საღმრთო ლიტურგია, ყველაფერი წირვის შესახებ |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
საღმრთო ლიტურგია, ყველაფერი წირვის შესახებ |
კანონისტი |
Oct 31 2006, 03:52 PM
პოსტი
#1
|
დავით ჯგუფი: Members პოსტები: 16,930 რეგისტრ.: 17-October 06 მდებარ.: თბილისი, საქართველო წევრი № 284 |
აქ დავწეროთ ყევლაფერი წირვის შესახებ
როგორც ვიცით 3-ნაირი წირვა არსებობს ა) იოანე ოქროპირის ბ) ბასილი დისი გ) პირველშეწირულის საინტერესოა ასევე ცნობები სხვაენოვანი მართლმადიდებლური წირვების შესახებ -------------------- „ნეტარ არიან, რომელთა დაიცვან სამართალი და ჰყონ სიმართლე ყოველსა ჟამსა.“ (ფს. 105; 4) |
კანონისტი |
Nov 5 2006, 05:52 PM
პოსტი
#2
|
დავით ჯგუფი: Members პოსტები: 16,930 რეგისტრ.: 17-October 06 მდებარ.: თბილისი, საქართველო წევრი № 284 |
mnate
ციტატა კანონისტ აშკარად გაქვს შანსი გეიხარე!!! დღეს იერუსალიმში აღესრულებოდა წმიდა იაკობ მოციქულის წირვა -------------------- „ნეტარ არიან, რომელთა დაიცვან სამართალი და ჰყონ სიმართლე ყოველსა ჟამსა.“ (ფს. 105; 4) |
Sotiris |
Nov 5 2006, 09:46 PM
პოსტი
#3
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 1,567 რეგისტრ.: 3-November 06 წევრი № 382 |
დღეს იერუსალიმში აღესრულებოდა წმიდა იაკობ მოციქულის წირვა მაგ წირვას ბერძნები ისეთი წესით ასრულებენ, რომ რაც კარგი ლიტურგისტები არიან, გადაბრუნდნენ მგონი საფლავში იაკობ მოციქულის ჟამისწირვას მაგენი მაგალითად მარტო იმიტომ ვერ შეასრულებენ კარგად, რომ მაგას ცვალებადი ჰიმნოგრაფიული ელემენტიც ქონდა (ხელთბანის და სიწმიდის საგალობლები), მაგენი კიდევ ბერძნულად არ არის ცნობილი და ქართული იადგარებიდან ხომ არ თარგმნიან? და ამ ობიექტურ პრობლემას კიდევ ათას სუბიექტურ რამეს უმატებენ და შედეგად იაკობ მოციქულის ჟამისწირვა კი არა, ლიტურგიკული "სამადელკა" გამოდის. ისე როგორც ფენვიკმა და სხვებმა აჩვენეს, იაკობის ჟამისწირვის ევქარისტიული კანონი სინამდვილეში ძველი იერუსალიმური ანაფორის ბასილი დიდის ანაფორასთან შეჯვარებითაა მიღებული და ასე რომ გარკველი აზრით ბასილი დიდის ანაფორაზე გვიანდელია (!). "მოციქულთადროინდელი სიძველის" არგუმენტები არ ჭრის. თვით ადათს რაც შეეხება, ეგ მე-10 ს. ადათია და მაგდროინდელი უკვე ბასილი დიდის ან ოქროპირის ადათიც ვიცით. ჰოდა არ მესმის რატომ უნდა აღასრულონ იაკობ მოციქულის ჟამისწირვა ასეთ პირობებში, როდესაც "სიძველე" არა გვაქვს და "სიძველეა" მთავარი არგუმენტი. -------------------- მძიმეწონოსანთა კატეგორია.
ქარის წისქვილებს არ ვებრძვი, კომერციულ საქმიანობაში ვიყენებ მხოლოდ: ქატო იქა, ფქვილი აქა. |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 23rd September 2024 - 01:39 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი