IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

> ქართველთა წინაპრები, უძველესი წყაროები და მეცნიერთა აზრი
ნათია
პოსტი Sep 3 2007, 05:07 PM
პოსტი #1


Miss invisible
***

ჯგუფი: მოდერატორ-ფინანსისტი
პოსტები: 18,669
რეგისტრ.: 28-February 07
წევრი № 1,224



ქრისტეშობამდე Vს-ის ბერძენი ისტორიკოსი, "ისტორიის მამად" წოდებული, ჰეროდოტე აცხადებდა: "ცხადია, რომ კოლხები ეგვიპტელები არიან, ამას მე თვითონ მივხვდი უწინ, ვიდრე მოვისმენდი სხვათაგან და ასე ვიტყოდი, და რადგანაც ეს მე ფიქრებში მქონდა, შევეკითხე ორივეს, კოლხებს უკეთ ახსოვდათ ეგვიპტელები, ვიდრე მათ კოლხები..."

მეგასთენე (ქრისტეშობამდე IIIს.), დიონისიოსი (ქრისტეშობამდე Iს.), აპიანე ალექსანდრიელი (ქრისტეშობიდან IIს.) ეუსებიოს კესარიელი (ქრისტეშობიდან IVს.) და სხვები ირწმუნებოდნენ, რომ იბერიებელი პირენეიდან გადასახლდნენ კავკასიაში. ბერძენი მეცნიერი სტრაბონი ამტკიცებდა, რომ "დასავლელი იბერები გადასახლდნენ პონტოსა და კოლხიდის ზემოთ მდებარე ადგილებში... ეგვიპტელები გადასახლდნენ ეთიოპელებთან და კოლხებთან".

ებრაელი ისტორიკოსი იოსებ ფლავიუსი იბერებისა და მესხების წინაპრებად მიიჩნევდა ბიბლიაში მოხსენიებულ "თობელსა" და "მოსოხს". "თობელმა დააფუძნა თობელები, რომლებსაც ახლა იბერები ეწოდებათ. მოსოხენები დაფუძნებულნი არიან მოსოხის მიერ".

ძველი ასურული ლურსმუნი წარწერების თანახმად (ქრისტეშობამდე XIII-VIIIს.ს.) ბიბლიური თობელი და მეშეხი ქრისტეშობამდე II-I ათასწლეულებში მცირე აზიაში დიდი სამეფოების მკვიდრნი იყვნენ. ამ თვალსაზრისით, ეს იყო ქართველთა წინაპრების სამეფოები და მათი მოსახლეობა, ე.ი. ქართველობა, კავკასიაში მას შემდეგ გადასახლდა, რაც მცირე აზიაში ეს ქართული სახელმწიფოები გაანადგურეს. ეს მოხდა ქრისტეშობამდე VIII-VIIსს-ში. ცნობილი ისტორიკოსები ლენორმანი, მასპერო და სხვები ქართველების (იბერებისა და მესხების) წინაპრებად მიიჩნევდნენ ასურულ წყაროებში მოხსენიებულ თაბალებსა და მუშქებს. ამათ დაემატნენ ქაშქები (ასურული წყაროების თანახმად, ისინი სახლობდნენ აღმოსავლეთ მცირე აზიაში; მოგვიანებით გაირკვა, რომ ხეთური წყაროებიც ხშირად იხსენიებენ მათ), რომლებსაც კოლხების წინაპრებად თვლიან. ქართველებად მიიჩნევენ აგრეთვე ბერძენი ისტორიკოსის ქსენოფონტეს მიერ ზემო მესოპოტამიაში (ისტორიულ "გორდუენეს", კორდუქის მიწა-წყალზე) მოხსენიებულ კარდუხებს, რომელთა სახელი ძლიერ ჰგავს ქართების ადგილობრივ სახელს ("ქართუ"). კ. ფ. ლემანჰაუფტის თანახმად, ქართები (იბერები) ჩრდილო მესოპოტამიიდან მოსული კარდუხებისა და მცირე აზიიდან მოსული მესხების შერწყმის შედეგად ჩამოყალიბდნენ. მოსაზრება იმის შესახებ, რომ ქართველები კავკასიაში სამხრეთიდან (მცირე აზიიდან) გადასახლდნენ, ფართოდ გავრცელდა. განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც სხვებთან ერთად ეს მოსაზრება ივ. ჯავახიშვილმაც გაიზიარა.

გამოჩენილმა ისტორიკოსმა სიმონ ჯანაშიამ ქართველთა კავკასიაში გადასახლების შესახებ აზრი ფაქტობრივად მოხსნა, რაც სრულად დაასაბუთა ბ. კუფტინმა თავისი ბრწყინვალე არქეოლოგიური აღმოჩენებით. მან საქართველოს არქეოლოგიური მასალა ფართოდ - წინა აზიის, ხმელთაშუა ზღვისპირეთისა თუ ევროპისარქეოლოგიური მასალის ფონზე განიხილა. იგი ენერგიულად იცავდა ქართული კულტურის ადგილობრივი განვითარების იდეას.

ს. ჯანაშიას კონცეფციით არავითარ გადასახლებაზე საუბარი არ შეიძლება: ქართველები ძველთაგანვე საქართველოს ტერიტორიაზე ცხოვრობდნენ, თუმცა ისინი საქართველოს ფარგლებს გარეთაც ვრცელ ტერიტორიაზე მოსახლეობდნენ.

XIXს-ის მიწურულიდან მეცნიერები დიდი პრობლემების წინაშე აღმოჩნდნენ. ძველი აღმოსავლეთისა და ხმელთაშუა ზღვისპირეთის ვრცელი ტერიტორიის კვლევისას გამოვლინდა მთელი რიგი უძველესი ხალხებისა, რომელნიც ერთ დროს დიდ როლს ასრულებდნენ: შუმერები, ხეთები, ელამელები, ურარტუელები, მითანელები (ხურიტები); მათი ენების იმ დროის კარგად ცნობილი ენათა ოჯახებთან (ინდოევროპული, სემიტური, თურქულ-მონგოლური) შეჯერაბა არ ხერხდებოდა. გაჩნდა მოსაზრება ამ ენების კლასიკურ, კერძოდ, ქართულთან მსგავსების შესახებ. დაიწყეს ფიქრი, რა სახელით აღენიშნათ კავკასიის, მახლობელი აღმოსავლეთისა და ხმელთაშუა ზღვისპირეთის ეს უძველესი მოსახლეობა. ცნობილმა მკვლევარმა ფ. ჰომელმა ამ ჯგუფს "ხალხთა ალაროდიული ოჯახი" უწოდა. ეს ხალხები ქართველებს დაუკავშირეს. ეს თვალსაზრისი ყველაზე ბუნებრივ ჰიპოთეზად გამოიყურებოდა. მაგრამ იმ დროისათვის რუსეთის იმპერია და მასთან ერთად XIXს-ში საქართველოსა და კავკასიის ზოგ სხვა რეგიონში მომძლავრებული სომხური წრეები მტრულად შეხვდნენ ამ განწყობილებებს. ბეჭდავდნენ წერილებს, სადაც შებღალული იყო ქართველთა ეროვნული თავმოყვარეობა, ამტკიცებდნენ, რომ ამ ხალხს არ გააჩნია თავისი ისტორია. თავისი კულტურა და რომ ქართველობა კულტურასა და მწერლობას სხვათა გავლენით გვიან ეზიარა. ქართველი ხალხის ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის თავკაცებისთვის მოწინავე ევროპულ მეცნიერებაში ფართოდ გავრცელებული თეორია ქართველთა წარმოშობის შესახებ მძლავრი იარაღი ხდებოდა ეროვნული თვითშეგნების განმტკიცებისთვის და ასიმილატორთა შემოტევისგან დაცვაში. ამ მხრივ, განუზომელია ილია ჭავჭავაძის პოლემიკური წერილების მნიშვნელობა.






P.S. თუ ვინმეს მოგეპოვებათ უძველესი წყაროები და მეცნიერთა აზრი ქართველთა წარმომავლობის შესახებ გთხოვთ მომაწოდოთ....


--------------------
პატიოსნება ჩვენი დროის ჭეშმარიტი არისტოკრატიზმია!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
 
Reply to this topicStart new topic
გამოხმაურებები
ნაინა
პოსტი Sep 5 2007, 06:57 AM
პოსტი #2


პროვინციელი ალქაჯი!!!!!
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 15,155
რეგისტრ.: 11-May 07
მდებარ.: ,,მოუსავლეთი'' მიჩიგანის კოლმეურნეობა.
წევრი № 1,886



ისევ გაგრძელება


ქართველი ტომების წარმომავლობის გასარკვევად, რა თქმა უნდა, ვერ შემოვიფარგლებით მარტოოდენ ამ ტომების უძველესი ადგილსამყოფელის განსაზღვრითა და მათი ენების დიფერენციაციისა და სხვა ენებთან მონათესაობის საკითხით. თავისი ხანგრძლივი ისტორიის მანძილზე ქართველ ტომებს, ქართველურ ეთნიკურ ჯგუფს, უეჭველია, მეტად მჭიდრო კონტაქტი ჰქონდა სხვა მოდგმის ტომებთან, რის საფუძველზეც ზოგჯერ შეერეოდა კიდეც მათ და ა. შ. ყველაფერ ამას არ შეიძლება თავისი კვალი არ დაეტოვებინა ქართველური ჯგუფის ეთნიკურ სახეზე, კერძოდ, ქართველი ტომების ენებში. მართლაც, ქართველურ ენებში ჩვენ ბევრი ამგვარი კონტაქტის ნაკვალევს ვხვდებით.

უკანასკნელ დროს ძალიან დიდი ყურადღება მიექცა ქართველური ენებისა და მათი მატარებელი ეთნიკური ჯგუფების მჭიდრო კონტაქტს ინდოევროპული წარმომავლობის ტომებთან (“ენებთან), რასაც ადგილი უნდა ჰქონოდა ძალიან ადრე, თვით ერთიანი ქართველური ფუძე ენისა და ქართულ-ზანური ენობრივი ერთობის არსებობის პერიოდში (ძვ. წ. III–II ათასწლეულები).

ენათმეცნიერთა ყურადღება კარგა ხანია რაც მიიპყრო იმ გარემოებამ, რომ აფხაზურ–ადიღეურის მსგავსად პრეფიქსალური წარმოება უძველეს დროს სავსებით გაბატონებული უნდა ყოფილიყო ქართველურშიც. პრეფიქსალური წარმოების გვერდით სუფიქსაციის პრინციპი უფრო გვიან უნდა გაჩენილიყო რომელიღაც “სუფიქსური წყობის” ენის გავლენით. სუფიქსური წყობის გაძლიერება ქართველურ ენებში პრეფიქსალურის ხარჯზე, აკად. არნ. ჩიქობავას აზრით, ამ მოვლენასთან უნდა იყოს დაკავშირებული. ეს გავლენა ქართველურის სუბსტრატი ენის გავლენას შეიძლება მიეწეროს. ამ უკანასკნელ დროს ქართველურის ასეთ სუბსტრატად (თუ სუპერსტრატად) მკვლევარნი უფრო და უფრო ინდოევროპული ოჯახის ენებს ვარაუდობენ. ქართველური ენების ისტორიის კვლევა–ძიება მეტად და მეტად ავლენს სტრუქტურულ სიახლოვეს ინდოევროპულ ენობრივ სამყაროსთან. პროფ. გ. დეეტერსს ქართველური ენები, თავისი პრეფიქს–სუფიქსალური წარმოებით, ნარევი ტიპის ენებად წარმოუდგენია, რომელსაც ერთგვარად შუალედი მდგომარეობა უკავია ისეთი ტიპის ენებს შორის, როგორიცაა ჩრდილო–დასავლურკავკასიური (აფხაზურ–ადიღეური) და ძველი ინდოევროპული. გარდა ზემოხსენებული სუფიქსაციის პრინციპის შეჭრისა, გ. დეეტერსი ინდოევროპულთან სიახლოვეს ხედავს ბრუნების ფლექსიურ ტიპში (ასეა განსაკუთრებით ძველ ქართულში), ფინიტური ზმნის ფორმების მკვეთრ გამოყოფაში სახელისაგან, ზმნის მთელი რიგი ფორმების სისტემაში. მისი აზრით, წინადადების აგებულებასაც ქართულში მთლიანად ინდოევროპული ელფერი აქვს და არ არის გვიანდელი (ბერძნულის ან სომხურის) გავლენის შედეგი. ქართველური ენების უძველესი სტრუქტურის სიახლოვეს ინდოევროპულთან ხაზს უსვამენ აგრეთვე პროფ. თ. გამყრელიძე და პროფ. გ. მაჭავარიანი. საკუთარი კვლევა–ძიების შედეგად ისინი დაახლოებით იმავე დასკვნამდე მიდიან, რასაც ამტკიცებდა უძველესი ქართველურის მიმართ გ. დეეტერსი. მათი აზრით, საერთო-ქართველურის ტიპოლოგიური მოდელი, ერთი მხრივ, უახლოეს პარალელებს პოვებს მთის იბერიულ–კავკასიურ ენებში, განსაკუთრებით დასავლურკავკასიურ (აფხაზურ–ადიღეურ) ჯგუფში (კონსონანტიზმი, პრეფიქსაცია, ზმნური პოლიპერსონალიზმი, ბრუნების მოდელი, ერგატიული კონსტრუქცია), ხოლო, მეორე მხრივ, გვიანდელი საერთო–ქართველურის მორფოლოგიური სისტემა თვალსაჩინო სტრუქტურულ პარალელებს ავლებს გვიანდელი ინდოევროპული ფუძეენისათვის პოსტულირებულ სტრუქტურულ მოდელებთან (ვოკალიზმი, სონანტთა სისტემა, აბლაუტის ტიპები). ამასთანავე, დასახელებულ მკვლევართა აზრით, ქრონოლოგიურად ქართველურში “კავკასიური” (ჩრდ.–დას. კავკასიური) სტრუქტურულ–ტიპოლოგიური ფენა წინ უსწრებს ინდოევროპულს, იგი პირველადია. ავტორები უძველესი ქართველურის სახით ვარაუდობენ ჩრდილო-დასავლურკავკასიური ტიპის ენას, რომელსაც ძლიერი ტრანსფორმაცია განუცდია ინდოევროპული სუბსტრატის გავლენით. ეს გარემოება, მათი აზრით, შედეგი უნდა იყოს იმ ხანგრძლივი და მჭიდრო კონტაქტებისა, რომელთაც ადგილი უნდა ჰქონოდათ უძველეს ხანებში ქართველურ ტომებსა და უძველეს ინდოევროპულ დიალექტებზე მოლაპარაკე ტომებს შორის.

რა თქმა უნდა, თავისთავად ამგვარი ტიპოლოგიური სიახლოვე, როგორც სამართლიანად აღნიშნავს აკად. გ. წერეთელი, სულ სხვადასხვა საფუძველზე შეიძლება იყოს ჩამოყალიბებული: 1. შეიძლება ვივარაუდოთ ინდოევროპულის უძველესი, შორეული ნათესაობა საერთო–ქართველურთან, 2. მსგავსება შეიძლება მომდინარეობდეს დაახლოებით არეალური ერთიანობის ფარგლებში, ინდოევროპული და ქართველური ენების მრავალსაუკუნოვანი კონტაქტების შედეგად. 3. დაბოლოს, ეს მსგავსება შეიძლება განხილულ იქნეს, როგორც უბრალო ტიპოლოგიური იზომორფიზმი, ყოველგვარი ნათესაობისა თუ დანათესავების გარეშე. აკად. გ. წერეთელს მიაჩნია, რომ ნაადრევი იქნებოდა, თუ შევეცდებოდით ამჟამად იმის გარკვევას, ამ სამ ფაქტორთაგან რომელია მიზეზი იმ სტრუქტურული მსგავსებისა, რომელიც ქართველურ და ინდოევროპულ ენებს შორის ვლინდება.

ამრიგად, მარტოოდენ სტრუქტურულ, ტიპოლოგიურ სიახლოვე–მსგავსებაზე დაყრდნობით შორსმიმავალი დასკვნების გაკეთება ქართველ ტომთა უძველესი ისტორიის საკითხზე სახიფათო იქნებოდა. მაგრამ, ამის გარდა, ჩვენ მოგვეპოვება საისტორიო თვალსაზრისით უფრო მრავლისმეტყველი ენობრივი მასალა – ქართველურ ენებში უძველეს ხანებში ფართოდ შეთვისებული ინდოევროპული წარმომავლობის ლექსიკა, რაც ამ შორეულ წარსულში ქართველი და ინდოევროპული ტომების ხანგრძლივი, მჭიდრო და უშუალო კონტაქტის შედეგი შეიძლება იყოს.

ქართულსა და სხვა ქართველურ ენებში შეინიშნება წყება ინდოევროპული წარმოშობის სიტყვებისა, რომლებიც მაინცდამაინც არც ერთი იმ ინდოევროპული ენის გზით არ უნდა იყოს შემოსული, რომელთა მატარებელ ხალხებთან ქართველ ტომებს ახლო ურთიერთობა ჰქრნდათ ჩვენთვის ცნობილ ისტორიულ წარსულში (ბერძნები, სპარსელები, სომხები, ირანული წარმოშობის სკვითები, სარმატები, ალანები და მათი მემკვიდრე ოსები, თრაკიელები (კიმერიელთა სახით) ან ფრიგიელები და ხეთურ–ლუვიური ჯგუფის ხალხები მცირე აზიაში).

ასეთი “უცნობი წარმომავლობის” ინდოევროპული ლექსიკური პარალელები მნიშვნელოვანი რაოდენობით იჩენს თავს მცენარეულის, ცხოველთა, ფრინველთა სახელებში და აგრეთვე სამეურნეო საქმიანობასთან დაკავშირებულ ტერმინოლოგიაში. ასე, მაგალითად, ინდოევროპულ ლექსიკას შეიძლება დავუკავშიროთ საერთო–ქართველური “*თხა”, და ქართულ-ზანური ენობრივი ერთობის დონეზე ნავარაუდევი “*ღორ”. უეჭველია აგრეთვე ქართული “კატა”-ს და არა “ლომი”-ს ინდოევროპულობა, თუმცა ძნელია ამჟამად მივუთითოთ იმ კონკრეტულ გზებზე, რითაც ეს სიტყვები ქართველურ ენებში შემოვიდა.

ვფიქრობთ, ცხოველების ინდოევროპული სახელწოდებები უნდა ვეძებოთ ზოგიერთ სხვა ქართულ ტერმინშიც. მაგალითად, ქართული “ბოს(ელი)” თავისი ძირით მსგავსებას იჩენს ხარის (ძროხის) აღმნიშვნელ ტერმინთან ინდოევროპულ ენებში (შდრ. ბერძნ. “ bosx”, ლათინ “bos”). ალბათ იგივე ტერმინი გვაქვს ჩვენ ქართულ “ბოჩოლაში”(< “ბოს–ჩვილი”). სიტყვა “ძუკნა”, სხვა ქართული კომპოზიტების ანალოგიით (მაგალითად, “ძუ-მგელი”), შეიძლება დავშალოთ “ძუ–კნა”-დ და მისი მეორე შემადგენელი ნაწილი (“კნა”) დავუკავშიროთ “ძაღლის” აღმნიშვნელ მეტად გავრცელებულ ძირს ინდოევროპულ ენებში.

ქართული “ირემი” ახლო დგას “ცხენ–ირმის” აღმნიშვნელ ფინურ “hirvi”-სთან, რომელიც ფინურში გერმანული ენებიდან შეთვისებულად მიიჩნევა. ამას გარდა, საერთო–ქართველური “*კვერნ” სიახლოვეს ავლენს კვერნის ინდოევროპულ (ბალტურ–სლავურ) სახელწოდებებთან (ლიტვ. “kiaune”, ლატვ. “caûna”, სლავ. “*kuna”).

ქართულ “ყორან”-ს უდარებენ მთელ რიგ ბალტურ–სლავურ ფორმებს, თუმცა მსგავსი ფორმები დამოწმებულია აგრეთვე გერმანულ ენებში. ქართულ “*კაკაბ”-ს , რომელიც უკვე ქართულ–ზანური ენობრივი ერთობის დონეზე ივარაუდება ქართველურში, მოეპოვება ინდოევროპული პარალელები (ხეთურში, ბერძნულში), თუმცა მსგავსი ძირი გვხვდება სხვა (სემიტურ, მთის კავკასიურ) ენებშიც და, როგორც ჩანს, ხმაბაძვითი ხასიათისა არის. ინდოევროპულთან პარალელებს პოვებენ ქართულ–ზანური “*ბ(ღ)უ”, უკვე საერთო-ქართველურის დონეზე სავარაუდებელი “*ოფოფ”, ქართული “კრაზანა”, ქართული “ტილ” და სხვ.

ინდოევროპულიდან ერთ-ერთ უძველეს ნასესხებ სიტყვად არის მიჩნეული ქართველურ ენებში დამოწმებული “უღ(ელი)”. ამ უკანასკნელს კანონზომიერი ბგერათშესატყვისი ფორმები მოეპოვება სამსავე ქართველურ ენაში და, მაშასადამე, იგი უნდა არსებულიყო უკვე საერთო–ქართველურ დონეზე. ბევრჯერაა მკვლევართა მიერ მითითებული უცხოური პარალელები ქართულ–ზანური “რქა”-სათვის, თუმცა მას პარალელები მოეპოვება სხვა ჯგუფის ენებშიც.”ბუდე”–ს, რომელიც ივარაუდება უკვე საერთო-ქართველურ დონეზე, ასევე ინდოევროპული პარალელები მოეპოვება განსაკუთრებით სლავურ და, აგრეთვე, გერმანულ და ბალტიურ ენებში (შდრ. ლიტვ.”bùtas” “სახლი”, სლავ. “buda”, ჩეხ. “bouda”,პოლონ. “buda” და სხვ.).

მეტად საინტერესოა ამავე ასპექტში მეგრულში არსებული ტერმინი “ქართა”; ეს სიტყვა მოიპოვება აგრეთვე ქართული ენის დასავლურ დიალექტებში (იმერულში, გურულში) და აღნიშნავს ბაკს, მოღობილ ადგილს საქონლის დასამწყვდევად. შესაძლებელია, ამ ტერმინთან კავშირშია აღმოსავლეთ საქართველოს ერთ-ერთი მხარის ქართ(ლ)-ის სახელი (აქედანაა შემდეგ ტერმინები: ქართველი, საქართველო), რადგანაც ძველი ქართული საისტორიო ტრადიციის მიხედვით “ქართლი” ქვეყნის სახელად იქცა ამ ქვეყნის ძველი დედაქალაქის სახელის მიხედვით. “ქართლი” ერქვა დღევანდელი ბაგინეთის მთაზე (ზაჰესის წყალსაცავის პირდაპირ, მტკვრის მარჯვენა ნაპირზე) აშენებულ ციხე–ქალაქს, ქართლის მეფეთა უძველეს რეზიდენციას (“არმაზციხე”-ანტიკური წყაროების “არმოძიკა”). შესაძლო ინდოევროპული პროტოტიპი ამ ქართულ–ზანური ტერმინისა გვიჩვენებს ასეთსავე სემანტიკურ გადასვლებს. ინდოევროპული არქაიზმებით განთქმულ ლიტვურში “gardas” აღნიშნავს “შემოზღუდულ ადგილს, წვრილფეხა საქონლის სადგომს” (შდრ. აგრეთვე გოთური“ garda”). ზოგ ინდოევროპულ ენაში ეს სიტყვა ნიშნავს “შემოზღუდულ ადგილს, ზღუდეს” (ალბანური, გერმანული), სხვაგან “სახლს” (ძვ. ინდური “grha”-s); დაბოლოს, იგი ფართოდ არის წარმოდგენილი აგრეთვე მნიშვნელობით “ციხე, ციხე–ქალაქი, გამაგრებული ადგილი” (ფრიგიული “gordum”, სლავ. “град”, ხეთური “gurta” და ა. შ. ). გამოითქვა აგრეთვე მოსაზრება, “ციხე–სიმაგრის” აღმნიშვნელი მეორე ქართულ–ზანური ტერმინის (“ციხე” – “ჯიხა”) სიახლოვის შესახებ ინდოევროპულ “*dheigh”-თან, რაც “ალიზით კედლის აგებას” აღნიშნავს.

ქართულ–ქართველურს ინდოევროპულთან პარალელები მოეპოვება აგრეთვე უძველეს სამიწათმოქმედო ტერმინების დარგშიც. დიდი ხანია, რაც ქართულ, “პურ”–ს, რომელსაც შესატყვისები აქვს სხვა ქართველურ ენებშიც, უკავშირებენ ინდოევროპულ სიტყვებს, “მუხის” ინდოევროპულ სახელწოდებას კი უდარებენ ქართულ–ზანურ “კრკო” (რკო)-ს და სხვ.

პარალელები გვაქვს აგრეთვე ადგილმდებარეობის, თუ მის ცალკეულ სახეობათა აღმნიშვნელ სახელებშიც. ქართულ–ზანურ “გორა”-ს მსგავსი სიტყვები მოიპოვება ირანულ, სლავურ, ბალტიურ და სხვა ინდოევროპულ ენებში. ქართულ “ბრგე”-ს უდარებენ გერმანულ “Berg”-ს და სხვა ინდოევროპულ ფორმებს, რომლებიც უძველესი ინდოევროპული “*bherĝh”-იდან მომდინარეობენ.

მსგავსი პარალელები მოიპოვება აგრეთვე სხეულის ნაწილების სახელწოდებებშიც. საერთო–ქართველურის დონეზე არსებული “მკერდ”-ძირი (შდრ. სვანური “მოჭოდ.”, “მუჭვედ”) მეტად ახლო დგას ინდოევროპულ “*kërd”-თან (“გული”).

შეიძლება მივუთითოთ აგრეთვე ზოგიერთი სხვა მნიშვნელოვანი ტერმინების სიახლოვეზე. აღნიშნულია სიახლოვე ქართული “რიგი”–სა ინდოევროპულ “*reik(h)” –თან (აქედანაა ძვ. ზემო გერმანული “riha” “ხაზი, რიგი” და სხვ.). უკვე დიდი ხანია, რაც ყურადღება მიექცა საერთო-ქართველური ტერმინის “დღე”-ს (“დეღ”, “დაღ”/ “დოღ”) მსგავსებას ამავე მნიშვნელობის მქონე გერმანულ სიტყვასთან: ძვ. ზემო გერმანულ “tac/g”, ძვ. საქსონურ “deg”, გოთურ “dags,” თანამედროვე გერმანულ “Tag” (საერთო გერმანულ “*daga”-დან). უდარებენ ამ ქართულ სიტყვას აგრეთვე ძველ პრუსიულ “dagis”, ლიტვურ “dagas”. ეს ინდოევროპული სიტყვები საერთო–ინდოევროპულ “*agh–er,” “agh–es”-იდან მომდინარედ არის მიჩნეული. თუმცა, საჭიროა აღინიშნოს, რომ ამ ქართულ სიტყვას მრავალი პარალელი მოეპოვება აგრეთვე სხვა კავკასიურ–აფხაზურ–ადიღეურ და ჩაჩნურ–დაღესტნურ ენებში, რის გამოც ზოგიერთ მკვლევარს გერმანულ ლექსიკურ ფაქტებთან სიახლოვე შემთხვევითად მიაჩნია.

ძველქართულ “რუ”-ს უდარებენ სპარს. “rud”–ს (“მდინარე”), მაგრამ ამ ქართული ტერმინის ფართო გავრცელება უძველესი დროიდან, აგრეთვე ფორმის მიხედვით განსხვავება, უკვე ფრ. ბოპს აეჭვებდა მათ იდენტურობაში, თუმცა ორივე ისინი მას ინდოევროპული წარმომავლობისად მიაჩნდა. უეჭველია, ეს ინდოევროპული ძირი მოიპოვება საქართველოს ერთ–ერთი უდიდესი მდინარის – “რიონის” სახელში (შდრ. დასავლეთ ევროპის მდინარეთა “რაინის”, “რონას” და სხვ. სახელები). რადგანაც “რიონი” ძველი სახელია და, ამასთანავე, ბერძნების მიერ მიკუთვნებული არ არის (ბერძნებს ამ მდინარისათვის, როგორც ცნობილია, სხვა სახელი – “ფაზისი” გააჩნდათ), მისი ინდოევროპულობა მეტად მნიშვნელოვანი გარემოებაა ეთნოგენეზის პრობლემის ასპექტში.

ერთ–ერთ უეჭველ და უძველეს ინდოევროპეიზმად მიჩნეულია საერთო-ქართველური (“*ტაბ”-)/“ტბ”- “გათბობა” (შდრ. ქართ. “ტბ”-; მეგრული “ტებ”-, “ტიბ”-; ჭანური “ტუბ”-, “ტიბ”-; სვანური “ტბ”–იდ-)შდრ. ინდოევროპული “*tep”.

სამეცნიერო ლიტერატურაში მრავალგზის არის გამოთქმული აზრი რიცხვითი სახელების “ექვსისა” და “შვიდის” სიახლოვეზე ინდოევროპულ “*ueks-“/“uks”- და “septm”–თან.

სამეცნიერო ლიტერატურაში ასე მრავლად მოიპოვება შედარება ინდოევროპულ მასალასთან აგრეთვე ზმნათა ძირების სფეროში, რომლებიც მთელ რიგ მნიშვნელოვან მოქმედებას აღნიშნავს, თუმცა, ზოგიერთ შემთხვევაში, აქ გამორიცხული არ არის სათანადო ძიების დამოუკიდებელი წარმოქმნა, რადგანაც რიგი სიტყვებისა ხმაბაძვით ელფერს ატარებს. უკავშირებენ, მაგალითად, ზმნის ძირებს: საერთო–ქართველურ “*დ (ვ)” “დება, წოლა” - ინდოევროპულ dhē-ს, ქართულ *გნ “გაგება” - ინდოევრ. “*gen” - / “gnõ”–ს, რაც გონებრივ აქტივობას აღნიშნავს. საერთო–ქართველურ “*ლაგ”/“ლგ” - “დადება” ინდოევროპულ “*legh”-ს (ამ ძირიდან მომდინარე სიტყვები მოიპოვება ყველა ინდოევროპულ ენაში, გარდა, ინდო-ირანულისა და სომხურისა). საერთო-ქართველურ “*ლოკ” (“ლოკვა”) ძირს ინდოევროპულ “*lak”–ს (თუმცა მსგავსი სიტყვები მოიპოვება სხვა ენებშიც). პროფ. გ. კლიმოვი გვთავაზობს კიდევ ბევრ სხვა შედარებას. ბევრია პარალელი ნათესაობის ტერმინებს შორისაც, მაგრამ ასეთი ტერმინების ხმაბაძვითი ბუნებისა და მათი ფართო გავრცელების გამო სულ სხვადასხვა ჯგუფის ენებში რაიმე დასკვნების გაკეთება შეუძლებელია.

აქ წარმოდგენილ მასალას, უეჭველია, ბევრი რამ შეიძლება დაემატოს, ხოლო, მეორე მხრივ, ზოგი რამ ინდოევროპულთან პარალელის თვალსაზრისით შეიძლება სადავო იყოს, ეჭვის ქვეშ დადგეს. არც ის არის უცილობელი, რომ ყველა დასახელებული ლექსიკური შეხვედრა ქართველურისა ინდოევროპულთან ერთი წყაროდან მომდინარეობს და ერთ ეპოქაშია შეთვისებული. მათში შეიძლება მოხერხდეს სხვადასხვა ქრონოლოგიური და ენობრივი ფენების გამოყოფა. მაინც, ჩვენს ხელთ არსებულ მასალაში უეჭველად გამოიყოფა საკმაოდ დიდი ჯგუფი უცილობელი ინდოევროპული ნასესხები სიტყვებისა, რომელნიც ქართველურში ჯერ კიდევ საერთო-ქართველურის არსებობის (ძვ. წ. III–IIათასწლეულები?) დროს ყოფილან შეთვისებული. ყურადღებას იქცევს ისიც, რომ ეს უძველესი ინდოევროპული ლექსიკა ქართველურში სამხრეთის ინდოევროპულ მასივთან კონტაქტის შედეგად შემოსული არ უნდა იყოს, რადგან მას სამხრეთის რომელიმე ინდოევროპული ენიდან (სპარსულიდან, ბერძნულიდან, სომხურიდან, თრაკიულიდან (კიმერიელების გზით!), ფრიგიულიდან, ხეთურ ლუვიურიდან) შემოსვლის დაღი მაინცდამაინც არ აზის. ამიტომ დაგვრჩენია ვიფიქროთ, რომ ქართველურში მათი შემოსვლა რომელიღაც სხვა, ჩვენთვის უცნობ, ინდოევროპულ ტომებთან კონტაქტის შედეგია და ამ კონტაქტის ასპარეზად ენობრივად უფრო ნაკლებცნობილი ტერიტორია – ამიერკავკასია ან კიდევ უფრო ჩრდილოეთით მდებარე მიწა-წყალი – უნდა მივიჩნიოთ. ამ ფონზე უძველესი ქართველურის (ფუძეენის) სტრუქტურულ–ტიპოლოგიური სიახლოვეც ინდოევროპულთან თითქოს უფრო მეტად ადრეულ ხანაში, უკვე ძვ. წ. IIIათასწლეულში (საერთო–ქართველურის არსებობის ეპოქაში) ქართველურ და ინდოევროპულ ტომთა კონტაქტის გზით პოვებს ახსნას. უნდა ვიფიქროთ, რომ ადგილი ჰქონდა საქართველოს მიწა–წყალზე დამკვიდრებული მნიშვნელოვანი ინდოევროპული მასივის გადასვლას წინააზიურ–კავკასიური ტიპის ქართველურ მეტყველებაზე, რაკი მათ ადრინდელ მეტყველებას ესოდენ საგრძნობი ნაკვალევი დაუმჩნევია არამარტო შეთვისებული ენის ლექსიკასა, არამედ ამ ენის სტრუქტურაზეც.

ქართველური და ინდოევროპული ტომების ასეთი უძველესი კონტაქტის ასპარეზად, როგორც ითქვა, კავკასიაც არის სავარაუდებელი. ამიტომაც შეიძლება დავუშვათ აღნიშნულ ეპოქაში (ძვ.წ III.–II ათასწლეულები) კავკასიის მიწა–წყალზე მნიშვნელოვანი ინდოევროპული მასის ცხოვრება. ამასთან დაკავშირებით გამოითქვა მოსაზრება, რომ შეიძლება კავკასიის ტერიტორიაზე III ათასწლეულში ფართოდ გავრცელებული მტკვარ-არაქსის კულტურის (იხ. ზემოთ) მატარებელი ტომები სწორედ ინდოევროპული წარმომავლობისა იყვნენ, მათი მნიშვნელოვანი ნაწილი ქართველ ტომებში უნდა გათქვეფილიყო, ქართულ მეტყველებაზე გადასულიყო და ეს არის სწორედ ქართველურის სტრუქტურული თუ ლექსიკური ინდოევროპეიზმების წყარო. პროფ. გ. მაჭავარიანი კი შესაძლებლად თვლის მტკვარ-არაქსის კულტურის ტომებში დავინახოთ ტომთა ვრცელი კავშირი, რომელიც მოიცავდა ინდოევროპულ და ქართველურ (შეიძლება აგრეთვე ზოგ სხვა) ტომებს. აღნიშნულ ტომთა კავშირის ლინგვისტური კორელატი იქნებოდა მაშინ უძველესი დროის ის ინდოევროპულ–ქართველური “ენობრივი კავშირი”, რომლის არსებობის აზრამდეც მიჰყავს მკვლევარი ქართველური ენების მასალის საკუთრივ ენათმეცნიერულ კვლევას.

რამდენადაც საქართველოს უძველესი მატერიალური კულტურის მიხედვით შეიძლება ვიმსჯელოთ, ძვ. წ. III–II ათასწლეულთა მიჯნაზე საქართველოს მიწა–წყალზე დიდ ძვრებს უნდა ჰქონოდა ადგილი, საქართველოს მოსახლეობაში სხვა მხარეებიდან ხალხის ახალ ნაკადს ენდა შემოეღწია.

ძვ. წ. III ათასწლეულის მეორე ნახევარსა და II ათასწლეულის პირველ ნახევარში განსაკუთრებით ძლიერდება საქართველოს და, საერთოდ, კავკასიის მატერიალურ კულტურაში წინააზიური ნაკადი. კარგად შეიმჩნევა ეს საჩხერეში მოპოვებული XV–XII სს. მასალის მაგალითზე, თუმცა წინააზიური გავლენის გაძლიერება შეიმჩნევა საქართველოს, კავკასიის და თვით რუსეთის მიწა-წყლის ბევრ სხვა ადგილას მოპოვებული ძეგლების მიხედვითაც. წინააზიური ელემენტების გაძლიერების ეს პროცესი ისეთი სიმძლავრითაა წარმოდგენილი მატერიალურ კულტურაში, რომ იგი მარტო კულტურულ–ეკონომიური კავშირების ინტენსიფიკაციას კი არ უნდა გულისხმობდეს, არამედ აგრეთვე წინააზიური წარმომავლობის ზოგიერთი ტომის შემოღწევას კავკასიასა და კიდევ უფრო ჩრდილოეთით მდებარე ტერიტორიაზე. ამავე პროცესს შეიძლება უკავშირდებოდეს ძვ. წ. III ათასწლეულის დასასრულისათვის სამხრეთ ამიერკავკასიის, მათ შორის საქართველოს რიგი სამხრეთი რაიონების ტერიტორიაზე ახალი, მეტად ორიგინალური კულტურის, ე. წ. თრიალეთის კულტურის გამოჩენა. იგი მკვეთრად განსხვავდება მისი წინამორბედის – მტკვარ-არაქსის კულტურისაგან. თრიალეთის შუა ბრინჯაოს ხანის კულტურა ძლიერ კავშირს ავლენს სამხრეთის რაიონებთან – დასავლეთ–ირანულ (ზაგროს-ელამურ) და შუმერულ სამყაროსთან. ამაზე ყურადღება გაამახვილა უკვე ამ კულტურის აღმომჩენმა აკად. ბ. კუფტინმა. ერთ–ერთ ძირითად ნაკადად, რომელმაც თრიალეთის კულტურის ჩამოყალიბება გამოიწვია, ჩ. ბარნეიც ჩრდილო–დასავლეთ სპარსეთიდან მომავალ ნაკადს მიიჩნევს. თუმცა, აღსანიშნავია, რომ იგივე მკვლევარი თრიალეთის კულტურაში ხედავს აგრეთვე ჩრდილოეთიდან, ტრიპოლიეს კულტურის არედან მომდინარე ნაკადს. ჩ. ბარნეი ცდილობს ეს კავკასიის გავლით ჩრდილოეთიდან მცირე აზიაში ხეთი–ნესიტების შემოსევის ნაკვალევად მიიჩნიოს. მაგრამ ყველაფერი ის, რაც ჩვენ ვიცით ხეთების უძველესი ისტორიისა და ხეთების სამეფოს წარმოქმნის შესახებ, შეუძლებელს ხდის ჩ. ბარნეის ამ მოსაზრებას, ისევე როგორც მცირე აზიაში ხეთების კავკასიის გზით შეჭრის ვარაუდს. მართალია, თრიალეთურ კულტურაში თავს იჩენს ჩრდილოური ელემენტებიც, რაც ამ მოსახლეობასთან კონტაქტზე ან კიდევ ამიერკავკასიაში ჩრდილოური ტრადიციების მატარებელი გარკვეული ჯგუფების გამოჩენაზე შეიძლება მეტყველებდეს, მაგრამ წამყვანი მასში მაინც სამხრეთული (ჩრდილო–დასავლურირანული) ნაკადი ჩანს და ამ კულტურის გენეზისიც საერთოდ შეიძლება დავუკავშიროთ წინააზიური ელემენტების იმ ექსპანსიას, რომელიც კარგად იგრძნობა ძველაღმოსავლური სამყაროს ჩრდილოეთი მხარეების (ამიერკავკასია, მცირე აზია, კავკასიონის ჩრდილოეთით მდებარე მიწა–წყალი) მატერიალური კულტურის მაგალითზე ძვ. წ. III ათასწლეულის დასასრულსა და II ათასწლეულის დასაწყისში. ამ სამხრეთული, წინააზიური ელემენტების აქტივობას უნდა უკავშირდებოდეს მტკვარ–არაქსის კულტურის განადგურება და წინააზიური ნაკადის გაძლიერება ამიერკავკასიის მატერიალურ კულტურაში (ადრებრინჯაოს კულტურის საჩხერეს ეტაპი და თრიალეთის კულტურა), ისევე როგორც ხურიტული და პროტოხეთური ტომების გავრცელება ჩრდილოეთი მესოპოტამიის, ჩრდილოეთი სირიის, კილიკიის, აღმოსავლეთი და ცენტრალური ანატოლიის ფართო ტერიტორიაზე. თრიალეთის კულტურის გამოჩენა ამ პროცესის ერთ-ერთ რგოლად მოჩანს.

თრიალეთის კულტურას მეტად მკაფიო პარალელები მოეპოვება არა მარტო ჩრდილო–დასავლური ირანის მატერიალურ კულტურაში, არამედ ხეთურ სამყაროშიც: ჩაცმა-დახურვა; საკულტო წეს–ჩვეულებები (საკულტო სცენებს თრიალეთის ვერცხლის თასზე უახლოვებენ ხეთების დედაქალაქის მახლობლად იაზილიკაიას კლდეზე ამოკვეთილ საკულტო სცენებს); დაკრძალვის თრიალეთური წესი (იხ. ზემოთ) თითქოს ზუსტად იმეორებს ხეთური წერილობითი წყაროებიდან ცნობილ ხეთების მეფე–დედოფლის დაკრძალვის წესს. მაგრამ საინტერესოა, რომ ასეთი ჩვეულება ხეთებთან მხოლოდ გვიან, “ახალი სამეფოს” ხანაში (XV–XIIIსს.) ჩანს დამკვიდრებული, მაშინ, როდესაც თრიალეთში ეს “ხეთური ანალოგიები” უფრო ადრინდელ ხანაში იჩენს თავს. ბევრი სიახლე, რომელიც “ხეთების ახალ სამეფოში” გამოვლინდა, უკავშირდება ხურიტული გავლენის გაძლიერებას, ხურიტების ჰეგემონობის დამყარებას ხეთებთან ძველიდან ახალ სამეფოზე გარდამავალ პერიოდში. ხურიტული (?) წარმომავლობის ნიშნები ხეთების კულტურასა და რელიგიაში უფრო ადრე ჩანს თრიალეთის კულტურაში. ამიტომაც თრიალეთის კულტურის გამოჩენა ამიერკავკასიაში შეიძლება აგრეთვე გარკვეულ კავშირში იყოს ჩრდილო–დასავლეთი ირანიდან მომდინარე ხურიტული ტომების სავარაუდებელ ექსპანსიასთან.

რა თქმა უნდა, იმპულსები, რომლის შესახებაც ჩვენ ვსაუბრობთ, სრულიადაც არ გულისხმობენ თრიალეთის კულტურის მთელ არეში მოსახლეობის ერთიანად შეცვლას. საქმე ეხება უმთავრესად პოლიტიკურ ჰეგემონობას, მატერიალური კულტურის თვალსაჩინო მონაპოვართა დანერგვას, ნაწილობრივ თვით საკულტო–რელიგიურ სფეროში ახალი წეს-ჩვეულებების გავრცელებას და ა. შ. ყველაფერი ეს, რა თქმა უნდა, მოსდევდა უცხო ელემენტის ჩამოსახლებას, თუმცა, არ არის სავალდებულო, მაინცდამაინც მრავალრიცხოვანი და კომპაქტური მასის სახით. ეთნიკურ განვითარების პროცესში წამყვან როლს ალბათ ახლაც, ისევე როგორც უფრო ადრე, ადგილობრივი კავკასიური მოსახლეობა, მათ შორის ქართველი ტომები ასრულებდნენ, რომელნიც საბოლოო ჯამში ჩამოსახლებული მოსახლეობის ასიმილაციას ახდენენ. ამიტომ ვფიქრობთ, რომ ძველ დროს აქ დამკვიდრებული ინდოევროპული წარმომავლობის მოსახლეობასთან ერთად, ქართველურ ტომებს უნდა შერწყმოდა უფრო გვიან, ძვ. წ. III-II ათასწლეულში აქ გამოჩენილი ცალკეული წინააზიური (ხურიტული?) წარმომავლობის ტომიც. დამახასიათებელია, რომ არქეოლოგიური და ანთროპოლოგიური მონაცემებიც ლაპარაკობენ უძველესი დროიდანვე საქართველოს ტერიტორიაზე მოსახლეობის ერთიანად შეცვლის წინააღმდეგ და კულტურისა და ანთროპოლოგიური ტიპის მხრივ ავლენენ მემკვიდრეულ კავშირს ამ მხარის უფრო გვიანდელ და უფრო ადრეულ მოსახლეობას შორის.

ძვ. წ. II ათასწლეული შუა ხანებისათვის, კერძოდ, გვიან ბრინჯაოს ხანის დასაწყისში, როგორც ჩანს, ამიერკავკასიის მიწა–წყალზე კიდევ უფრო შორს წასულა მოსახლეობის ეთნიკური კონსოლიდაციის პროცესი. მონათესავე ტომების არეალში ყალიბდება ვრცელი ტერიტორიების მომცველი ერთგვაროვანი მატერიალური კულტურა. ერთ ასეთ არეალს წარმოადგენდა “კოლხური კულტურის არეალი”, რომელიც მოიცავდა მთელ დღევანდელ დასავლეთ და, აგრეთვე, მნიშვნელოვანწილად სამხრეთ საქართველოს, ისევე როგორც აღმოსავლეთ საქართველოს დასავლეთ რაიონებს (იხ. ზემოთ). ამასთანავე, ეს კულტურა ვრცელდებოდა დღევანდელი საქართველოს საზღვრებს გარეთაც, თურქეთის ჩრდილო-აღმოსავლეთ რაიონებში და აგრეთვე ჩრდილო კავკასიაში. გვიანი ბრინჯაოს ხანაში ქართველურ ეთნიკურ ჯგუფს, პირველ ყოვლისა, სწორედ ეს კულტურა უნდა დაუკავშირდეს. “კოლხური კულტურა” წარმოადგენდა ჯერ კიდევ სუსტად დიფერენცირებული ქართველი ტომების კულტურას, თუმცა მისი გავრცელების არეში უნდა ეცხოვრა აგრეთვე აფხაზურ ადიღეური და, კიდევ სხვა წარმომავლობის ზოგიერთ ტომს. ამავე ხანაში კულტურის მხრივ ბევრ საერთოს ავლენს ცენტრალური და აღმოსავლეთ ამიერკავკასიის მოსახლეობა. ამ კულტურის არეში, როგორც ჩანს, ქართველ ტომებს გარდა ბევრი ჩაჩნური (ვეინახური) და დაღესტნური ტომი ცხოვრობდა. ამგვარი მოსახლეობის მომცველი ზოგი რაიონი შემდეგში (ანტიკურ ხანაში) ქართლის ჰეგემონობის არეში მოექცა და აქაური მოსახლეობაც ქართველ ტომებში გაითქვიფა და ქართველი ხალხის შემადგენლობაში შევიდა. ამიტომ არის, რომ მთელ რიგ აღმოსავლურქართულ დიალექტში მძლავრად იგრძნობა ვეინახურ–დაღესტნური, უპირატესად ვეინახური, სუბსტრატის არსებობა. ვეინახურმა ლექსიკამ ერთგვარი რაოდენობით გაიკვლია გზა ქართული ენის უძველეს ლექსიკაში.

ენობრივი მონაცემები ცხადყოფს, რომ ქართველ ტომებში უნდა გათქვეფილიყო და ქართველი ხალხის შემადგენლობაში უნდა შემოსულიყო აგრეთვე ძველაღმოსავლური ცივილიზაციის შემქმნელი, სამხრეთში მცხოვრები ხალხების (ხურიტების, ხეთების, ურარტელების) გარკვეული ნაკადი. ამისი ნაკვალევი თავს იჩენს ქართველთა ენაში. განსაკუთრებით მრავლისმეტყველია ამ მხრივ ურარტული ენიდან ქართულში შემოსული ზოგი ფაქტი – ქართულ ენაში მრიპოვება ზოგიერთი გამოთქმა, რომელიც ვერ აიხსნება ქართველური ენების მონაცემებით, თავისი შედგენილობით გაუგებარია, მაგრამ მშვენიერ ახსნას პოვებს სწორედ ურარტული ენის საფუძველზე.




--------------------
________________________________________________

გიგრძვნიათ ოდესმე სუსხიან ზამთარში,
მზისგან მოგზავნილი სხივების სინაზე?
ხანდახან გულნატკენს ტირილი რომ გინდათ...
და მაინც იცინით სუყველას ჯინაზე...
________________________________________________
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

პოსტი ამ თემაში
ნათია   ქართველთა წინაპრები   Sep 3 2007, 05:07 PM
nini_1   freethought უკეთეს მასალ...   Sep 3 2007, 08:59 PM
abo   როგორც ოდითგანვე ს...   Sep 3 2007, 11:12 PM
ნათია   [color=#3366FF][b]ქართველები ...   Sep 3 2007, 11:36 PM
nini_1   დავიწყებ კოლხეთის ...   Sep 4 2007, 12:04 AM
nini_1   დიაოხის (დიაენის, ტ...   Sep 4 2007, 01:07 AM
abo   დიდ ყურადღებას აღა...   Sep 4 2007, 03:14 AM
tamara   http://www.nplg.gov.ge/ic/DGL/work/SIN/sin%201+/5/...   Sep 4 2007, 03:57 AM
ნათია   http://www.nplg.gov.ge/ic/DGL/work/SIN/sin%201+/5...   Sep 4 2007, 11:14 AM
nini_1   იბერიის (ქართლის) ს...   Sep 4 2007, 04:29 AM
nini_1   ქართლის ერისმთავრ...   Sep 4 2007, 06:03 AM
staywhite   თქვენ გეიხარეთ :მპ...   Sep 4 2007, 07:07 AM
nini_1   აბა გავაგრძელოთ სა...   Sep 4 2007, 08:48 AM
nini_1   ჰერეთის სამეფო ...   Sep 4 2007, 10:47 AM
მამფალი   მე ვემხრობი დუმბაძ...   Sep 4 2007, 10:57 AM
nini_1   ნათ ეხლა მე გავაგრ...   Sep 4 2007, 11:40 AM
nini_1   გაგრძელება ჟ. დე-მ...   Sep 4 2007, 01:00 PM
tamara   :)   Sep 4 2007, 01:29 PM
abo   კარგი მეგობრებო ამ...   Sep 4 2007, 08:59 PM
nini_1   ნამდვილად გვჭირდ...   Sep 5 2007, 12:19 AM
nini_1   ვაგრძელებთ დაწყებ...   Sep 5 2007, 12:34 AM
nini_1   ისევ გაგრძელება ქ...   Sep 5 2007, 06:57 AM
ზებედე   nini_1 ყოჩაღ, რამდენი დ...   Sep 5 2007, 07:29 AM
nini_1   [/quote] ასე მალე წაიკი...   Sep 5 2007, 07:31 AM
nini_1   ხოოოდა ეხლა მათ, ვი...   Sep 5 2007, 11:41 AM
Sotiris   მაინტერესებს თანა...   Sep 6 2007, 05:29 PM
ketino   nini_1 შენი ფანი ვარ :D ...   Sep 6 2007, 07:24 PM
nini_1   ქეთინო :) კომპიუტე...   Sep 7 2007, 09:57 AM


Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 31st May 2024 - 01:38 AM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი