IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

> ქართველთა წინაპრები, უძველესი წყაროები და მეცნიერთა აზრი
ნათია
პოსტი Sep 3 2007, 05:07 PM
პოსტი #1


Miss invisible
***

ჯგუფი: მოდერატორ-ფინანსისტი
პოსტები: 18,669
რეგისტრ.: 28-February 07
წევრი № 1,224



ქრისტეშობამდე Vს-ის ბერძენი ისტორიკოსი, "ისტორიის მამად" წოდებული, ჰეროდოტე აცხადებდა: "ცხადია, რომ კოლხები ეგვიპტელები არიან, ამას მე თვითონ მივხვდი უწინ, ვიდრე მოვისმენდი სხვათაგან და ასე ვიტყოდი, და რადგანაც ეს მე ფიქრებში მქონდა, შევეკითხე ორივეს, კოლხებს უკეთ ახსოვდათ ეგვიპტელები, ვიდრე მათ კოლხები..."

მეგასთენე (ქრისტეშობამდე IIIს.), დიონისიოსი (ქრისტეშობამდე Iს.), აპიანე ალექსანდრიელი (ქრისტეშობიდან IIს.) ეუსებიოს კესარიელი (ქრისტეშობიდან IVს.) და სხვები ირწმუნებოდნენ, რომ იბერიებელი პირენეიდან გადასახლდნენ კავკასიაში. ბერძენი მეცნიერი სტრაბონი ამტკიცებდა, რომ "დასავლელი იბერები გადასახლდნენ პონტოსა და კოლხიდის ზემოთ მდებარე ადგილებში... ეგვიპტელები გადასახლდნენ ეთიოპელებთან და კოლხებთან".

ებრაელი ისტორიკოსი იოსებ ფლავიუსი იბერებისა და მესხების წინაპრებად მიიჩნევდა ბიბლიაში მოხსენიებულ "თობელსა" და "მოსოხს". "თობელმა დააფუძნა თობელები, რომლებსაც ახლა იბერები ეწოდებათ. მოსოხენები დაფუძნებულნი არიან მოსოხის მიერ".

ძველი ასურული ლურსმუნი წარწერების თანახმად (ქრისტეშობამდე XIII-VIIIს.ს.) ბიბლიური თობელი და მეშეხი ქრისტეშობამდე II-I ათასწლეულებში მცირე აზიაში დიდი სამეფოების მკვიდრნი იყვნენ. ამ თვალსაზრისით, ეს იყო ქართველთა წინაპრების სამეფოები და მათი მოსახლეობა, ე.ი. ქართველობა, კავკასიაში მას შემდეგ გადასახლდა, რაც მცირე აზიაში ეს ქართული სახელმწიფოები გაანადგურეს. ეს მოხდა ქრისტეშობამდე VIII-VIIსს-ში. ცნობილი ისტორიკოსები ლენორმანი, მასპერო და სხვები ქართველების (იბერებისა და მესხების) წინაპრებად მიიჩნევდნენ ასურულ წყაროებში მოხსენიებულ თაბალებსა და მუშქებს. ამათ დაემატნენ ქაშქები (ასურული წყაროების თანახმად, ისინი სახლობდნენ აღმოსავლეთ მცირე აზიაში; მოგვიანებით გაირკვა, რომ ხეთური წყაროებიც ხშირად იხსენიებენ მათ), რომლებსაც კოლხების წინაპრებად თვლიან. ქართველებად მიიჩნევენ აგრეთვე ბერძენი ისტორიკოსის ქსენოფონტეს მიერ ზემო მესოპოტამიაში (ისტორიულ "გორდუენეს", კორდუქის მიწა-წყალზე) მოხსენიებულ კარდუხებს, რომელთა სახელი ძლიერ ჰგავს ქართების ადგილობრივ სახელს ("ქართუ"). კ. ფ. ლემანჰაუფტის თანახმად, ქართები (იბერები) ჩრდილო მესოპოტამიიდან მოსული კარდუხებისა და მცირე აზიიდან მოსული მესხების შერწყმის შედეგად ჩამოყალიბდნენ. მოსაზრება იმის შესახებ, რომ ქართველები კავკასიაში სამხრეთიდან (მცირე აზიიდან) გადასახლდნენ, ფართოდ გავრცელდა. განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც სხვებთან ერთად ეს მოსაზრება ივ. ჯავახიშვილმაც გაიზიარა.

გამოჩენილმა ისტორიკოსმა სიმონ ჯანაშიამ ქართველთა კავკასიაში გადასახლების შესახებ აზრი ფაქტობრივად მოხსნა, რაც სრულად დაასაბუთა ბ. კუფტინმა თავისი ბრწყინვალე არქეოლოგიური აღმოჩენებით. მან საქართველოს არქეოლოგიური მასალა ფართოდ - წინა აზიის, ხმელთაშუა ზღვისპირეთისა თუ ევროპისარქეოლოგიური მასალის ფონზე განიხილა. იგი ენერგიულად იცავდა ქართული კულტურის ადგილობრივი განვითარების იდეას.

ს. ჯანაშიას კონცეფციით არავითარ გადასახლებაზე საუბარი არ შეიძლება: ქართველები ძველთაგანვე საქართველოს ტერიტორიაზე ცხოვრობდნენ, თუმცა ისინი საქართველოს ფარგლებს გარეთაც ვრცელ ტერიტორიაზე მოსახლეობდნენ.

XIXს-ის მიწურულიდან მეცნიერები დიდი პრობლემების წინაშე აღმოჩნდნენ. ძველი აღმოსავლეთისა და ხმელთაშუა ზღვისპირეთის ვრცელი ტერიტორიის კვლევისას გამოვლინდა მთელი რიგი უძველესი ხალხებისა, რომელნიც ერთ დროს დიდ როლს ასრულებდნენ: შუმერები, ხეთები, ელამელები, ურარტუელები, მითანელები (ხურიტები); მათი ენების იმ დროის კარგად ცნობილი ენათა ოჯახებთან (ინდოევროპული, სემიტური, თურქულ-მონგოლური) შეჯერაბა არ ხერხდებოდა. გაჩნდა მოსაზრება ამ ენების კლასიკურ, კერძოდ, ქართულთან მსგავსების შესახებ. დაიწყეს ფიქრი, რა სახელით აღენიშნათ კავკასიის, მახლობელი აღმოსავლეთისა და ხმელთაშუა ზღვისპირეთის ეს უძველესი მოსახლეობა. ცნობილმა მკვლევარმა ფ. ჰომელმა ამ ჯგუფს "ხალხთა ალაროდიული ოჯახი" უწოდა. ეს ხალხები ქართველებს დაუკავშირეს. ეს თვალსაზრისი ყველაზე ბუნებრივ ჰიპოთეზად გამოიყურებოდა. მაგრამ იმ დროისათვის რუსეთის იმპერია და მასთან ერთად XIXს-ში საქართველოსა და კავკასიის ზოგ სხვა რეგიონში მომძლავრებული სომხური წრეები მტრულად შეხვდნენ ამ განწყობილებებს. ბეჭდავდნენ წერილებს, სადაც შებღალული იყო ქართველთა ეროვნული თავმოყვარეობა, ამტკიცებდნენ, რომ ამ ხალხს არ გააჩნია თავისი ისტორია. თავისი კულტურა და რომ ქართველობა კულტურასა და მწერლობას სხვათა გავლენით გვიან ეზიარა. ქართველი ხალხის ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის თავკაცებისთვის მოწინავე ევროპულ მეცნიერებაში ფართოდ გავრცელებული თეორია ქართველთა წარმოშობის შესახებ მძლავრი იარაღი ხდებოდა ეროვნული თვითშეგნების განმტკიცებისთვის და ასიმილატორთა შემოტევისგან დაცვაში. ამ მხრივ, განუზომელია ილია ჭავჭავაძის პოლემიკური წერილების მნიშვნელობა.






P.S. თუ ვინმეს მოგეპოვებათ უძველესი წყაროები და მეცნიერთა აზრი ქართველთა წარმომავლობის შესახებ გთხოვთ მომაწოდოთ....


--------------------
პატიოსნება ჩვენი დროის ჭეშმარიტი არისტოკრატიზმია!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
 
Reply to this topicStart new topic
გამოხმაურებები
ნაინა
პოსტი Sep 5 2007, 11:41 AM
პოსტი #2


პროვინციელი ალქაჯი!!!!!
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 15,155
რეგისტრ.: 11-May 07
მდებარ.: ,,მოუსავლეთი'' მიჩიგანის კოლმეურნეობა.
წევრი № 1,886



ხოოოდა ეხლა მათ, ვისაც ამ ჩემი გულის გამაწვრილებლად გრძელ-გრძელი პოსტების საიმედოობაში ეჭვი ეპარება, ვუბეჭდავ ამ მასალის წყაროს

თ. ყაუხჩიშვილი, ჰეროდოტეს ცნობები საქართველოს შესახებ, 1960, გვ. 71 –73.

გ. მელიქიშვილი, ძველი ქართული, სომხური და ბერძნული საისტორიო ტრადიცია და ქართლის (იბერიის) სამეფოს წარმოქმნის საკითხი, საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის საზოგადოებრივ მეცნიერებათა განყოფილების მოამბე, 1962, №2; მისივე, საქართველოს, კავკასიისა და მახლობელი აღმოსავლეთის უძველესი მოსახლეობის საკითხისათვის, თბ., 1965, გვ. 9 შმდ.

აპიანე, მითრიდატეს ომების ისტორია §101, თ. ყაუხჩიშვილის გამოცემა, თბ., 1959, გვ. 195.

მოსე ხორენელი, სომხეთის ისტორია. წ. II, თ. 8, შდრ. წ. II, თ. 11, 14, 15, 16, 18 – იხ. 1913 წლის თბილისის გამოცემა, გვ. 114, 121, 127, 130 – 132.

იხ. ექვთ. თაყაიშვილის გამოცემაში: Описание рукописей общества распространения грамотности среди грузинского населения, т II, вып.4. გვ. 709.

ამაზე ლაპარაკია “მოქცევაჲ ქართლისაჲს” შატბერდისეულ ხელნაწერში იხ. აგრეთვე ამ ცნობების ვარიანტი, დაცული “წმინდა ნინოს ცხოვრების” არსენ ბერისეულ (XIIს.) რედაქციაში; იხ. ამ ძეგლის პ. კარბელაშვილისეული გამოცემა, თბ., 1902, გვ. 46 – 47.

იხ.ილია აბულაძის გამოცემა: ძველი ქართული აგიოგრაფიული ლიტერატურის ძეგლები, წ. I, თბ., 1964, გვ. 120.

მოსე ჯანაშვილს “არიან–ქართლი” აგონებდა შუა აზიის “არიანას” , რომელსაც იხსენიებს ალექსანდრეს ლაშქრობათა ამბების მოთხრობისას ფსევდოკალისთენეს რომანი; იხ. მ. გ. ჯანაშვილი, საქართველოს ისტორია, ტ. I, თბ., 1906, გვ. 52 – 53, 57 - 62; ს. ჯანაშია შეეცადა ეს ტერმინი “ხურიტების” სახელწოდებისათვის დაეკავშირებინა, რომელსაც წინათ შეცდომით (“ხურის” ნაცვლად) “ხარის” სახით კითხულობდნენ; იხ. ს. ჯანაშია, უძველესი ეროვნული ცნობა ქართველთა პირველ საცხოვრისის შესახებ მახლობელი აღმოსავლეთის ისტორიის სინათლეზე, ენიმკის მოამბე, V–VI, 1940, გვ. 671 და სხვ. ექვთ. თაყაიშვილმა ეს სახელი ამ ქართულ ძეგლში “ქვაბის საგანძურის” სახელით ცნობილი თხზულებიდან შესულად მიიჩნია (“საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე”, IX, 1948, №9-10). ჩვენ შევეცადეთ “არიან” –სახელი “სპარსულის” (“არიულის”) სახით გაგვეაზრებინა და ვთვლიდით, რომ აქ შეიძლება შემოინახა მოგონება სამხრეთქართულ (“სპარსულ-ქართულ”) რაიონებზე, რომლებიც აქემენიდური სპარსეთის მფლობელობაში იყვნენ მოქცეული. ამ რაიონების მოსახლეობას, ჩვენი აზრით, მართლაც აქტიური როლი უნდა შეესრულებინა აღმოსავლურქართული სახელმწიფოებრიობის წარმოქმნაში (Г. А Меликишвили, К истории древней Грузии, თბ., 1959, გვ. 276 შმდ.) შესაძლებელი ჩანს არიან–ქართლის ახსნის ზოგი სხვა ვარიანტიც – იხ. გ. მელიქიშვილი, საქართველოს, კავკასიისა და მახლობელი აღმოსავლეთის უძველესი მოსახლეობის საკითხისათვის, გვ. 16.

იხ. გ. მელიქიშვილი, საქართველოს, კავკასიისა და…, გვ. 17.

“…თობელები, რომლებსაც ახლა იბერები ეწოდებათ” – იხ. გეორგიკა, I, თბ., 1961, გვ. 271.

იხ. ივ. ჯავახიშვილი, საქართველოს, კავკასიისა და მახლობელი აღმოსავლეთის ისტორიულ-ეთნოლოგიური პრობლემები, თბ.,1950, გვ. 128 – 129.

იხ. გეორგიკა, I, გვ. 271; შდრ. იქვე, გვ. 34 –35; აგრეთვე: გეორგიკა, V, თბ., 1963, გვ. 3-4.

А. С. Хаханов, Древнейшие пределы расселения Грузии по Малой Азии, ЗКОИРГО, т. XXII, ნაკვ. 6.

იხ. К Ф. Леман–Хаупт, Вступительная лекция по истории и культуре халдов, თსუ შრომები VI, I, სერია: საზოგადოებათმეცნიერებანი, 1938; იხ. აგრეთვე: ს. გორგაძესთან: “მოამბე”, 1905, IX , გვ. 47 - 48; “ძველი საქარველო”, I, 1909, განყ. II, გვ. 44 – 45.

იხ. მისი “ქართველი ერის ისტორია”, წ. I და სხვ.

К. Ф. Леман- Хаупт, Вступительная лекция..., გვ. 262- 263.

ВДИ, 1953, №3, გვ. 94.

И. М. Дьяконов, Хетты, фригийцы и армяне, Переднеазятский сборник, Вопросы хеттологии, хурритологии, М., 1961, გვ. 355.

И. М. Дьяконов, დასახ, ნაშრ., გვ. 357.

С. Т. Еремян, Племенное объединение армян в стране Арме–Шуприа, «Историко–филологический Журнал», 1958, №3, გვ. 73 – 74. .

KUB, XXIII, 72, იხ. O. R. Gurney, Mita of Pakhuwa, „University of Liverpool. Annals of Archaeology and Anthropology”, 28, 1948, გვ. 32 შმდ.

E. Cavaignac, Mushki et phrygiens, JA, t. CCXLI, 1953, გვ. 140 შმდ.

E. Akurgal, Phrygische Kunst, Ankara, 1955, გვ. 113 შმდ.

დაწვრილებით ამის შესახებ იხ. Г. А. Меликишвили, К истории древней Грузии, თბ., 1959, გვ. 105 შმდ.;; ზოგი შენიშვნა ამ საკითხზე იხ. აგრეთვე ავტორის წერილებში, რომლებიც ამის შემდეგ გამოქვეყნდა ჟურნალში “Вестник древней истории» (1962, №1 და 1963, №2). შდრ. აგრ. გ. მელიქიშვილი აღმოსავლეთ მცირე აზიის უძველესი ეთნონიმიკის შესწავლისათვის, “საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის საზოგადოებრივ მეცნიერებათა განყოფილების მოამბე”, 1961, №3.

И. А. Джавахишвили, Основные историко–этнологические проблемы истории Грузии, Кавказа и Ближнего Востока древнейшей эпохи, ВДИ, 1939, № 4 (იხ. წიგნში: ივ. ჯავახიშვილი, ქართველი ერის ისტორიის შესავალი. წიგნი პირველი. საქარველოს, კავკასიისა და მახლობელი აღმოსავლეთის ისტორიულ–ეთნოლოგიური პრობლემები, თბ., 1950, გვ. 227).

ივ. ჯავახიშვილი, ქართული და კავკასიური ენების თავდაპირველი ბუნება და ნათესაობა, თბ., 1937.

ივ. ჯავახიშვილი, საქართველოს კავკასიისა და მახლობელი აღმოსავლეთის ისტორიულ-ეთნოლოგიური პრობლემები, თბ., 1950, გვ. 247 – 248.

ივ. ჯავახიშვილი, დასახ. ნაშრ., გვ. 250.

იხ. ივ. ჯავახიშვილი, დასახ. ნაშრ. , გვ. 250 – 251. შდრ. გ. მელიქიშვილი,ძველი ქართული, სომხური და ბერძნული საისტორიო ტრადიცია და ქართლის (იბერიის)სამეფოს წარმოქმნის საკითხი, “საქართველოს სსრ მეცნ. აკადემიის საზოგადოებრივ მეცნიერებათა განყოფილების მოამბე”, 1962, №2.

ივ. ჯავახიშვილი, დასახ, ნაშრ., გვ. 251.

ივ. ჯავახიშვილი, დასახ. ნაშრ., გვ. 58; მისივე, ქართველი ერის ისტორია, I, თბ., 1928, გვ. 1.

იხ. გ. ჩიტაია, აკად. ს. ჯანაშია და ქართველი ხალხის წარმოშობის პრობლემა, “მიმომხილველი”, I, 1943; აგრეთვე: ივ. სურგულაძე, სახელმწიფოს წარმოშობა საქართველოში, თბ., 1951 და სხვ.

საქართველოს ისტორია, აკად. ს. ჯანაშიას რედაქციით, თბ., 1943, გვ. 14.

საქართველოს ისტორია, აკად. ს. ჯანაშიას რედაქციით, თბ., 1943, გვ.14.

Fr. Boop, Die Kaukasischen Glieder des Indoeuropischen Sprachstamins Berlin, 1847.

ქართული ენის განმარტებითი ლექსიკონი, I, თბ., 1950, გვ. 006; არნ. ჩიქობავა, ენათმეცნიერების შესავალი, თბ., 1952, გვ. 373 შმდ.

Ал. Цагарели, О предполагаемом средстве грузинского языка с индоевропейскими и туранскими языками (читано на заседании С. Петербургского филологического общества 27–го апреля 1872года)

Fr. Hommel, Abriss der Geschichte Vorderasiens,1889, გვ. 58, შენ. 2 შდრ. А. Сванидзе, Материалы по истории алародийских племен, Тб., 1937, გვ. 1.

შდრ. ივ. ჯავახიშვილი, საქართველოს, კავკასიისა და მახლობელი აღმოსალეთის ისტორიულ–ეთნოლოგიური პრობლემები, თბ., 1950, გვ. 227.

იხ. ილია ჭავჭავაძე,თხზულებანი, ტომი II, 1941.

იხ. მ. დუმბაძე, ისტორიკოსი დიმიტრი ბაქრაძე, ბათუმი 1950, გვ. 59 შმდ;შდრ. აგრეთვე А. С. Хаханов, დასახ. ნაშრ., დასახ. ნაშრ., ЭКОИРГО, XXII, ნარკ. 6, გვ. 39 შმდ.

Проф. Фридрих Грозный, В пяти Советских республиках, ВДИ, 1937, № 1, გვ. 16 და სხვ.

საქართველოს ისტორია, ს. ჯანაშიას, რედაქციით, თბ., 1943, გვ. 14 შმდ. История Грузии, под редакцией С. Джанашиа, Тб., გვ. 16 შმდ. ქართველური ენების სხვა კავკასიურ და ზოგ ძველ აღმოსავლურ ენებთან ნათესაობის ჰიპოთეზის შესახებ იხ. ქვემოთ.

იხ. რ, აბრამიშვილი, რკინის ათვისების საკითხისათვის აღმოსავლეთ საქართველოს ტერიტორიაზე, “ საქართველოს სახ. მუზეუმის მოამბე”, XXII-B, 1961, გვ. 295 შმდ.

J. Karst, Urgeschichte Mittelmeervölker, Heidelberg, 1931; შდრ. გ. ჩიტაია, აკად. ს. ჯანაშია და ქართველი ხალხის წარმოშობის პრობლემა, “მიმოხილველი”, I,1949, გვ. 2 შმდ.

ZfE, 1937, ნაკვ. 4-6;1938, ნაკვ. I; იხ. გ. ჩიტაია, დასახ. ნაშრ., გვ. 3-4.

“საქართველოს სახ. მუზეუმის მოამბე,” XII-B, თბ., 1944.

Б. А. Куфтин, Археологическая маршрутная экспедиция 1945 г. в Юго-Осетию и Имеретию, Тб., 1949, გვ. 4-5.

იხ. იქვე, გვ. 1-5;შდრ. ბ. კუფტინი, ქართული კულტურის უძველესი კერა თრიალეთში, თბ., 1949, გვ. 10.

ბ. კუფტინი, დასახ. ნაშრ. , გვ. 37.

იხ. გ. მელიქიშვილი, ურარტუ, თბ., 1951, გვ. 9-10; მისივე, ქართველი ხალხის წარმოშობის საკითხისათვის, თბ., 1953, გვ. 11-16, მისივე, Наири–Урарту, 1954, გვ. 400-403,. მისივე, К истории древней Грузии, Тб., 1959, გვ. 94–96.

შდრ. A. Dirr, Einführung in das Studium der Kaukasischen Sprachen, Leipzig, 1982, გვ. 111, G.Deeters, Die Kaukasischen Sprachen,წიგნში „Handbuch der Orientalistik“, Erste Abteilung, Siebenter Band, Leiden/ Köln, 1963, გვ. 78 – 79.

შდრ. VI. Skalička, The Structure of languages of the Ancient Orient, “Archiv Orientalni”, vol. XVIII, №1-2, 1950, გვ. 485; შდრ. Nils M. Holmer, Ibero–Caucasian as a linguistic type,“ Studia Linguistica“, Annĕe 1., Numero 1., 1947,გვ. 11-33 და სხვ.

იხ. Ю. В. Зыцарь, О родстве баскского языка с кавкаскими, ВЯ, 1955, №5, გვ. 52.

იხ. Е. И. Крупнов, Древнейшая культура Кавказа и кавказская этническая общность (К проблеме происхождения коренных народов Кавказа), СА., 1964, №1, გვ. 39 შმდ. Р.М. Мунчаев, Древнейшая культура Северо–Восточного Кавказа, М., 1961, გვ. 164.

Д. А. Климов, О лексико-статистической теории М. Сводеша, Вопросы теории языка в современной зарубежной лингвистике, М., 1961, გვ.239 – 253; Е. А. Бокарев, Введение в сравнительно-историческое изучение дагестанских языков, Махачкала, 1961, გვ. 17 – 18.

იხ. Г. А. Климов, Этимологический словарь картвельских языков, М., 1964, გვ. 35 შმდ., აგრეთვე: ВЯ, 1959, №2, გვ. 120;1962, №3, გვ. 151 –153.

შდრ. თამაზ გამყრელიძე, გივი მაჭავარიანი, სონანტთა სისტემა და აბლაუტი ქართველურ ენებში, თბ., 1965, გვ. 17, შენ. 1.

იხ. H. Vogt, Arménien et Caucasique du Süd, „Norsk Tidsskrift for Sprogvidenskap, IX, Oslo, 1938,გვ. 325 შმდ.; მისივე, Remarques sur les noms des lieux du Caucase, “ Symbolae Osloënses”, fasc. Suppl. XI, 1943, Remarques sur ia préhistorie des langues kharthvéliennes,”Revue de Karthvélologie”, vol. XI-XII, №36 – 37, 1961, გვ. 5-11; Г. А. Меликишвили, К истории древней Грузии, გვ. 98 –100.

Г. А. Климов, Этимологический словарь..., გვ. 44, 54, 62, 82, 84, 127, 137, 165, 168, 200, 233-234, 237,244, 247.

Г. А. Климов, Этимологический словарь..., გვ. 35 –36. .

“სპილენძი” – შდრ. სომხური – “პლინძ”. ქართული “რკინა”, (მეგრული “რკინა”, “კინა”, ჭანური “ერკინა”) მსგავსებას იჩენს ხეთურ kunna-სთან (სპილენძი) და ძვ. ბერძნულ cidanoV-თან (მოსევადებული ფოლადი, ლურჯი, ჭიქური, ლაჟვარდოვანი ქვა, სპილენძის კარბონატი), შდრ. აგრ. სომხური-“ერკათ”- “რკინა”. სემანტიკური გადასვლა “სპილენძსა” და “რკინას” შორის უჩვეულო არ არის და სხვა ენების მაგალითზეც შეიმჩნევა. ქართული თავკიდური “რ” შეიძლება განვითარებული იყოს. ქართული “ვერცხლი” (ძვ. წ. ქართ. “ვერცხლ-”) (მოეპოვება პარალელები ჩრდ. კავკასიურ ენებშიც) ახლო დგას ხურიტულ ტერმინ ushu(“უსხუ” –სთან – ვერცხლი)- იხ. გ. მელიქიშვილი, საქართველოს? კავკასიისა და მახლობელი აღმოსავლეთის უძველესი მოსახლეობის საკითხისათვის, გვ. 93–100.

მ. ქალდანი, ლეჩხუმის გეოგრაფიულ სახელთა – იშ (-შ) სუფიქსის საკითხისათვის, “ქართველურ ენათა სტრუქტურის საკითხები”, IIIთბ., 1963. .

ს. ჯანაშია, შრომები, ტ. III, თბ., 1959, გვ. 146.

დაწვრილებით ამის შესახებ იხილე: გ. მელიქიშვილი, საქართველოს, კავკასიისა და..., გვ. 50 -68; Г. А. Меликишвили, Наименование города Фасиса и вопрос об этническом составе населения древней Колхиды, ВДИ, 1966, № 1.



J. Friedrich, Hethitisches Wörterbuch. 4. Lieferung, Heidelberg. 1954, გვ. 318.

სულხან–საბა ორბელიანის მიხედვით (ქართული ლექსიკონი, 1928, გვ. 331): “ტაროსი არს ამინდისა მსგავსი მოგზაურთათვის, კეთილი დარი თუ ბოროტი ზღვასა თუ ჴმელზე შეხუდეს”.

მ. წერეთელი, ხეთის ქვეყანა, მისი ხალხები, ენები, ისტორია და კულტურა, კონსტანტინეპოლი, 1924, გვ. 77.

გ. მელიქიშვილი, საქართველოს, კავკასიისა და …, გვ. 93 –100.

Г. А. Меликишвили, Возникновение Хеттского царства и проблема древнейшего населения Закавказья и Малой Азии, ВДИ, 1965, №1, გვ. 8-9.

Г. А. Меликишвили, К истории древней Грузии, გვ. 69 შმდ.

შდრ. არნ. ჩიქობავა, სახელის ფუძის უძველესი აგებულება ქართველურ ენებში, თბ. 1942, გვ. 257.

G. Deeters, დასახ. ნაშრ., “Revue de Karthvélologie”, №23 1957,გვ. 12-16.

იხ. თ. გამყრელიძე, გ. მაჭავარიანი, სონანტთა სისტემა და აბლაუტი ქართველურ ენებში. საერთო–ქართველური სტრუქტურის ტიპოლოგია, თბ., 1965, გვ. 365 –379 და სხვ.. Г. И. Мачавариани, К типологической характеристике общекартвельского языка-основы ВЯ,1966, №1; Thomas V. Gamkrelidze, A. Typology of Common Kartvelian, “Language”, vol.42, №1, 1966;გ. მაჭავარიანი, საერთო-ქართველური ფუძე ენის ტიპოლოგიური დახასიათებისათვის, თბილისის სახ. უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტის VIII სამეცნიერო სესია, თეზისები, თბ., 1964, გვ. 8-9, Г. И. Мачавариани, К вопросу об индоевропеийско–картвельских (южно–кавказских) типологических параллелях. VII международный конгресс антропологических этнографических наук, М., 1964, გვ. 4 შმდ , Т. В Гамкрелидзе, Анатолийские языки и вопрос о переселении в Малою Азию индоевропейских племен, VII Межд. конгресс..., М., 1964, გვ. 5.

იხ. გ. წერეთელი, სონანტებისა და აბლაუტის თეორიის გამო ქართველურ ენებში, წიგნში : თ. გამყრელიძე, გ. მაჭავარიანი, სონანტთა სისტემა..., გვ. 023 –024. ინდოევროპულთან კავკასიური, კერძოდ, ქართველური ენების შორეული ნათესაობის შესაძლებლობის შესახებ იხ. აგრეთვე: В. М, Иллич – Свитыч, Материалы к сравнительному словарью ностратических языков (индоевропейский, алтаийский, уральский, дравидский, картвельский, семито-хамический), კრებულში: Этимология , 1965, М., 1967, Г. Б. Джаукян, Взаимоотношение индоевропейских, хурритско–урартских и кавказских языков, Ер., 1967, გვ. 153 – 154, 170.

F. Kluge, Etymologisches Wörterbuch der Deutschen Sprache, Berlin, 1957,გვ. 309 –310.

Г. А. Климов, დასახ. ნაშრ., გვ. 110. .

А. Глейе, Арио-европейские, а в частности иллирийские элементы в грузинском языке, «Сборник материалов по описанию местностей и племен Кавказа», XXXI, განყ. 4, 1902, გვ. 17.

А. Преображенский, Этимологический словарь русского языка, I, М.,1910-1914, გვ. 97.

Г. А. Климов, დასახ. ნაშრ. გვ. 105.

A. Trombetti, Die Probleme der Allgemeinen Sprachwissenschaft, “Caucasica” 2, 1925, გვ. 115 –118.

Г. А. Климов, დასახ. ნაშრ. , გვ. 54.

K. Bouda, Der angeblich kaukasischen Ursprung der Ante, “Zeitschrift, für slavische Philologie”, XVII, 1941, გვ. 226, V. Polak, K problému lexikalnich shod mesi jazyky kavkazskymi a jazyky slovanskymi, “ Listy Filologické”70,1946,გვ. 26.

იხ. J. Pokorny, Indogermanisches Etymologisches Wörterbuch,I, Bern, 1959, გვ. 442-444.

Г. А. Климов, დასახ. ნაშრ. , გვ. 239.

იხ. გ. როგავა, პურ, ფუძის საკითხისათვის, “ საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის მოამბე,” XII, №10, 1952, გვ. 635 -640; შდრ. ალ. ონიანი, დასახ. ნაშრ. , გვ. 221 –222.

ა. შანიძე, ეტიმოლოგიური ძიებანი, რკო და მუხა, თბილისის სახ. უნივერსიტეტის სამეცნიერო სესია, 29. X-3. XI. მოხსენებათა თეზისები, თბ., 1947, გვ. 3-4.

იხ.Fr. Bopp, Die kaukasischen Glieder der Indoeuropaischen Sprachstamms, Berlin, 1847, გვ.16.

Г. А. Климов, დასახ. ნაშ., გვ. 75 –76.

შდრ. N. Trubetzkoy, Nordkaukasische Wortgleichungen, “Wiener Zeitschrift für die Kunde des Morgenlandes“, 37, 1-4 1930, გვ. 82.

შდრ. K. Schmidt, Studien zur Rekonstruktion des Lautstandes der Südkaukasischen Grundsprache, Wiesbaden, 1962, გვ. 105 –106.

Fr. Bopp დასახ. ნაშრ. გვ. 38. საჭიროა აღინიშნოს, რომ “6”–ისა და “7”–ისათვის სემიტურ ენებშიც ჩვენ მსგავს სახელწოდებებს ვხვდებით – შდრ. H. Möller, Vergleichendes Indogermanisch-semitischen Wörterbuch,Göttingen, 1911, გვ. 220, 227; H. Vogt, დასახ. ნაშრ., გვ. 338.

Г. А. Климов, დასახ. ნაშრ. , გვ. 121-122.

იხ. მისი «Этимологический словарь картвельских языков»გვ. 52, 88, 115, 117 –119, 152 – 153, 164, 167, 192, 201, 207, 214-215, 265.

Г. А. Климовდასახ. ნაშრ. , გვ. 47, 71 –72, 126, 146, 152.

უფრო დაწვრილებით “უცნობი წარმომავლობის” ინდოევროპული ლექსიკის შესახებ ქართველურ ენებში იხ. გ. მელიქიშვილი, საქართველოს, კავკასიისა და მახლობელი აღმოსავლეთის უძველესი მოსახლეობის საკითხისათვის , თბ., 1965, გვ. 206-240. შდრ. Г. Б. Джаукян, Взаимоотношение индоевропейских, хурритско–урартских и кавказских языков. ЕР., И.1967 გვ.54-100.

სამხრეთიდან გადმოადგილებული(?) წინააზიურ–კავკასიური (იბერიულ–კავკასიური) მოსახლეობის (ქართველური და აფხაზურ–ადიღეური ტომები) მიერ დასავლეთ ამიერკავკასიის ათვისება შეიძლება უკვე ნეოლითის ხანაში დაიწყო – ამ მხარის ნეოლითური მასალა წინააზიურ ნაკადსაც ავლენს; შდრ А. А, Формозов, Неилит и Энеолит Северо-западного Кавказа в свете последних исследовании, СА, 1963, № 3.

იხ. გ. მელიქიშვილი, დასახ. ნაშრ. , გვ. 103 –246.

Г. И. Мачавариани, К типологической характеристике общекартвельского языка–основы, ВЯ, 1966, №1, გვ. 9 შენ. 31.

ამ კულტურის გავრცელების არეალის შესახებ იხ. А. А, Мартиросян, Армения в эпоху бронзы и ранного железа, Ереван, 1964, გვ. 21 და სხვ.

В. А. Куфтин, Археологические раскопки в Триалети I, თბ., 1941, გვ. 94 - 95; საქართველოს არქეოლოგია, თბ. 1959, გვ. 125 –126. .

C. A. Burney, Eastern Anatolia in the Chalcolitic and Early Bronze Age, “ Anatolian Studies” VIII, 1958, გვ. 175 –178. თრიალეთის კულტურის ჩრდილო–დასავლეთ ირანთან პარალელებზე ამახვილებს ყურადღებას აგრეთვე ლ. ვული – იხ. J. Hawkes and L. Wooley, Prehistory and the Beginning of Civilization, I, London 1963, გვ. 827.

C. A. Burney,დასახ ნაშრ. , გვ. 175 –178.

იხ. გ. მელიქიშვილი, დასახ. ნაშრ., გვ. 137 – 192.

Б. А. Куфтин, დასახ. ნაშრ. გვ. 81. 89; “ საქართველოს არქეოლოგია”, გვ. 125.

F Sommer und A Falkenstein. Die hethitisch – akkadische Bilingune des Hattusili I.,. München, 1938, გვ. 197; O. R. Gurney, The Hittites, London,1952, გვ. 164 შმდ.

В. В. Иванов, Из Истории индоевропейской лексики клинописного хеттского языка, «Переднеазиатский сборник», Москва,1961, გვ. 307 - 308; მისივე Хеттский язык, Москва, 1963 გვ. 30 შმდ.; E, Laroche, Le Pantheon de Yazilikaya, “Journal of Cuneiform Studies” vol.VI, №3, 1952, გვ.122; მისივე, Recherches sur les noms des dieux hittites Paris 1947, გვ. 131;მისივე, Recueil.d’Onomastique hittite Paris,1952, გვ. 89 - 90; H, Güterbock, The hurrian element in the Hittite Empire, “Cahiers d’ Histoire Mondiale”, vol.II, №2, 1954. გვ. 383-391; O. R. Gurney, დასახ. ნაშრ. , გვ. 140; A, Scharf und A. Moortgat. A gypten und Vorderasien im Altertum München, 1950, გვ. 367 - 368; A. Goetze,წიგნში: The Bible and the Ancient Near East, London,1961, გვ.326, შენ. 33 და სხვ.

დაწვრილებით ამ საკითხის შესახებ იხ. გ. მელიქიშვილის, დასახ. ნაშრ., გვ. 191 –199.

გ. მელიქიშვილი, დასახ. ნაშრ. , გვ. 68 შმდ

А. Сванидзе, Материалы по истории алародийских племен, თბ., 1937, გვ. 37. 40-41; მელიქიშვილი, ურარტუ, თბ., 1951, გვ. 144 –145.


--------------------
________________________________________________

გიგრძვნიათ ოდესმე სუსხიან ზამთარში,
მზისგან მოგზავნილი სხივების სინაზე?
ხანდახან გულნატკენს ტირილი რომ გინდათ...
და მაინც იცინით სუყველას ჯინაზე...
________________________________________________
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

პოსტი ამ თემაში
ნათია   ქართველთა წინაპრები   Sep 3 2007, 05:07 PM
nini_1   freethought უკეთეს მასალ...   Sep 3 2007, 08:59 PM
abo   როგორც ოდითგანვე ს...   Sep 3 2007, 11:12 PM
ნათია   [color=#3366FF][b]ქართველები ...   Sep 3 2007, 11:36 PM
nini_1   დავიწყებ კოლხეთის ...   Sep 4 2007, 12:04 AM
nini_1   დიაოხის (დიაენის, ტ...   Sep 4 2007, 01:07 AM
abo   დიდ ყურადღებას აღა...   Sep 4 2007, 03:14 AM
tamara   http://www.nplg.gov.ge/ic/DGL/work/SIN/sin%201+/5/...   Sep 4 2007, 03:57 AM
ნათია   http://www.nplg.gov.ge/ic/DGL/work/SIN/sin%201+/5...   Sep 4 2007, 11:14 AM
nini_1   იბერიის (ქართლის) ს...   Sep 4 2007, 04:29 AM
nini_1   ქართლის ერისმთავრ...   Sep 4 2007, 06:03 AM
staywhite   თქვენ გეიხარეთ :მპ...   Sep 4 2007, 07:07 AM
nini_1   აბა გავაგრძელოთ სა...   Sep 4 2007, 08:48 AM
nini_1   ჰერეთის სამეფო ...   Sep 4 2007, 10:47 AM
მამფალი   მე ვემხრობი დუმბაძ...   Sep 4 2007, 10:57 AM
nini_1   ნათ ეხლა მე გავაგრ...   Sep 4 2007, 11:40 AM
nini_1   გაგრძელება ჟ. დე-მ...   Sep 4 2007, 01:00 PM
tamara   :)   Sep 4 2007, 01:29 PM
abo   კარგი მეგობრებო ამ...   Sep 4 2007, 08:59 PM
nini_1   ნამდვილად გვჭირდ...   Sep 5 2007, 12:19 AM
nini_1   ვაგრძელებთ დაწყებ...   Sep 5 2007, 12:34 AM
nini_1   ისევ გაგრძელება ქ...   Sep 5 2007, 06:57 AM
ზებედე   nini_1 ყოჩაღ, რამდენი დ...   Sep 5 2007, 07:29 AM
nini_1   [/quote] ასე მალე წაიკი...   Sep 5 2007, 07:31 AM
nini_1   ხოოოდა ეხლა მათ, ვი...   Sep 5 2007, 11:41 AM
Sotiris   მაინტერესებს თანა...   Sep 6 2007, 05:29 PM
ketino   nini_1 შენი ფანი ვარ :D ...   Sep 6 2007, 07:24 PM
nini_1   ქეთინო :) კომპიუტე...   Sep 7 2007, 09:57 AM


Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 25th June 2024 - 06:34 PM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი