![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() |
კანონისტი |
![]()
პოსტი
#1
|
![]() დავით ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 16,930 რეგისტრ.: 17-October 06 მდებარ.: თბილისი, საქართველო წევრი № 284 ![]() |
ყველამ კარგად ვიცით, თუ როგორია ჩვენი ეკლესიის მწყემსმთავრის სრული ტიტული:
უწმიდესი და უნეტარესი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი და მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი, დიდი მეუფე მამაი ჩვენი "უწმიდესი და უნეტარესი" არის მიმართვის ფორმა. გამოიყენება ორივე იმდენად, რამდენადაც კათოლიკოს-პატრიარქი არის მოსაყდრე როგორც მცხეთის, ასევე ბიჭვინთის კათედრებისა "სრულიად საქართველოს" აღნიშნავს იმას, რომ მისი იურისდიქცია ვრცელდება საქართველოს მთელ ტერიტორიაზე, მათ შორის ისტორიულ საქართველოზეც (ტაო, კლარჯეთი, ლაზეთი, საინგილო, ლორე). თავად ტერმინი ახალია (1917 წლის შემდგ.), ადრე გამოიყენებოდა "ყოვლისა საქართუელოისა" "კათოლიკოს-პატრიარქი". კათოლიკოსი (ან კათალიკოსი) საქართველოს ეკლესიის მეთაურის უძველესი ტიტულია, იგი გამოიყენებოდა ავტოკეფალიის მიღებიდან - ე.წ. კათალიკოსი მცხეთისა. სიტყვა "პატრიარქი" ანტონის დროიდანაა შემოსული, ადრე "მამამთავარი გამოიყენებოდა" "მცხეთა-თბილისის". ეს ორი ეპარქია მხოლოდ ავტოკეფალიის აღდგენის შემდეგ, 1920-იან წლებში გაერთიანდა. მანამდე თბილისს ცალკე მღვდელმთავარი ჰყავდა, რომელსაც ბოლო პერიოდში "ტფილელი მიტროპოლიტი"-ს ტიტული გააჩნდა "მთავარეპისკოპოსი" - შემორჩენილია მცხეთის საყდრის მღვდელმთავრის უძველესი და პირვანდელი ტიტული "დიდი მეუფე მამაი ჩვენი" - კალკირებაა რუსულისა: Великий Господин и Отец наш. ეს ტიტული არაა, ეს წოდებაა. წოდება სხვადასხვა პატრიარქებს სხვადასხვანაირი აქვთ. იგი ძირითადად დამოკიდებულია ეკლესიის უძველეს სტატუსზე. რამდენადაც ვიცი, ჩვენი ეკლესიის მეთაური ატარებდა უმნიშვნელოვანეს წოდებას - "მცველი საუფლო კვართისა" -------------------- „ნეტარ არიან, რომელთა დაიცვან სამართალი და ჰყონ სიმართლე ყოველსა ჟამსა.“ (ფს. 105; 4) |
![]() ![]() |
Sotiris |
![]()
პოსტი
#2
|
![]() Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 1,567 რეგისტრ.: 3-November 06 წევრი № 382 ![]() |
"სრულიად საქართველოს" აღნიშნავს იმას, რომ მისი იურისდიქცია ვრცელდება საქართველოს მთელ ტერიტორიაზე, მათ შორის ისტორიულ საქართველოზეც (ტაო, კლარჯეთი, ლაზეთი, საინგილო, ლორე). ლაზეთზე უფრო კონკრეტულად ვერ გვეტყვით რამეს? მაგალითად ტრაპიზონის მიტროპოლიტი მსოფლიო საპატრიარქოს მღვდელმთავარი არ იყო? რატომღაც დარწმუნებული ვიყავი, რომ ლაზეთი მსოფლიო საპატრიარქოს იურისდიქციაში შედიოდა (ბიზანტიის ანაც ტრაპიზონის იმპერიის არსებობის პირობებში სხვაგვარად წარმოუდგენელად მიმაჩნია). თავად ტერმინი ახალია (1917 წლის შემდგ.), ადრე გამოიყენებოდა "ყოვლისა საქართუელოისა" ანტონ კათოლიკოსი "ზემო საქართველოს" კათოლიკოსს უწოდებდა თავს, თუ არ ვცდები (რადგან იმ დროს აფხაზეთის საკათალიკოსოც არსებობდა). -------------------- მძიმეწონოსანთა კატეგორია.
ქარის წისქვილებს არ ვებრძვი, კომერციულ საქმიანობაში ვიყენებ მხოლოდ: ქატო იქა, ფქვილი აქა. |
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 12th July 2025 - 02:54 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი