ქოზიფის მამათა მონასტერი ძამის ხეობაში, ამ ხეობაში სულ 8 მონასტერია, მათგან ყველაზე შორსაა ქოზიფა, რომელსაც ას |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
ქოზიფის მამათა მონასტერი ძამის ხეობაში, ამ ხეობაში სულ 8 მონასტერია, მათგან ყველაზე შორსაა ქოზიფა, რომელსაც ას |
gio_m |
Sep 10 2007, 03:20 PM
პოსტი
#1
|
Newbie ჯგუფი: Members პოსტები: 17 რეგისტრ.: 10-September 07 წევრი № 2,713 |
მართლაც ულამაზესი ადგილია. თან რომ იცოდეთ რა მამები არიან |
gio_m |
Sep 13 2007, 02:15 PM
პოსტი
#2
|
Newbie ჯგუფი: Members პოსტები: 17 რეგისტრ.: 10-September 07 წევრი № 2,713 |
gio_m ჩემო კარგო მე ასე თუ ისე კარგად ვიცნობ მაგ ეპარქიას. რაც შეეხება მამა იოანეს, იგი ძალიან ნიჭიერი ადამიანია. იცის ხეზე კვეთა, ტიხრული მინანქარი, ასევე წერს ხატებს, გალობს და ა.შ. მეუფე იობს ძალიან უყვარს მამა იოანე. ზამთარ ზაფხულ მართლაც სულ კაბის ამარა დადის, ვერ შეამჩნევ რომ სცივა. მამა შიოს გასვენებაზე ძალიან თბილად მეცვა, რადგან ძალიან ციოდა მამაოს კი კაბა გულთან მოღენული ჰქონდა, მის მაგივრად მე მციოდა. გაოცეული შევცქეროდი. საოცრება კი ის არის, რომ მამაოს რამოდენიმე თითი ორივე ხელზე მოჭრილი აქვს და მაინც შესანიშნავად მუშაობს ხეზე და მინანქარზე. ღმერთმა გააძლიეროს. ქოზეფაში როდის იყავი? ძმებიმამა თევდორე და მამა იაკობი გაიცანი. ჩემი უახლოესი მეგობრები არიან. არაჩვეულებრივი დედის შვილები. ერთი კვირის წინ ჩამოვედი ქოზიფადან. ეხლა იქ მამა იოანე სახელოსნოს აშენებს, სადაც თავად უნდა ასწავლოს ხეზე კვეთა, ხატისწერა, მინანქარი და ა.შ. მართლაც საოცარი ადამიანია. სამრეკლოს გუმბათს ვაშენებდით და ხარაჩოებძე ისე დახტოდა კაბით გული მე მისკდებოდა. მერე მეუფე ამოვიდა ქოზიფაში და წაიყვანა... ძალიან დავუმეგობრდით ასევე მამა იაკობს. ძალიან ხალისიანი და სასიამოვნო კაცია. წამოსვლისას ერთად ვიმგზავრეთ ფეხით. მამა იაკობი ეხლახანს დაინიშნა ურბნისის მონასტრის წინამძღვრად. ძალიან არ უნდა ხევის დატოვება... სამწუხაროდ მამა თევდორე მხოლოდ ერთხელ მყავს ნანახი. მარიამ მამა დამიანეს ან მამა გიორგის თუ იცნობ? ან მამა ლუარსაბს? |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 23rd September 2024 - 06:16 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი