პოეზია |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
პოეზია |
Irine |
Aug 24 2006, 10:13 PM
პოსტი
#1
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 172 რეგისტრ.: 16-August 06 წევრი № 63 |
პოეზია ყველას გვიყვარს.
მოდით აქ დავწეროთ ჩვენი საყვარელი ლექსები წმინდა ილია მართალი (ილია ჭავჭავაძე) ლოცვა მამაო ჩვენო, რომელიცა ხარ ცათა შინა, მუხლმოდრეკილი, ლმობიერი ვდგავარ შენ წინა; არცა სიმდიდრის, არც დიდების თხოვნა არ მინდა, არ მინდა ამით შეურაცხვჰყო მე ლოცვა წმინდა... არამედ მსურს მე, განმინათლდეს ცით ჩემი სული, შენგან ნამცნების სიყვარულით აღმერნთოს გული, რომ მტერთათვისაც, რომელთ თუნდა გულს ლახვარი მკრან, გთხოვდე: „შეუნდე, - არ იციან, ღმერთო, რას იქმან!“ 1858 კიდევ ერთი ლექსი მედეა კახიძე ვისაც სიყვარული შეუძლია იმ ქალს, იმ ბერიკაცს გაუმარჯოს, ვისი ცხოვრების გზაც შვეულია, ვისაც არასოდეს გაუმართლდა, მაინც სიხარული შეუძლია. ვისაც იმედები პურად ყოფნის, ვინც მთელ ქვეყანაზე ეულია, ვისაც, სიყვარულით უარყოფილს, სხვისი სიყვარული შეუძლია. იმ ქალს, იმ ბერიკაცს გაუმარჯოს, ვისი სიმღერებიც მწუხარია, ვისაც სიხარული გაუავდრდა, სხვისი გაღიმება უხარია! ვისაც შეუძლია ატირება, მზით და სიკეთით ძლეულია, დიდი შეცოდების პატიება ვისაც დიდსულოვნად შეუძლია! ვისაც უხარია ყველაფერი - ტყეებია თუ ველებია, ვინც ჩვენი მამულის ფერად ფერებს ვერა და ვერაფრით შელევია! ვისაც არასოდეს გაუვარდდა, მაინც იმედებით გრძნეულია, ეს იმ ადამიანს გაუმარჯოს, ვისაც სიყვარული შეუძლია! -------------------- "მოიპოვე სულიერი სიმშვიდე და შენს გარშემო სხვებიც გადარჩებიან." წმ. სერაფიმე საროველი |
Georg |
Nov 6 2006, 08:05 PM
პოსტი
#2
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 424 რეგისტრ.: 29-August 06 წევრი № 122 |
მურმან ლებანიძე:
სარეველა ელეგანტურად, ხელმწიფურად ერთის ხნით ყვავის, ირგვლივ სინათლეს, სიხალისეს სიხარულს ნერგავს.- შეხე მკაცრს, ძვირფას შეხამებას წითლის და შავის, ცოდვა არ არის, სარეველა ყაყაჩოს ერქვას?! კაცს - კი, ბატონო! კაცს შეცდომით ხსენებულს კაცად! კაცს შენისთანას - ჯიშით, ჯურით ყიამყრალს შენგვარს! ჩამოთესლებულს ამ ჩვენს სახლში ანწლად და ღვარძლად, წისქვილი ვისიც ბოროტების მარცვლეულს ღერღავს! შენი სახელის ხსენებაზე ყორანი ჩხავის, - რიყეში ვარ და გულმოსული დავწვდები ჭრელ ქვას... შეხე, რაგვარად, რა ღირსებით, რა ეშხით ყვავის - ცოდვაა სწორედ - სარეველა ყაყაჩოს ერქვას! *** კაცური კაცის ცხოვრება, - გზა, წიგნი სისხლით ნაფერი,- ხელახლა აიწონება, ხელახლა - სუყველაფერი! მედროვის ყალბი დიდება,- მკვახედ და მკუხედ ნამღერი,- ხელახლა გაიჩითება,- ხელახლა სუყველაფერი! გაზაფხულს წყალი დიდდება - იქნება მწუთხე ნაპირი! იქნება ჯვარცმა, კირთება - ხელახლა წაიკითხება, ხელახლა - სუყველაფერი! ------------ Siquid est in me ingenii... Cicero -------------------- "არა გეცრუვნეთ შენ სიწმიდით, მშობელო ჩვენო წმიდაო სამოციქულო ეკლესიაო, არცა განგცეთ შენ, სიქადულო ჩვენო მართლმადიდებლობაო!"
წმიდა მეფე დავით აღმაშენებელი (რუის-ურბნისის კრების ძეგლისწერა) |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 24th September 2024 - 07:51 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი