![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() |
yipiani gio |
![]()
პოსტი
#1
|
![]() Tavadi Yipiani ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 2,917 რეგისტრ.: 25-May 07 მდებარ.: saburtalo წევრი № 2,017 ![]() |
გთხოვთ ამ თემაზე ვრცლად ვისაუბროდ,რადგან ეს თემა საქართველოს
ისტორიაში უმნიშვნელოვანესია... მიმაგრებული სურათ(ებ)ის ესკიზ(ებ)ი ![]() -------------------- alazani.ge
ფოლკოლორული საიტი.ვისაც გაინტერესებთ ფოლკლორი და ხელოვნება გვეწვიეთ.ამ საიტზე მრავალი საინტერესო მასალის მოძიება შეგიძლიათ |
![]() ![]() |
yipiani gio |
![]()
პოსტი
#2
|
![]() Tavadi Yipiani ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 2,917 რეგისტრ.: 25-May 07 მდებარ.: saburtalo წევრი № 2,017 ![]() |
დავიწყოთ აბაშიძიდან...
ესენი არიან ადგილათ აბაშით, რომელ არს (ეთიოპია). ესენი იყვნენ ჩინებულნი გვარნი მის ჟამისანი. ამათთანი წინაპარნი დაშთნენ იმერეთს შინა დროსა მეფისა არჩილისასა ქრისტეს აქეთ 668, ოდეს აღაოხრა მურვან ყრუმ დისწულმან მამადისამან საქართველო და იმერეთი და დაიპყრო ოდიშიცა და მიიწია აფხაზეთს და ბრძო ანაკოფის მყოფთა მირს და არჩილს, რომელ მირ მეფე მოიწყლა მუნ მძიმედ და მოკვდა. ხოლო არჩილ იქმნა მეფედ, ძმა მირისა და ვერა რაისა დამკლემან მურვან ყრუმ და ძლეულმან იწყო უკუნ-ქცევა და მოვიდა ცხენის წყალსა და დაიბანაკა, რომელსა ეწია რისხვა ღვთისა და ღამე გადიდდა წყალი იგი და გარდავარდა ბანაკს მათზედა, რომელნიცა მოაშთო მხედარნი მისნი ვიდრე ოცდაათ ათასამდის და უმრავლესნი ცხენნი და სახედარნი, რომლისა გამო აწ ეწოდების მდინარესა მას ცხენისა წყალი და ესრეთ განგებითა ღვთისათა წავიდა მამულად თავისა მურვან ყრუ სირცხვილეული და მხედრობათაგან მისთა დაშთნენ ტყვედ და თვისისა ნებითაცა რა რიცხვთა ამათ შინა ყრმა ვინმე ბეგისა შთამომავლობისა აბაში დაშთა მუნ, რომელსაც მეფეი არჩილ უყოფდა პატივსა და ზრდიდა თვისთანა. ხოლო შემდგომად ამისა ნადირობასა შინა ძესა მეფისა არჩილისასა იოანეს ზედან შეახტა მგელი განსაბძარავად და მაშინ აბაშმან მან აღმოიწოდა ხმალი და მით მოკლა მგელი იგი და განარინა ძეი მეფისა და ამისა ჯილდოდ უბოძა მეფემან არჩილ თავადობა და გვარად მისცა აბაშის ძეობა და მიუბოძა მამული ჭალას, სვერსა და ზოთას ხევსა შინა და სხვანიცა მასთან მყოფნი აბაშნი მიიღო აზნაურობისა ხარისხითა და დაასახლა ჭალას, რომელნიცა იწოდებიან ჭალელ აბაშიძეებად. ხოლო უკანასკნელ გვარი ამა თავადის აბაშიძისა უმეტეს განდიდდა მეფეთაგან და მამულიცა უფრორე შეიძინეს დროსა გიორგის მეფობისასა წელსა ქრისტეს აქეთ 1605. და მერე დროსა მეფის ვახტანგისასა, რომელნიმე გადმოსახლდნენ ქართლსა შინა ხეობასა სურამისასა და რომელნიმე დაშთნენ იმერეთსავე. აწ არიან განყოფილნი ქართლში მცხოვრებნი: 1) ქაიხოსროს შვილები, 2) ევგენის შვილები, 3) ნიკოლაოზისა შვილები, ხოლო კახეთსა შინა იოანე აბაშიძის შვილები, 2) სვიმონის შვილები და ესენიცა არიან სამ ხარისხად: 1) ქაიხოსრონი, მეორე ნიკოლოზისა, და სხვანი მესამე თავადობისა ხარისხსა შინა, ხოლო კახეთის მცხოვრებისა პირველი არის იოანეს შვილი პირველის ხარისხით, ხოლო მეორეს თავადის ხარისხით - სვიმონის შვილნი. აბაშიძე(კახეთის თავადნი) ესენი არიან ვითარცა ზევით აღვწერეთ აბაშიძეების შთამამავლობანი და იყო ივანე აბაშიძე ძე ზაალ აბაშიძისა, რომლისა ქალი მეფესა ერეკლესა ჰყვა ცოლად, რომლისაგან იშვა მეფე მე-13 გიორგი და არიან კახეთსა შინა მცხოვრები ორ სახლად: 1) ივანეს შვილები, 2) სვიმონის შვილები. აბაშიძე(იმერეთისანი) მურვან ყრუ რო მოვიდა, დარჩა აბაშური ბეგის შვილი, რომელიცა აღზარდა არჩილ მეფემან და უბოძა ჭალა და თავადობა. სხვანიცა ამისა სახლნი დარჩნენ მრავალნი და ესენიცა მუნ დაასახლა, რომელნიც არიან აზნაურად, ისევ აბაშიძეებად წოდებულნი 668 წ. -------------------- alazani.ge
ფოლკოლორული საიტი.ვისაც გაინტერესებთ ფოლკლორი და ხელოვნება გვეწვიეთ.ამ საიტზე მრავალი საინტერესო მასალის მოძიება შეგიძლიათ |
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 4th July 2025 - 10:13 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი