რა განსხვავებაა სულსა და სამშვინველს შორის? |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
რა განსხვავებაა სულსა და სამშვინველს შორის? |
izo |
Sep 2 2007, 09:24 PM
პოსტი
#1
|
Newbie ჯგუფი: Members პოსტები: 91 რეგისტრ.: 13-September 06 წევრი № 187 |
რა განსხვავებაა სულსა და სამშვინველს შორის? და სიკვდილის მერე სად მიდის სამშვინველი?
|
afxazi |
Sep 10 2007, 11:50 AM
პოსტი
#2
|
დავითი ჯგუფი: სენატის თავმჯდომარე პოსტები: 8,814 რეგისტრ.: 7-March 07 წევრი № 1,291 |
მეხელი
ციტატა რომელიც სხეულის სიკვდილის შემდეგ წყვეტს არსებობას ასეთი რაღაც აღარ თქვა, არასწორია. როცა მოვიცლი დავწერ ამის შესახებ. -------------------- სათნოება თვითკმარია ბედნიერებისთვის კლიმენტი ალექსანდრიელი |
მეხელი |
Sep 10 2007, 07:48 PM
პოსტი
#3
|
Newbie ჯგუფი: Members პოსტები: 54 რეგისტრ.: 25-April 07 წევრი № 1,751 |
მეხელი ასეთი რაღაც აღარ თქვა, არასწორია. როცა მოვიცლი დავწერ ამის შესახებ. ასეთ მკაცრ გაფრთხილებას რატომ მაძლევ, რაიმე ერეტიკული ვთქვი? ამ საკითხზე რაიმე დოგმატი არ დაწერილა. პავლე მოციქული ხომ გვასწავლის, რომ "დაეფლობა მშვინვიერი სხეული, ხოლო აღსდგება სულიერი სხეული", ასევე იგი ერთმანეთს უპირისპირებს მშვინვიერ ადამიანს, რომელიც არ არის ნაზიარები საუკუნო ცხოვრებას, და სულიერ ადამიანს, რომელშიც იგი "ახალ ადამიანს" გულისხმობს. აქედან შეიძლება ვივარაუდოთ, რომ პავლე მოციქულის ენაზე მშვინვიერი გარკვეული აზრით არის მოკვდავის სინონიმი. გარდა ამისა, წმინდა წერილის მიხედვით ცხოველებსაც აქვთ სამშვინველი, მაგრამ მათ არ გააჩნიათ სული (გონება), ამიტომ ისინი მოკვდავი არიან, ე.ი. მათი სამშვინველი კვდება. ნებისმიერ შემთხვევაში ეს ძალიან რთული საკითხია, მე მხოლოდ ვივარაუდე, მაგრამ შენ ნამდვილად ვერ შეძლებ საწინააღმდეგოს უპირობოდ დამტკიცებას. ყველას აქვს თავისი აზრის გამოთქმის და მსჯელობის უფლება, წმ. გრიგოლ ღვთისმეტყველი ასეთ საკითხებზე მსჯელობას წაახალისებდა და ამბობდა, რომ საშიში არ არის, თუ შევცდებით. ამ საკითზე ძალიან კარგად წერს გამოჩენილი მართლმადიდებელი ღვთისმეტყველი ქრესტოს იანარასი, იხ. მისი "ეკლესიის რწმენა". |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 20th September 2024 - 11:09 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი