აბო-ქართველი წმინდანი? |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
აბო-ქართველი წმინდანი? |
ზებედე |
Jul 12 2007, 06:25 AM
პოსტი
#1
|
ზეციკეთი ჯგუფი: Members პოსტები: 4,332 რეგისტრ.: 27-July 06 წევრი № 19 |
სამწუხაროდ, თემა დახურეს, სადაც მინდოდა გამერკვია რას ნიშნავს გამოთქმა "ქართველნო ერთად ღვთისაკენ" მაგრამ არგუმენტების არ ქონის გამო თემა დახურეს...თუმცა გამოიკვეთა ერთ-ერთი აზრი იმაზე, რომ ეროვნებით არაქართველი მოწამეეები, რომლებიც საქართველოში ეწამნენ ქრისტესთვის, ქართველი წმინდანები არიან. ჩემთვის გაუგებარია რატომ არის აბო ტფილელი ქართველი წმინდანი? იმიტომ რომ საქართველოში ეწამა? ეს ფილეტიზმი არ არის? მე მგონი უფრო სწორია საქართველოში წამებული წმ. აბო, და არა ქართველი წმინდანი აბო. თუ ქართველი წმ. აბოს ლოგიკით ვიმსჯელებთ მაშინ წმ. გრიგოლ ფერაძე (ვარშავაში წამებული), ანთიმოზ ივერიელი (უცხოეთში წამებული, მოღვაწეობდა რუმინეთში) ქართველი წმინდანები არ ყოფილან, რადგან საქართველოს ეკლესიაში არ წამებულან ან სხვაგან მოღვაწეობდნენ....
-------------------- მზეო ამოდი, ამოდი ნუ ეფარები გორასა წიწილის თეთრი ბუმბული, ველად გაჰქონდა ნიავსა |
დავითი |
Sep 6 2007, 07:14 PM
პოსტი
#2
|
Newbie ჯგუფი: Members პოსტები: 37 რეგისტრ.: 16-December 06 მდებარ.: ნიუ იორკი წევრი № 700 |
წმინდანები არ იყოფებიან ისე ტომობრივი ნიშნით.
წმინდანად თუ აღიარებ ადამიანს, ესე იგი ღმერთთან არის წმინდანი (ყოველ შემთხვევაში ეს იგულისხმება ამ სიტყვაში), ხოლო ღმერთი არ ასხვავებს პიროვნებებს ტომობრივი ნიშნით. ეს მთლიანად მიწიერი მოვლენაა, და სრული სისულელეა საუბარი წმინდანების წარმოშობაზე. |
მარიამი |
Sep 6 2007, 07:19 PM
პოსტი
#3
|
+ + + ჯგუფი: Senators პოსტები: 12,615 რეგისტრ.: 23-July 06 მდებარ.: თბილისი წევრი № 6 |
წმინდანები არ იყოფებიან ისე ტომობრივი ნიშნით. წმინდანად თუ აღიარებ ადამიანს, ესე იგი ღმერთთან არის წმინდანი (ყოველ შემთხვევაში ეს იგულისხმება ამ სიტყვაში), ხოლო ღმერთი არ ასხვავებს პიროვნებებს ტომობრივი ნიშნით. ეს მთლიანად მიწიერი მოვლენაა, და სრული სისულელეა საუბარი წმინდანების წარმოშობაზე. ეგ გასაგებია, მაგრამ მაინც არსებობს ტერმინი: ქართველი წმინდანები, რუსი წმინდენები, სერბი წმინდანები და ამაში მე ცუდს ვერაფერს ვხედავ. და ეს, რა თქმა უნდა, არ ნიშნავს, რომ მე არა-ქართველი წმინდანის მიმართ არ უნდა ვილოცო ან ნაკლებად შემეწევა. თუმცა ყველა ერი თავის წმინდანებს განსაკუთრებულ პატივს მიაგებს და ვერც ამაში ვხედავ ცუდს ვერაფერს. რა გასაკვირია, რომ თამარობა საქართველოში უფრო მეტად იდღესასწაულონ, ვიდრე, ვთქვათ, საბერძნეთში? -------------------- ნუ მივატოვებთ ერთმანეთს, როცა ერთმანეთს ვჭირდებით...
|
დავითი |
Sep 6 2007, 11:08 PM
პოსტი
#4
|
Newbie ჯგუფი: Members პოსტები: 37 რეგისტრ.: 16-December 06 მდებარ.: ნიუ იორკი წევრი № 700 |
ეგ გასაგებია, მაგრამ მაინც არსებობს ტერმინი: ქართველი წმინდანები, რუსი წმინდენები, სერბი წმინდანები და ამაში მე ცუდს ვერაფერს ვხედავ. და ეს, რა თქმა უნდა, არ ნიშნავს, რომ მე არა-ქართველი წმინდანის მიმართ არ უნდა ვილოცო ან ნაკლებად შემეწევა. თუმცა ყველა ერი თავის წმინდანებს განსაკუთრებულ პატივს მიაგებს და ვერც ამაში ვხედავ ცუდს ვერაფერს. რა გასაკვირია, რომ თამარობა საქართველოში უფრო მეტად იდღესასწაულონ, ვიდრე, ვთქვათ, საბერძნეთში? კი, მაგრამ ამ შემთხვევაში არაბები ნაკლებად სავარაუდოა, რომ მიაგებენ პატივს აბო თბილელს და თუკი საერთოდ ამ პიროვნების ისტორიას გავითვალისწინებთ, ცხადია, რომ მის წარმოშობას არავითარი მნიშვნელობა არა აქვს. ეს არის უბრალოდ ადამიანი, რომელმაც თავი დადო ქრისტიანობისათვის. ეს მოხდა საქართველოს ტერიტორიაზე ეს არის და ეს. თუ გნებავთ, იგი იყო ეროვნებით არაბი ადამიანი, მაგრამ არის ქართველი წმინდანი. აქ არანაირი წინააღმდეგობა არ არის. აი თუ ვინმეს ჰგონია, რომ ეს ორი ერთად შეუძლებელია, და იმისათვის რომ ქართველ წმინდანად ჩაითვალოს აუცილებელია თავის არაბობაზე უარი ეთქვა, ეს უკვე მისი პრობლემაა . |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 23rd September 2024 - 08:25 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი