![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() |
Georg |
![]() ![]()
პოსტი
#1
|
Member ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 424 რეგისტრ.: 29-August 06 წევრი № 122 ![]() |
თევზი - იესო ქრისტეს სიმბოლური სახე
(შეტყობინება უცხოეთში მცხოვრები პატარა ქართველთათვის) ბავშვებო, იცით, რომ თევზი იესო ქრისტეს სიმბოლური სახეა? ძველ დროში, როდესაც ქრისტიანებს დევნიდნენ, ისინი იძულებულები იყვნენ, ღვთისმსახურება ფარულად აღესრულებინათ. პირველი ქრისტიანები საიდუმლოდ იკრიბებოდნენ საგანგებოდ ღვთისმსახურებისთვის მოწყობილ გამოქვაბულებსა თუ სარდაფებში. ასეთ ადგილებს კატაკომბებს უწოდებდნენ. როდესაც ქრისტიანებს ხალხმრავალ ადგილებში სურდათ ერთმანეთისათვის მიენიშნებინათ, რომ ისინი ქრისტიანები იყვნენ, ამისთვის თევზს დახატავდნენ ხოლმე. ბერძნულად თევზი არის „იხთის“. ამ სიტყვის თითოეული ასო-ბგერა ბერძნულად შემდეგნაირად განიმარტება: ი - „იისუს“ (იესო), ხ - „ხრისტოს“ (ქრისტე), თ - „თეოს“ (ღმერთი), ი - „იმონ“ (ჩვენი), ს - „სოტირ“ (მაცხოვარი). ანუ თუ ამ სიტყვებს შევაერთებთ, გამოვა „იესო ქრისტე ღმერთი ჩვენი მაცხოვარი“. აი, რატომ გამოხატავს თევზი იესო ქრისტეს სიმბოლურ სახეს. გაზეთი „საპატრიარქოს უწყებანის დამატება ბავშვებისათვის“ №4(20). 2004წ. 19 თებერვალი http://children.iatp.ge/main_blue.htm -------------------- "არა გეცრუვნეთ შენ სიწმიდით, მშობელო ჩვენო წმიდაო სამოციქულო ეკლესიაო, არცა განგცეთ შენ, სიქადულო ჩვენო მართლმადიდებლობაო!"
წმიდა მეფე დავით აღმაშენებელი (რუის-ურბნისის კრების ძეგლისწერა) |
![]() ![]() |
AnDaIn |
![]()
პოსტი
#2
|
დაურეგისტრირებელი ![]() |
|
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 1st July 2025 - 10:57 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი