ჩვენი ფორუმისა და კვირის პალიტრის ერთობლივი პროექტი |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
ჩვენი ფორუმისა და კვირის პალიტრის ერთობლივი პროექტი |
ნათია |
Sep 11 2007, 03:51 PM
პოსტი
#1
|
Miss invisible ჯგუფი: მოდერატორ-ფინანსისტი პოსტები: 18,669 რეგისტრ.: 28-February 07 წევრი № 1,224 |
ახდენილი ნატვრა, პროექტი, რომელიც ხორციელდება უწმიდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქის ილია II-ის ლოცვა-კურთხევით, ამიერიდან გაზეთის ფუცლებიდან მართლმადიდებლურ ფორუმზე www.church.ge-ზე გადაინაცვლებს.
ნატვრები განთავსდება ინტერნეტში შემდეგ მისამართზე www.church.ge - თემატური ფორუმი - ფორუმის საქველმოქმედო ფონდი. ძვირფასო მკითხველო! ნატვრების გამოგზავნა ძველებურად "კვირის პალიტრის" (სიტყვა და საქმის) ყუთების საშუალებით შეგიძლიათ. ნატვრები კი ზემოთაღნიშნულ საიტზე გამოქვეყნდება, რომლის ხილვაც ნებისმიერ ადამიანს შეუძლია, ვისაც კი ხელი მიუწვდება ინტერნეთან და იმედი გვაქვს, კვლავ არაერთი ადამიანი შეძლებს გამოხმაურებასა და თქვენი ნატვრების ახდენას. ნატვრის ახდენის შანსი თითქმის ყველა გამოქვეყნებული ნატვრის ავტორს ექნება. ფორუმს სტუმრობს უამრავი ადამიანი, ნატვრები საიტზე ყოველკვირეულად განახლდება. "კვირის პალიტრის" საგამომცემლო სახლი და მართლმადიდებლურ ფორუმ church.ge-ს საქველმოქმედო ფონდი "ახდენილი ნატვრის" პროექტს ერთობლივად ახორციელებენ. P.S. ეს წერილი გამოქვეყნდება კვირის პალიტრაში. კვირის პალიტრის ყოველ ნომერში პირველ ან მეოთხე გვერდზე, იქნება ჩვენი რეკლამა, ( შესაძლებელია ლოგოთიც) -------------------- პატიოსნება ჩვენი დროის ჭეშმარიტი არისტოკრატიზმია!
|
მართა |
Sep 11 2007, 05:21 PM
პოსტი
#2
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 1,487 რეგისტრ.: 7-July 07 წევრი № 2,399 |
აუ მაგარია ლოგოთი აუცილებლათ! აი ნახეთ რა ხალხს მოვიზიდავთ, უფრო გავძლიერდებით,ყოჩაღ ხალხნო!
-------------------- ქართველნო ერთად ღვთისაკენ!
|
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 21st June 2024 - 06:28 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი