რამდენად სწორად მიგაჩნიათ, სახელმწიფო ბიუჯეტიდან ეკლესიის დაფინანსება. |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
რამდენად სწორად მიგაჩნიათ, სახელმწიფო ბიუჯეტიდან ეკლესიის დაფინანსება. |
егри |
Sep 8 2007, 03:47 PM
პოსტი
#1
|
Newbie ჯგუფი: Members პოსტები: 49 რეგისტრ.: 8-September 07 წევრი № 2,705 |
როგორც მოგეხსენებათ საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტი იმ გადასახადებით ფორმირდება, რომელსაც საქართველოს რეზიდენტი იურიდიული და ფიზიკური პირები იხდიან.
მათ შორის მრავალია მუსლიმი (დაახლოებით 500 000 ათასი აზერბაიჯანელი), მიაფიზიტი (დაახლოებით 400 000 სომეხი), ათეისტი, კათოლიკე, იეღოველი, ორმოცდაათიანელი, ბაპტისტი და სხვა აღმსარებლობის ადამიანი. საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია სახელმწიფო ბიუჯეტიდან ყოველწლიურად რამდენიმე მილიონი ლარით ფინანსდება. რამდენად სწორად მიგაჩნიათ არამართლმადიდებლების მიერ გადახდილი თანხებით მართლმადიდებელი ეკლესიის დაფინანსება? და საერთოდ სახელმწიფოს მიერ ეკლესიის დაფინანსება? |
კანონისტი |
Sep 10 2007, 11:06 AM
პოსტი
#2
|
დავით ჯგუფი: Members პოსტები: 16,930 რეგისტრ.: 17-October 06 მდებარ.: თბილისი, საქართველო წევრი № 284 |
მგონი ეს კითხვა აქამდეც დაისვა და პასუხიც გაეცა
კიდევ ერთხელ ვწერ პასუხს საქართველოს სახელმწიფო და მისი ხალხი, აღმსარებლობისდა მიუხედავად ცალსახად და ერთმნიშვნელოვნად აღიარებენ, რომ საქართველოს სამოციქულო მართლმადიდებელ ეკლესიას და მის მოძღვრებას აქვს უდიდესი როლი ამ სახელმწიფოსათვის, იგი წარმოადგენს საფუძველს ამ სახელმწიფოს მსოფლმხედველობისა და მისი დამსახურებაა მრავალსაუკუნოვანი ქართული კულტურისა და ცნობიერების ჩამოყალიბება. გარდა ამისა, ბოლო საყოველთაო აღწერით სახელმწიფოს მოსახლეობის უდიდესი უმრავლესობა არის ამ აღმსარებლობის და ამ ეკლესიის მრევლი ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, სახელმწიფო ვალდებულია ხელი შეუწყოს ეკლესიას, რასაც სამწუხაროდ, სათანადო დონეზე ამ ეტაპზე ვერ ასრულებს რაც შეეხება იმას, რომ ზოგ ათეისტს არ სიამოვნების ეკლესიის დაფინანსება და ა.შ. სახელმწიფო ბიუჯეტიდან აფინანსებს ჯარს, რაც შეიძლება თურმე პაციფისტს არ ესიამოვნოს, სახელმწიფო აფინანსებს ანტიალკოჰოლურ პროექტებს, რაც შეიძლება სპირტიანი სასმელების მწარმოებელს არ ესიამოვნოს, სახელმწიფო აფინანსებს საქველმოქმედო ორგანიზაციებს, რაც შეიძლება ბუდისტს არ ესიამოვნოს, ამიტომ: სახელმწიფო ატარებს თავის პოლიტიკას უმრავლესობის აზრის გათვალისწინებით, ხოლო უმცირესობის აზრი დაცულია (და არა გატარებული!) -------------------- „ნეტარ არიან, რომელთა დაიცვან სამართალი და ჰყონ სიმართლე ყოველსა ჟამსა.“ (ფს. 105; 4) |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 1st November 2024 - 04:08 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი