![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() |
კანუდოსელი |
![]()
პოსტი
#1
|
![]() Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 8,829 რეგისტრ.: 2-November 06 მდებარ.: კანუდოსი წევრი № 374 ![]() |
მოკლედ ახლა წამოიჭრა ერთ ფორუმელთან გარკვეული კითხვა, არის თუ არა ღვთის მადლი არა მართლმადიდებელ თემებში, თი ისინი საერთოდ მოკლებულნი არიან ყოველგვარ მადლს.
მე როგორც წარმომიდგენია, ეს არ არის ასე მარტივად გადასაწყვეტი, რადგან როდესაც ვიღებთ სხვადასხვა თემის არამართლმადიდებლებს, გათვალისწინებით კონკრეტული თემისა, მიღების წესიც სხვადასხვაა, მაგალითად კათოლიკებს იგივე რუსეთის ეკლესია არ იღებს არც ნათლობით, არც მირონცხებით და თუ მღვდელლია ქიროტონიის გარეშე. ჩვენთანაც იგივე წესია, თავად ვარ ერთი ყოფილი კათოლიკეს ნათლია...მისი გადმოსვლლის რიტუალი იყო მხოლოდ ლოცვების კრებული, არანაირი ნათლობა და სხვა საიდუმლო. თუ მართალია ის, რომ იქ არანაირი ნათლობა არ არის, მაშინ როგორც კვიპრიანე კართაგენელი ამბობდა მათეული ნათლობა სიბინძურით განბანა არისო, მაშინ ბუნებრივია რომ გადმოსვლის დროს უნდა მოინათლნენ, რასაც თავად წმ. კვიპრიანე აკეთებდა, მაგრამ საქმე იმაშია რომ ეკლესიამ ეს წესი არ მიიღო ზოგად საყოველთაო წესად...ზემოთ მოვიყვანე ერთი მცირე მაგალითი ამისა. ე.ი. გამოდის რომ, როდესაც არ ვნათლავტ და არანაირ წესს არ ვუტარებთ გადმოსვლისას ადამიანს-ვაღიარებთ იმ თემში შესაბამისი საიდუმლოს არსებობას. ჯერ ეს იყოს იმედია ანათემაზე გადაცემები და მსგავსი რამე არ დამემუქრება ![]() მნათე რას იჭყიტები...ანათემის ტექსტს თუ ადგენ ჩემზე, მე უკვე მაქვს, მოგაწვდი ![]() -------------------- ინკვიზიტორი იეღოველი ეკუმენისტი მასონი ბუდისტი მღვდელი გულისყურით გისმენთ :-)
პ.ს. ბყკ :-) ბ - ბუდისტ ყ - ყრმათა კ - კავშირი |
![]() ![]() |
მნათე |
![]()
პოსტი
#2
|
![]() Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 17,662 რეგისტრ.: 23-July 06 მდებარ.: Tbilisi წევრი № 4 ![]() |
ციტატა თავად ვარ ერთი ყოფილი კათოლიკეს ნათლია თუ ნათლია ხარ, ბუნებირივია კონკრეტული ადამიანი ნათელღებულია, მაშასადამე მართლმადიდებელთა იურისდიქციის ქვეშ მყოფი. . . საიდუმლო შედგა. . . წარმოუდგენელია მწვალებლის არ მონათვლა. . . საქართველოს ეკლესიაში ასე არ იქცევიან, აუცილებლად აღასრულებენ საიდუმლოს, ოღონდ სპეციალური წესით (მაინც სამების სახელითაა "მონათლული" ) არსებითად ნათლობა სულიწმიდის მიღებაა. . . ჩემთვის გაუგებარია, როგორ უნდა მოგცეს ცდომილებაში მყოფმა ეკლესიამ სულიწმიდა. . . ხოლო თუ მოგცა, მაშინ საქართველოს ეკლესია მრწმსს გარღვევინებს როდესაც "მეორეჯერ" გნათლავს? ![]() გაურკვევეილია. . . აქვე ლოგიკური კითხვა ისმის, არის კი კონკრეტული მაგალითით, ქრისტეს სხეული ორი (300 დენომინაციაა სულ)? ევიცი ![]() ანათემიზირება მერე სასულიერო პირები რომ შემოიხედავენ ![]() ![]() -------------------- ანალოღია და ჯვარი მომიტანეთ, ვქადაგებ!
რომ გამრეცხავთ, გავიწევ :))))) |
კანუდოსელი |
![]()
პოსტი
#3
|
![]() Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 8,829 რეგისტრ.: 2-November 06 მდებარ.: კანუდოსი წევრი № 374 ![]() |
ჩემთვის გაუგებარია, როგორ უნდა მოგცეს ცდომილებაში მყოფმა ეკლესიამ სულიწმიდა. . . მნათეჯან, ახლა გავრბივარ და გეტყვი ჯერ მოკლედ: სული სუნთქამს სადაც სურს ![]() ისე შენ რასაც ამბობ, ძალიან სწორად სვამ საითხს...ყოჩაღ...უბრალოდ ეგ გასაშლელია უფრო -------------------- ინკვიზიტორი იეღოველი ეკუმენისტი მასონი ბუდისტი მღვდელი გულისყურით გისმენთ :-)
პ.ს. ბყკ :-) ბ - ბუდისტ ყ - ყრმათა კ - კავშირი |
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 19th June 2025 - 02:47 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი