IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

> "ნახევრად ბინდი, ნახევრად შუქი", თანამედროვე ქართული პოეზია და პროზა
აფაჟარი
პოსტი Jul 18 2007, 02:00 AM
პოსტი #1


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 45
რეგისტრ.: 18-July 07
მდებარ.: pelevdikea..
წევრი № 2,481



მოკლედ, გამარჯვება!

ხელოვნება, მით უმეტეს კეთილი ნებითა და სიყვარულით შექმნილი ყოველთვის იყო ხალხის სულის საკვები რელიგიასთან ერთად.. ისევე როგორც სჭირდებათ ადამიანებს ფიზიკური საკვები, რომ სხეულმა იცოცხლოს, ასევე საჭიროა საკვები საულისათვის და ესაა რწმენა და ხელოვნება.. კონკრეტულად პოეზია ყოველთვის იყო ხელოვნების ის დარგი, რომელიც ხალხს გარკვეულ იდეოლოგიას უნერგავდა.. იყო ყველაზე გაბედული, ხან მიუღებელიც მაგრამ მართალი, ბოლომდე ნაღდი და არა ყალბი, თავისი იდეის გამტარებელი და მებრძოლი.. ამისთვის ხოცავდნენ პოეტებს, მარტო ჩვენი პაოლოს, ტიციანის, ვალერიანის და სხვებისაც, შანდორ პეტეფი, პაბლო ნერუდა და ა.შ. პოეზია ესაა სულიერი ბრძოლის უფრო ხალხოსნური გზა, ხელოვნების ყველაზე უფრო სულიერი დარგი და ყოველთვის პროგრესიებადი და ახლის მთქმელი.. ხშირად ეს იყო მიუღებელიც, კრიტიკა გაისმოდა ყოველი კუთხიდან.. მე პირადად მაქვს წაკითხული გალაკტიონზე, ნიკო სამადაშვილზე, მირზა გელოვანზე დაწერილი კრიტიკული წერილები სადაც იმდროინდელი ფსევდოკრიტიკოსები მათ სამსობლოს მოღალატეებად მოიხსენიებენ და ერის დაღუპვის მცდელობაში დებენ ბრალს, მაგრამ გავიდა ხანი და დღეს ყველა აღიარებს რომ პოეტებმა შექმნეს ის მუხტი და იდეოლოგია, რამაც ალიან მნიშვნელოვანი როლი ითამაშა საერთოდ სულიერ განვითარებაში.. ამის შემდეგ წამოვიდა მორიგი თაობა, მურამნ ლებანიძის, მუხრან მაჭავარიანის, შოთა ნიშნიანიძის სახით, აქ იმდენად ახალი არაფერი თქმულა, თითქოს ეს ყველაფერი საბჭოთა დინებას გარკვეულწილად მიჰყვებოდა.. და მერე უკვე 90-იანების თაობა, რომლებიც რაღაცას ცდილობდნენ მე თუ მკითხავთ, მაგრამ ეს მაიც გაუთვითცნობიერებელი დილეტანტიზმი იყო, სადაც ეპოტინებოდნენ ევროპისა და მეტად განვითარებული ქვეყნების გამოცდილებას..

მიუხედავად იმისა რომ ეს მართლმადიდებლური ფორუმია და ასევე პოეზიაშიც ერთ-ერთი მნიშვნელოვანი განხრაა სასულიერო პოეზია (სხვა რომარაფერი, პირველი პოეტური შენაქმენები დავითის ფსალმუნები იყო უდავოდ), მიუხედავდა მიასა მე მსურს რომ ამ თემაში ქართველმა მართლმადიდებლებმა საკუთარი აზრი გამოხატონ, კორექტულად სიყვარულით, თუნდაც რომ საწინააღმდეგო, თანამედროვე პოეზიის შესახებ.. მე შეძლებისდაგვარად შევეცდები აქ დავყარო ის ლექსები რომლებიც დღეს იწერება, ახალგაზრდა, მოზარდი თუ სულაც ცოტა დაღვინებული პოეტების მიერ.. ლექსები, რომელნიც ქმნიან თანამედროვე ქართული პოეზიის სახეს..

სხვათაშორის აღსანიშნავია, რომ პოეზია თავდაპირველი სახით იყო ურითმო, ისევ დავითის ფსალმუნების მაგალითს მოვიყვან და კიდევ უამრავი, გალობანი სინანულისანი და ა.შ. თუმცაღA განიცადა ფორმაცია და მოიპოვა რითმა, მეოცე საუკუნეში სამყარომ აღიარა რითმის უმნიშვნელობა და თავისუფალი წერის საშუალება მისცა პოეტებს, დღეს საქართველოშიცაა ტენდენცია.. მე პირადად ვაღიარებ რომ რითმაც ისევე საჭიროა როგორც მისი ალტერნატივა -0 ვერლიბრი, რადაგნ ადამიანს მარჯვენა ფეხიც იმ სიგრძე სჭირდება, რამხელაც მარცხენა აქვს, ხომ?

მოკლედ ბევრი რომ აღარ გავაგრძელო, მოდით ვისაუბროთ ქართველი მომავლის და თანამედროვე პოეტების შესახებ smile.gif

მთვარე - ძაღლიშვილი, ისე გაიტურა,
თითქოს კვალში ედგა ღამის ტარანტული.
წასვლა გამიგია, მაგრამ - პოეტურად!
არის მიტოვებაც, მაგრამ - გალანტური!

ბოლო სიგარეტიც ყავას შევუხამე
(სადღაც უნდა მეგდოს კიდევ, ორი ღერი).
წერა შემიძლია მხოლოდ შუაღამით...
სხვა დროს არ მაცლიან, თორემ - ვინ ოხერი.

რაღაც უხეირო სასმელს მიძალებით,
გუშინ საღამოდან ვიკლავ მოშიებას.
დილით მიპოვნიან, ალბათ, მიცვალებულს...
გარეთ ნერვიულად ყეფენ გოშიები.

ქალაქს გადავხედე - თვალი ამარიდა
ისე მედიდურად, მისთვის დანაბერებს...
მთელი დედამწა, ჩემი ფანჯრებიდან,
მოჩანს, დამიჯერე - ბევრი არაფერი...

და ეს ლექსიც, თითქოს, სხვათა შორისია -
ფიქრიც მიძნელდება... იცი? გეფიცები,
ყოფნას და არყოფნას, სადღაც შორისა ვარ,
საფლავს მინაწერი წლების დეფისივით.

________________________

სიყვარულის კამიკაძე

ბედთან ამბოხების მქვია ექსტრემისტი -
რა ვქნა, თავის დახრას არ ვარ მიჩვეული.
არრა მაბადია გარდა ლექსების და
გარდა სიამაყის - რაღაც უჩვეულო.

ხელში გადავითვლი ხურდებს კარამბოლით -
ერთ ღერ კესანესაც ამით ვერ მივწვდები...
შენი ფანჯრებიდან ისმის "ამაპოლა",
გვერდი ავუარო - გულიც გამისკდება!

მინდა შემოგძახო, მაგრამ რანაირი
განცდა მეუფლება: მტრული გაციებით,
ისე გამიცივდი... ადრე სხვანაირად
იყო - გიხაროდი მეტად, გაცილებით.

და მეც გილოცავდი, შენთვის მოგონილებს,
დღეებს - სასწაულებს, ისე უცნაურად...
ახლა შენს სარკმელთან ვდგავარ უქონელი,
როგორც შემოდგომის ბოლო აზნაური.

აღარც სიგელი მაქვს, აღარც ჰერალდიკა -
წყალსაც წაუღია! ახლა მთავარია,
კეთილ მეყვავილეს ერთობ ეგზოტიკურ,
ლექსში გავუცვალო ივან და მარია.

ღია ფანჯარაში გესვრი ყოჩივარდებს,
მინდვრის ყვავილებით დაგხვრეტ... გამექეცი!
ბედთან უიმედო ჯანყის ყოჩი ვარ და
შენი სიყვარულის მქვია კამიკაძე.

_______________________________


განწირული თაობა

გუშინ -
ვერ დაბრუნდა
ბავშვობა ომიდან...

დღეს -
რომ ვერ "გვიხმარეს",
შემოგვდგნენ წიხლებით...

ხვალ -
ალბათ გამოვალთ
როდესმე კომიდან...

ზეგ -
ჯერ არ მოსული
სიბერით ვიღლებით...

რა გვახსოვს? -
ტვინების ღვრა
თავის ქალიდან...

და
ნატყვიარები
ხერხემლის მალებში...

ვერა,
ვერ ამოხვალ,
შენ, ჩვენი ვალიდან,

ღმერთო...
და ვერასდროს
ჩაგვხედავ თვალებში!



გიორგი საჯაია


--------------------
მარტივად განვმარტე განმარტოება: მარტი!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
 
Reply to this topicStart new topic
გამოხმაურებები
აფაჟარი
პოსტი Sep 7 2007, 02:11 PM
პოსტი #2


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 45
რეგისტრ.: 18-July 07
მდებარ.: pelevdikea..
წევრი № 2,481



ლოცვა ავადმყოფობისა


ღმერთო, მიშველე,
არ შემომაპარო შიში,
დედაჩემს ღრმად სძინავს,
ხორცი ჩემი კი მის გვერდით
სპაზმებისგან კრთება,
ღმერთო, მიშველე,
არ შემომაპარო შიში,
ამას გეუბნები ღამით,
პატარა ოთახში
დედის გვერდით მწოლიარე,
ღმერთო,
შემოდი ჩემს გულში,
კუნთებში და
დამიცავი,
ღმერთო,
აი, თაფლი,
ის დათო აკრიანმა მომიტანა,
შემოდი ამ თაფლით ჩემში და
გამისწორე შეცდომები სხეულში,
სულში,
ღმერთო,
აი, მაწონი,
რომელიც დათო ბარბაქაძემ მომიტანა,
შემოდი ამ მაწვნით ჩემში,
გადამარჩინე და
დედაჩემი ყოველ ცისმარეზე
ილოცებს შენთვის.


შოთა იათაშვილი

_________________________________________________________________________

გაიხადე და ჩამაცვი შენი სხეული,
მე, ჩემი ლექსის კაბით შევმოსავ მას.
ჰო, გაიხადე და ჩამაცვი შენი სხეული,
თორემ ისე მძიმეა, ისე მძიმე, ეს სიცარიელე
არამგონია, კიდევ ცხრა თვე ვზიდო.
გაიხადე და ჩამაცვი შენი სხეული,
შენ ხომ ყველაზე კარგად იცი როგორ მომარგო ის
და დილის ყავის არომატივით ქალობის ნელ-სურნელებით დამიტკბო.
გაიხადე და ჩამაცვი შენი სხეული
და მე გეტყვი პასუხს ყველა კითხვაზე,
რომელზეც შენ სიჩუმითა და უხერხული დუმილით მპასუხობდი.
მე ხომ ვიცნობ შენი მორჩილების რეფლექსებს.
დარღვეულია დიდი სიმშვიდე და
ყველა შუაზე გახლეჩილი სხეული როდი ხვდება ერთიმეორეს.
მერცხლებს, თბილი ქვეყნებიდან დაბრუნებულებს,
ჩვენი სახლის ჯარგვალზე რომ ბინა დაიდეს,
კარს ხომ დღითა და ღამით უტოვებ ღიას,
ბუდეში კვერცხები რომ არ დაუცივდეთ და ბარტყები დააფრთიანონ.
იცი, როგორი სიმშვიდე მენატრება?
ბავშვობაში, ჩემს გაოცებას, თოვლის ფანტელების სიმრავლით გამოწვეულს,
რომ შემოაგებე და მითხარი: ნუ გეშინია, მიწა დაიტევს...
მას შემდეგ მიწამ იმდენი რამ დაიტია, მეშინია გაოცება არ მომიკვდეს.
იცი, სიკვდილზე ფიქრი გადავაფიქრებინე მამას,
ვუთხარი, შენს შემდეგ ჩემი რიგია და ნუ ჩამაყენებ ამ რიგში მამა.
დამიჯერა და დამყვა...
ჰოდა გაიხადე შენი სხეული და ჩამაცვი,
ჩემი ღამეების სიზმრებს გაგიმხელ,
სხვა ცხოვრებაშიც მოვდივარ ქალად
და ვაჩენ შვილებს, ჩემს გაგრძელებებს,
რომ არ დავმთავრდე და დავასახლო მთელი სოფელი.
გაიხადე და ჩამაცვი შენი სხეული,
თორემ ახლა ის უხერხული ღიმილი მე მეყინება ტუჩზე სიჩუმედ და
ჩემი სიზმრის შვილებისთვის არ მაქვს პასუხი:
დეე, ძნელია დედობა?..


ნატო ინგოროყვა

_________________________________________________________________________

ჩემი სიყვარული


ეს ძაღლი,
რაც თავი მახსოვს,
ყოვლღამე ყეფდა ჩემს სახლთან.

რამდენჯერ დაიკარგა – მაგრამ უშედეგოდ,
რამდენჯერ მოკვდა – ისევ უშედეგოდ,
ყოველღამე ყეფდა ჩემს სახლთან.

რამდენი სახლი მოვიცვალე,
ყოველღამე ყეფდა ჩემს სახლთან.

ერთხელაც იყო, თვითონ მოვკვდი.
მხიარული დავდიოდი ბნელ გვირაბებში.
ვეძებდი და ვპოულობდი ჩემზე ადრე გარდაცვლილ ჩემებს.
მიკვირდა, თუკი მიხსენებდნენ.

სადღაც ცხოვრება გრძელდებოდა.

იყვნენ ისეთებიც, რომლებიც მტიროდნენ.

ყოველღამე სულ სხვა ძაღლი
ყეფდა ჩემს სახლთან.

ზვიად რატიანი

________________________________________________________________________________
_

მარილის მათხოვარი


რა შენი ბრალია,
მეოთხე ჯგუფის უარყოფითი სისხლი თუ გამოგყვა.
ასეთი მარტოსისხლობაა, ვერავის გადაესხმები, ძნელად შეგერევიან.
და მითუმეტეს,
რა შენი ბრალია შობის ღამეს მოულოდნელად გახეთქილი ნაღველი.
რა შენი, მაინცდამაინც ახალ წელს თუ დამუნჯდი და სულ შემთხვევით აებლანდე მეკვლეს ფეხებში, წააქციე შემოსასვლელში.
თუ, სულაც შენი!
მეგობრობა შენს ოთხეულთან ძველ ფოტოებზე რომ გიგრძელდება.
სინამდვილეში:
`სორრი ქევან... ერთი საათი ძაან ბევრია. თან უსაშველოდ შორს გადასახლდი~...
აღარ მოდიან..……
ნუთუ მანძილი?

არაფერია.
არ გაგიკვირდეს თუ აღმოაჩენ, ჭიამაია დაიმეგობრე
აივანზე შემოჩვეული მერცხლები კი ჭორაობაში გამოიჭირე.
გესმის მათი?
არ გაგიკვირდეს,
სიტყვების ჯარი ერთბაშად თუ დაგეხოცება,
შენს ულამაზეს წინადადებებს კი გაწყვეტს ხოლერა.
ადამიანის შვილებს ვერაფერს გააგებინებ.
ააარ გაგიკვირდეს, 27-სამ უცებ ხეების ენა ისწავლო
და სიყვარული ახსნა შრიალით.
იქცე ალუბლის თავნება პრინცესად,
ხან ტყის მწარე ბალს გადაეხვიო,
ხან ტირიფთან ერთად დალიო მდინარის პირას,
არ გაგიკვირდეს.

რა შენი ბრალია.
თუ გაღარიბდი.
რომიანი შოკოლადის გიჟი,
დღეს კოწახურის, პიტნის კანფეტებს პარავ სუფრას და
ჯიბეს იტენი.
რა შენი, ასეთი წინადადებები თუ გესმის:
`სორრი, ქევან, საჩუქარი ნაძვის ხესთან აღარ დაგიდეთ, ჩვენიანი ხარ, გაიგებ მაინც~.
სორრი, რადგანაც ეს შაბათ-კვირაც დაგეგმილი გვაქვს.
სორრი, მაგრამ სირცხვილია ტკბილეულის ასე აცინცვლა.
სორრი, მაგრამ მეგობრები მოიცდიან, ქმრების ნათესავები ვერასოდეს.
სორრი, ასე ჩაცმული არ მოხვიდე წვეულებაზე.

მე თანახმა ვარ ორშაბათზეც!
ექვსის მერე,
ასე ჩაცმული.

ხუთწუთიან მეგობრობაზეც.
სადაც ჩვენ ოთხნი თუ ცოტა მეტნი,
ერთმანეთის დარდებს მოვისმენთ.
და სულ ბოლოს,
როცა ჩემი ჯერიც დადგება და დავაპირებ
გეწუწუნოთ უთქვენობაზე, შემრცხვება და
`ცოტა მარილი!
ხალხნო, სულ ცოტა მარილი მინდა!
მე ხომ ადრე ყველა ტომარა დაგიცალეთ მოლიპულ გზებზე~ – ესღა დამცდება..


ეკა ქევანიშვილი


--------------------
მარტივად განვმარტე განმარტოება: მარტი!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

პოსტი ამ თემაში
აფაჟარი   "ნახევრად ბინდი, ნახევრად შუქი"   Jul 18 2007, 02:00 AM
komisia   მდააა..... ერთს ვიტყვ...   Jul 18 2007, 02:01 AM
აფაჟარი   მეტალის პეპელა მე ...   Jul 18 2007, 02:05 AM
kato_Bato   მე მგონია ცუდად არ ...   Jul 18 2007, 12:39 PM
marine   უზნეობასთან ომს მ...   Jul 18 2007, 12:49 PM
ნიანია   უფალო, შემხვდი.... უ...   Jul 18 2007, 02:01 PM
ქავთარაძე   აააააააააააააააა...   Jul 18 2007, 02:05 PM
ქავთარაძე   ნიანია ეგ უკანასკნ...   Jul 18 2007, 02:23 PM
marine   kato_Bato დროებაში იყო ი...   Jul 18 2007, 02:27 PM
zviadauri   ნიანია ეგ უკანასკ...   Jul 18 2007, 04:17 PM
ქავთარაძე   :D :D :D თანასწორობის ...   Jul 19 2007, 09:35 AM
marine   რითმა? :) მაშინ მოთხ...   Jul 19 2007, 10:43 AM
kato_Bato   ქავთარაძე მაგაზე, ...   Jul 18 2007, 04:12 PM
marine   [b]ქავთარაძე საიდა...   Jul 18 2007, 04:20 PM
k@the   გიორგი საჯაიას ლექ...   Jul 18 2007, 04:13 PM
di_onise   თქვენი არ მესმის რ...   Jul 18 2007, 04:20 PM
k@the   მე მგონია, რომ გინ...   Jul 18 2007, 04:26 PM
marine   ძაღლიშვილო მე პირ...   Jul 18 2007, 04:28 PM
k@the   ვისთვის როგორ :) მე ...   Jul 18 2007, 04:31 PM
marine   უბრალოდ 'ძაღლიშვ...   Jul 18 2007, 04:34 PM
kato_Bato   ძაღლიშვილო, ვირიშვ...   Jul 18 2007, 04:38 PM
marine   ძაღლიშვილო, ვირიშ...   Jul 18 2007, 04:40 PM
k@the   კარგით, მაშინ ასე შ...   Jul 18 2007, 05:09 PM
ქავთარაძე   k@the ბოროტის სიტყვით ...   Jul 18 2007, 05:11 PM
kato_Bato   k@the კონსტანტინემ იც...   Jul 18 2007, 05:15 PM
zviadauri   მარინე პმ ნახე რა   Jul 18 2007, 05:19 PM
k@the   k@the ბოროტის სიტყვით...   Jul 18 2007, 05:23 PM
kato_Bato   მე ვამბობ, რომ ადრე...   Jul 18 2007, 05:26 PM
di_onise   kato_Bato ადრე ვინმესთვ...   Jul 18 2007, 05:29 PM
k@the   მე ვამბობ, რომ ადრე...   Jul 18 2007, 05:35 PM
აფაჟარი   საინტერესოა ძალია...   Jul 19 2007, 09:13 AM
di_onise   ქავთარაძე ხოო... გელ...   Jul 19 2007, 10:56 AM
აფაჟარი   ძალიან გთხოვთ ნუ დ...   Jul 19 2007, 11:00 AM
marine   რითმა-ურითმობა არ ...   Jul 19 2007, 11:17 AM
kato_Bato   აფაჟარი მე პირადა...   Jul 19 2007, 11:12 AM
აფაჟარი   მარინე გეთანხმები ...   Jul 19 2007, 11:21 AM
marine   მარინე გეთანხმები...   Jul 19 2007, 11:23 AM
di_onise   ლექსს - რითმა + შინა...   Jul 19 2007, 11:24 AM
kato_Bato   ქავთარაძე ლიტერატ...   Jul 19 2007, 11:29 AM
აფაჟარი   კატო შენ გაიხარე შ...   Jul 19 2007, 11:34 AM
marine   მაგრამ ისე ჯობს ლე...   Jul 19 2007, 11:40 AM
kato_Bato   უცნაურია ისიც, რომ ...   Jul 19 2007, 11:42 AM
marine   kato_Bato მათალი ხარ, კატ...   Jul 19 2007, 11:47 AM
kato_Bato   აბა რას ვფიქრობთ. ...   Jul 19 2007, 11:53 AM
აფაჟარი   აი თუნდაც ეს კატოს ...   Jul 19 2007, 11:57 AM
marine   აი თუნდაც ეს კატოს ...   Jul 19 2007, 12:03 PM
აფაჟარი   არაა საჭირო ყველამ...   Jul 19 2007, 12:06 PM
marine   არაა საჭირო ყველა...   Jul 19 2007, 12:06 PM
marine   თუ მასეთი სილამაზ...   Jul 19 2007, 12:12 PM
marine   ახლა სხვა მწვერვა...   Jul 19 2007, 12:20 PM
აფაჟარი   არა შენი ლექსი კი ა...   Jul 19 2007, 12:08 PM
აფაჟარი   ჰო "ორგანულ გარეუ...   Jul 19 2007, 12:16 PM
kato_Bato   marine მე მაგალითად შე...   Jul 19 2007, 12:22 PM
marine   marine მე მაგალითად შე...   Jul 19 2007, 12:35 PM
kato_Bato   marine მეც მაგას ვამბო...   Jul 19 2007, 12:38 PM
აფაჟარი   მარინე.. პოეზია გემ...   Jul 19 2007, 12:41 PM
marine   მთავარია მეგობრულ...   Jul 19 2007, 12:59 PM
marine   მარინე.. პოეზია გემ...   Jul 19 2007, 04:51 PM
აფაჟარი   ლურჯო ანგელოზებო ...   Jul 20 2007, 11:05 PM
_Matasi_   მდააა... "ვარდისფე...   Jul 20 2007, 11:13 PM
აფაჟარი   ისე ცნობისათვის გე...   Jul 20 2007, 11:21 PM
_Matasi_   აფაჟარი ეს ადამიან...   Jul 21 2007, 12:12 AM
ქავთარაძე   ადრე იყო, თერგდალე...   Jul 21 2007, 12:17 AM
_Matasi_   ქავთარაძე თუ უფალთ...   Jul 21 2007, 12:21 AM
აფაჟარი   მოდით კიდევ ერთ ლე...   Jul 21 2007, 12:42 AM
mendes masieli   მოდით კიდევ ერთ ლე...   Jul 27 2007, 03:52 PM
Lortkifanidze   _ საა.. გძინავს? ჯერ ა...   Aug 22 2007, 01:04 AM
Lortkifanidze   მოდით კიდევ ერთ ლე...   Aug 21 2007, 11:00 PM
kato_Bato   არ ვიცი ამდენი ხლა...   Jul 21 2007, 12:00 PM
_Matasi_   kato_Bato არა, რაღაც კარგ...   Jul 26 2007, 01:41 AM
marine   ლექსი "სული" მეც...   Jul 26 2007, 10:06 AM
_Matasi_   დათო ყანჩაშვილი ...   Jul 27 2007, 05:03 PM
ketino   უფალო, შემხვდი.... უფ...   Aug 13 2007, 08:02 PM
kato_Bato   ketino გეეეეთანხმები :(   Aug 22 2007, 12:03 PM
აფაჟარი   ლოცვა ავადმყოფობი...   Sep 7 2007, 02:11 PM
ნიანია   აფაჟარი მარილის მ...   Sep 25 2007, 04:00 PM
Qeti   მდააა.... რაღაც არ მ...   Sep 25 2007, 05:25 PM
აფაჟარი   ra aris aq armosawoni? ar mesmis.. vcdilob saukete...   Sep 26 2007, 02:15 PM
kato_Bato   "ლიუძი" იმსჯელე...   Sep 26 2007, 02:24 PM
თათი87   სოსო ლიპარტია ცივ...   Sep 27 2007, 01:34 PM
ნათია   http://img172.imageshack.us/img172/2953/200pxhomer...   Sep 27 2007, 01:57 PM
თათი87   ქალი მანდილით ქალ...   Sep 27 2007, 02:00 PM
თათი87   სინანული ვიცი მ...   Sep 27 2007, 04:09 PM
_Matasi_   mendes masieli შენი რამდენი...   Sep 28 2007, 06:13 PM
_Matasi_   ...   Sep 28 2007, 06:13 PM
ნათია   საქართველოსთვის...   Sep 29 2007, 12:30 AM
Homo Faber   ეს არის თანამედროვ...   Oct 3 2007, 09:59 AM
meleqse   :D ეს არის ნაღები ი...   Oct 3 2007, 10:45 AM
serafita   გავეცანი ე.წ. თანამ...   Oct 3 2007, 11:36 AM
თათი87   არც დასაწყისი...) არ...   Oct 3 2007, 02:33 PM
Homo Faber   [b]ლეო ნაფტა [b]"ორი ...   Oct 8 2007, 06:17 PM
ლილიანა   მოკლედ ასე , მართალ...   Apr 19 2008, 08:39 PM
kato_Bato   ვახ. ცოტაარიყოს გუ...   Apr 19 2008, 10:11 PM
თამარი_ცქნაფო   ვახ. ცოტაარიყოს გუ...   Apr 19 2008, 10:20 PM
likka   ლილიანა ყოჩაღ! :მპ...   Apr 19 2008, 10:32 PM
შოთაძე   მეც მომეწონა :) რომ...   Apr 19 2008, 10:34 PM
თამარი_ცქნაფო   მეც მომეწონა :) რომ...   Apr 19 2008, 11:00 PM
ქეთუ   ლილიანა კარგი თემა...   Apr 19 2008, 11:00 PM
თამარი_ცქნაფო   ლილიანა კარგი თემ...   Apr 19 2008, 11:05 PM
3 გვერდი V  1 2 3 >


Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 2 მომხმარებელი (მათ შორის 2 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 14th July 2025 - 11:50 AM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი