წმ. სერაფიმ საროველი, ჩემი მფარველი |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
წმ. სერაფიმ საროველი, ჩემი მფარველი |
N. R. |
Aug 23 2007, 01:56 PM
პოსტი
#1
|
nino razmadze ჯგუფი: Members პოსტები: 3,150 რეგისტრ.: 1-May 07 მდებარ.: tiflisi :) წევრი № 1,805 |
ძალიან მიყვარს წმინდა სერაფიმ საროველი
მახსოვს პატარა ვიყავი და ერთ-ერთ ტაძარში რომ შევედი თვალში პირველად სერაფიმ საროველოს სათნო და თბილი სახე მომხვდა. არც ვიცოდი რომელი წმინდანი იყო... დანახვისთანავე ძალიან შევიყვარე, ვიყიდე მისი ხატები, დაუჯდომელი და ყოველდღე ვკითხულობდი. ყოველთვის ვგრძნობდი მის განსაკუთრებულ მფარველობას. დიდი ხნის მანძილზე ჩემი განსაკუთრებული სიყვარული მის მიმართ ვერაფრით ამეხსნა, მაგრამ ერთხელაც მისი ცხოვრების შესახებ დიდი წიგნი ვიყიდე და დაბადების თარიღად ამოვიკითხე 1 აგვისტო, ჩემი დაბადების დღე არ ვიცი, შეიძლება ვიღაცისთვის ეს უბრალოდ დამთხვევა იყოს, მაგრამ ჩემთვის მართლაც სასწაული იყო; საქმე იმაში გახლდათ რომ სადაც მისი ცხოვრება წამეკითხა, ყველგან 19 ივლისი ეწერა. დარწმუნებული ვარ ფორუმზე ბევრისთვის საყვარელი წმინდანია -------------------- მგონი რაღაცა ხდებაო..... მარა რა ვიცი, რა ვიცი.......... :D
|
xornabujeli |
Sep 6 2007, 05:02 AM
პოსტი
#2
|
giorgi ჯგუფი: Members პოსტები: 1,304 რეგისტრ.: 24-July 07 მდებარ.: Zveli Tbilisi. წევრი № 2,509 |
მეც ძალიან მიყვარს ეს წმინდანი,შეგვეწიოს ყველას მისი ლოცვა.სხვათა შორის ჩემს სოფელში არის მისი სახელობის მონასტერი,რუსების მიერ 19-საუკუნეში აშენებული,ამჟამად ყოველკვირას ვერ სრულდება იქ წირვა-ლოცვა,რადგან მოსაწესრიგებელია საკურთხეველი და ბევრი სხვა რამ ,რასაც გარკვეული ფინანსები სჭირდება.ისე ვისაც სურვილი ექნება შეეწიოს ამ მონასტრის აღდგენას,დამიკავშირდით და მე დაგაკავშირებთ მოძღვართან ვინც ამ ეკლესიაში დრო და დრო აღავლენს ლოცვებს.ეს ეკლესია მდებარეობს ბოდბის ეპარქიაში,კერძოდ დედოფლისწყაროს რაიონის სოფელ სამრეკლოში(კომუნისტების დროს ამ სოფელს ერქვა ჯაფარიძე,რასაც ახლაც ასე ეძახის უმრავლესობა.ხოლო სამრეკლო მისი ისტორიული სახელია).აქვე ვდებ სერაფიმ საროველისადმი სავედრებელ ლოცვას:
"სავედრებელი ლოცვა ღირსისა მამისა სერაფიმე საროველისადმი ჰოი, დიდად სათნომყოფო უფლისა, ღირსო და ღმერთშემოსილო მამაო სერაფიმე! მოიხილე საყდრითა დიდებისათა ჩვენ უძლურთა და უღირსთა მრავალთა ცოდვათა გამო ტვირთმძიმეთა, შენისა ლოცვისა და ნუგეშინისცემისა მთხოვნელთა ზედა, შეგვიტკბე ჩვენ გულმოწყალებისა შენისათვის და შეგვეწიე, რაჲთა ქრისტეს მცნებანი უმანკოდ დავიცვად, სარწმუნოება მართლმადიდებლობისა მტკიცედ ვიპყრათ, სინანული ცოდვათა ჩვენთათვის უფალსა გულწრფელად მივართვათ და ღმრთისმსახურებასა შინა წარვემატებოდეთ, რაჲთა ღირსნი ვიქმნეთ ლოცვათა შენითა წინაშე ღმრთისა ჩვენთვის შეწირულისა. ჰოი, წმიდაო ღმრთისაო, შეისმინე ჩვენი, შენდამი სიყვარულითა და სარწმუნოებითა ლოცვათა შემწირველთა და ნუ მომიძაგებ, ჩვენ, რომელნი ვითხოვთ შეწევნასა შენსა: აწ და ჟამსა აღსსრულებისასა შეგვეწიე ჩვენ და გარე შეგვზღუდე ლოცვითა შენითა მზაკვართა ეშმაკთა ზედა დასხმისაგან, რაჲთა არა გვეუფლნენ წინააღმდგომნი სულნი ბოროტნი, არამედ ღირს ვიქმნეთ მეოხებითა შენითა დამკვიდრებად სასუფეველსა ცათასა. შენზედა დაგვიძს სასოებაჲ ჩვენი მამაო მოწყალეო, გვექმენ ჩვენ მმართებლად გზასა ზედა ხსნისასა, რაჲთა წინამძღოლობითა შენითა მივიწივნეთ დაუღამებელსა ნათელისა საყდარსა ყოვლადწმიდისა სამებისასა, რომელსა ვუგალობთ და ვადიდებთ ყოველთა წმიდათა თანა, ყოვლად თაყვანისსაცემსა სახელსა მამისა და ძისა და წმიდისა სულისა უკუნითი უკუნისამდე. ამინ. ჰოი უსაკვირველესო მამაო სერაფიმე, საროვოს დიდო სასწაულთმოქმედო, სწრაფლშემსმენო შენდა მოლტოლვილთაო! ჟამსა ამას სოფელში მოღვაწებისასა არავინ არს წარსულ შენგან უნუგეშოდ და სევდიან, არამედ ყოველთათვის საამო იყო ხილვა სახისა შენისა და კეთილ მითვალულ ხმა ბაგეთა შენთა, ნიჭი კურნებისა მჭვრეტელობისა, უმწეოთა სულთა წამლობისა უხვად არს შენში, ყოვლად ნეტარო, ოდეს უფალმა მოგიწოდა შენ, ღირსო მამაო სერაფიმე ზეციურ განსვენებისათვის, სიყვარული შენი არა დაუტევე ჩვენგან, არამედ აღურაცხელ არიან საკვირველებანი შენნი და ურიცხვ ვითარცა ვარსკვლავნი ცისანი, ღირსო მამაო, საკვირველმოქმედო სერაფიმე, სასოებით გიღაღადებთ: უწყნარესო და მშვიდო წმიდაო ღმრთისაო, უფლისადმი შემმართებელო მლოცველო, შენდა შევრდომილნი შეწევნასა შენსა ვითხოვთ: მიართვ მადლმოსილი ლოცვაჲ შენი ჩვენ ცოდვილთათვის უფალსა ყოვლისა მპყრობელსა, რაჲთა აცხოვნოს სულნი ჩვენნი, განამტკიცოს სამშობლო ჩვენი,მოგვანიჭოს ყოველი კეთილი ამა ცხოვრებასა შინა და უმჯობესი სულისა ჩვენისა, დაგვიფაროს ცოდვით დაცემისაგან და მოგვმადლოს ნიჭი ჭეშმარიტი სინანულისა, რაჲთა დაუბრკოლებლად მივიწივნეთ სამარადისოსა სასუფეველსა ცათასა, სადაცა დაუსრულებელ არს წარუვალი ნათელი დიდებისა მისისა და ჩვენცა ყოველთა წმიდათა თანა შევასხმიდეთ გალობასა, პატივსა და თაყვანისცემასა, ყოვლადწმიდასა ერთარსსა, ცხოველსმყოფელსა და განუყოფელსა სამებასა, საუკუნეთა უკუნისამდე. ამინ. ჩემი მობილურია:899-925-129 -------------------- "Nosce te ipsum – შეიცან თავი შენი."
---------------------------------------------- "აქა ვდგავარ და სხვაგვარად არ ძალმიძს." ''მთავარში - ერთობა, სადაოში - თავისუფლება, მაგრამ ყველაფერში - სიყვარული! ''მოგვეცი ძალა უფალო,რათა უმადურობით არ განგეშოროთ! ამინ!" ---------------------------------------------------------------------------------------------------------------------------- "Lord Jesus, I believe you are the Son of God. Thank you for dying on the cross for my sins. Please forgive my sins and give me the gift of eternal life. I ask you in to my life and heart to be my Lord and Savior. I want to serve you always." |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 26th September 2024 - 06:37 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი