აბო-ქართველი წმინდანი? |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
აბო-ქართველი წმინდანი? |
ზებედე |
Jul 12 2007, 06:25 AM
პოსტი
#81
|
ზეციკეთი ჯგუფი: Members პოსტები: 4,332 რეგისტრ.: 27-July 06 წევრი № 19 |
სამწუხაროდ, თემა დახურეს, სადაც მინდოდა გამერკვია რას ნიშნავს გამოთქმა "ქართველნო ერთად ღვთისაკენ" მაგრამ არგუმენტების არ ქონის გამო თემა დახურეს...თუმცა გამოიკვეთა ერთ-ერთი აზრი იმაზე, რომ ეროვნებით არაქართველი მოწამეეები, რომლებიც საქართველოში ეწამნენ ქრისტესთვის, ქართველი წმინდანები არიან. ჩემთვის გაუგებარია რატომ არის აბო ტფილელი ქართველი წმინდანი? იმიტომ რომ საქართველოში ეწამა? ეს ფილეტიზმი არ არის? მე მგონი უფრო სწორია საქართველოში წამებული წმ. აბო, და არა ქართველი წმინდანი აბო. თუ ქართველი წმ. აბოს ლოგიკით ვიმსჯელებთ მაშინ წმ. გრიგოლ ფერაძე (ვარშავაში წამებული), ანთიმოზ ივერიელი (უცხოეთში წამებული, მოღვაწეობდა რუმინეთში) ქართველი წმინდანები არ ყოფილან, რადგან საქართველოს ეკლესიაში არ წამებულან ან სხვაგან მოღვაწეობდნენ....
-------------------- მზეო ამოდი, ამოდი ნუ ეფარები გორასა წიწილის თეთრი ბუმბული, ველად გაჰქონდა ნიავსა |
ნაინა |
Sep 7 2007, 10:27 PM
პოსტი
#82
|
პროვინციელი ალქაჯი!!!!! ჯგუფი: Senators პოსტები: 15,155 რეგისტრ.: 11-May 07 მდებარ.: ,,მოუსავლეთი'' მიჩიგანის კოლმეურნეობა. წევრი № 1,886 |
kato_bato
ციტატა ეს უბრალოდ ასე ვთქვათ, პატივის მიგების ქართველებისეული გზა იყო, რომ აბოს "თბილელი" უწოდეს, რაკი "უცხოი უცხოითა შჯულითა მოვიდა და ქრისტესა ღმერთსა ჩვენსა შეემეცნა" .. და ეს არ იყო მარტო სარწმუნოებისთვის თავის დადების მაგალითი, ეს "სტიმული" იყო მთელი ერისთვის განმტკიცების და გაძლიერებისთვის.. იმ მცირე მართლმორწმუნე ადამიანებისთვის რომლებიც, როგორც იოანე საბანისძე წერდა,_ "შიშთა განილევიან და ირყევიან ვითარცა ლერწამნი ქართაგან ძლიერთაო". რა თქმა უნდა ეს უდიდესი საქმე იყო უფლის წინაშე აღსრულებული და მოწამეობა, მაგრამ საქართველოსთვის ამას ეროვნული მნიშვნელობაც ჰქონდა. ამიტომ ამ ყველაფრის გამო უწოდეს მას თბილელი. წაშლილი იყო ზღვარი მისი უცხოობისა. ისევე როგორც ქრისტეს რჯულის დატევება უდრიდა მაშინ სამშობლოს ღალატს. ასე მისი მიღება უდრიდა ჩვენი ქვეყნის ჩვენი ხალხის გაძლიერებას და "მისიანობას", რადგან ქვეყნის ღალატს სწორედ რჯულის უარყოფით აიძულებდნენ მტრები ქართველებს. არაბებისთვის არ ჰქონია ამას ისეთი მნიშვნელობა როგორც საქართველოსთვის, ჩვენ მოწამეს კი არ ვართმევთ აგარიანებს, უბრალოდ "პატივს მივაგებთ" მას "შინაურად, ჩვენიანად ვიღებთ" ასე ვთქვათ, ამ წოდებით იმ ღვაწლისთვის, რომელმაც მაშინ ქართველობას და ჩვენს ეკლესიას გაუმაგრა წელი. ეს ამბავი ეკლესიებში იკითხებოდა და იქადაგებოდა, რომ ყველას მაგალითად ჰქონოდა. 100% გეთანხმები და უკვე აღარ ვიცი ასეთი ახსნის შემდეგ კიდევ თუ ვინმეს უნდა გაუჩნდეს საქინააღმდეგო კითხვა. გაიხარე -------------------- ________________________________________________
გიგრძვნიათ ოდესმე სუსხიან ზამთარში, მზისგან მოგზავნილი სხივების სინაზე? ხანდახან გულნატკენს ტირილი რომ გინდათ... და მაინც იცინით სუყველას ჯინაზე... ________________________________________________ |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 23rd September 2024 - 04:04 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი