IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

> წმ. სერაფიმ საროველი, ჩემი მფარველი
N. R.
პოსტი Aug 23 2007, 01:56 PM
პოსტი #1


nino razmadze
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,150
რეგისტრ.: 1-May 07
მდებარ.: tiflisi :)
წევრი № 1,805



ძალიან მიყვარს წმინდა სერაფიმ საროველი smile.gif

მახსოვს პატარა ვიყავი და ერთ-ერთ ტაძარში რომ შევედი თვალში პირველად სერაფიმ საროველოს სათნო და თბილი სახე მომხვდა. არც ვიცოდი რომელი წმინდანი იყო... დანახვისთანავე ძალიან შევიყვარე, ვიყიდე მისი ხატები, დაუჯდომელი და ყოველდღე ვკითხულობდი.

ყოველთვის ვგრძნობდი მის განსაკუთრებულ მფარველობას.


დიდი ხნის მანძილზე ჩემი განსაკუთრებული სიყვარული მის მიმართ ვერაფრით ამეხსნა, მაგრამ ერთხელაც მისი ცხოვრების შესახებ დიდი წიგნი ვიყიდე და დაბადების თარიღად ამოვიკითხე 1 აგვისტო, ჩემი დაბადების დღე smile.gif არ ვიცი, შეიძლება ვიღაცისთვის ეს უბრალოდ დამთხვევა იყოს, მაგრამ ჩემთვის მართლაც სასწაული იყო; საქმე იმაში გახლდათ რომ სადაც მისი ცხოვრება წამეკითხა, ყველგან 19 ივლისი ეწერა.



დარწმუნებული ვარ ფორუმზე ბევრისთვის საყვარელი წმინდანია smile.gif





--------------------
მგონი რაღაცა ხდებაო..... მარა რა ვიცი, რა ვიცი.......... :D
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
 
Reply to this topicStart new topic
გამოხმაურებები
xornabujeli
პოსტი Sep 6 2007, 05:02 AM
პოსტი #2


giorgi
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,304
რეგისტრ.: 24-July 07
მდებარ.: Zveli Tbilisi.
წევრი № 2,509



მეც ძალიან მიყვარს ეს წმინდანი,შეგვეწიოს ყველას მისი ლოცვა.სხვათა შორის ჩემს სოფელში არის მისი სახელობის მონასტერი,რუსების მიერ 19-საუკუნეში აშენებული,ამჟამად ყოველკვირას ვერ სრულდება იქ წირვა-ლოცვა,რადგან მოსაწესრიგებელია საკურთხეველი და ბევრი სხვა რამ ,რასაც გარკვეული ფინანსები სჭირდება.ისე ვისაც სურვილი ექნება შეეწიოს ამ მონასტრის აღდგენას,დამიკავშირდით და მე დაგაკავშირებთ მოძღვართან ვინც ამ ეკლესიაში დრო და დრო აღავლენს ლოცვებს.ეს ეკლესია მდებარეობს ბოდბის ეპარქიაში,კერძოდ დედოფლისწყაროს რაიონის სოფელ სამრეკლოში(კომუნისტების დროს ამ სოფელს ერქვა ჯაფარიძე,რასაც ახლაც ასე ეძახის უმრავლესობა.ხოლო სამრეკლო მისი ისტორიული სახელია).აქვე ვდებ სერაფიმ საროველისადმი სავედრებელ ლოცვას:
"სავედრებელი ლოცვა ღირსისა მამისა სერაფიმე საროველისადმი
ჰოი, დიდად სათნომყოფო უფლისა, ღირსო და ღმერთშემოსილო მამაო სერაფიმე! მოიხილე საყდრითა დიდებისათა ჩვენ უძლურთა და უღირსთა მრავალთა ცოდვათა გამო ტვირთმძიმეთა, შენისა ლოცვისა და ნუგეშინისცემისა მთხოვნელთა ზედა, შეგვიტკბე ჩვენ გულმოწყალებისა შენისათვის და შეგვეწიე, რაჲთა ქრისტეს მცნებანი უმანკოდ დავიცვად, სარწმუნოება მართლმადიდებლობისა მტკიცედ ვიპყრათ, სინანული ცოდვათა ჩვენთათვის უფალსა გულწრფელად მივართვათ და ღმრთისმსახურებასა შინა წარვემატებოდეთ, რაჲთა ღირსნი ვიქმნეთ ლოცვათა შენითა წინაშე ღმრთისა ჩვენთვის შეწირულისა.

ჰოი, წმიდაო ღმრთისაო, შეისმინე ჩვენი, შენდამი სიყვარულითა და სარწმუნოებითა ლოცვათა შემწირველთა და ნუ მომიძაგებ, ჩვენ, რომელნი ვითხოვთ შეწევნასა შენსა: აწ და ჟამსა აღსსრულებისასა შეგვეწიე ჩვენ და გარე შეგვზღუდე ლოცვითა შენითა მზაკვართა ეშმაკთა ზედა დასხმისაგან, რაჲთა არა გვეუფლნენ წინააღმდგომნი სულნი ბოროტნი, არამედ ღირს ვიქმნეთ მეოხებითა შენითა დამკვიდრებად სასუფეველსა ცათასა. შენზედა დაგვიძს სასოებაჲ ჩვენი მამაო მოწყალეო, გვექმენ ჩვენ მმართებლად გზასა ზედა ხსნისასა, რაჲთა წინამძღოლობითა შენითა მივიწივნეთ დაუღამებელსა ნათელისა საყდარსა ყოვლადწმიდისა სამებისასა, რომელსა ვუგალობთ და ვადიდებთ ყოველთა წმიდათა თანა, ყოვლად თაყვანისსაცემსა სახელსა მამისა და ძისა და წმიდისა სულისა უკუნითი უკუნისამდე. ამინ.

ჰოი უსაკვირველესო მამაო სერაფიმე, საროვოს დიდო სასწაულთმოქმედო, სწრაფლშემსმენო შენდა მოლტოლვილთაო! ჟამსა ამას სოფელში მოღვაწებისასა არავინ არს წარსულ შენგან უნუგეშოდ და სევდიან, არამედ ყოველთათვის საამო იყო ხილვა სახისა შენისა და კეთილ მითვალულ ხმა ბაგეთა შენთა, ნიჭი კურნებისა მჭვრეტელობისა, უმწეოთა სულთა წამლობისა უხვად არს შენში, ყოვლად ნეტარო, ოდეს უფალმა მოგიწოდა შენ, ღირსო მამაო სერაფიმე ზეციურ განსვენებისათვის, სიყვარული შენი არა დაუტევე ჩვენგან, არამედ აღურაცხელ არიან საკვირველებანი შენნი და ურიცხვ ვითარცა ვარსკვლავნი ცისანი, ღირსო მამაო, საკვირველმოქმედო სერაფიმე, სასოებით გიღაღადებთ: უწყნარესო და მშვიდო წმიდაო ღმრთისაო, უფლისადმი შემმართებელო მლოცველო, შენდა შევრდომილნი შეწევნასა შენსა ვითხოვთ: მიართვ მადლმოსილი ლოცვაჲ შენი ჩვენ ცოდვილთათვის უფალსა ყოვლისა მპყრობელსა, რაჲთა აცხოვნოს სულნი ჩვენნი, განამტკიცოს სამშობლო ჩვენი,მოგვანიჭოს ყოველი კეთილი ამა ცხოვრებასა შინა და უმჯობესი სულისა ჩვენისა, დაგვიფაროს ცოდვით დაცემისაგან და მოგვმადლოს ნიჭი ჭეშმარიტი სინანულისა, რაჲთა დაუბრკოლებლად მივიწივნეთ სამარადისოსა სასუფეველსა ცათასა, სადაცა დაუსრულებელ არს წარუვალი ნათელი დიდებისა მისისა და ჩვენცა ყოველთა წმიდათა თანა შევასხმიდეთ გალობასა, პატივსა და თაყვანისცემასა, ყოვლადწმიდასა ერთარსსა, ცხოველსმყოფელსა და განუყოფელსა სამებასა, საუკუნეთა უკუნისამდე. ამინ.

ჩემი მობილურია:899-925-129 bye1.gif


--------------------
"Nosce te ipsum – შეიცან თავი შენი."
----------------------------------------------
"აქა ვდგავარ და სხვაგვარად არ ძალმიძს."

''მთავარში - ერთობა, სადაოში - თავისუფლება, მაგრამ ყველაფერში - სიყვარული!

''მოგვეცი ძალა უფალო,რათა უმადურობით არ განგეშოროთ! ამინ!"
----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
"Lord Jesus, I believe you are the Son of God. Thank you for dying on the cross for my sins. Please forgive my sins and give me the gift of eternal life. I ask you in to my life and heart to be my Lord and Savior. I want to serve you always."
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

პოსტი ამ თემაში
N. R.   წმ. სერაფიმ საროველი   Aug 23 2007, 01:56 PM
.nino   წმიდა სერაფიმე სარ...   Aug 23 2007, 04:03 PM
მართა   მე ამ ბოლოდროინდელ...   Sep 5 2007, 04:45 PM
დავით ივერიელი   ნაცნობი სიტუაცია...   Sep 5 2007, 04:52 PM
ნათია   ანემზიანი არქიეპი...   Sep 5 2007, 04:54 PM
ქავთარაძე   N. R. უი მე გერგეთის ე...   Sep 5 2007, 04:58 PM
ნათია   საროველი სასწაულთ...   Sep 5 2007, 05:01 PM
ქავთარაძე   ვერ მივხვდი :( ჩვენ ...   Sep 5 2007, 05:03 PM
xornabujeli   მეც ძალიან მიყვარს...   Sep 6 2007, 05:02 AM
დათიკო   მომწონს მისი ხატი, ...   Sep 6 2007, 09:31 PM
catherina_10   შეგვეწიოს წმ. სერა...   Sep 26 2007, 01:26 PM
N. R.   დღეს სერაფიმ საროვ...   Jan 15 2008, 01:28 PM
Маиа   მეც გილოცავთ ყველა...   Jan 15 2008, 05:23 PM
N. R.   მეც გილოცავთ ყველ...   Mar 9 2008, 07:36 PM
llaasshhaa   დღეს მაჩუქეს წმინდ...   Jan 16 2008, 10:19 PM
თათარაშვილი   მიყვარს ეს წმინდან...   Jan 16 2008, 10:19 PM
მნათე   მამა სერაფიმე :მპუ...   Jan 16 2008, 11:54 PM
ket_ketevani   გფარავდეთ მისი ლოც...   Jan 17 2008, 02:01 PM
llaasshhaa   ket_ketevani :მპუა2: შენც :) ...   Jan 18 2008, 02:36 AM
makiki   წმინდა სერაფიმ სარ...   Mar 4 2008, 08:11 PM
maia-maia   წმინდა სერაფიმე მა...   Mar 10 2008, 03:53 PM
xornabujeli   :) ყველას გეწოდეთ ,გ...   Mar 11 2008, 04:55 AM
lelio   იცით რა საოცარი შე...   Mar 14 2008, 11:16 PM
.nino   წმინდა სერაფიმს ლ...   Mar 16 2008, 12:36 AM
nino_ni   ''მეორედ მოსვლის...   Mar 22 2008, 11:40 PM
nini_1   ket_ketevani ქეთ გთხოვ რა ი...   Apr 1 2008, 08:12 AM
sapo   საროველი სასწაულთ...   Apr 2 2008, 02:54 PM
sapo   http://i020.radikal.ru/0804/20/263ea410ecbe.jpg h...   Apr 2 2008, 03:16 PM
marine   "მრავალი ერი აღიხ...   Nov 30 2009, 03:52 PM
marine   "ადამიანმა რომ იც...   Dec 8 2009, 12:08 PM
guest1   ახლა ვამთავრებ ვალ...   Apr 29 2010, 12:47 AM
uxucesi   http://i080.radikal.ru/1005/8a/01a2e0d6c9a7.jpg [u...   May 1 2010, 02:49 PM
shxelda   დღეს რუსულ საიტზე ...   Aug 26 2010, 07:10 PM
gvanchi   წმინდა სერაფიმეს ხ...   Jul 4 2011, 08:57 PM
Lidl   http://www.orthodoxtheology.ge/2011/06/blog-post_3...   Jul 4 2011, 08:59 PM
gvanchi   ზოგან 2იავარია და ზ...   Jul 4 2011, 09:04 PM
.ნინო   კი, 2 იანვარი ძველი ...   Jul 6 2011, 03:04 PM
gvanchi   კი, 2 იანვარი ძველი ...   Jul 6 2011, 08:55 PM
GIORGI LELUASHVILI   gvanchi ეს კიდევ ერთი კ...   Jul 7 2011, 10:21 AM
.ნინო   ჩარჩზე ყველა მოდე...   Jul 7 2011, 12:54 PM
GIORGI LELUASHVILI   .ნინო ნწუ -_-   Jul 7 2011, 01:45 PM
მხევალი ნინო   რუსულად მაქვს სერა...   Jul 12 2011, 11:20 PM
მხევალი ნინო   რუსულად მაქვს სერა...   Jul 12 2011, 11:20 PM
sibrdzne.ge   წმინდა სერაფიმე სა...   Sep 5 2011, 04:36 PM
mevar   დღეს 15 იანვარს მისი...   Jan 16 2012, 12:13 AM
marine   მუდმივად იკითხეთ წ...   Sep 12 2013, 02:49 PM
marine   "ღირსმა მამამ დივ...   Apr 10 2015, 12:22 PM
marine   „ერთ მონაზონს გაუმ...   Apr 10 2015, 12:46 PM
marine   „მხიარულება კი ცოდ...   Apr 10 2015, 08:38 PM
marine   "...შემოდგომა ახლო...   Jun 17 2015, 11:23 AM
marine   "წმინდა სერაფიმე ...   Sep 25 2015, 08:24 PM
marine   "ვისაც უყვარს ეს ...   Jan 3 2017, 08:49 PM
marine   "დიდია წმინდა სერ...   Oct 19 2017, 10:26 AM
marine   "წმინდა სერაფიმე ...   Dec 9 2017, 08:14 PM
marine   "ბოლო ჟამს უფლის ...   Feb 5 2018, 10:42 AM
marine   "ვლადიმირში ერთ ო...   Feb 26 2019, 05:22 PM
marine   "ერთი ქრისტიანი ქ...   Mar 4 2019, 03:16 PM
marine   "გზა გაიკვლიე უფლ...   Aug 9 2019, 10:08 PM
marine   "წმინდა სერაფიმე ...   Jul 21 2020, 03:04 PM
marine   "მე ვიყავი ჩეჩნეთ...   Apr 12 2022, 08:47 PM
marine   "ჩემს გოგონას გას...   Apr 14 2022, 08:57 PM
marine   "მამაჩემი ვალენტ...   Jul 7 2022, 03:58 PM
marine   "2001 წელს, 1 მაისს ვი...   Jul 7 2022, 07:06 PM
marine   "ღირსმა სერაფიმე ...   Nov 15 2022, 06:38 PM
marine   "2013 წლის ზაფხულში ...   Nov 17 2022, 06:55 PM
marine   "მამა სერაფიმესთ...   Nov 18 2022, 09:54 PM
marine   "ავად გაგვიხდა ჩე...   Jul 13 2023, 07:44 PM
marine   "ერთხელ საროვოს ს...   Feb 11 2024, 08:47 PM


Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 24th May 2024 - 07:31 AM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი