IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

> გრიგოლ ბაკურიანის მკაცრი დადგენილება, პეტრიწონის ქართველთა მონასტრის ტიპიკონი
Georg
პოსტი Nov 3 2006, 12:31 AM
პოსტი #1

Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 424
რეგისტრ.: 29-August 06
წევრი № 122

გრიგოლ ბაკურიანი - პეტრიწონში არც ერთი ბერძენი ბერად!

პეტრიწონის ქართველთა მონასტრის ტიპიკონი - შედგენილია ბიზანტიის სამსახურში მყოფი ქართველი დიდებულის, დასავლეთის დიდი დომესტიკოსის გრიგოლ ბაკურიანის ძის მიერ 1083 წელს.

პეტრიწონში დაარსებული ქართველთა მონასტრის ტიპიკონი შედგენილი იყო ქართულ და ბერძნულ ენებზე. ჩვენამდე მოაღწია ორივე ტექსტმა. ისინი გამოცემულია მაღალ მეცნიერულ დონეზე. ივანე ჯავახიშვილის დროს გამოცემული იყო ტიპიკონის მხოლოდ ბერძნული ტექსტი, განხორციელებული ბელგიელი ორიენტალისტის ლუი პეტის მიერ (1904 წელს).

ივანე ჯავახიშვილი როდესაც აღწერს "საქართველოს სოციალურ და კულტურულ მდგომარეობას გაერთიანების ხანაში", ერთგან აღნიშნავს, რომ "ქართველთა ამ გრძნობის (მოძალადე ბიზანტიელთა მიმართ უარყოფითი დამოკიდებულების) გამომხატველია გამოჩენილი ქართველი მოღვაწის გრიგოლ ბაკურიანის მკაცრი დადგენილება, რომელიც მან თავის მიერ დაარსებულს პეტრიწონის ქართველთა მონასტრის ტიპიკონში შეიტანა, რომ მონასტერში ბერძენი არასდროს არ შეეშვათ ბერად, შეიძლებოდა მხოლოდ ერთი ბერძენი ყოფილიყო, ისიც მხოლოდ ბერძნულის მწერლად".

ივანე ჯავახიშვილი
ენციკლოპედიური ლექსიკონი, თსუ-ს გამომცემლობა, 2002 წელი, გვ. 525;

--------------------
"არა გეცრუვნეთ შენ სიწმიდით, მშობელო ჩვენო წმიდაო სამოციქულო ეკლესიაო, არცა განგცეთ შენ, სიქადულო ჩვენო მართლმადიდებლობაო!"

წმიდა მეფე დავით აღმაშენებელი
(რუის-ურბნისის კრების ძეგლისწერა)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
 
Closed TopicStart new topic
გამოხმაურებები
AnDaIn
პოსტი Nov 3 2006, 12:46 AM
პოსტი #2

დაურეგისტრირებელი

გასაგებია მაგრამ აგრესია რაში გამოიხატებოდა? და რას ნიშნავს არ შეეშვათ არ ქონდათ უფლება ქართულ მონასტერში მსახურებისა?
Go to the top of the page
+Quote Post
Georg
პოსტი Nov 3 2006, 01:03 AM
პოსტი #3

Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 424
რეგისტრ.: 29-August 06
წევრი № 122

ციტატა(AnDaIn @ Nov 3 2006, 12:46 AM) *

გასაგებია მაგრამ აგრესია რაში გამოიხატებოდა? და რას ნიშნავს არ შეეშვათ არ ქონდათ უფლება ქართულ მონასტერში მსახურებისა?

აგრესია იმაში გამოიხატება, რომ ერთმორწმუნე ბიზანტია საქართველოს ექცეოდა უარესად ვიდრე სპარსეთი, ოსმალეთი და მოგვიანებით რუსეთი(ეს ყველაფერი კარგად ჩანს "დიდოსტატის მარჯვენაში", იმედია სკოლაში გაივლით).

ბიზანტიის სწორედ ასეთი მტრობის გამო საქართველოს მიმართ, გრიგოლ ბაკურიანმა შექმნა პეტრიწონის მკაცრი(ბერძნების მიმართ) ტიპიკონი(იგივე ტიბიკონი ანუ მონასტრის წესდება, იგი ორი სახისაა: საღვთისმეტყველო, ანუ წირვა-ლოცვის ჩატარების განგების შემცველი, და დისციპლინარული, ანუ მონასტრის მართვა-გამგეობისა და სამეურნეო ყოფის განმსაზღვრელი).

--------------------
"არა გეცრუვნეთ შენ სიწმიდით, მშობელო ჩვენო წმიდაო სამოციქულო ეკლესიაო, არცა განგცეთ შენ, სიქადულო ჩვენო მართლმადიდებლობაო!"

წმიდა მეფე დავით აღმაშენებელი
(რუის-ურბნისის კრების ძეგლისწერა)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Sotiris
პოსტი Nov 5 2006, 08:13 PM
პოსტი #4

Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,567
რეგისტრ.: 3-November 06
წევრი № 382

ციტატა(Georg @ Nov 3 2006, 01:03 AM) *

აგრესია იმაში გამოიხატება, რომ ერთმორწმუნე ბიზანტია საქართველოს ექცეოდა უარესად ვიდრე სპარსეთი, ოსმალეთი და მოგვიანებით რუსეთი(ეს ყველაფერი კარგად ჩანს "დიდოსტატის მარჯვენაში", იმედია სკოლაში გაივლით).

ვაჰ, დარწმუნებული ხარ მაგაში? აბა კონსტანტინე კეისარი არ იყო, მელქისედეკ კათოლიკოსი საბოძვარით რომ აავსო? აგერ ა ჩანართი "მატიანე ქართლისაში":

"ამისა შემდგომად წარვიდა პატრიაქი მელქისედეკ კოსტანტინე მეფისა წინაშე კოსტანტინეპოლედ. შეიწყნარა მეფემან ბერძენთამან კოსტანტინე<მ> და მოსცა მესამკობელნი ეკლესიათა, ხატნი და ჯუარნი, და ყოველი სამღდელთმთავრო და სამღდელო სამკაული. მოვიდა ქუეყანასა და სამწყსოსა თჳსსა და იყიდა სოფლები ტაოს: ზადკარეკი ხუთითა აგარა[ჲ]თა, და ძაღლის-ჴევს იყიდა სოფელი ოროთა სამითა აგარა[ჲ]თა. ესე ორნი-ვე სოფელნი მათითა აგარა[ჲ]თა თჳსთა ძმათა განძითა იყიდა. და კლარჯეთს მოიგო სოფელი ერთი სხლოანი. და შავშეთს მოიგო სოფელი დიდი სხლობანი, აგარა მისი ნაღუარევი. და ჯავახეთს მოიგო სოფელი ტონთიო. და კოლას მოიგო და დააშენა სოფელი დიდი ო/როტანი აგარა[ჲ]თა. და ფანავარს ააშენა სოფელი ერთი მახაროვანი. და საკოეთს შეიპყრნა და ააშენნა სოფელნი ორნი <და>: ნაქალაქევი და ბერდაძონი, და დაუდვა წმიდასა ამას დედა-ქალაქსა მცხეთას, სუეტსა ცხოველსა."

და აგერ მეორე ჩანართი:

"მოკუდა კათალიკოზი სჳმონ და დასუა ამან მეფემან დიდებულთა კაცთა შვილი მეყვისი და გაზრდილი თჳსი მელქისედეკ კათალიკოზ-პატრიაქად. ხოლო ესე წმიდაჲ წარვიდა ბერძენთა მეფისა ბასილის წინაშე კოსტანტინეპოლედ, რათა შეეწიოს. რამეთუ იყო დიდი ესე კათოლიკე სამოციქულო ეკლესია სვეტი-ცხოველი, რომელი ვახტანგ გორგასალს აღეშენა, დაძველებულ იყო და ჟამთა შლილობით გარეშემო სტოანი და ბჭენი დაქცეულ იყო, და აღარა-ვინ იყო მწე აღშენებად და არ-ცა-რა-ვის ძალ-ედვა აღშენება მისი. და მივიდა და მიუთხრა ყოველი შეუძლებლობა ქართველთა და სათხოველი თჳსი. მაშინ მეფემან ბასილი მოსცა მონასტერი ჴესტორია, რომელ[სა] რ~ე სოფელი აქუს, განძი და შესამკობელნი ეკლესიათანი, ხატნი და ჯუარნი, და ყოველი-ვე სამღდელთმთავრო და სამღდელო სამკაული. წარმოვიდა და მოიწია ქუეყანასა-ვე თჳსსა ქართლად და სამეუფოდ ქალაქად მცხეთად, და იწყო შენებად გარეთითა ბჭითა და გარეშემოთა სტოითა მოქმნითა და ზედა-დაბურვითა, და ყოველი განასრულა. და მიმადლა ღმერთმან განახლება მცხეთის ქალაქისა-ცა, და შეამკო დიდი კათოლიკე სამოციქულო ეკლესია სვეტი-ცხოველი ყოვლითა სამკაულობითა, ოქროთა და ვეცხლითა, თუალითა და მარგალიტითა; და შესჭედა სვეტი-ცხოველი ოქროთა და ვეცხლითა; და შესჭედა წმიდა საკურთხეველი ოქროთა და ვეცხლითა, თუალითა და მარგალიტითა; და მოჭედა კანკელი და კარნი საკურთხეველისანი ოქროთა და ვეცხლითა; და შექმნა წმიდა სამარტვილო ოქროთა და ვეცხლითა, თუალითა და მარგალიტითა; და შექმნა ძელ[ნ]ი ცხოვრებისანი ორნი თუალითა და მარგალიტითა და დაასვენნა ყოველთა წმიდათა ნაწილნი აურაცხელნი და ძელი ცხოვრებისა სხუაჲ; მოჭედილნი ხატნი თუალითა და მარგალიტითა, ოქროთა და ვეცხლითა შემკულნი, რიცხვით ორმოცდათხუთმეტი; წიგნნი მოჭედილ-მოუჭედელნი, რომელ თვითან აღაწერინა და დასდვა, ჯუმლად ოცდახუთი."

ეს ბასილი "დიდოსტატის მარჯვენაში" რომ ნაძაგები ბასილია, ის არის. ბერძენი კეისრები რომ არა, ისე გააგდებდნენ ქართველებს ათონიდან, როგორც არაფერი (გაგიხარდებოდა ახლა შენ მიშიკოს რომ აეღო და თბილისში ერთ-ერთი ეკლესია რუსებისთვის ეჩუქებინა?). რა გიქნა ბერძენმა შაჰ აბასზე უარესი ან თემურ-ლენგზე? ქართველებმა რა ვუქენით ერთმანეთს, მაგაზე ხომ საერთოდ ლაპარაკი ზედმეტია. ყველა იმპერიას თავის ნაკლი აქვს (უნდოდა დაპყრობა და რას უზამ, მასე სომხეთი ჩვენი იყო ერთ დროს biggrin.gif ), მაგრამ ჯალალედინობა კი არ უნდა აჰკიდო ყველას. შენ თუ "დიდოსტატის მარჯვენა" ისტორიული წყარო გგონია, მაშინ გიორგი მეფე პლანის მწევლად გეყოლება წარმოდგენილი უეჭველად biggrin.gif

ციტატა(Georg @ Nov 3 2006, 01:03 AM) *

ბიზანტიის სწორედ ასეთი მტრობის გამო საქართველოს მიმართ, გრიგოლ ბაკურიანმა შექმნა პეტრიწონის მკაცრი(ბერძნების მიმართ) ტიპიკონი

ვერ გავიგე, თან ბერძნები ძულდაო და თან ემსახურებოდაო? biggrin.gif უმსგავსო ბერძენი არ გიყვარდეს ერთია, და მთელი ერი გძულდეს ქვეყნიანად მეორე. ისე გრიგოლ ბაკურიანის-ძე წმიდა მამათა გამონათქვამების თემაში რამ ჩაგასმევინა? blink.gif

--------------------
მძიმეწონოსანთა კატეგორია.
ქარის წისქვილებს არ ვებრძვი, კომერციულ საქმიანობაში ვიყენებ მხოლოდ: ქატო იქა, ფქვილი აქა.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Georg
პოსტი Nov 5 2006, 08:29 PM
პოსტი #5

Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 424
რეგისტრ.: 29-August 06
წევრი № 122

ციტატა(Sotiris @ Nov 5 2006, 08:13 PM) *

ამაზე რა უნდა გიპასუხო? თავად პასუხობ საკუთარ "სიბრძნეს"! biggrin.gif

--------------------
"არა გეცრუვნეთ შენ სიწმიდით, მშობელო ჩვენო წმიდაო სამოციქულო ეკლესიაო, არცა განგცეთ შენ, სიქადულო ჩვენო მართლმადიდებლობაო!"

წმიდა მეფე დავით აღმაშენებელი
(რუის-ურბნისის კრების ძეგლისწერა)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Sotiris
პოსტი Nov 5 2006, 08:46 PM
პოსტი #6

Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,567
რეგისტრ.: 3-November 06
წევრი № 382

ციტატა(Georg @ Nov 5 2006, 08:29 PM) *

ამაზე რა უნდა გიპასუხო? თავად პასუხობ საკუთარ "სიბრძნეს"! biggrin.gif

ჩემო ძმაო, პასუხს ნუ გაურბიხარ.

1) შენ თქვი ბიზანტია თურქებივით მოგვეპყროო. მე გეუბნები ბიზანტიამ სვეტიცხოვლის შენება დაგიფინანსა მეთქი. ახლა შენ უნდა წარმოადგინო საბუთი სადაც წერია, რომ თურქებმაც დაგიფინანსეს სვეტიცხოვლის რემონტი და შენება-შემკობა.

2) შენ იგულისხმე "დიდისტატის მარჯვენა" ისტორიული წყაროაო. მე გკითხე გიორგი მეფის პლანის წევის ამბავი თუ გჯერა მეთქი.

3) შენ თქვი გრიგოლ ბაკურიანის-ძეს ყველა ბერძენი ძულდაო. მე გკითხე, თუ ყველა ძულდა, რაღა მაგათ ემსახურებოდა და არა ქართველებს-თქო.

4) შენ განათავსე გრიგოლ ბაკურიანის-ძის ტიპიკონის ნაწყვეტი ამ განყოფილებაში. მე გკითხე გრიგოლ ბაკურიანის-ძე რომელი მამა ნახე, მონაზონი კი არა გენერალი იყო-მეთქი biggrin.gif

და ისე რომ იცოდე დავით კურაპალატმა თვითონ დაუმტკიცა თავისი მამულები ბასილი კეისარს მის წინააღმდეგ შეთქმულებაში მონაწილეობის გამო შეწყალების სანაცვლოდ.

--------------------
მძიმეწონოსანთა კატეგორია.
ქარის წისქვილებს არ ვებრძვი, კომერციულ საქმიანობაში ვიყენებ მხოლოდ: ქატო იქა, ფქვილი აქა.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Georg
პოსტი Nov 5 2006, 09:44 PM
პოსტი #7

Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 424
რეგისტრ.: 29-August 06
წევრი № 122

ციტატა(Sotiris @ Nov 5 2006, 08:46 PM) *

ჩემო ძმაო, პასუხს ნუ გაურბიხარ.

1) შენ თქვი ბიზანტია თურქებივით მოგვეპყროო. მე გეუბნები ბიზანტიამ სვეტიცხოვლის შენება დაგიფინანსა მეთქი. ახლა შენ უნდა წარმოადგინო საბუთი სადაც წერია, რომ თურქებმაც დაგიფინანსეს სვეტიცხოვლის რემონტი და შენება-შემკობა.

2) შენ იგულისხმე "დიდისტატის მარჯვენა" ისტორიული წყაროაო. მე გკითხე გიორგი მეფის პლანის წევის ამბავი თუ გჯერა მეთქი.

3) შენ თქვი გრიგოლ ბაკურიანის-ძეს ყველა ბერძენი ძულდაო. მე გკითხე, თუ ყველა ძულდა, რაღა მაგათ ემსახურებოდა და არა ქართველებს-თქო.

4) შენ განათავსე გრიგოლ ბაკურიანის-ძის ტიპიკონის ნაწყვეტი ამ განყოფილებაში. მე გკითხე გრიგოლ ბაკურიანის-ძე რომელი მამა ნახე, მონაზონი კი არა გენერალი იყო-მეთქი biggrin.gif

და ისე რომ იცოდე დავით კურაპალატმა თვითონ დაუმტკიცა თავისი მამულები ბასილი კეისარს მის წინააღმდეგ შეთქმულებაში მონაწილეობის გამო შეწყალების სანაცვლოდ.

"შენი ძმა" ვერ ვიქნები, რამოდენიმე მოსაზრების გამო:

1. ვერ გაგიგია, რომ მართლმადიდებლობის უდიდესი სიწმიდის პეტრიწონის ქტიტორისა და ტიბიკონის ავტორისათვის მამის წოდების ჩამორთმევის უფლება არ გაქვს!

უფალმა შეგინდოს ამისათვის!

2. არ იცი ბერძნებმა რა უქნეს ქართულ სიწმინდეებს და ქართველ ბერებს ივერონში, აქედან გამომდინარე სავარაუდოა, რომ არც ილიას ქვათა ღაღადი გექნება წაკითხული ქართველთა მიმართ "სომხური ღვაწლის" შესახებ!

უფალმა შეგინდოს ამისათვის!

3. არ იცი სად უნდა ისაუბრო "პლანის წევაზე", ისე "პლანს" თრიაქი ქვია ქართული სალიტერატურო ნორმით!

უფალმა შეგინდოს ამისათვის!

4. ბიზანტიამ მსხვილი სახსრები გაიღო სვეტიცხოველისათვის(საკუთარი გავლენის გასაძლიერებლად), მერე რა? რა შეუშლიდა ხელს საქართველოს მტრობას ბიზანტიის მხრიდან? ან ჩემგან გაიგე ეს ისტორიული ფაქტი(ბიზანტიის მტრობისა)? რუსეთმა დააფინანსა სამების საკათედრო ტაძრის მშენებლობა!(ახლა არ თქვა ბიძინა ივანიშვილს ვერაფერს უპოვიდნენ რუსები, რომ ხოდორკოვსკის გვერდით მოესვათ, ასეთი სურვილის არსებობის შემთხვევაში, რითაც შეწყვეტდნენ სამების ტაძრის მშენებლობის დაფინანსებას!) რა ვერ მოგვიწყეს გენოციდი აფხაზეთსა და სამაჩაბლოში და ვერ ატარებენ ამ დღეებში ჩვენ ეთნოწმენდას რუსეთში?

უფალმა შეგინდოს ამის არ დანახვისათვის!

5. ჩვენი სათაყვანებელი რუსთაველის, მსოფლიოში ცნობილი, იერუსულიმის ფრესკას რა უქნეს ბერძნებმა არ გაგიგია? ან მიზეზი ასეთი ქმედებისა, ბერძნების მხრიდან, რაა არ იცი?

უფალმა შეგინდოს ამ "არ ცოდნისათვის"!

და ბოლოს უფალმა შემინდოს შენთვის შეგონებათა მოწერისათვის, არა მგონია ამას რაიმე პოზიტიური შედეგი მოჰყვეს, რატომღაც დიდი აგრესია და არა ჭეშმარიტების დადგენის სურვილი იგრძნობა შენი უსტარებიდან!

--------------------
"არა გეცრუვნეთ შენ სიწმიდით, მშობელო ჩვენო წმიდაო სამოციქულო ეკლესიაო, არცა განგცეთ შენ, სიქადულო ჩვენო მართლმადიდებლობაო!"

წმიდა მეფე დავით აღმაშენებელი
(რუის-ურბნისის კრების ძეგლისწერა)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

პოსტი ამ თემაში
Georg   გრიგოლ ბაკურიანის მკაცრი დადგენილება   Nov 3 2006, 12:31 AM
AnDaIn   გასაგებია მაგრამ ა...   Nov 3 2006, 12:46 AM
Georg   გასაგებია მაგრამ ...   Nov 3 2006, 01:03 AM
Sotiris   აგრესია იმაში გამ...   Nov 5 2006, 08:13 PM
Georg   ვაჰ, დარწმუნებული ...   Nov 5 2006, 08:29 PM
Sotiris   ამაზე რა უნდა გიპა...   Nov 5 2006, 08:46 PM
Georg   ჩემო ძმაო, პასუხს ნ...   Nov 5 2006, 09:44 PM
Sotiris   1. ვერ გაგიგია, რომ მ...   Nov 5 2006, 11:22 PM
Georg   მამა შეიძლება იყო...   Nov 6 2006, 12:23 AM
Sotiris   გრიგოლ ბაკურიანის...   Nov 6 2006, 02:11 AM
shota   თუ არ ვცდები თან გრ...   Nov 3 2006, 01:33 AM
Georg   თუ არ ვცდები თან გრ...   Nov 4 2006, 03:07 AM
AnDaIn   Georg გასაგებია გიორგ...   Nov 5 2006, 09:37 PM
solomony   მგონი არ ღირს ეხლა ...   Nov 5 2006, 11:48 PM
liliana   თემა თქვენი ნებარ...   Nov 5 2006, 11:51 PM
Georg   თემა თქვენი ნებარ...   Nov 6 2006, 12:34 AM
Georg   პეტრიწონის ტიბიკო...   Nov 7 2006, 11:21 AM
ქავთარაძე   Georg ეს სულ შენი აკრე...   Nov 7 2006, 11:40 AM
Georg   Georg ეს სულ შენი აკრე...   Nov 7 2006, 11:44 AM
Georg   სხვას, რომ მიუთით...   Nov 24 2006, 01:17 AM
Sotiris   სხვას, რომ მიუთითო ...   Nov 24 2006, 06:45 PM
Georg   მგონი თვითონ გრიგ...   Nov 25 2006, 02:03 AM
ვეშაპო   Sotiris აქაც მოხვდი კაც...   Nov 24 2006, 09:54 PM
ვეშაპო   Georg ჰე ჰე ჰე :D შენ აზ...   Nov 25 2006, 02:31 AM
Georg   Georg ჰე ჰე ჰე :D შენ აზ...   Nov 25 2006, 02:56 AM
ვეშაპო   ახლა საბოლოოდ მინ...   Nov 25 2006, 03:14 AM
კანუდოსელი   აქ ვატყობ ცუდი რამ ...   Nov 25 2006, 03:17 AM
Sotiris   სამწუხაროდ ის თემ...   Nov 25 2006, 05:27 AM
გუჯა   გრიგოლ ბაკურიანი - ...   Nov 25 2006, 05:48 AM
ვეშაპო   Sotiris ზემოთ დავწერე უ...   Nov 25 2006, 09:41 AM
Georg   Sotiris ზემოთ დავწერე ...   Nov 25 2006, 11:43 AM
usgar   პეტრიწონის მონასტ...   Nov 25 2006, 09:59 AM

Closed TopicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

მსუბუქი ვერსია ახლა არის: 1st November 2024 - 03:13 AM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი