისტრ.: 20-March 07 წევრი № 1,441 ![]() |
დიდ ყურადღებას აღარ გავამახვილებ კოლხეთის სამეფოზე, მხოლოდ იმას ავღნიშნავ რომ არგონავტთა ცნობილი შემოსვლა კოლხეთში თარიღდება ძვ.წ. მე-13საუკუნის 60-იან წლებში ეზ ზუსტად გამოთვლილია . იქედან რომ ტროას ომი ზუსტად მოხდამე-13 საუკუნის 30-იან წლებში . ისინი კი არგონავტების მომდევნო თაობა იყო, რაც დასაბუთებულია არგონავტიკაში. ასე რომ უკვე ძველი წელთაღრიცხვის მე-13 საუკუნეში უკვე ასეთი ძლიერი სამეფოს არსებობა ვარაუდს იძლევა იმისას, რომ ეს ქართველური სახელმწიფოები კიდევ მრავალი წლების წინ არსებობდა და ვითარდებოდა. ცნობილია არგონავტთა ლაშქრობის რამდენიმე მიზეზი: მათ შორის აღსანიშნავია- ერატოსთენე-(მე-3საუკ) აღნიშნავდა , რომ ეს ვაჭარ-მეკობრეული ლაშქრობა იყოო . სტრაბონი- თავის ”გეოგრაფიაში” წერდა კოლხეთის სიმდიდრის და მდინარიდან ჩამოტანილი ოქროს გამო მოხდაო. ხარაქს პერგამონელის (მე-2საუკ) ”ქრონიკა” კი ამბობს რომ ოქროს საწმისი არის ტყავზე დაწერილი ოქროს მოპოვების წესი. და ამ წესის მოსაპოვებლად მოხდა ლაშწრობაო. აქ მთავარი ისაა რომ კოლხეთი ისეთი განვითარებული ქვეყანა იყო რომ ბერძენი ტიტანების ინტერესი გამოიწვია რომ არაფერი ვთქვათ ძლევამოსილ მეფე- აიეტზე . აპოლონიოს როდოსელის არგონავტიკაში დაცულია ცნობა,სადაც ნათქვამია ”კოლხებს შენახული აქვთ თავიანთი მამებისაგან დაწერილი კირბები, სადაც წყლისა და ხმელეთის ყველა საზღვარია ნაჩვენები. მე-11 მე-9 სს კოლხეთმაგააფართოვა თავისი საზღვრები შავი ზღვის სამხრეთ-აღმოსავლეთ და აღმოსავლეთ სანაპიროზე. ძვ წ მე-11 ს -დან მე მე-9 მე8 საუკუნემდე დიაოხისა და კოლხას შესახებ ცნობები არ მოგვეპოვებარაც მათი გაძლიერებითა და ასურეთის დასუსტებით უნდა აიხსნას, რამაც მოშალა ამ სახელმწიფოებსშორის კონტაქტი ამავე დროს დიაოხისა და კოლხეთის მეზობლად ჩამოყალიბდა ახალი ძლიერი აგრესიული სახელმწიფო ურარტუ დედაქალაქით ტუშფა მე 9 მე-8 საუკუნეებში ურარტუს მეფეები მენუა ( ძვ.წ. მე-9) არგიშთი-1 (ძვ,წ. (786-764) სარდური ( 764-735) დიდ დამპყრობელურ ომებს აწარმოებდა ახლო-მახლო წვეყნებში, მათ შორის დიაოხის წინააღმდეგ . ამ დროის ისტორიული წყაროები გადმოგვცემენ არა მარტო დიახსა და კოლხაზე თავდასხმებს არამედსხვა ქართველურ ტომებზეც ზამბახა (ჯავახეთი ). გამუდმებულმა ომებმა დაასუსტა დიაოხი და მისი ნაწილი მიიტაცა ურარტუმ ნაწილი კი კოლხეთს შეუერთდა რითაც უშუალოდ დაუმეზობლდა ურარტუს. ამის შემდეგ დიაოხისხსენება ქრება..... კოლხეთის მოსახლეობის ქართველური მოდგმის ტომები ერთიან ენაზე საუბრობდენ ამ დროს ფუძე- ენას ჯერ კიდევ არ იყო გამოყოფილი მეგრულ ჭანური და სვანური ენები . მათ ჯერ სვანური გამოეყო ხოლო შემდეგ მეგრული ასე რომ ამ დროისათვის კოლხეთი ქართველური ტომების ადრეკლასობრივ სახელმწიფო გაერთიანებას წარმოადგენდა, მაგრამ მოლხეთმა ვერ შეძლო ყველა მეგრულ- ჭანური ტომის შეკავშირება და ბევრი ზანური ტომი მის ფარგლებს გარეთ დარჩა. ამას ყველაფერს ურარტუს გარდა სხვა ახალი მტრის გამოჩენამც შეუწყო ხელი.. იხ. გაგრძელება. |
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 4th July 2025 - 05:05 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი