გრიგოლ ბაკურიანის მკაცრი დადგენილება, პეტრიწონის ქართველთა მონასტრის ტიპიკონი |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
გრიგოლ ბაკურიანის მკაცრი დადგენილება, პეტრიწონის ქართველთა მონასტრის ტიპიკონი |
Georg |
Nov 3 2006, 12:31 AM
პოსტი
#1
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 424 რეგისტრ.: 29-August 06 წევრი № 122 |
გრიგოლ ბაკურიანი - პეტრიწონში არც ერთი ბერძენი ბერად!
პეტრიწონის ქართველთა მონასტრის ტიპიკონი - შედგენილია ბიზანტიის სამსახურში მყოფი ქართველი დიდებულის, დასავლეთის დიდი დომესტიკოსის გრიგოლ ბაკურიანის ძის მიერ 1083 წელს. პეტრიწონში დაარსებული ქართველთა მონასტრის ტიპიკონი შედგენილი იყო ქართულ და ბერძნულ ენებზე. ჩვენამდე მოაღწია ორივე ტექსტმა. ისინი გამოცემულია მაღალ მეცნიერულ დონეზე. ივანე ჯავახიშვილის დროს გამოცემული იყო ტიპიკონის მხოლოდ ბერძნული ტექსტი, განხორციელებული ბელგიელი ორიენტალისტის ლუი პეტის მიერ (1904 წელს). ივანე ჯავახიშვილი როდესაც აღწერს "საქართველოს სოციალურ და კულტურულ მდგომარეობას გაერთიანების ხანაში", ერთგან აღნიშნავს, რომ "ქართველთა ამ გრძნობის (მოძალადე ბიზანტიელთა მიმართ უარყოფითი დამოკიდებულების) გამომხატველია გამოჩენილი ქართველი მოღვაწის გრიგოლ ბაკურიანის მკაცრი დადგენილება, რომელიც მან თავის მიერ დაარსებულს პეტრიწონის ქართველთა მონასტრის ტიპიკონში შეიტანა, რომ მონასტერში ბერძენი არასდროს არ შეეშვათ ბერად, შეიძლებოდა მხოლოდ ერთი ბერძენი ყოფილიყო, ისიც მხოლოდ ბერძნულის მწერლად". ივანე ჯავახიშვილი ენციკლოპედიური ლექსიკონი, თსუ-ს გამომცემლობა, 2002 წელი, გვ. 525; -------------------- "არა გეცრუვნეთ შენ სიწმიდით, მშობელო ჩვენო წმიდაო სამოციქულო ეკლესიაო, არცა განგცეთ შენ, სიქადულო ჩვენო მართლმადიდებლობაო!"
წმიდა მეფე დავით აღმაშენებელი (რუის-ურბნისის კრების ძეგლისწერა) |
AnDaIn |
Nov 3 2006, 12:46 AM
პოსტი
#2
|
დაურეგისტრირებელი |
გასაგებია მაგრამ აგრესია რაში გამოიხატებოდა? და რას ნიშნავს არ შეეშვათ არ ქონდათ უფლება ქართულ მონასტერში მსახურებისა?
|
Georg |
Nov 3 2006, 01:03 AM
პოსტი
#3
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 424 რეგისტრ.: 29-August 06 წევრი № 122 |
გასაგებია მაგრამ აგრესია რაში გამოიხატებოდა? და რას ნიშნავს არ შეეშვათ არ ქონდათ უფლება ქართულ მონასტერში მსახურებისა? აგრესია იმაში გამოიხატება, რომ ერთმორწმუნე ბიზანტია საქართველოს ექცეოდა უარესად ვიდრე სპარსეთი, ოსმალეთი და მოგვიანებით რუსეთი(ეს ყველაფერი კარგად ჩანს "დიდოსტატის მარჯვენაში", იმედია სკოლაში გაივლით). ბიზანტიის სწორედ ასეთი მტრობის გამო საქართველოს მიმართ, გრიგოლ ბაკურიანმა შექმნა პეტრიწონის მკაცრი(ბერძნების მიმართ) ტიპიკონი(იგივე ტიბიკონი ანუ მონასტრის წესდება, იგი ორი სახისაა: საღვთისმეტყველო, ანუ წირვა-ლოცვის ჩატარების განგების შემცველი, და დისციპლინარული, ანუ მონასტრის მართვა-გამგეობისა და სამეურნეო ყოფის განმსაზღვრელი). -------------------- "არა გეცრუვნეთ შენ სიწმიდით, მშობელო ჩვენო წმიდაო სამოციქულო ეკლესიაო, არცა განგცეთ შენ, სიქადულო ჩვენო მართლმადიდებლობაო!"
წმიდა მეფე დავით აღმაშენებელი (რუის-ურბნისის კრების ძეგლისწერა) |
Sotiris |
Nov 5 2006, 08:13 PM
პოსტი
#4
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 1,567 რეგისტრ.: 3-November 06 წევრი № 382 |
აგრესია იმაში გამოიხატება, რომ ერთმორწმუნე ბიზანტია საქართველოს ექცეოდა უარესად ვიდრე სპარსეთი, ოსმალეთი და მოგვიანებით რუსეთი(ეს ყველაფერი კარგად ჩანს "დიდოსტატის მარჯვენაში", იმედია სკოლაში გაივლით). ვაჰ, დარწმუნებული ხარ მაგაში? აბა კონსტანტინე კეისარი არ იყო, მელქისედეკ კათოლიკოსი საბოძვარით რომ აავსო? აგერ ა ჩანართი "მატიანე ქართლისაში": "ამისა შემდგომად წარვიდა პატრიაქი მელქისედეკ კოსტანტინე მეფისა წინაშე კოსტანტინეპოლედ. შეიწყნარა მეფემან ბერძენთამან კოსტანტინე<მ> და მოსცა მესამკობელნი ეკლესიათა, ხატნი და ჯუარნი, და ყოველი სამღდელთმთავრო და სამღდელო სამკაული. მოვიდა ქუეყანასა და სამწყსოსა თჳსსა და იყიდა სოფლები ტაოს: ზადკარეკი ხუთითა აგარა[ჲ]თა, და ძაღლის-ჴევს იყიდა სოფელი ოროთა სამითა აგარა[ჲ]თა. ესე ორნი-ვე სოფელნი მათითა აგარა[ჲ]თა თჳსთა ძმათა განძითა იყიდა. და კლარჯეთს მოიგო სოფელი ერთი სხლოანი. და შავშეთს მოიგო სოფელი დიდი სხლობანი, აგარა მისი ნაღუარევი. და ჯავახეთს მოიგო სოფელი ტონთიო. და კოლას მოიგო და დააშენა სოფელი დიდი ო/როტანი აგარა[ჲ]თა. და ფანავარს ააშენა სოფელი ერთი მახაროვანი. და საკოეთს შეიპყრნა და ააშენნა სოფელნი ორნი <და>: ნაქალაქევი და ბერდაძონი, და დაუდვა წმიდასა ამას დედა-ქალაქსა მცხეთას, სუეტსა ცხოველსა." და აგერ მეორე ჩანართი: "მოკუდა კათალიკოზი სჳმონ და დასუა ამან მეფემან დიდებულთა კაცთა შვილი მეყვისი და გაზრდილი თჳსი მელქისედეკ კათალიკოზ-პატრიაქად. ხოლო ესე წმიდაჲ წარვიდა ბერძენთა მეფისა ბასილის წინაშე კოსტანტინეპოლედ, რათა შეეწიოს. რამეთუ იყო დიდი ესე კათოლიკე სამოციქულო ეკლესია სვეტი-ცხოველი, რომელი ვახტანგ გორგასალს აღეშენა, დაძველებულ იყო და ჟამთა შლილობით გარეშემო სტოანი და ბჭენი დაქცეულ იყო, და აღარა-ვინ იყო მწე აღშენებად და არ-ცა-რა-ვის ძალ-ედვა აღშენება მისი. და მივიდა და მიუთხრა ყოველი შეუძლებლობა ქართველთა და სათხოველი თჳსი. მაშინ მეფემან ბასილი მოსცა მონასტერი ჴესტორია, რომელ[სა] რ~ე სოფელი აქუს, განძი და შესამკობელნი ეკლესიათანი, ხატნი და ჯუარნი, და ყოველი-ვე სამღდელთმთავრო და სამღდელო სამკაული. წარმოვიდა და მოიწია ქუეყანასა-ვე თჳსსა ქართლად და სამეუფოდ ქალაქად მცხეთად, და იწყო შენებად გარეთითა ბჭითა და გარეშემოთა სტოითა მოქმნითა და ზედა-დაბურვითა, და ყოველი განასრულა. და მიმადლა ღმერთმან განახლება მცხეთის ქალაქისა-ცა, და შეამკო დიდი კათოლიკე სამოციქულო ეკლესია სვეტი-ცხოველი ყოვლითა სამკაულობითა, ოქროთა და ვეცხლითა, თუალითა და მარგალიტითა; და შესჭედა სვეტი-ცხოველი ოქროთა და ვეცხლითა; და შესჭედა წმიდა საკურთხეველი ოქროთა და ვეცხლითა, თუალითა და მარგალიტითა; და მოჭედა კანკელი და კარნი საკურთხეველისანი ოქროთა და ვეცხლითა; და შექმნა წმიდა სამარტვილო ოქროთა და ვეცხლითა, თუალითა და მარგალიტითა; და შექმნა ძელ[ნ]ი ცხოვრებისანი ორნი თუალითა და მარგალიტითა და დაასვენნა ყოველთა წმიდათა ნაწილნი აურაცხელნი და ძელი ცხოვრებისა სხუაჲ; მოჭედილნი ხატნი თუალითა და მარგალიტითა, ოქროთა და ვეცხლითა შემკულნი, რიცხვით ორმოცდათხუთმეტი; წიგნნი მოჭედილ-მოუჭედელნი, რომელ თვითან აღაწერინა და დასდვა, ჯუმლად ოცდახუთი." ეს ბასილი "დიდოსტატის მარჯვენაში" რომ ნაძაგები ბასილია, ის არის. ბერძენი კეისრები რომ არა, ისე გააგდებდნენ ქართველებს ათონიდან, როგორც არაფერი (გაგიხარდებოდა ახლა შენ მიშიკოს რომ აეღო და თბილისში ერთ-ერთი ეკლესია რუსებისთვის ეჩუქებინა?). რა გიქნა ბერძენმა შაჰ აბასზე უარესი ან თემურ-ლენგზე? ქართველებმა რა ვუქენით ერთმანეთს, მაგაზე ხომ საერთოდ ლაპარაკი ზედმეტია. ყველა იმპერიას თავის ნაკლი აქვს (უნდოდა დაპყრობა და რას უზამ, მასე სომხეთი ჩვენი იყო ერთ დროს ), მაგრამ ჯალალედინობა კი არ უნდა აჰკიდო ყველას. შენ თუ "დიდოსტატის მარჯვენა" ისტორიული წყარო გგონია, მაშინ გიორგი მეფე პლანის მწევლად გეყოლება წარმოდგენილი უეჭველად ბიზანტიის სწორედ ასეთი მტრობის გამო საქართველოს მიმართ, გრიგოლ ბაკურიანმა შექმნა პეტრიწონის მკაცრი(ბერძნების მიმართ) ტიპიკონი ვერ გავიგე, თან ბერძნები ძულდაო და თან ემსახურებოდაო? უმსგავსო ბერძენი არ გიყვარდეს ერთია, და მთელი ერი გძულდეს ქვეყნიანად მეორე. ისე გრიგოლ ბაკურიანის-ძე წმიდა მამათა გამონათქვამების თემაში რამ ჩაგასმევინა? -------------------- მძიმეწონოსანთა კატეგორია.
ქარის წისქვილებს არ ვებრძვი, კომერციულ საქმიანობაში ვიყენებ მხოლოდ: ქატო იქა, ფქვილი აქა. |
Georg |
Nov 5 2006, 08:29 PM
პოსტი
#5
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 424 რეგისტრ.: 29-August 06 წევრი № 122 |
ვაჰ, დარწმუნებული ხარ მაგაში? აბა კონსტანტინე კეისარი არ იყო, მელქისედეკ კათოლიკოსი საბოძვარით რომ აავსო? აგერ ა ჩანართი "მატიანე ქართლისაში": "ამისა შემდგომად წარვიდა პატრიაქი მელქისედეკ კოსტანტინე მეფისა წინაშე კოსტანტინეპოლედ. შეიწყნარა მეფემან ბერძენთამან კოსტანტინე<მ> და მოსცა მესამკობელნი ეკლესიათა, ხატნი და ჯუარნი, და ყოველი სამღდელთმთავრო და სამღდელო სამკაული. მოვიდა ქუეყანასა და სამწყსოსა თჳსსა და იყიდა სოფლები ტაოს: ზადკარეკი ხუთითა აგარა[ჲ]თა, და ძაღლის-ჴევს იყიდა სოფელი ოროთა სამითა აგარა[ჲ]თა. ესე ორნი-ვე სოფელნი მათითა აგარა[ჲ]თა თჳსთა ძმათა განძითა იყიდა. და კლარჯეთს მოიგო სოფელი ერთი სხლოანი. და შავშეთს მოიგო სოფელი დიდი სხლობანი, აგარა მისი ნაღუარევი. და ჯავახეთს მოიგო სოფელი ტონთიო. და კოლას მოიგო და დააშენა სოფელი დიდი ო/როტანი აგარა[ჲ]თა. და ფანავარს ააშენა სოფელი ერთი მახაროვანი. და საკოეთს შეიპყრნა და ააშენნა სოფელნი ორნი <და>: ნაქალაქევი და ბერდაძონი, და დაუდვა წმიდასა ამას დედა-ქალაქსა მცხეთას, სუეტსა ცხოველსა." და აგერ მეორე ჩანართი: "მოკუდა კათალიკოზი სჳმონ და დასუა ამან მეფემან დიდებულთა კაცთა შვილი მეყვისი და გაზრდილი თჳსი მელქისედეკ კათალიკოზ-პატრიაქად. ხოლო ესე წმიდაჲ წარვიდა ბერძენთა მეფისა ბასილის წინაშე კოსტანტინეპოლედ, რათა შეეწიოს. რამეთუ იყო დიდი ესე კათოლიკე სამოციქულო ეკლესია სვეტი-ცხოველი, რომელი ვახტანგ გორგასალს აღეშენა, დაძველებულ იყო და ჟამთა შლილობით გარეშემო სტოანი და ბჭენი დაქცეულ იყო, და აღარა-ვინ იყო მწე აღშენებად და არ-ცა-რა-ვის ძალ-ედვა აღშენება მისი. და მივიდა და მიუთხრა ყოველი შეუძლებლობა ქართველთა და სათხოველი თჳსი. მაშინ მეფემან ბასილი მოსცა მონასტერი ჴესტორია, რომელ[სა] რ~ე სოფელი აქუს, განძი და შესამკობელნი ეკლესიათანი, ხატნი და ჯუარნი, და ყოველი-ვე სამღდელთმთავრო და სამღდელო სამკაული. წარმოვიდა და მოიწია ქუეყანასა-ვე თჳსსა ქართლად და სამეუფოდ ქალაქად მცხეთად, და იწყო შენებად გარეთითა ბჭითა და გარეშემოთა სტოითა მოქმნითა და ზედა-დაბურვითა, და ყოველი განასრულა. და მიმადლა ღმერთმან განახლება მცხეთის ქალაქისა-ცა, და შეამკო დიდი კათოლიკე სამოციქულო ეკლესია სვეტი-ცხოველი ყოვლითა სამკაულობითა, ოქროთა და ვეცხლითა, თუალითა და მარგალიტითა; და შესჭედა სვეტი-ცხოველი ოქროთა და ვეცხლითა; და შესჭედა წმიდა საკურთხეველი ოქროთა და ვეცხლითა, თუალითა და მარგალიტითა; და მოჭედა კანკელი და კარნი საკურთხეველისანი ოქროთა და ვეცხლითა; და შექმნა წმიდა სამარტვილო ოქროთა და ვეცხლითა, თუალითა და მარგალიტითა; და შექმნა ძელ[ნ]ი ცხოვრებისანი ორნი თუალითა და მარგალიტითა და დაასვენნა ყოველთა წმიდათა ნაწილნი აურაცხელნი და ძელი ცხოვრებისა სხუაჲ; მოჭედილნი ხატნი თუალითა და მარგალიტითა, ოქროთა და ვეცხლითა შემკულნი, რიცხვით ორმოცდათხუთმეტი; წიგნნი მოჭედილ-მოუჭედელნი, რომელ თვითან აღაწერინა და დასდვა, ჯუმლად ოცდახუთი." ეს ბასილი "დიდოსტატის მარჯვენაში" რომ ნაძაგები ბასილია, ის არის. ბერძენი კეისრები რომ არა, ისე გააგდებდნენ ქართველებს ათონიდან, როგორც არაფერი (გაგიხარდებოდა ახლა შენ მიშიკოს რომ აეღო და თბილისში ერთ-ერთი ეკლესია რუსებისთვის ეჩუქებინა?). რა გიქნა ბერძენმა შაჰ აბასზე უარესი ან თემურ-ლენგზე? ქართველებმა რა ვუქენით ერთმანეთს, მაგაზე ხომ საერთოდ ლაპარაკი ზედმეტია. ყველა იმპერიას თავის ნაკლი აქვს (უნდოდა დაპყრობა და რას უზამ, მასე სომხეთი ჩვენი იყო ერთ დროს ), მაგრამ ჯალალედინობა კი არ უნდა აჰკიდო ყველას. შენ თუ "დიდოსტატის მარჯვენა" ისტორიული წყარო გგონია, მაშინ გიორგი მეფე პლანის მწევლად გეყოლება წარმოდგენილი უეჭველად ვერ გავიგე, თან ბერძნები ძულდაო და თან ემსახურებოდაო? უმსგავსო ბერძენი არ გიყვარდეს ერთია, და მთელი ერი გძულდეს ქვეყნიანად მეორე. ისე გრიგოლ ბაკურიანის-ძე წმიდა მამათა გამონათქვამების თემაში რამ ჩაგასმევინა? ამაზე რა უნდა გიპასუხო? თავად პასუხობ საკუთარ "სიბრძნეს"! -------------------- "არა გეცრუვნეთ შენ სიწმიდით, მშობელო ჩვენო წმიდაო სამოციქულო ეკლესიაო, არცა განგცეთ შენ, სიქადულო ჩვენო მართლმადიდებლობაო!"
წმიდა მეფე დავით აღმაშენებელი (რუის-ურბნისის კრების ძეგლისწერა) |
Sotiris |
Nov 5 2006, 08:46 PM
პოსტი
#6
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 1,567 რეგისტრ.: 3-November 06 წევრი № 382 |
ამაზე რა უნდა გიპასუხო? თავად პასუხობ საკუთარ "სიბრძნეს"! ჩემო ძმაო, პასუხს ნუ გაურბიხარ. 1) შენ თქვი ბიზანტია თურქებივით მოგვეპყროო. მე გეუბნები ბიზანტიამ სვეტიცხოვლის შენება დაგიფინანსა მეთქი. ახლა შენ უნდა წარმოადგინო საბუთი სადაც წერია, რომ თურქებმაც დაგიფინანსეს სვეტიცხოვლის რემონტი და შენება-შემკობა. 2) შენ იგულისხმე "დიდისტატის მარჯვენა" ისტორიული წყაროაო. მე გკითხე გიორგი მეფის პლანის წევის ამბავი თუ გჯერა მეთქი. 3) შენ თქვი გრიგოლ ბაკურიანის-ძეს ყველა ბერძენი ძულდაო. მე გკითხე, თუ ყველა ძულდა, რაღა მაგათ ემსახურებოდა და არა ქართველებს-თქო. 4) შენ განათავსე გრიგოლ ბაკურიანის-ძის ტიპიკონის ნაწყვეტი ამ განყოფილებაში. მე გკითხე გრიგოლ ბაკურიანის-ძე რომელი მამა ნახე, მონაზონი კი არა გენერალი იყო-მეთქი და ისე რომ იცოდე დავით კურაპალატმა თვითონ დაუმტკიცა თავისი მამულები ბასილი კეისარს მის წინააღმდეგ შეთქმულებაში მონაწილეობის გამო შეწყალების სანაცვლოდ. -------------------- მძიმეწონოსანთა კატეგორია.
ქარის წისქვილებს არ ვებრძვი, კომერციულ საქმიანობაში ვიყენებ მხოლოდ: ქატო იქა, ფქვილი აქა. |
Georg |
Nov 5 2006, 09:44 PM
პოსტი
#7
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 424 რეგისტრ.: 29-August 06 წევრი № 122 |
ჩემო ძმაო, პასუხს ნუ გაურბიხარ. 1) შენ თქვი ბიზანტია თურქებივით მოგვეპყროო. მე გეუბნები ბიზანტიამ სვეტიცხოვლის შენება დაგიფინანსა მეთქი. ახლა შენ უნდა წარმოადგინო საბუთი სადაც წერია, რომ თურქებმაც დაგიფინანსეს სვეტიცხოვლის რემონტი და შენება-შემკობა. 2) შენ იგულისხმე "დიდისტატის მარჯვენა" ისტორიული წყაროაო. მე გკითხე გიორგი მეფის პლანის წევის ამბავი თუ გჯერა მეთქი. 3) შენ თქვი გრიგოლ ბაკურიანის-ძეს ყველა ბერძენი ძულდაო. მე გკითხე, თუ ყველა ძულდა, რაღა მაგათ ემსახურებოდა და არა ქართველებს-თქო. 4) შენ განათავსე გრიგოლ ბაკურიანის-ძის ტიპიკონის ნაწყვეტი ამ განყოფილებაში. მე გკითხე გრიგოლ ბაკურიანის-ძე რომელი მამა ნახე, მონაზონი კი არა გენერალი იყო-მეთქი და ისე რომ იცოდე დავით კურაპალატმა თვითონ დაუმტკიცა თავისი მამულები ბასილი კეისარს მის წინააღმდეგ შეთქმულებაში მონაწილეობის გამო შეწყალების სანაცვლოდ. "შენი ძმა" ვერ ვიქნები, რამოდენიმე მოსაზრების გამო: 1. ვერ გაგიგია, რომ მართლმადიდებლობის უდიდესი სიწმიდის პეტრიწონის ქტიტორისა და ტიბიკონის ავტორისათვის მამის წოდების ჩამორთმევის უფლება არ გაქვს! უფალმა შეგინდოს ამისათვის! 2. არ იცი ბერძნებმა რა უქნეს ქართულ სიწმინდეებს და ქართველ ბერებს ივერონში, აქედან გამომდინარე სავარაუდოა, რომ არც ილიას ქვათა ღაღადი გექნება წაკითხული ქართველთა მიმართ "სომხური ღვაწლის" შესახებ! უფალმა შეგინდოს ამისათვის! 3. არ იცი სად უნდა ისაუბრო "პლანის წევაზე", ისე "პლანს" თრიაქი ქვია ქართული სალიტერატურო ნორმით! უფალმა შეგინდოს ამისათვის! 4. ბიზანტიამ მსხვილი სახსრები გაიღო სვეტიცხოველისათვის(საკუთარი გავლენის გასაძლიერებლად), მერე რა? რა შეუშლიდა ხელს საქართველოს მტრობას ბიზანტიის მხრიდან? ან ჩემგან გაიგე ეს ისტორიული ფაქტი(ბიზანტიის მტრობისა)? რუსეთმა დააფინანსა სამების საკათედრო ტაძრის მშენებლობა!(ახლა არ თქვა ბიძინა ივანიშვილს ვერაფერს უპოვიდნენ რუსები, რომ ხოდორკოვსკის გვერდით მოესვათ, ასეთი სურვილის არსებობის შემთხვევაში, რითაც შეწყვეტდნენ სამების ტაძრის მშენებლობის დაფინანსებას!) რა ვერ მოგვიწყეს გენოციდი აფხაზეთსა და სამაჩაბლოში და ვერ ატარებენ ამ დღეებში ჩვენ ეთნოწმენდას რუსეთში? უფალმა შეგინდოს ამის არ დანახვისათვის! 5. ჩვენი სათაყვანებელი რუსთაველის, მსოფლიოში ცნობილი, იერუსულიმის ფრესკას რა უქნეს ბერძნებმა არ გაგიგია? ან მიზეზი ასეთი ქმედებისა, ბერძნების მხრიდან, რაა არ იცი? უფალმა შეგინდოს ამ "არ ცოდნისათვის"! და ბოლოს უფალმა შემინდოს შენთვის შეგონებათა მოწერისათვის, არა მგონია ამას რაიმე პოზიტიური შედეგი მოჰყვეს, რატომღაც დიდი აგრესია და არა ჭეშმარიტების დადგენის სურვილი იგრძნობა შენი უსტარებიდან! -------------------- "არა გეცრუვნეთ შენ სიწმიდით, მშობელო ჩვენო წმიდაო სამოციქულო ეკლესიაო, არცა განგცეთ შენ, სიქადულო ჩვენო მართლმადიდებლობაო!"
წმიდა მეფე დავით აღმაშენებელი (რუის-ურბნისის კრების ძეგლისწერა) |
Sotiris |
Nov 5 2006, 11:22 PM
პოსტი
#8
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 1,567 რეგისტრ.: 3-November 06 წევრი № 382 |
1. ვერ გაგიგია, რომ მართლმადიდებლობის უდიდესი სიწმიდის პეტრიწონის ქტიტორისა და ტიბიკონის ავტორისათვის მამის წოდების ჩამორთმევის უფლება არ გაქვს! მამა შეიძლება იყოს სასულიერო დასის წარმომადგენელი. გენერალი - არა. შეგეძლო დიდი მოღვაწე გეწოდებინა. უბრალო ტერმინოლოგიის ამბავია. და ისე რომ იცოდე გრიგოლ ბაკურიანი კი არ არის (მაგი სომხებს ჭირდებათ თავისი გეგმებისთვის), არამედ გრიგოლ ბაკურიანის-ძე (ბაკურიანი მამამისს ერქვა). 2. არ იცი ბერძნებმა რა უქნეს ქართულ სიწმინდეებს და ქართველ ბერებს ივერონში, აქედან გამომდინარე სავარაუდოა, რომ არც ილიას ქვათა ღაღადი გექნება წაკითხული ქართველთა მიმართ "სომხური ღვაწლის" შესახებ! ბერძენი და სომეხი ერთმანეთთან რა შუაშია ილიას ქვათა ღაღადიც მაქვს წაკითხული და სხვა რამეებიც, შენ კი მგონი ჟაკ ლეფორის, ნიკოლოზ იკონომიდისის და ელენე მეტრეველის მიერ გამოცემული ივერონის საბუთები არ გაქვს წაკითხული (სიგელები, ყიდვა-გაყიდვის საბუთები და ა.შ.), თორემ გეცოდინებოდა როგორ აავსეს საბოძვარით ბერძენმა კეისრებმა ქართული ივერონი. 3. არ იცი სად უნდა ისაუბრო "პლანის წევაზე", ისე "პლანს" თრიაქი ქვია ქართული სალიტერატურო ნორმით! და სად უნდა ვილაპარაკო მაგის შესახებ? სადაც "დიდოსტატის მარჯვენაა" ისტორიული საბუთი? 4. ბიზანტიამ მსხვილი სახსრები გაიღო სვეტიცხოველისათვის(საკუთარი გავლენის გასაძლიერებლად) გავლენისთვის თუ რისთვის გაიღო შენ ეგ საიდან იცი? ქართველი თუ რამეს აკეთებს, ყველაფერს კარგს აკეთებს და ბერძენმა თუ რამე გააკეთა კარგი, მაგიც იმიტომ რომ მზაკვარი გეგმები ქონდა?! მერე რა? რა შეუშლიდა ხელს საქართველოს მტრობას ბიზანტიის მხრიდან? ან ჩემგან გაიგე ეს ისტორიული ფაქტი(ბიზანტიის მტრობისა)? მერე რას ისხდნენ ეს ქართველები ამ მტერი სახელმწიფოს შუაგულში ათონზე? რატომ ღებულობდნენ ბერძნებიდან დახმარებას თუ მტრები იყვნენ ბერძნები? რას ემსახურებოდა ეს გრიგოლ ბაკურიანის-ძე მტრებს? რუსეთმა დააფინანსა სამების საკათედრო ტაძრის მშენებლობა! ივანიშვილი და ქართველი ერი რუსებია? აბა ოსმალეთმა რა დაგიფინანსა ერთი? 5. ჩვენი სათაყვანებელი რუსთაველის, მსოფლიოში ცნობილი, იერუსულიმის ფრესკას რა უქნეს ბერძნებმა არ გაგიგია? მთელმა ერმა აირჩია წარმომადგენელი და უთხრა წადი რუსთაველის ფრესკა მოსპეო? არ მითხრა ახლა ქართველის მიერ დაზიანებული ქართული ფრესკები არ მინახავსო. ან მიზეზი ასეთი ქმედებისა, ბერძნების მხრიდან, რაა არ იცი? მე მითხრეს იერუსალიმის წინა პატრიარქის ირინეოსის წინააღმდეგ მოწყობილი ინტრიგა იყო მიზეზიო. და ბოლოს უფალმა შემინდოს შენთვის შეგონებათა მოწერისათვის, არა მგონია ამას რაიმე პოზიტიური შედეგი მოჰყვეს, რატომღაც დიდი აგრესია და არა ჭეშმარიტების დადგენის სურვილი იგრძნობა შენი უსტარებიდან! თუ მკვახე წერილები გამომდის, ეგ იმიტომ რომ ფილეტიზმის მიმართ მგრძნობიარე ვარ, მაგრამ თუ რამე გაწყენინე, შემინდე. -------------------- მძიმეწონოსანთა კატეგორია.
ქარის წისქვილებს არ ვებრძვი, კომერციულ საქმიანობაში ვიყენებ მხოლოდ: ქატო იქა, ფქვილი აქა. |
Georg |
Nov 6 2006, 12:23 AM
პოსტი
#9
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 424 რეგისტრ.: 29-August 06 წევრი № 122 |
მამა შეიძლება იყოს სასულიერო დასის წარმომადგენელი. გენერალი - არა. შეგეძლო დიდი მოღვაწე გეწოდებინა. უბრალო ტერმინოლოგიის ამბავია. და ისე რომ იცოდე გრიგოლ ბაკურიანი კი არ არის (მაგი სომხებს ჭირდებათ თავისი გეგმებისთვის), არამედ გრიგოლ ბაკურიანის-ძე (ბაკურიანი მამამისს ერქვა). ბერძენი და სომეხი ერთმანეთთან რა შუაშია ილიას ქვათა ღაღადიც მაქვს წაკითხული და სხვა რამეებიც, შენ კი მგონი ჟაკ ლეფორის, ნიკოლოზ იკონომიდისის და ელენე მეტრეველის მიერ გამოცემული ივერონის საბუთები არ გაქვს წაკითხული (სიგელები, ყიდვა-გაყიდვის საბუთები და ა.შ.), თორემ გეცოდინებოდა როგორ აავსეს საბოძვარით ბერძენმა კეისრებმა ქართული ივერონი. და სად უნდა ვილაპარაკო მაგის შესახებ? სადაც "დიდოსტატის მარჯვენაა" ისტორიული საბუთი? გავლენისთვის თუ რისთვის გაიღო შენ ეგ საიდან იცი? ქართველი თუ რამეს აკეთებს, ყველაფერს კარგს აკეთებს და ბერძენმა თუ რამე გააკეთა კარგი, მაგიც იმიტომ რომ მზაკვარი გეგმები ქონდა?! მერე რას ისხდნენ ეს ქართველები ამ მტერი სახელმწიფოს შუაგულში ათონზე? რატომ ღებულობდნენ ბერძნებიდან დახმარებას თუ მტრები იყვნენ ბერძნები? რას ემსახურებოდა ეს გრიგოლ ბაკურიანის-ძე მტრებს? ივანიშვილი და ქართველი ერი რუსებია? აბა ოსმალეთმა რა დაგიფინანსა ერთი? მთელმა ერმა აირჩია წარმომადგენელი და უთხრა წადი რუსთაველის ფრესკა მოსპეო? არ მითხრა ახლა ქართველის მიერ დაზიანებული ქართული ფრესკები არ მინახავსო. მე მითხრეს იერუსალიმის წინა პატრიარქის ირინეოსის წინააღმდეგ მოწყობილი ინტრიგა იყო მიზეზიო. თუ მკვახე წერილები გამომდის, ეგ იმიტომ რომ ფილეტიზმის მიმართ მგრძნობიარე ვარ, მაგრამ თუ რამე გაწყენინე, შემინდე. გრიგოლ ბაკურიანის შესახებ შენს დაბადებამდე(დამახასიათებელი ტერმინოლოგიით ვხვდები შენს ასაკს) აი ამ წიგნიდან გავიგე: ცხოვრება მეფეთ-მეფისა დავითისი; წიგნი:ქართლის ცხოვრება, სიმონ ყაუხჩიშვილის გამოც.,ტ.1, თბილისი 1955 წ.; არა მგონია თუნდაც გენახოს ეს წიგნი ან სიმონ ყაუხჩიშვილი იცოდე ვინაა, ისეთ დიდ გულზე ხარ! უფალმა შეგინდოს! "საბოძვარით" რომ აავსეს ბერძენმა კეისრებმა ქართული ივერონი(სხვათაშორის ქართველთა დამსახურების გამო) მას მერე მოხდა ჩემგან ნახსენები ქართული სიწმიდეების ძარცვა-განადგურება და ჩვენი ბერების განდევნა, შენი შემხედვარე ილია მართალის "ბედნიერი ერი" მახსენდება! უფალმა შეგინდოს ამისათვის! სად "აღმოაჩინე", რომ "დიდოსტატის მარჯვენა" ისტორიულ საბუთად გამეცხადებინა(თუმც კი ისტორიული სარჩული უდევს დიდოსტატს), ცნობისათვის დაიმახსოვრე, რომ ისტორიული საბუთი(მაგალითისთვის) არის ივანე ჯავახიშვილის და მის მოწაფეთა მეცნიერული მემკვიდრეობა! ივანე ჯავახიშვილი და ნიკო ბერძენიშვილი, რომ არ გაგიგია(ყველაზე საუკეთესო შემთხვევაში) იმიტომ ვერ იჯერებ ბიზანტიის სახელმწიფოებრივ სიავეს საქართველოს მიმართ! უფალმა შეგინდოს ამისათვის! რა "იგავმიუწვდენელ სიბრძნეს" წერ, "აღვფრთოვანდი": "მერე რას ისხდნენ ეს ქართველები ამ მტერი სახელმწიფოს შუაგულში ათონზე? რატომ ღებულობდნენ ბერძნებიდან დახმარებას თუ მტრები იყვნენ ბერძნები? რას ემსახურებოდა ეს გრიგოლ ბაკურიანის-ძე მტრებს?" ახლა რას სხედან ეს ქართველები მოსკოვში, რატომ ღებულობენ დახმარებას რუსებისგან?(1-ლი სკოლა ლუჟკოვმა ააშენა), სამების ტაძარი კი რუსეთის ბიზნესმენმა ივანიშვილმა! რას ემსახურებიან(შენი ლოღიკით) ეს ივანიშვილი ან ბენდუქიძე მტრებს? გაგიგია თავად შუშის სახლში ცხოვრობდე და სხვას ქვას ესროდე? უფალმა შეგინდოს ამისათვის! "მთელმა ერმა აირჩია წარმომადგენელი და უთხრა წადი რუსთაველის ფრესკა მოსპეო?" - მერე ვინ გითხრა ეს? არც სომხებს ჩაუტარებიათ რეფერენდუმი იმაზე რაც ილია მართალმა დაგმო, ალბათ არც მისი(ილია მართლის) გჯერა! მაგრამ შენ გჯერა თუ არა, აღნიშნული, ბერძნული და სომხური პოლიტიკაა საქართველოს წინააღმდეგ! თუ ქართველი ხარ და მართლმადიდებელი უფალმა შეგინდოს! თუ არა - შეგიძლია საკუთარი "აზრებით" მშვიდად იცხოვრო! "თუ მკვახე წერილები გამომდის, ეგ იმიტომ რომ ფილეტიზმის მიმართ მგრძნობიარე ვარ, მაგრამ თუ რამე გაწყენინე, შემინდე." - ფილეტიზმის მიმართ კი არ ხარ მგრძნობიარე, არამედ ეგზეგეტიკის მეტრობაზე გაქვს პრეტენზია, უფალმა შეგინდოს ამისათვის თუ ქართველი ხარ და მართლმადიდებელი! შემინდე! ამის შემდგომ შენ არც ერთ უსტარზე პასუხს ჩემგან ვერ მიიღებ! არ ვარ ჩვეული წყლის ნაყვას! -------------------- "არა გეცრუვნეთ შენ სიწმიდით, მშობელო ჩვენო წმიდაო სამოციქულო ეკლესიაო, არცა განგცეთ შენ, სიქადულო ჩვენო მართლმადიდებლობაო!"
წმიდა მეფე დავით აღმაშენებელი (რუის-ურბნისის კრების ძეგლისწერა) |
Sotiris |
Nov 6 2006, 02:11 AM
პოსტი
#10
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 1,567 რეგისტრ.: 3-November 06 წევრი № 382 |
გრიგოლ ბაკურიანის შესახებ შენს დაბადებამდე(დამახასიათებელი ტერმინოლოგიით ვხვდები შენს ასაკს) აი ამ წიგნიდან გავიგე: ცხოვრება მეფეთ-მეფისა დავითისი; წიგნი:ქართლის ცხოვრება, სიმონ ყაუხჩიშვილის გამოც.,ტ.1, თბილისი 1955 წ.; არა მგონია თუნდაც გენახოს ეს წიგნი ან სიმონ ყაუხჩიშვილი იცოდე ვინაა, ისეთ დიდ გულზე ხარ! უფალმა შეგინდოს! ჰმ, ყაუხჩიშვილი ვინ არის როგორ არ ვიცი, ყველაფერთან ერთად ლათინი იყო, თუმცა დიდი მეცნიერი. დავით მეფის ცხოვრება კარგად რომ წაგეკითხა, კი არ იტყოდი გრიგოლ ბაკურიანიო, არამედ გრიგოლ ბაკურიანის ძეო. ხოლო მუნ მოვიდა წინაშე მათსა ზორავარი აღმოსავალისა გრიგოლ ბაკურიანის ძე , რომელსა ჰქონდეს ოლთისი, და კარნუ-ქალაქი, და კარი, და დიდად განიხარეს და განისუენეს. რამდენჯერ უნდა გავიმეორო, რომ გრიგორ პაკურიან სომხების წისქვილზე ასხამს წყალს? "საბოძვარით" რომ აავსეს ბერძენმა კეისრებმა ქართული ივერონი(სხვათაშორის ქართველთა დამსახურების გამო) და გიორგი მთაწმიდელს რა დამსახურება ქონდა კონსტანტინე დუკას წინაშე? ვატყობ ისე გძულს ბერძნები საბოძვარი ბრჭყალებში ჩასვი. სვეტიცხოველში რა გულით შედიხარ მაგის მერე? ისე ბიზანტია აღარ არსებობს და ბერძნები რა ბიზანტიის მემკვიდრეები ნახე? თუ ბიზანტიის მკვიდრი მარტო ბერძენი იყო? სად "აღმოაჩინე", რომ "დიდოსტატის მარჯვენა" ისტორიულ საბუთად გამეცხადებინა(თუმც კი ისტორიული სარჩული უდევს დიდოსტატს), ცნობისათვის დაიმახსოვრე, რომ ისტორიული საბუთი(მაგალითისთვის) არის ივანე ჯავახიშვილის და მის მოწაფეთა მეცნიერული მემკვიდრეობა! ეგ საბუთი კი არა, მეცნიერული კვლევის შედეგია. საბუთია მაგალითად ქართლის ცხოვრება. ივანე ჯავახიშვილი და ნიკო ბერძენიშვილი, რომ არ გაგიგია(ყველაზე საუკეთესო შემთხვევაში) იმიტომ ვერ იჯერებ ბიზანტიის სახელმწიფოებრივ სიავეს საქართველოს მიმართ! ივანე ჯავახიშვილი რომ გამიგია, მაგიტომაა რომ მას ვეთანხმები ქართველბს უაზრო და არანაირი პოლიტიკური მიზნის მქონე მარბიელი ლაშქრობები არ უნდა შეესრულებინათ ირანში და ვერც ჯალალედინი შეძლებდა იქაურ გაავებულ მოსახლეობაში ჯარის შეკრებას. ისე პირწმინდად გაძარცვეს ქართველებმა ირანი, რომ ნადავლის სიუხვის გამო მოუხდათ უკან დაბრუნება (!). რა "იგავმიუწვდენელ სიბრძნეს" წერ, "აღვფრთოვანდი": "მერე რას ისხდნენ ეს ქართველები ამ მტერი სახელმწიფოს შუაგულში ათონზე? რატომ ღებულობდნენ ბერძნებიდან დახმარებას თუ მტრები იყვნენ ბერძნები? რას ემსახურებოდა ეს გრიგოლ ბაკურიანის-ძე მტრებს?" ახლა რას სხედან ეს ქართველები მოსკოვში, რატომ ღებულობენ დახმარებას რუსებისგან?(1-ლი სკოლა ლუჟკოვმა ააშენა), სამების ტაძარი კი რუსეთის ბიზნესმენმა ივანიშვილმა! რას ემსახურებიან(შენი ლოღიკით) ეს ივანიშვილი ან ბენდუქიძე მტრებს? რუსეთში ვინც ქართველი ცხოვრობს, შენ გგონია ყველას ძულს მთელი რუსი ერი? "მთელმა ერმა აირჩია წარმომადგენელი და უთხრა წადი რუსთაველის ფრესკა მოსპეო?" - მერე ვინ გითხრა ეს? შენ თვითონ არ მეუბნები, საბერძნეთი ჩვენი მტერიაო? თუ ქართველი ხარ და მართლმადიდებელი უფალმა შეგინდოს! კონკრეტულად ეგ შეურაცხყოფაა. არ გიცნობთ და არ მიცნობთ, მაგრამ რატომღაც კი დარწმუნებული ხართ ორივეში მჯობიხართ. "თუ მკვახე წერილები გამომდის, ეგ იმიტომ რომ ფილეტიზმის მიმართ მგრძნობიარე ვარ, მაგრამ თუ რამე გაწყენინე, შემინდე." - ფილეტიზმის მიმართ კი არ ხარ მგრძნობიარე, არამედ ეგზეგეტიკის მეტრობაზე გაქვს პრეტენზია, ფანტაზია. -------------------- მძიმეწონოსანთა კატეგორია.
ქარის წისქვილებს არ ვებრძვი, კომერციულ საქმიანობაში ვიყენებ მხოლოდ: ქატო იქა, ფქვილი აქა. |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 1st November 2024 - 03:54 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი