პატრიარქის ტიტული, ახლანდელი და ძველი ფორმა |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
პატრიარქის ტიტული, ახლანდელი და ძველი ფორმა |
კანონისტი |
Nov 6 2006, 03:45 PM
პოსტი
#1
|
დავით ჯგუფი: Members პოსტები: 16,930 რეგისტრ.: 17-October 06 მდებარ.: თბილისი, საქართველო წევრი № 284 |
ყველამ კარგად ვიცით, თუ როგორია ჩვენი ეკლესიის მწყემსმთავრის სრული ტიტული:
უწმიდესი და უნეტარესი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი და მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი, დიდი მეუფე მამაი ჩვენი "უწმიდესი და უნეტარესი" არის მიმართვის ფორმა. გამოიყენება ორივე იმდენად, რამდენადაც კათოლიკოს-პატრიარქი არის მოსაყდრე როგორც მცხეთის, ასევე ბიჭვინთის კათედრებისა "სრულიად საქართველოს" აღნიშნავს იმას, რომ მისი იურისდიქცია ვრცელდება საქართველოს მთელ ტერიტორიაზე, მათ შორის ისტორიულ საქართველოზეც (ტაო, კლარჯეთი, ლაზეთი, საინგილო, ლორე). თავად ტერმინი ახალია (1917 წლის შემდგ.), ადრე გამოიყენებოდა "ყოვლისა საქართუელოისა" "კათოლიკოს-პატრიარქი". კათოლიკოსი (ან კათალიკოსი) საქართველოს ეკლესიის მეთაურის უძველესი ტიტულია, იგი გამოიყენებოდა ავტოკეფალიის მიღებიდან - ე.წ. კათალიკოსი მცხეთისა. სიტყვა "პატრიარქი" ანტონის დროიდანაა შემოსული, ადრე "მამამთავარი გამოიყენებოდა" "მცხეთა-თბილისის". ეს ორი ეპარქია მხოლოდ ავტოკეფალიის აღდგენის შემდეგ, 1920-იან წლებში გაერთიანდა. მანამდე თბილისს ცალკე მღვდელმთავარი ჰყავდა, რომელსაც ბოლო პერიოდში "ტფილელი მიტროპოლიტი"-ს ტიტული გააჩნდა "მთავარეპისკოპოსი" - შემორჩენილია მცხეთის საყდრის მღვდელმთავრის უძველესი და პირვანდელი ტიტული "დიდი მეუფე მამაი ჩვენი" - კალკირებაა რუსულისა: Великий Господин и Отец наш. ეს ტიტული არაა, ეს წოდებაა. წოდება სხვადასხვა პატრიარქებს სხვადასხვანაირი აქვთ. იგი ძირითადად დამოკიდებულია ეკლესიის უძველეს სტატუსზე. რამდენადაც ვიცი, ჩვენი ეკლესიის მეთაური ატარებდა უმნიშვნელოვანეს წოდებას - "მცველი საუფლო კვართისა" -------------------- „ნეტარ არიან, რომელთა დაიცვან სამართალი და ჰყონ სიმართლე ყოველსა ჟამსა.“ (ფს. 105; 4) |
კანონისტი |
Nov 6 2006, 04:24 PM
პოსტი
#2
|
დავით ჯგუფი: Members პოსტები: 16,930 რეგისტრ.: 17-October 06 მდებარ.: თბილისი, საქართველო წევრი № 284 |
tsqnafo
ახალი გამოკვლევით პირველი პატრიარქი არის არა წმ. მელქისედეკ I, არამედ იოანე (IX ს.). -------------------- „ნეტარ არიან, რომელთა დაიცვან სამართალი და ჰყონ სიმართლე ყოველსა ჟამსა.“ (ფს. 105; 4) |
Sotiris |
Nov 6 2006, 09:26 PM
პოსტი
#3
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 1,567 რეგისტრ.: 3-November 06 წევრი № 382 |
ახალი გამოკვლევით პირველი პატრიარქი არის არა წმ. მელქისედეკ I, არამედ იოანე (IX ს.). ხომ ვერ გვეტყვით, ვინ არის ავტორი? ჩემი დაკვირვებით სისტემატურად საკუთარ თავს პატრიარქს უწოდებდნენ დომენტი კათოლიკოსი მე-18 ს.-ში და მისი მომდევნო კათოლიკოსები. მანამდე მცხეთელი კათოლიკოსები არჩევდნენ თავისთვის კათოლიკოსები ეწოდებინათ მხოლოდ (თუ რამე არ გამომრჩა). პატრიარქი გვხვდება მატიანე ქართლისაში გაკეთებულ ჩანართში მელქისედეკ კათოლიკოსის შესახებ, აგრეთვე ერთგან კათოლიკოსი მიქაელი თამარ მეფის ცხოვრებაში პატრიარქადაა წოდებული. რა მნიშვნელობა უნდა მივანიჭოთ ამას, კარგად ვერ ვხვდები. ისე ბერძნები რომ არ ჩქარობდნენ ჩვენი კათოლიკოსისთვის პატრიარქის წოდებას, ჩანს იგივე მათე ვლასტარის ანბანური სინტაგმიდან, სადაც ჩვენი კათოლიკოსი მთავარეპისკოპოსადაა წოდებული, მაგრამ ქართველთა უფლება თავისით აირჩიონ ეკლესიის საჭეთმპყრობელი, უყოყმანოდაა აღიარებული. და ბარემ კათოლიკოსის შესახებ რომ ამოვწუროთ საკითხი, აღვნიშნოთ, რომ ძვ. ქართული ტერმინოლოგიით კათოლიკოსი ეწოდებოდა არა მარტო საქართველოს ეკლესიის საჭეთმპყრობელს, არამედ აგრეთვე მსხვილი ეპარქიის მმართველს, მაგალითად ეფთვიმი მთაწმიდელის ცხოვრებაში სწორედ ამ აზრითაა გამოყენებული თესალონიკელი კათოლიკოსი. -------------------- მძიმეწონოსანთა კატეგორია.
ქარის წისქვილებს არ ვებრძვი, კომერციულ საქმიანობაში ვიყენებ მხოლოდ: ქატო იქა, ფქვილი აქა. |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 6th June 2024 - 10:54 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი