რამდენად სწორად მიგაჩნიათ, სახელმწიფო ბიუჯეტიდან ეკლესიის დაფინანსება. |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
რამდენად სწორად მიგაჩნიათ, სახელმწიფო ბიუჯეტიდან ეკლესიის დაფინანსება. |
егри |
Sep 8 2007, 03:47 PM
პოსტი
#1
|
Newbie ჯგუფი: Members პოსტები: 49 რეგისტრ.: 8-September 07 წევრი № 2,705 |
როგორც მოგეხსენებათ საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტი იმ გადასახადებით ფორმირდება, რომელსაც საქართველოს რეზიდენტი იურიდიული და ფიზიკური პირები იხდიან.
მათ შორის მრავალია მუსლიმი (დაახლოებით 500 000 ათასი აზერბაიჯანელი), მიაფიზიტი (დაახლოებით 400 000 სომეხი), ათეისტი, კათოლიკე, იეღოველი, ორმოცდაათიანელი, ბაპტისტი და სხვა აღმსარებლობის ადამიანი. საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია სახელმწიფო ბიუჯეტიდან ყოველწლიურად რამდენიმე მილიონი ლარით ფინანსდება. რამდენად სწორად მიგაჩნიათ არამართლმადიდებლების მიერ გადახდილი თანხებით მართლმადიდებელი ეკლესიის დაფინანსება? და საერთოდ სახელმწიფოს მიერ ეკლესიის დაფინანსება? |
ნაინა |
Sep 9 2007, 05:44 AM
პოსტი
#2
|
პროვინციელი ალქაჯი!!!!! ჯგუფი: Senators პოსტები: 15,155 რეგისტრ.: 11-May 07 მდებარ.: ,,მოუსავლეთი'' მიჩიგანის კოლმეურნეობა. წევრი № 1,886 |
егри
ციტატა როგორც მოგეხსენებათ საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტი იმ გადასახადებით ფორმირდება, რომელსაც საქართველოს რეზიდენტი იურიდიული და ფიზიკური პირები იხდიან. მათ შორის მრავალია მუსლიმი (დაახლოებით 500 000 ათასი აზერბაიჯანელი), მიაფიზიტი (დაახლოებით 400 000 სომეხი), ათეისტი, კათოლიკე, იეღოველი, ორმოცდაათიანელი, ბაპტისტი და სხვა აღმსარებლობის ადამიანი. საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია სახელმწიფო ბიუჯეტიდან ყოველწლიურად რამდენიმე მილიონი ლარით ფინანსდება. რამდენად სწორად მიგაჩნიათ არამართლმადიდებლების მიერ გადახდილი თანხებით მართლმადიდებელი ეკლესიის დაფინანსება? და საერთოდ სახელმწიფოს მიერ ეკლესიის დაფინანსება? ჩემო კარგო, შენ ვინც ჩამოთვალე, ისინი არიან გადასახადის გადამხდელები ხო? ანუ მათი ვალია შეიტანონ ბიუჯეტში გარკვეული თანხა. ესე იგი ეს თანხა უჯვე ეკუთვნის სახელმწიფოს, ანუ ქვეყნის ბიუჯეტს და სრული უფლება აქვს უნდა ეკლესია დააფინანსოს და უნდა ჯარი. იქ უკვე აღარანაირი მნიშვნელობა არა აქვს მართლმადიდებლის გადახდილი გადასახადია თუ მონოფიზიტის. როგორ ფიქრობ, სახელმწიფომ ცალ_ცალკე უნდა არეგულიროს ყველა რელიგიის მიმდევრების შეტანილი თანხები? და კიდევ ეკლესია ყველასია, ნებისმიერი მართლმადიდებლის. სახელმწიფო უნდა ზრუნავდეს კიდეც თავისი ქვეყნის მაცხოვრებლების სულიერებაზე და კიდევ უკეთესადაც უნდა აფინანსებდეს ვიდრე დღესაა. ციტატა მეზარება მოძებნა. გამოჩნდებიან მოხალისეები. ხომ ფაქტია, რომ აფინანსებს. სხვა ეკლესიებს არ აფინანსებს. სხვა ეკლესიების მრევლის ფულით მართლმადიდებელ ეკლესიას აფინანსებს. და კიდევ, თუ მოძებნაც გეზარება იმისა, რაზეც საუბრობ, აბა რაღა აზრი ჰქონდა ამ თემის გახსნას. თანაც საქართველო მართლმადიდებლური ქვეყანაა, ამიტომ გასაკვირიც არ უნდა იყოს თავის ეკლესიას რატომ აფინანსებს. გაიხარეთ. -------------------- ________________________________________________
გიგრძვნიათ ოდესმე სუსხიან ზამთარში, მზისგან მოგზავნილი სხივების სინაზე? ხანდახან გულნატკენს ტირილი რომ გინდათ... და მაინც იცინით სუყველას ჯინაზე... ________________________________________________ |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 27th September 2024 - 07:38 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი