![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() |
დავით ივერიელი |
![]() ![]()
პოსტი
#1
|
![]() Illuminatus ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 1,988 რეგისტრ.: 27-July 06 მდებარ.: L.o.r.i.e.n. წევრი № 21 ![]() |
***
-------------------- მერე რა რომ . . .
|
![]() ![]() |
afxazi |
![]()
პოსტი
#2
|
![]() დავითი ![]() ![]() ![]() ჯგუფი: სენატის თავმჯდომარე პოსტები: 8,814 რეგისტრ.: 7-March 07 წევრი № 1,291 ![]() |
იოანეს სახარების პირველი თავის 10 და 11 მუხლების გრიგოლ დიაჩენკოსეული კომენტარები:
10. "სოფელსა შინა იყო და, და სოფელი მის მიერ შეიქმნა, და სოფემან იგი ვერ იცნა" ვერ შეიცნო თავისი ცოდვისმიერი დაბნელების გამო. სიტყვაში "სოფელი" უნდა ვიგულისხმოთ მთელი მაშინდელი კაცობრიობა - იუდეველები და წარმართები, რადგანაც იუდეველები სხვა ხალხების დარად, გარდა დადებითი (საღმრთო) გამოცხადებისა, კიდევ ბუნებითი გონების ნათელითაც სარგებლობდნენ. მაგრამ მაინც, უპირატესად, სიტყვა მსოფლიოს ქვეშ აქ წარმართული მსოფლიო იგულისხმება, რადგან საკუთრივ იუდეველთა შესახებ შემდგომაა საუბარი. 11. თვისთა თანა მოვიდა, და თვისთა იგი არა შეიწყნარეს" "თვისთა თანა" საპირისპიროა სიტყვისა "სოფელი", და აღნიშნავს იუდეველ ხალხს. ეს ნათლად ჩანს იქიდანაც, რომ ძველი აღთქმის მრავალ ადგილას ღვთის ერი სწორედ ასე იწოდება (გამ. 19,5; II სჯული 7,6. 14,2. 26,18. ფს. 134,4). გამოთქმით, "თვისთა თანა მოვიდა" მახარებელი მიუთითებს ღმრთაების სიტყვის გარეგან, ისტორიულ, პიროვნულ მოსვლაზე ამქვეყნად, თავის ერში, რომელიც მომზადებული იყო მის მისაღებად ღმერთის საგანგებო წინამძღვრობით. მაგრამ, როგორც სოფელმა - წარმართუმა სამყარომ ვერ შეიცნო, ასევე თავისიანებმაც არ მიიღეს, არ შეიწყნარეს იგი. სიტყვებით "თვისთა იგი არა შეიწყნარეს" მახარებელს, ალბათ, იმ აზრის გამოხატვა უნდოდა, რომ სიტყვა_ღმერთი არ მიიღო და უარყო არა რამდენიმე პიროვნებამ, არამედ - მთელმა ერმა. ამქვეყნად თავის ერში მოსული სიტყვა_ღმერთი ჯერ-იყო შეწყნარებულ ყოფილიყო ამ ერის მიერ. და ჯერ-იყო დამკვიდრებულიყო თვისთა თანა, თავის ხალხში, მაგრამ ამ ხალხმა არ მიიღო, არ შეიწყნარა იგი. -------------------- სათნოება თვითკმარია ბედნიერებისთვის კლიმენტი ალექსანდრიელი |
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 13th July 2025 - 05:36 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი