ქოზიფის მამათა მონასტერი ძამის ხეობაში, ამ ხეობაში სულ 8 მონასტერია, მათგან ყველაზე შორსაა ქოზიფა, რომელსაც ას |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
ქოზიფის მამათა მონასტერი ძამის ხეობაში, ამ ხეობაში სულ 8 მონასტერია, მათგან ყველაზე შორსაა ქოზიფა, რომელსაც ას |
gio_m |
Sep 10 2007, 03:20 PM
პოსტი
#1
|
Newbie ჯგუფი: Members პოსტები: 17 რეგისტრ.: 10-September 07 წევრი № 2,713 |
მართლაც ულამაზესი ადგილია. თან რომ იცოდეთ რა მამები არიან |
gio_m |
Sep 10 2007, 03:56 PM
პოსტი
#2
|
Newbie ჯგუფი: Members პოსტები: 17 რეგისტრ.: 10-September 07 წევრი № 2,713 |
ერთხელ გავიგონე მეუფემ ამ ბერს 'რკინის კაცი' უწოდა. გავიკითხე და მამა იოანეზე ასეთი ამბავი მომიყვეს: ზამთარში ძამის ხეობაში ერთ მომსუქნო კაცს დამგზავრებია ეს ბერი. კაცი ცუდად გახდა. მამა იოანემ ტანსზევით ტანისამოსი გაიხადა, ამ კაცს ჩააცვა, რომ არ გაყინულიყო და ქარელამდე ზურგზე აკიდებულმა ატარა. თან ეს მოხდა შუა ზამთარში!!! (მე კიდე ზაფხულში საღამოობით რაც მქონდა და რაც არ მქონდა ყველაფერს ვიცმევდი ისე მციოდა ) არ ვიცი ეს ამბავი რამდენად მართალია ან რამდენად გაზვიადებული, მაგრამ ამ კაცზე ლეგენდები დადიოდა ქოზიფაში. ჩემის მხრივ კი მინდა აღვნიშნო, რომ არც ერთ ადამიანში არ დამინახავს უფლის ასეთი რწმეწნა როგორიც მამა იოანეს ჰქონდა. |
mariami-k |
Sep 10 2007, 06:37 PM
პოსტი
#3
|
მარიამი ჯგუფი: Members პოსტები: 2,841 რეგისტრ.: 12-December 06 წევრი № 671 |
ერთხელ გავიგონე მეუფემ ამ ბერს 'რკინის კაცი' უწოდა. გავიკითხე და მამა იოანეზე ასეთი ამბავი მომიყვეს: ზამთარში ძამის ხეობაში ერთ მომსუქნო კაცს დამგზავრებია ეს ბერი. კაცი ცუდად გახდა. მამა იოანემ ტანსზევით ტანისამოსი გაიხადა, ამ კაცს ჩააცვა, რომ არ გაყინულიყო და ქარელამდე ზურგზე აკიდებულმა ატარა. თან ეს მოხდა შუა ზამთარში!!! (მე კიდე ზაფხულში საღამოობით რაც მქონდა და რაც არ მქონდა ყველაფერს ვიცმევდი ისე მციოდა ) არ ვიცი ეს ამბავი რამდენად მართალია ან რამდენად გაზვიადებული, მაგრამ ამ კაცზე ლეგენდები დადიოდა ქოზიფაში. ჩემის მხრივ კი მინდა აღვნიშნო, რომ არც ერთ ადამიანში არ დამინახავს უფლის ასეთი რწმეწნა როგორიც მამა იოანეს ჰქონდა. gio_m ჩემო კარგო მე ასე თუ ისე კარგად ვიცნობ მაგ ეპარქიას. რაც შეეხება მამა იოანეს, იგი ძალიან ნიჭიერი ადამიანია. იცის ხეზე კვეთა, ტიხრული მინანქარი, ასევე წერს ხატებს, გალობს და ა.შ. მეუფე იობს ძალიან უყვარს მამა იოანე. ზამთარ ზაფხულ მართლაც სულ კაბის ამარა დადის, ვერ შეამჩნევ რომ სცივა. მამა შიოს გასვენებაზე ძალიან თბილად მეცვა, რადგან ძალიან ციოდა მამაოს კი კაბა გულთან მოღენული ჰქონდა, მის მაგივრად მე მციოდა. გაოცეული შევცქეროდი. საოცრება კი ის არის, რომ მამაოს რამოდენიმე თითი ორივე ხელზე მოჭრილი აქვს და მაინც შესანიშნავად მუშაობს ხეზე და მინანქარზე. ღმერთმა გააძლიეროს. ქოზეფაში როდის იყავი? ძმებიმამა თევდორე და მამა იაკობი გაიცანი. ჩემი უახლოესი მეგობრები არიან. არაჩვეულებრივი დედის შვილები. -------------------- "შეიყვარეთ სიყვარული"
|
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 27th September 2024 - 03:43 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი