სკოლების პროექტი |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
სკოლების პროექტი |
კანონისტი |
Sep 11 2007, 05:35 PM
პოსტი
#1
|
დავით ჯგუფი: Members პოსტები: 16,930 რეგისტრ.: 17-October 06 მდებარ.: თბილისი, საქართველო წევრი № 284 |
მალე სასწავლო წელი იწყება სკოლებში
ამიტომ, მგონი მიზანშეწონილია, რომ მოვამზადოთ პროექტები, რომლებიც საჯარო სკოლებში იმუშავებს 1. საღვთო სჯულის სწავლების საკითხი საღვთო სჯული საქართველოს ყველა საჯარო სკოლებში ნებაყოფილობითია, მაგრამ სამწუხაროდ, უმეტესი სკოლები არ არიან საქმის კურსში, რომ მათ გადაწყვეტილებაზეა დამოკიდებული ამ საგნის შემოღების საკითხი. ამიტომ, მიზანშეწონილია ალბათ, რომ შევადგინოთ ინსტრუქტაჟი იმის თაობაზე, თუ როგორ უნდა მოახერხონ ამ საგნის შეტანა სასწავლო გეგმაში. ინსტრუქტაჟზე უკვე ვმუშაობ, მინდა თქვენი იდეები ამის განხორციელების ფორმატთან დაკავშირებით 2. მართლმადიდებლური ფილმების საკითხი სკოლებში მართლმადიდებლური ფილმების ჩვენების საკითხი შოთამ წამოაყენა. პრობლემას წარმოადგენს ძირითადად ფილმების შოვნის საკითხი. ვის შეუძლია ამ პრობლემის გადაწყვეტაში მოხმარება? -------------------- „ნეტარ არიან, რომელთა დაიცვან სამართალი და ჰყონ სიმართლე ყოველსა ჟამსა.“ (ფს. 105; 4) |
.ნინო |
Sep 11 2007, 06:24 PM
პოსტი
#2
|
ნინო ჯგუფი: Members პოსტები: 3,842 რეგისტრ.: 29-December 06 წევრი № 765 |
ციტატა სასწავლო სახელმძღვანელოს შერჩევა - პედაგოგთა შერჩევა ეს მგონი ჩვენს კომპეტენციას სცილდება... დანარჩენში გეთანხმებით... რაც შეეხება ინფორმაციის მიწოდებას, რითაც შემიძლია დაგეხმარები. ნამდვილად იქნება საჭირო სკოლებში მისვლა... ჰო კიდევ ერთი კარგი ინფორმაცია მაქვს, თუ მოვახერხებთ კლიპის დამუშავებას, თბილისის პირველ არხზე სოციალური რეკლამა უფასოა! და შეგვეძლება ტელერეკლამაც გავაკეთოთ.... ძალიან ძვირი არ დაჯდება მზეზე რეკლამაც იმიტომ, რომ სოცილური კლიპები მნიშვნელოვანი ფასდაკლებით გადის.... ეს ყველაფერი ძალიან მნიშვნელოვანი იქნება მშობლების ინფორმირებისათვის... -------------------- აცხოვნე, ღმერთო, ერი შენი და აკურთხე სამკვიდრებელი შენი, ძლევა ჯვარითა ბარბაროსთა ზედა ღვთივდაცულსა ერსა შენსა მოანიჭე და ერი შენი საფარველსა ქვეშე მისსა დაიცევ, რათა ვიტყოდეთ, უფალო, დიდება შენდა.
საქართველო იქნება მთლიანი! ნებით ქართველი არ თმობს საშობლოს, განა ადვილი დასათმობია... |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 1st June 2024 - 07:23 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი