წმ. სერაფიმ საროველი, ჩემი მფარველი |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
წმ. სერაფიმ საროველი, ჩემი მფარველი |
N. R. |
Aug 23 2007, 01:56 PM
პოსტი
#1
|
nino razmadze ჯგუფი: Members პოსტები: 3,150 რეგისტრ.: 1-May 07 მდებარ.: tiflisi :) წევრი № 1,805 |
ძალიან მიყვარს წმინდა სერაფიმ საროველი
მახსოვს პატარა ვიყავი და ერთ-ერთ ტაძარში რომ შევედი თვალში პირველად სერაფიმ საროველოს სათნო და თბილი სახე მომხვდა. არც ვიცოდი რომელი წმინდანი იყო... დანახვისთანავე ძალიან შევიყვარე, ვიყიდე მისი ხატები, დაუჯდომელი და ყოველდღე ვკითხულობდი. ყოველთვის ვგრძნობდი მის განსაკუთრებულ მფარველობას. დიდი ხნის მანძილზე ჩემი განსაკუთრებული სიყვარული მის მიმართ ვერაფრით ამეხსნა, მაგრამ ერთხელაც მისი ცხოვრების შესახებ დიდი წიგნი ვიყიდე და დაბადების თარიღად ამოვიკითხე 1 აგვისტო, ჩემი დაბადების დღე არ ვიცი, შეიძლება ვიღაცისთვის ეს უბრალოდ დამთხვევა იყოს, მაგრამ ჩემთვის მართლაც სასწაული იყო; საქმე იმაში გახლდათ რომ სადაც მისი ცხოვრება წამეკითხა, ყველგან 19 ივლისი ეწერა. დარწმუნებული ვარ ფორუმზე ბევრისთვის საყვარელი წმინდანია -------------------- მგონი რაღაცა ხდებაო..... მარა რა ვიცი, რა ვიცი.......... :D
|
მართა |
Sep 5 2007, 04:45 PM
პოსტი
#2
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 1,487 რეგისტრ.: 7-July 07 წევრი № 2,399 |
მე ამ ბოლოდროინდელ სასწაულს მოგოთხრობთ სერაფიმე საროველის მიერ აღსრულებულს რომელიც ჩემდა გასაკვირად არ არის გაჟღერებული!ვისაც ეს შეემთხვა მინდა პირადად ვინახულო და მერე უფრო დაბეჯითებით მოგითხრობთ მაგრამ მანამდე გულმა არ მომითმინა:
მოკლედ,ქ.ქუთაისში წმ.გიორგის სახელობის ტაძრის ერთ-ერთ მრევლის წევრს ფეხზე წყლულები გაუჩნდა და ექიმები ვერა და ვერ ახერხებდნენ მის მორჩენას,ეს ქალბეტონი მიეცა ხანგრძლივ ლოცვას და რის ვაი-ვაგლახით ფეხზე მდგომი ცდილობდა ელოცა როგორც კი ტკივილები დაეწყებოდა,ჩაუქრობლად ანთებდა კანდელს სერაფიმე საროველის სახელზე და მის დაუჯდომელს კითხულობდა.ერთ დღესაც გადაწყვიტა მის ტაძარში წასულიყო და თეატრის გვერდზე ჩამოვიდა (ვინც იცის დასახელებული ტერიტორია მიხვდება) ჰოდა იქედან ფეხით აპირებდა მისვლას გადადგმულიც არ მქონდა ნაბიჯიო ჯიპს გაუჩერებია და უთხოვია მისთვის წმ.გიორგის ტაძარი აქ სადააო?ამ ქალმა უპასუხა მეც იქ მივდივარ შვილო აქვეაო და ჩაჯდა ჯიპში.ეს კაცი გაეცნო და მოუთხრო რომ რუსეთიდან ახალი ჩამოსულია თბილიოსელი და იგი ამ ტაძარში მლოცველ ქალს ეძებს რომელთანაც მალამო გამოატანეს.უფლება არ მაქვს მონაზვნების თხოვნა არ შევასრულო და ამიტომ პირადად ჩამოვედიო, საქრთველოში რომ ვბრუნდებოდი ამის გამო გამომატანესო,ვინ ქალიაო ამას უკითხავს და მის სახელს და გვარს არ ეუბნებაა,შოკში ჩავარდიო იხსენებდა ეს ქალი ამ კაცს თან დაუყოლებია გადაეცით რომ მისი თხოვნა შეისმინა წმ.სერაფიმემ და სულ მალე მორჩებაო.ტაძარი რა თქმა უნდა სერაფიმე საროველის სახელობის იყო და ეს კაცი მის მოსალოცად ბრძანდებოდა მონაზვნებს რომ უთხოვიათ საქართველოში ამა და ამ ქალაქში უნდა ჩაიტანოთ ეს მალამოო.როგორია? მე ვაპირებ ამ ქალთან გასაუბრებას და უფრო დაზუსტებით მერე მოგახსენებთ. -------------------- ქართველნო ერთად ღვთისაკენ!
|
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 27th September 2024 - 02:43 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი