![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() |
ნათია |
![]()
პოსტი
#1
|
![]() Miss invisible ![]() ![]() ![]() ჯგუფი: მოდერატორ-ფინანსისტი პოსტები: 18,669 რეგისტრ.: 28-February 07 წევრი № 1,224 ![]() |
ქრისტეშობამდე Vს-ის ბერძენი ისტორიკოსი, "ისტორიის მამად" წოდებული, ჰეროდოტე აცხადებდა: "ცხადია, რომ კოლხები ეგვიპტელები არიან, ამას მე თვითონ მივხვდი უწინ, ვიდრე მოვისმენდი სხვათაგან და ასე ვიტყოდი, და რადგანაც ეს მე ფიქრებში მქონდა, შევეკითხე ორივეს, კოლხებს უკეთ ახსოვდათ ეგვიპტელები, ვიდრე მათ კოლხები..."
მეგასთენე (ქრისტეშობამდე IIIს.), დიონისიოსი (ქრისტეშობამდე Iს.), აპიანე ალექსანდრიელი (ქრისტეშობიდან IIს.) ეუსებიოს კესარიელი (ქრისტეშობიდან IVს.) და სხვები ირწმუნებოდნენ, რომ იბერიებელი პირენეიდან გადასახლდნენ კავკასიაში. ბერძენი მეცნიერი სტრაბონი ამტკიცებდა, რომ "დასავლელი იბერები გადასახლდნენ პონტოსა და კოლხიდის ზემოთ მდებარე ადგილებში... ეგვიპტელები გადასახლდნენ ეთიოპელებთან და კოლხებთან". ებრაელი ისტორიკოსი იოსებ ფლავიუსი იბერებისა და მესხების წინაპრებად მიიჩნევდა ბიბლიაში მოხსენიებულ "თობელსა" და "მოსოხს". "თობელმა დააფუძნა თობელები, რომლებსაც ახლა იბერები ეწოდებათ. მოსოხენები დაფუძნებულნი არიან მოსოხის მიერ". ძველი ასურული ლურსმუნი წარწერების თანახმად (ქრისტეშობამდე XIII-VIIIს.ს.) ბიბლიური თობელი და მეშეხი ქრისტეშობამდე II-I ათასწლეულებში მცირე აზიაში დიდი სამეფოების მკვიდრნი იყვნენ. ამ თვალსაზრისით, ეს იყო ქართველთა წინაპრების სამეფოები და მათი მოსახლეობა, ე.ი. ქართველობა, კავკასიაში მას შემდეგ გადასახლდა, რაც მცირე აზიაში ეს ქართული სახელმწიფოები გაანადგურეს. ეს მოხდა ქრისტეშობამდე VIII-VIIსს-ში. ცნობილი ისტორიკოსები ლენორმანი, მასპერო და სხვები ქართველების (იბერებისა და მესხების) წინაპრებად მიიჩნევდნენ ასურულ წყაროებში მოხსენიებულ თაბალებსა და მუშქებს. ამათ დაემატნენ ქაშქები (ასურული წყაროების თანახმად, ისინი სახლობდნენ აღმოსავლეთ მცირე აზიაში; მოგვიანებით გაირკვა, რომ ხეთური წყაროებიც ხშირად იხსენიებენ მათ), რომლებსაც კოლხების წინაპრებად თვლიან. ქართველებად მიიჩნევენ აგრეთვე ბერძენი ისტორიკოსის ქსენოფონტეს მიერ ზემო მესოპოტამიაში (ისტორიულ "გორდუენეს", კორდუქის მიწა-წყალზე) მოხსენიებულ კარდუხებს, რომელთა სახელი ძლიერ ჰგავს ქართების ადგილობრივ სახელს ("ქართუ"). კ. ფ. ლემანჰაუფტის თანახმად, ქართები (იბერები) ჩრდილო მესოპოტამიიდან მოსული კარდუხებისა და მცირე აზიიდან მოსული მესხების შერწყმის შედეგად ჩამოყალიბდნენ. მოსაზრება იმის შესახებ, რომ ქართველები კავკასიაში სამხრეთიდან (მცირე აზიიდან) გადასახლდნენ, ფართოდ გავრცელდა. განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც სხვებთან ერთად ეს მოსაზრება ივ. ჯავახიშვილმაც გაიზიარა. გამოჩენილმა ისტორიკოსმა სიმონ ჯანაშიამ ქართველთა კავკასიაში გადასახლების შესახებ აზრი ფაქტობრივად მოხსნა, რაც სრულად დაასაბუთა ბ. კუფტინმა თავისი ბრწყინვალე არქეოლოგიური აღმოჩენებით. მან საქართველოს არქეოლოგიური მასალა ფართოდ - წინა აზიის, ხმელთაშუა ზღვისპირეთისა თუ ევროპისარქეოლოგიური მასალის ფონზე განიხილა. იგი ენერგიულად იცავდა ქართული კულტურის ადგილობრივი განვითარების იდეას. ს. ჯანაშიას კონცეფციით არავითარ გადასახლებაზე საუბარი არ შეიძლება: ქართველები ძველთაგანვე საქართველოს ტერიტორიაზე ცხოვრობდნენ, თუმცა ისინი საქართველოს ფარგლებს გარეთაც ვრცელ ტერიტორიაზე მოსახლეობდნენ. XIXს-ის მიწურულიდან მეცნიერები დიდი პრობლემების წინაშე აღმოჩნდნენ. ძველი აღმოსავლეთისა და ხმელთაშუა ზღვისპირეთის ვრცელი ტერიტორიის კვლევისას გამოვლინდა მთელი რიგი უძველესი ხალხებისა, რომელნიც ერთ დროს დიდ როლს ასრულებდნენ: შუმერები, ხეთები, ელამელები, ურარტუელები, მითანელები (ხურიტები); მათი ენების იმ დროის კარგად ცნობილი ენათა ოჯახებთან (ინდოევროპული, სემიტური, თურქულ-მონგოლური) შეჯერაბა არ ხერხდებოდა. გაჩნდა მოსაზრება ამ ენების კლასიკურ, კერძოდ, ქართულთან მსგავსების შესახებ. დაიწყეს ფიქრი, რა სახელით აღენიშნათ კავკასიის, მახლობელი აღმოსავლეთისა და ხმელთაშუა ზღვისპირეთის ეს უძველესი მოსახლეობა. ცნობილმა მკვლევარმა ფ. ჰომელმა ამ ჯგუფს "ხალხთა ალაროდიული ოჯახი" უწოდა. ეს ხალხები ქართველებს დაუკავშირეს. ეს თვალსაზრისი ყველაზე ბუნებრივ ჰიპოთეზად გამოიყურებოდა. მაგრამ იმ დროისათვის რუსეთის იმპერია და მასთან ერთად XIXს-ში საქართველოსა და კავკასიის ზოგ სხვა რეგიონში მომძლავრებული სომხური წრეები მტრულად შეხვდნენ ამ განწყობილებებს. ბეჭდავდნენ წერილებს, სადაც შებღალული იყო ქართველთა ეროვნული თავმოყვარეობა, ამტკიცებდნენ, რომ ამ ხალხს არ გააჩნია თავისი ისტორია. თავისი კულტურა და რომ ქართველობა კულტურასა და მწერლობას სხვათა გავლენით გვიან ეზიარა. ქართველი ხალხის ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის თავკაცებისთვის მოწინავე ევროპულ მეცნიერებაში ფართოდ გავრცელებული თეორია ქართველთა წარმოშობის შესახებ მძლავრი იარაღი ხდებოდა ეროვნული თვითშეგნების განმტკიცებისთვის და ასიმილატორთა შემოტევისგან დაცვაში. ამ მხრივ, განუზომელია ილია ჭავჭავაძის პოლემიკური წერილების მნიშვნელობა. P.S. თუ ვინმეს მოგეპოვებათ უძველესი წყაროები და მეცნიერთა აზრი ქართველთა წარმომავლობის შესახებ გთხოვთ მომაწოდოთ.... -------------------- პატიოსნება ჩვენი დროის ჭეშმარიტი არისტოკრატიზმია!
|
![]() ![]() |
ნაინა |
![]()
პოსტი
#2
|
![]() პროვინციელი ალქაჯი!!!!! ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Senators პოსტები: 15,155 რეგისტრ.: 11-May 07 მდებარ.: ,,მოუსავლეთი'' მიჩიგანის კოლმეურნეობა. წევრი № 1,886 ![]() |
იბერიის (ქართლის) სამეფო
ჯერ კიდევ ძვ.წ.VII-VI საუკუნეებიდან ქართლ-კახეთის ტერიტორიაზე ყალიბდება ტომთა გაერთიანებები. ხოლო უკვე IV საუკუნისთვის მცხეთაში ზის ქართლის მამასახლისი. ძვ.წ. 329 წელს აღმოსავლეთ საქართველოს ტერიტორიაზე იბერიის სამეფო ჩამოყალიბდა, მისი დამაარსებელი იყო ფარსმანი (გვიანდელ წყაროებში ფარნავაზის სახელით ცნობილი). ფარნავაზმა თავისი მეფობის პერიოდში მთელი საქართველო გააერთიანა. იგი ფარნავაზიანთა დინასტიის დამაარსებელია: ფარნავაზიანთა დინასტია: ფარნავაზი (ფარსმანი)__ 329-264 საურმაგI __264-230 მირდატ I ნებროთიანი__230-185 ფარნაჯომი __185-170 არტაშესიანთა დინასტია: არშაკ I__170-145 არტაგ I__145-143 ბარტომ I__143-125 მირდატ II__125-110 არშაკ II__110-95 არტაგ II__95-60 ძვ.წ. დაახლ. 60 წლისთვის იბერიის სამეფო ორად გაიყო, არმაზის სამეფოდ (მტკვრის სამხრეთით) და მცხეთის სამეფოდ (მტკვრის ჩრდილოეთით): არმაზის სამეფო (ატრაშესიანთა დინასტია): ქართამ I__60-30 კაოსი__30-20 ქართამ II არმაზელი__ძვ.წ.20-ა.წ.5 არტაგ III__5-25 მცხეთის სამეფო (არშაკიანთა დინასტია): ბარტომ II__ 60-40 ფარსმან I__40-25 არშაკ III__ძვ.წ.25-ა.წ.5 მირდატ III__5-25 ა.წ.25 წლისთვის იბერია კვლავ გააერთიანა მირდატ III-მ. ერთიანი იბერიის მეფეები - კვლავ არშაკიანები: მირდატ III__25-35 ფარსმან II__35-68 მირდატ IV ფლავიუს დადე__68-76 მირდატ V__76-120 ფარსმან III ქველი__120-170 ქსეფარნუგი__170-200 ფარსმან IV__200-230 ამაზასპი__230-265 სასანიანთა დინასტია: რევ მართალი (ჰორმიზდაკი)__265-285 მირიანი წმ.__285-335 ბაკურ I__335-355 მირდატ VI__355-364 ასფაგური (ვარაზ-ბაკური)__364-368 368 წელს იბერია ორად გაიყო ირანის და რომის ხელქვეით მხარეებად. რომს დარჩა კლარჯეთი ჯავახეთი და ქვემო ქართლის ნაწილი. იქ მეფობდნენ: საურმაგ II__ 368-380 ბუზმირ I__380-406 ბუზმირ II__406-430 ხოლო ირანის ხელქვეით ნაწილში (მცხეთა და ძირითადი იბერია). მეფობდნენ: ასფაგური (ვარაზ-ბაკური)__368-385 ბაკურ II__385-396 ფარსმან V__396-412 მირდატ VII__412-429 არჩილი__429-434 დაახლოებით 430-440 წლებისთვის მცხეთელმა მეფეებმა კვლავ გააერთიანეს იბერია. მირდატ VIII__434-449 ვახტანგ I გორგასალი__449-494 დაჩი უჯარმელი__494-506 ბაკურ III__506-512 ფარსმან VI__512-519 გურგენი__519-523 ძამანარსე__523-535 ფარსმან VII__535-537 ძვ.წ. III საუკუნის ბოლოს იბერიამ დაკარგა კონტროლი დასავლეთ საქართველოზე, ძვ.წ. 170 წლისთვის იბერია სომხეთის სამეფოს გავლენის ქვეშ მოექცა - გამეფდა სომხეთის მეფის არტაშეს I-ის ძე არშაკი (არტაშესიანთა დინასტია) სომხეთზე დამოკიდებულება არტაგ II-ის ხანამდე გაგრძელდა. ძვ.წ. 65 წლიდან იბერია რომის ''მოკავშირე და მეგობარი'' ხდება. მალე ძველი ფარნავაზიანთა დინასტიის შთამომავალმა ბარტომმა დაიბრუნა მცხეთის ტახტი თუმცა მთელ იბერიას ვერ დაეპატრონა (იბერიის გაყოფა მცხეთის და არმაზის სამეფოებად). იბერიის სამეფოს ხელახალი გაძლიერება იწყება მირდატ III-ის დროიდან, მან გააერთიანა ქვეყანა, ხოლო მისი შვილი ფარსმან II სომხეთშიც გაბატონდა. სომხეთის იბერიელი მმართვე-ლები არიან: მირდატი (ფარსმან II-ის ძმა) 36-51 რადამისტი (ფარსმან II-ის ძე) 51-54, 56-59 შემდეგ იბერია კიდევ უფრო ძლიერდება, ფარსმან ქველი შიშის ზარს სცემდა მთელს წინა აზიას, მან ირანის დედაქალაქი კტესიფონიც კი აიღო. III საუკუნის შუა ხნებიდან იბერია სასანიდური ირანის გავლენის ქვეშ ექცევა. 265 წელს ირანის შაჰმა შაბურ I-მა არშაკიანთა დინასტია დაამხო და მცხეთის ტახტზე თავისი შვილიშვილი რევ მართალი დასვა. აქედან იწყება სასანიანთა დინასტია. 298 წელს იბერია კვლავ ჩამოშორდა სპარსეთს და რომის იმპერიის მფარველობაში შევიდა. მირიან მეფის დროს 318 წელს ქრისტიანობა სახელმწიფო რელიგიად ცხადდება. 368-429 წლებში იბერიიდან დროებით ისევ გამოეყო ქვემო ქართლის ნაწილი კლარჯეთი და ჯავახეთი. ვხატანგ I გორგასალმა 458 წელს დააარსა ქალაქი თბილისი, რომელიც 502 წელს იბერიის დედაქალაქი ხდება. V საუკუნიდან კვლავ შეიმჩნევა სპარსეთის მომძლავრება, 523 წლიდან იბერია მისი მოხარკე ხდება. ხოლო 537 წელს ირანის შაჰმა ხოსრო I-მა საბოლოოდ გააუქმა მეფობა და იბერია ირანის პროვინციად აქცია. p.s. ყველა თარიღი არის მიახლოებითი -------------------- ________________________________________________
გიგრძვნიათ ოდესმე სუსხიან ზამთარში, მზისგან მოგზავნილი სხივების სინაზე? ხანდახან გულნატკენს ტირილი რომ გინდათ... და მაინც იცინით სუყველას ჯინაზე... ________________________________________________ |
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 4th July 2025 - 04:45 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი