გალობა ინსტრუმენტების თანხლებით. . . (?) |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
გალობა ინსტრუმენტების თანხლებით. . . (?) |
მნათე |
Nov 5 2006, 07:28 PM
პოსტი
#1
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 17,662 რეგისტრ.: 23-July 06 მდებარ.: Tbilisi წევრი № 4 |
მოკლედ მინდა გაგიმხილოთ, რომ ჩემი ცოდნა გალობისა და ზოგადად მუსიკის სფეროში, არ ცდება ნულოვან ნიშნულს. . . ამიტომ რიგი საკითხები გაურკვეველია.
სწორედ ამ რიგს მიეკუთვნება, "ინტრუმენტული გალობა". იქნებ გამარკვიოთ (სასურველია ვრცლად), რატომ კრძალავს დედა ეკლესია გალობას უსულო საკრავების თანხლებით? ჩემი გააზრებით უფალი მხოლოდ "სულიერი ხმით" უნდა განიდიდებოდეს, მაგრამ მხოლოდ ამ არგუმენტით ვერ დავაკმაყოფილე მაგ. ჩემი პროტესტანტი მეგობარი და ამ ფორუმის წევრი glaxa რომელმაც კონტრარგუმენტად დავით მეფსალმუნე და ქნარი მოიყვანა. ვიცი რომ აქ პროფესიონალები დომინირებენ, სწორედ მათგან მინდა მოვისმინო ვრცელი წიაღსვლა ამ კუთხით. იმედია არ წამომაძახებენ 15 წლის ბალღს რა გატლიკინებსო -------------------- ანალოღია და ჯვარი მომიტანეთ, ვქადაგებ!
რომ გამრეცხავთ, გავიწევ :))))) |
დათიკო |
Nov 7 2006, 01:38 AM
პოსტი
#2
|
დათიკო ჯგუფი: Members პოსტები: 3,383 რეგისტრ.: 24-July 06 მდებარ.: ვეიკი წევრი № 10 |
ჩვენს საეკლესიო მსახურებას ძველი აღთქმის ტრადიცილები მცირე დოზით ახასიათებს. ახალი აღთქმის ლიტურგიკა კი სრულყოფს და მაცხოვნებელ ძალას ჰმატებს მას.
ძალიან ბევრმა ძველაღთქმისეულმა ტრადიციამ აზრი დაკარგა მას შემდეგ რაც მაცხოვარი განკაცდა. თუ დავაკვრდებით ჩვენს ეკლესიას, ის ძველი აღთქმიდან იმ საჭირო ნაწილს იღებს და მით სარგებლობს, რასაც თვლის საჭიროდ და სულისთვის მარგებელად. ნახევარზე მეტი წესები რაც ძველ სჯულში იყო, ახალ აღთქმაში არ გადმოსულა. ასევეა დავით მეფსალმუნის ინსტრუმენტალური გალობაც. არც მაცხოვარი და არც მოციქულები არ გვასწავლიან უფლისადმი გალობას ინსტრუმენტის გამოყენებით. ეს სრულებით საკმარისია იმისთვის რომ ყოველგვარი კრების გადაწყვეტილების გარეშეც არ იქნას გამოყენებული ინსტრუმენტები ლიტურგიისას. მე კონკრეტულად არ მახსოვს იყო თუ არა რომელიმე კრებაზე ამის შესახებ საუბარი. უთუოდ იქნებოდა, თუმცა ამას იმდენად მცირე მნიშვნელობა მიენიჭა რომ მის შესახებ არც კი გვსმენია. აი ჩვენი ეკლესიის დღევანდელი პოზიცია ამ საკითხზე: რატომ არ შეიძლება ქრისტიანული ღვთისმსახურებისას საორღანო მუსიკის გამოყენება? იმიტომ, რომ ქრისტიანები თაყვანს უნდა სცემდნენ ღმერთს „სულითა ჭეშმარიტებითა“ (იოანე 4,24), ანუ ლოცვაში უნდა ამაღლდეს ადამიანი; ეს კი შეუძლებელია თუ ლოცვა სრულდება არა ადამიანის მიერ, არამედ უსულო საგნის მიერ. [www.orthodoxy.ge] |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 27th September 2024 - 02:41 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი