სკოლების პროექტი |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
სკოლების პროექტი |
კანონისტი |
Sep 11 2007, 05:35 PM
პოსტი
#1
|
დავით ჯგუფი: Members პოსტები: 16,930 რეგისტრ.: 17-October 06 მდებარ.: თბილისი, საქართველო წევრი № 284 |
მალე სასწავლო წელი იწყება სკოლებში
ამიტომ, მგონი მიზანშეწონილია, რომ მოვამზადოთ პროექტები, რომლებიც საჯარო სკოლებში იმუშავებს 1. საღვთო სჯულის სწავლების საკითხი საღვთო სჯული საქართველოს ყველა საჯარო სკოლებში ნებაყოფილობითია, მაგრამ სამწუხაროდ, უმეტესი სკოლები არ არიან საქმის კურსში, რომ მათ გადაწყვეტილებაზეა დამოკიდებული ამ საგნის შემოღების საკითხი. ამიტომ, მიზანშეწონილია ალბათ, რომ შევადგინოთ ინსტრუქტაჟი იმის თაობაზე, თუ როგორ უნდა მოახერხონ ამ საგნის შეტანა სასწავლო გეგმაში. ინსტრუქტაჟზე უკვე ვმუშაობ, მინდა თქვენი იდეები ამის განხორციელების ფორმატთან დაკავშირებით 2. მართლმადიდებლური ფილმების საკითხი სკოლებში მართლმადიდებლური ფილმების ჩვენების საკითხი შოთამ წამოაყენა. პრობლემას წარმოადგენს ძირითადად ფილმების შოვნის საკითხი. ვის შეუძლია ამ პრობლემის გადაწყვეტაში მოხმარება? -------------------- „ნეტარ არიან, რომელთა დაიცვან სამართალი და ჰყონ სიმართლე ყოველსა ჟამსა.“ (ფს. 105; 4) |
კანონისტი |
Sep 11 2007, 07:03 PM
პოსტი
#2
|
დავით ჯგუფი: Members პოსტები: 16,930 რეგისტრ.: 17-October 06 მდებარ.: თბილისი, საქართველო წევრი № 284 |
მართა
ციტატა ასე მიპასუხა რჯულის კანონი კი არა იმ პირობით დათანხმდნენ რელიგიის ისტორიას თუ დაარქმევდნენ საგანს ანუ უნდა ისწავლებოდეს ყველა რელიგიის ისტორია მაგის უფლება განათლების სამინისტროს არ აქვს!!! ამაშია საქმე "ზოგადი განათლების შესახებ" კანონი და რაც მთავარია, კონსტიტუციური შეთანხმება ცალსახად და გარკვევით ამბობს, რომ სკოლებში ნებაყოფილობითობის საფუძველზე უნდა ისწავლებოდეს საღვთო სჯული! და არავითარი რელიგიის ისტორია.... რელიგიის ისტორია სულ სხვა საგანია სამინისტრომ იმდენი ვერ მოახერხა, რომ აეკრძალა სწავლება, მაგრამ კულუარულ დონეზე, ჩანს, არასწორ ინფორმაციას აწვდის სკოლებს -------------------- „ნეტარ არიან, რომელთა დაიცვან სამართალი და ჰყონ სიმართლე ყოველსა ჟამსა.“ (ფს. 105; 4) |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 6th June 2024 - 10:26 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი