საქართველოს ყველა მეფე, ბიოგრაფიები, ბრძოლები, ისტორიკოსთა შეფასებები |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
საქართველოს ყველა მეფე, ბიოგრაფიები, ბრძოლები, ისტორიკოსთა შეფასებები |
ნათია |
Sep 5 2007, 05:34 PM
პოსტი
#1
|
Miss invisible ჯგუფი: მოდერატორ-ფინანსისტი პოსტები: 18,669 რეგისტრ.: 28-February 07 წევრი № 1,224 |
დიდი ქართველი მეფეები:
P.S. თანმიმდევრულად განვიხილოთ ზემოთჩამოთვლილ მეფეთა ბიოგრაფიები, ბრძოლები და ისტორიკოსთა შეფასებები... -------------------- პატიოსნება ჩვენი დროის ჭეშმარიტი არისტოკრატიზმია!
|
ნათია |
Sep 5 2007, 07:35 PM
პოსტი
#2
|
Miss invisible ჯგუფი: მოდერატორ-ფინანსისტი პოსტები: 18,669 რეგისტრ.: 28-February 07 წევრი № 1,224 |
მეფე ფარნავაზი ქართლის (იბერიის) ერთიანი სამეფოს წარმოქმნა დედაქალაქით მცხეთაში უკავშირდება ძვ. წ. IV-III სს-ის მოვლენებს. ძველი ქართული ტრადიცია ქართლის სამეფოს შექმნას მჭიდროდ უკავშირებს მცხეთის ცენტრად გახდომას. ფიქრობენ, რომ სხვადასხვა ქართული გაერთიანებების ურთიერთბრძოლაში გაიმარჯვა იმან, რომელსაც ფარნავაზი ედგა სათავეში. ფარნავაზის სახელმწიფოებრივ საქმიანობას უკავშირდება მცხეთის (არმაზციხის) სამეფოს დედაქალაქად გადაქცევა, არმაზციხის თავდაცვითი ნაგებობების მშენებლობა, საერთო-სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის არმაზის კერპის აღმართვა. შუა საუკუნეების ქართული ტრადიცია ფარნავაზს ქართული მწიგნობრობის (ე. ი. ანბანის) შემოღებას მიაწერს. ფარნავაზი და მისი დინასტია - ფარნავაზიანები დიდ თავდაცვით და საკულტო ნაგებობებს აშენებენ სამეფოს დედაქალაქ მცხეთაში. ძველი ქართული საისტორიო ტრადიცია ფარნავაზის სამეფოს ვრცელ სახელმწიფოდ სახავს. მას ქვეყანა საერისთავოებად დაუყვია და ერისთავთა სათავეში სპასპეტი ჩაუყენებია. ფარნავაზს ემორჩილებოდა ეგრისის მმართველი, რომელსაც წყარო "ქუჯის" სახელით იცნობს. რეალურად, სახელი "ჯიხანქუჯი" მთავარ ციხეს ნიშნავს მეგრულად. ძველ წყაროს მისთვის გაუგებარი სიტყვა პიროვნების სახელად გაუაზრებია. ასე გაჩნდა საქართველოს ისტორიაში ერისთავი "ქუჯი". ფაქტი კი ისაა, რომ ფარნავაზს, როფორც ჩანს, ნამდვილად ემორჩილებოდა ეგური ერთი ნაწილის მმართველი ("სკეპტუხი"), რომლის რეზიდენცია ჯიხანქუჯი იყო. ასე რომ, რეალური ჩანს XI ს. ისტორიკოსის ლეონტი მროველის ცნობა" "ფარნავაზ მეფე იქმნა ყოველსა ქართლსა და ეგურსა ზედა". ვებ გვერდი: http://mamuli.net/Hosting/?iam=iveria&pn=2054 -------------------- პატიოსნება ჩვენი დროის ჭეშმარიტი არისტოკრატიზმია!
|
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 26th September 2024 - 01:12 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი