IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

> იოანე ოქროპირის ლიტურგია, ტექსტი
კანუდოსელი
პოსტი Jul 19 2007, 03:14 PM
პოსტი #1


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 8,829
რეგისტრ.: 2-November 06
მდებარ.: კანუდოსი
წევრი № 374



მინდა შემოგთავაზოთ ასეთი იდეა - თემა:

აქ ავკრიფოთ (და არა დავასკანეროთ ან დავაკოპიროთ) იოანე ოქროპირის ლიტურგიის სრული ტექსტი მხედრულად. ახლა თან არ მაქვს და მოგვიანებით დავდებ, თუ ვინმეს ამ მომენტში ხელი მიუწვდება კარგი იქნება თუ დაიწყებს და მერე მომდევნო შემომსვლელი გააგრძელებს

აუცილებელია წესი იყოს საერთო: ანუ

1. მღვდლის საიდუმლო ლოცვები დაიწეროს შავად, დანარჩენი ჩვეულებრივი სიმუქის
2. ძირითადი სათაურები-კომენტრები დაიწეროს იტალიკით, ანუ დახრილად.
3. ასევე იტალიკით დაიწეროს (ესეც კომენტარის ნაწილია, მაგრამ ცალკე გამოვყოფ) თუ ვინ წარმოთქვამს ამა თუ იმ ლოცვას, მაგალითად ასე: გუნდი, ან მღვდელი
4. არანაირი კოპირება...ვკრეფთ ხელით
5. უნდა ვიცოდეთ, ვინ რომელი გამოცემიდან დებს ტექსტს (მე ვდებ ტექსტს მარტყოფის ივერიის ღვთისმშობლის დედათა მონასტრის მიერ 2004 წელს გამოცემული "ღამისთევის ლოცვა, ლიტურღია" - წიგნის მიხედვით)
6. დაცული უნდა იყოს ძველი ქართულის ორთოგრაფია, შეძლებისდაგვარად უნდა გასწორდეს თანამედროვე გამოცემებში არსებული შეცდომები.
7. ყურადღება უნდა მიექცეს პუნქტუაციას, რადგან მისი არეულობის გამო ხშირად ლოცვის ტექსტი ბუნდოვანი ხდება.

პ.ს.
არანაირი ოფტოპიკები და საერთოდ არანაირი საუბარი, ვინმე თუ შემოვა, აკრიფოს მხოლოდ ტექსტი ლიტურგიისა
პ.პ.ს.
იმედია მარტო მე არ მომიწევს აკრეფა
მადლობა ცქნაფოს იდეის არაპირდაპირი გზით მოწოდებისთვის...
სოტირისს მადლობა რჩევისათვის
პარტიული მადლობა biggrin.gif კანონისტს და ათოსს
წაშალეთ ოფტოპიკები


--------------------
ინკვიზიტორი იეღოველი ეკუმენისტი მასონი ბუდისტი მღვდელი გულისყურით გისმენთ :-)
პ.ს.
ბყკ :-)
ბ - ბუდისტ
ყ - ყრმათა
კ - კავშირი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
 
Reply to this topicStart new topic
გამოხმაურებები
athos
პოსტი Sep 7 2007, 11:49 AM
პოსტი #2


Άγιον Όρος
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 1,846
რეგისტრ.: 8-January 07
წევრი № 816



მრჩობლი კვერექსი

დიაკონი: ვსთქვათ ყოველთა ყოვლითა სულითა და ყოვლითა გონებითა ჩვენითა ვსთქვათ.
გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ
დიაკონი: უფალო ყოვლისამპყრობელო, ღმერთო მამათა ჩვენთაო, გევედრებით, ისმინე და შეგვიწყალენ.
გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ
დიაკონი: შეგვიწყალენ ჩვენ ღმერთო, დიდითა წყალობითა შენითა, გევედრებით, ისმინე და შეგვიწყალენ.
გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ (3-გზის, იმეორებს ყოველ მუხლზე)
- მერმეცა გევედრებით ღვთივდაცულისა ერისა ჩვენისა, მთავრობისა და მხედრობისა მისისათვის.
- მერმეცა გევედრებით უწმიდესისა და უნეტარესისა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქისა და მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსისა, დიდისა მეუფისა, მამისა ჩვენისა ილიასათვის, მიტროპოლიტთა, მთავარეპისკოპოსთა, ეპისკოპოსთა და ყოველთა ქრისტეს მიერ ძმათა ჩვენთათვის.
- მერმეცა გევედრებით ძმათა ჩვენთა მღვდელთა, მღვდელ-მონაზონთა და ყოველთა ქრისტეს მიერ ძმათა ჩვენთათვის
- მერმეცა გევედრებით სანატრელთა და მარადის მოსახსენებელთა, წმიდათა მართლმადიდებელთა პატრიარქთა, კეთილმსახურთა მეფეთა და კეთილმორწმუნეთა დედოფალთა და აღმაშენებელთა წმიდისა ამის ტაძრისათა (მონასტრისათა) და ყოველთა პირველ დაძინებულთა მამათა და ძმათა, აქა მდებარეთა, და ყოველთა მართლმადიდებელთათვის.
- მერმეცა გევედრებით წყალობისა, სიცოცხლისა, მშვიდობისა, სიმრთელისა, ცხოვრებისა, შეწევნისა, შენდობისა და მიტევებისა ცოდვათასა, მონათა ღვთისათა, ძმათა წმიდისა ამის ტაძრისათა (ან, წმიდისა ამის მონასტრისათა)
- მერმეცა გევედრებით ნაყოფისშემომწირველთათვის და კეთილისმყოფელთა წმიდისა და ყოვლადპატიოსნისა ამის ტაძრისა და ამას შინა მშრომელთა, მგალობელთა და აქა მდგომარეთა ერთათვის, რომელნი მოელიან შენ მიერ დიდსა და მდიდარსა წყალობასა.

ლოცვა შევრდომით სავედრებელი

მღვდელი:უფალო, ღმერთო ჩვენო, აპყრობილი ესე ვედრებაი შეიწირე მონათა შენთაგან და შეგვიწყალენ ჩვენ, სიმრავლისაებრ წყალობათა შენთასა, და მოწყალებანი შენნი გარდამოავლინენ ჩვენ ზედა, და ყოველსა ერსა შენსა ზედა, მომლოდნელთა მდიდრად შენ მიერ წყალობისასა.
რამეთუ მოწყალე და კაცთმოყვარე ღმერთი ხარ, და შენდა დიდებასა აღვავლენთ მამისა და ძისა და წმიდისა სულისა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე
.
გუნდი: ამინ

მრჩობლი კვერექსის შემდეგ (ათორმეტ და ტაძრის დღესასწაულთა გარდა) დიაკონი, საცეცხლურით ხელში, ამბობს მიცვალებულთა კვერექსს. აღსავლის კარი ამ დროს ღიაა.

დიაკონი: შეგვიწყალენ ჩვენ, ღმერთო, დიდითა წყალობითა შენითა, გევედრებით ისმინე და შეგვიწყალენ.
გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ (3-გზის, ყოველ მუხლზე)
-მერმეცა გევედრებით განსვენებისათვის სულთა მიცვალებულთა მონათა ღვთისათა (სახელები) და რათა შეენდვნეს მათ ყოველნი შეცოდებანნი ნებსითნი და უნებლიეთნი.
- რათა უფალმან ღმერთმან ჩვენმან დააწესოს სულნი მათნი, სადაცა მართალნი განისვენებენ.
- წყალობა ღვთისა და სასუფეველი ცათა და მიტევება ცოდვათა მათთა, ქრისტეს მიერ, უკვდავისა მეუფისა და ღმრთისა ჩვენისაგან, ვითხოვოთ.
გუნდი: მოგვმადლენ, უფალო
დიაკონი: უფლისა მიმართ ვილოცოთ
გუნდი: უფალო შეგვიწყალენ

მღვდელი (კითხულობს დაბალი ხმით): ღმერთო სულთაო და ყოველთა ხორციელთაო, რომელმან სიკვდილი განაქარვე და ეშმაკი დასთრგუნე, და ცხოვრება სოფელსა მიანიჭე, შენ უფალო, განუსვენე სულთა მონათა შენთასა (სახელები) ადგილსა ნათლისასა, ადგილსა მწვანვილოვანსა, ადგილსა განსასვენებელსა, სადა იგი არა არს სალმობა, მწუხარება და სულთქმა; და ყოველნი ცოდვანი, მათ მიერ ქმნილნი საქმითნი, სიტყვითნი და მოგონებითნი, ვითარცა სახიერმან და კაცთმოყვარემან ღმერთმან, შეუნდვენ. რამეთუ არა არს კაცი, რომელი სცხოვნდეს და არა სცოდოს; რამეთუ შენ მხოლო ხარ უცხო ყოვლისაგან ცოდვისა, და სიმართლე შენი, სიმართლე არს საუკუნო, და სიტყვა შენი - ჭეშმარიტ.
რამეთუ შენ ხარ აღდგომა, და ცხოვრება და განსვენება მიცვალებულთა მონათა შენთა
(სახელები), ქრისტე ღმერთო ჩვენო , და შენდა დიდებასა აღვავლენთ, თანადაუსაბამოთ მამით შენით და ყოვლადწმიდით სახიერით და ცხოველსმყოფელით სულით შენითურთ, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე.
გუნდი: ამინ

(აღსავლის კარი იხურება)


--------------------
და ესე უწყოდეთ ჟამი, რამეთუ აწვე არს ჟამი განღჳძებად ჩუენდა ძილისაგან. აწ უმახლობელეს არს ჩუენდა ცხორებაჲ, ოდესღა-ესე გურწმენა. ღამე იგი განგუეშორა, და დღე შემოგუეახლა; განვიშორნეთ უკუე საქმენი ბნელისანი და შევიმოსოთ საჭურველი ნათლისაჲ.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

პოსტი ამ თემაში
კანუდოსელი   იოანე ოქროპირის ლიტურგია   Jul 19 2007, 03:14 PM
კანონისტი   [size=4]საღმრთო ლიტურგ...   Jul 19 2007, 03:54 PM
athos   II ანტიფონი 1. აქებს ...   Jul 20 2007, 01:45 PM
კანუდოსელი   [b]მხოლოდშობილი ძე... ...   Jul 20 2007, 04:04 PM
athos   [b]III ანტიფონი, ნეტარ...   Jul 20 2007, 05:04 PM
მარიამი   აღდგომის წარდგომა...   Sep 3 2007, 11:28 PM
მარიამი   წარდგომანი და ალილ...   Sep 6 2007, 08:40 PM
athos   [b]მრჩობლი კვერექსი ...   Sep 7 2007, 11:49 AM
კანუდოსელი   კათაკმეველთა კვერ...   Sep 19 2007, 12:11 PM
კანუდოსელი   მღვდელი: მერმეცა შ...   Nov 23 2007, 03:00 PM
მარიამი   შენ უკუე გევედრები...   Nov 13 2007, 01:48 PM
მარიამი   [b]თხოვნითი კვერექს...   Nov 13 2007, 02:04 PM
მარიამი   [b]მრწამსი მრწამს ერ...   Nov 13 2007, 02:18 PM
აკაკი   მშვიდობით წარვიდე...   Aug 13 2010, 09:09 PM
KAIROS   იქნებ დაამთავროთ ა...   Sep 12 2010, 06:47 PM
yipiani gio   ბოდიშით აქ რომ ვსვ...   Sep 16 2010, 07:51 PM
dzvelmartlmadidebeli   [color=#000099]თქვენს ყურად...   Oct 5 2012, 10:37 AM
A.V.M   dzvelmartlmadidebeli ველოდები ...   Oct 5 2012, 09:48 PM
dzvelmartlmadidebeli   [color=#CC0000]საღმრთო ჟამი...   Oct 6 2012, 09:57 AM
dzvelmartlmadidebeli   7. მღდელმან ლოცვაი: ...   Oct 8 2012, 10:03 AM
dzvelmartlmadidebeli   მღდელმან ლოცვაი: კ...   Oct 9 2012, 10:57 AM
dzvelmartlmadidebeli   დიაკონმან: ვდგეთ კ...   Oct 12 2012, 10:46 AM
dzvelmartlmadidebeli   უკაცრავად, კითხვა ...   Oct 15 2012, 12:47 AM
dzvelmartlmadidebeli   19. მღდელმან ლოცუაი: ...   Oct 15 2012, 12:36 PM
dzvelmartlmadidebeli   22. მშვიდობაი ყოველთ...   Oct 17 2012, 10:19 AM


Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 11th July 2025 - 11:30 PM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი