მამათა გამონათქვამები |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
მამათა გამონათქვამები |
Murzayani |
Mar 5 2007, 09:08 PM
პოსტი
#1
|
Newbie ჯგუფი: Members პოსტები: 57 რეგისტრ.: 10-January 07 მდებარ.: Gldani!!! წევრი № 842 |
ღმერთზე მხოლოდ ღმერთი არსებობს თავისთვის, ხოლო ჩვენ ყველანი ვარსებობთ ღმერთისთვის. ღმრთისათვის სათნოყოფა - აი, შენი ნეტარება; მასთან ერთობაში ყოფნა - აი, შენი დანიშნულება, შენი ყოველგვარი საქმინობის წესი. წმ. ეფრემ ასური ღმერთზე იზრუნე და ღმერთი იზრუნებს შენზე. წმ. იოანე ოქროპირი გახსოვდეს ღმერთი, რომ მას ყოველთვის ახსოვდე შენ. წმ. ისააკ ასური უფლის გარეშე არა მხოლოდ ქალაქი და ადამიანის სახლი, არამედ ჩიტის ბუდეც არ შენდება. მოსკოვის მიტროპოლიტი ფილარეტი არაფერში ისე არ გვჭირდება ღმერთის დახმარება, როგორც ჩვენი ხსნის საქმეში; იმიტომ რომ არაფერში არა ვართ ისეთი სუსტები, როგორც სიკეთის კეთებაში. წმ. ტიხონ ზადონელი როცა ამა ქვეყნის ძლიერთა წინაშე აღმოჩნდები, გაიხსენე, რომ ყოვლადძლიერი ღმერთი ყოველივეს ხედავს და ეცადე სწორედ მას სათნო ეყო და არა - ძლიერთა ამა სოფლისათა. წმ. ანტონი დიდი ღმერთზე საუბარი - დიდი საქმეა, მაგრამ გაცილებით უფრო დიდი საქმეა საკუთარი თავის განწმენდა ღმერთისათვის. წმ. გრიგოლ ღვთისმეტყველი ვინც ღრმად შეიცნო ღმერთი, მისკენ მიილტვის, ვინც მცირედ შეიცნო – ხან პოულობს, ხან კარგავს. ვინც ვერ შეიცნო ღმერთი, დასცინის მას. ისინი ამბობენ: ღმერთი კი მწამს, მაგრამ მღვდელი და ეკლესია არ მომწონსო. ფუჭი და ამაოა ეს სიტყვები. თუ ადამიანს უყვარს სიმღერა, მომღერალს სცემს პატივს, თუ პოეზია უყვარს, პოეტს მიაგებს პატივს, ღმერთი თუ უყვარს, ყველაფერს პატივს მიაგებს, რაც ცისქვეშეთში ადიდებს უფალს – ეკლესიასაც და ღვთისმსახურსაც. ეს არის ნიღაბი. ვერ ამბობს ასეთი ადამიანი, ათეისტი ვარო, ამიტომ სათქმელს ასე ნიღბავს. ეპისკოპოსი ანტონი (ბულუხია) რწმენასა და ურწმუნოებაზე არაფერი ისე არ ჭირდება ადამიანს, როგორც რწმენა. ამაზეა დამოკიდებული არა მარტო მომავალი ცხოვრების ნეტარება, არამედ ამქვეყნიური კეთილდღეობაც. თანაც, არა მარტო თითოეული ჩვენთაგანის, არამედ მთელი საზოგადოების. მოსკოვის მიტროპოლიტი ფილარეტი ღუზა ხომალდს ქარიშხლის დროს ჭირდება; რწმენა კი ადამიანს - უბედურებების დროს. სადაც არ არის სარწმუნოება, იქ არ არის კეთილი საქმეები, იმიტომ, რომ განზრახვა საქმე სიკეთეს ანიჭებს, ხოლო კეთილი განზრახვა სარწმუნოებიდან მოდის. ნეტარი ავგუსტინე ადამიანთა საზოგადოება ღმრთისა და სულის უკვდავების რწმენის გარეშე ველური ცხოველიების ჯოგია, მოუხედავად იმისა, რომ მათ გონებაც აქვთ. ისინი ყოველთვის მზად არიან, ერთმანეთი ტანჯონ და გაანადგურონ. მოსკოვის მიტროპოლიტი მაკარი ურწმუნოება იქიდან იშვება, რომ ჩვენ ადამიანური დიდება გვწყურია. წმ. ბასანოფი დიდი და იოანე წინასწარმეტყველი რწმენით განათებულ ქრისტიან გულს ყველა უყვარს, ყველას ჰპატრონობს, ყველას უთმობს, ყველაფერს ითმენს; ასეთი გული ადვილად ამჩნევს გაჭირვებულს და ეხმარება მას; მისთვის უცხოა სიცრუე, ავსიტყვაობა, ცურმოწმეობა, ქურდობა, მკვლელობა... საერთოდ, არაწესიერი ცხოვრება. თუ ნახა ვინმე ცოდვილი, კი არ განიკითხავს, მხარში ამოუდგება მას, რომ როგორმე ააყენოს დაცემული. მისი ცხოვრება ქმნის ჯვარს: მიისწაფვის ღვთისაკენ და მიისწაფვის ადამიანისაკენ. რწმენა და სიყვარული აერთებს ღმერთთან; სიყვარულივე აკავშირებს მოყვასთან და ხალხთან. ილია II, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ...რა არის საჭირო? საჭიროა, რომ ჩვენი ლოცვა შეისმინოს ღმერთმა, უნდა ილოცოთ ნამდვილი რწმენით. აუცილებლად უნდა გწამდეთ, რომ ღმერთი არსებობს, აუცილებლად უნდა ხედავდეთ ღმერთს თქვენს წინაშე. აი, როგორც ჩვენ დიდი ადამიანების წინაშე ვდგავართ გამართულად, მოკრძალებით, თავმდაბლად, ასე უნდა იდგეთ და გრძნობდეთ, რომ ხართ ღვთის წინაშე და თვალი ღვთისა დაგყურებთ. ილია II, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი რწმენა თავისუფალი არჩევანია და იქ, სადაც არის თუნდაც დაფარული მტკიცება და ძიების სურვილი, არ არის სარწმუნოება. მღვდელი ალექსანდრე ელჩანინოვი ერთი წმინდანი ამბობს, რომ ურწმუნოსა და მორწმუნეს შორის ისეთივე დიდი განსხვავებაა, როგორიც ქანდაკებასა და ცოცხალ ადამიანს შორის. მიტროპოლიტი ანტონ სუროჟელი ერთის ბრძენისა არ იყოს, ქვეყანაზე ზოგი იმისთანა საგანია, რომ თუ არ დაინახე, ვერ ირწმენ და ზოგიც იმისთანაა, რომ თუ არ ირწმუნე, ვერ დაინახავ. ცასა, თუ ცას იქით, სწორედ იმისთანა ადგილებია მაძებარ გონებისათვის, რომ თუ არ ირწმუნე, ვერას დაინახავ. წმიდა ილია მართალი (ჭავჭავაძე) -------------------- ღმერთზე იზრუნე და ღმერთი იზრუნებს შენზე. |
მარიამი |
Sep 8 2007, 11:44 AM
პოსტი
#2
|
+ + + ჯგუფი: Senators პოსტები: 12,615 რეგისტრ.: 23-July 06 მდებარ.: თბილისი წევრი № 6 |
დედა არსენია მარხვის შესახებ:
"ჩვენი დროის მრავალი სწავლული ამბობს, რომ მარხვა და ეკლესიის ყველა წეს-განგება არაფრამდე მიმყვანი, ცარიელი რიტუალია, გარეგნულობა. მე კი, რაც უფრო დიდხანს ვცხოვრობ, მეტად ვრწმუნდები - წმიდა მამების მიერ სულიწმიდის შთაგონებით დადგენილი ყველა კანონი ღმრთისგან ბოძებული უდიდესი სიკეთეა. თითოეული მათგანი, მადლის მიერ, არაჩვეულებრივად მაცხოვნებელია. სწავლულები ამბობენ: "ეს ყველაფერი წვრილმანია, მთავარი მხოლოდ სახარებისეული ჭეშმარიტებებია". მე კი ვამბობ, რომ ეკლესიის დადგენილებების გვერდის ავლით ან უგულებელყოფით შეუძლებელია პირდაპირ ჩაწვდე, დაადგე სახარებისეულ ჭეშმარიტებებს. მათ, მხოლოდ მათ მივყავართ ქრისტეს სწავლების უმაღლეს ჭეშმარიტებებთან. ამჟამად მარხვაზე ვსაუბრობთ, ე.ი. ბევრი ჭამისა და გადაჭარბებისგან თავშეკავებაზე. რათა ამით შემსუბუქებულმა და შეთხელებულმა ჩვენმა სხეულმა სულიერი შეგრძნებების მეტი უნარი შეიძინოს. უფალმა იესო ქრისტემ ეკლესიის ეს დადგენილება თავისი ორმოცდღიანი მარხვით აკურთხა და მარხვა ჩვენთვის მაცხოვნებელი გახდა. საკვებისგან თავშეკავება ვნებიანი ზრახვებისა და შეგძენებებისგან თავშეკავებას გვასწავლის. თავშეკავება პირველი ნაბიჯია ყველა სათნოებაში... უფალი იესო ქრისტე ამბობს: "გიყუარდედ მტერნი თქუენნი", ე.ი. შენი განმკითხველნი და ძვირისმეტყველნი. როგორ გავაკეთოთ ეს? ის პირდაპირ გვეუბნება ძვირს, ხომ ვერ შეძლებ მაშინვე მის შეყვარებას? უპირველესასდ, თავი შეიკავე, არ უპასუხო ლანძღვითვე. შემდეგ შეაკავე ცუდი ფიქრები ამ ადამიანზე და ა.შ. ასე რომ, პირველი ნაბიჯი სიყვარულისკენ - თავშეკავებაა. მასვე მიყვავართ ღმერთის შეწევნამდე. ღმერთის შეწევნა კი მაშინ ხდება შენთვის აუცილებელია, როდესაც ყველაფერში თავშეკავებას დაიწყებ. აქ დაინახავ შენი ძალების დიდ ნაკლებობას, ღმერთის შეწევნის აუცილებლობას და დაიწყებ მის თხოვნას მთელი არსებით. ასე მოიხვეჭება ჭეშმარიტი ლოცვა. მარხვის დროს ჩვენი ჩვებულებრივი მზადება ზიარებისთვის, ცოდვათა აღიარება და წმიდა საიდუმლოებებთან ზიარება, მადლის იმ ნიჭების გარდა, რომლებიც ყოველივე ამის აღსრულების დროს გვეძლევა, გვახსენებს და გვაახლოებს იმ უდიდეს სინანულთან, რომელთანაც მთელი ჩვენი ცხოვრებით უნდა მივიდეთ. გვახსენებს უშუალოდ უფლის წინაშე სათქმელი აღსარების შესახებ, რომელიც ადამიანმა თავისი დაცემისა და ცოდვილი ბუნების უღრმესი შემეცნებით უნდა თქვას. ამას კი უფალ იესო ქრისტესთან მარადიული შეერთება უნდა მოჰყვეს. აი, მარხვისგან გამომდინარე სიკეთენი. ნუ შეგვეშინდება მარხვის და მისი არასრულფასოვნად გატარების, არამედ გვიხაროდეს, რომ ის ამდენად მაცხოვნებელია!" -------------------- ნუ მივატოვებთ ერთმანეთს, როცა ერთმანეთს ვჭირდებით...
|
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 26th September 2024 - 02:11 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი