ქართველი თავად-აზნაურობა და მათი წარმომავლობა |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
ქართველი თავად-აზნაურობა და მათი წარმომავლობა |
yipiani gio |
Sep 9 2007, 10:06 PM
პოსტი
#1
|
Tavadi Yipiani ჯგუფი: Members პოსტები: 2,917 რეგისტრ.: 25-May 07 მდებარ.: saburtalo წევრი № 2,017 |
გთხოვთ ამ თემაზე ვრცლად ვისაუბროდ,რადგან ეს თემა საქართველოს
ისტორიაში უმნიშვნელოვანესია... მიმაგრებული სურათ(ებ)ის ესკიზ(ებ)ი -------------------- alazani.ge
ფოლკოლორული საიტი.ვისაც გაინტერესებთ ფოლკლორი და ხელოვნება გვეწვიეთ.ამ საიტზე მრავალი საინტერესო მასალის მოძიება შეგიძლიათ |
yipiani gio |
Sep 13 2007, 04:36 PM
პოსტი
#2
|
Tavadi Yipiani ჯგუფი: Members პოსტები: 2,917 რეგისტრ.: 25-May 07 მდებარ.: saburtalo წევრი № 2,017 |
ამილახვარნი
ამათნი უკვე გვარნი იყვნენ მოსრულნი იტალიიდგან ძველად მხედარნი, რომელთანი ოდეს მოვიდა მხედართა მძღვანი პომპეოს საქართველოსა შინა მხედრობითა თავისითა და დაიპყრო საქართველო წელსა დასაბამიდგან 3939. ესე მხედარნი დაშთნენ ერმანიასა შინა ტრდაც მეფისა თანა და მერე მოვიდნენ საქართველოსა შინა დროსა სუმბატ მეფისასა და დაეშვნენ რომელნიმე ამათ ხალხთაგანი ქართლსა შინა და რამდენიმე ახალციხეს მესხეთსა შინა და ესენი მიიღო სუმბატ მეფემან აზნაურობისა ხარისხითა და უბოძა გვარად ზედგინისძეობა და მამული მისი ბეითლმანი; ხოლო რომელთამ ამათ გვართა წარჩინებულებისა გამო მიიღეს თავადობა დროსა გიორგი მეფისასა წელსა ქრისტეს აქე 1150 (გარკვევით არ არის) და იწოდებოდნენ ზედგენიძეთ და შემდგომ ოდეს არამ ზედგენიძემ განარისხა მეფის ალექსანდრეს ძე, გიორგი მეფე ბაგრატოანი, ორგულთა კაცთა სიკუდილისაგან და თვით ზედგენიძე მოკლულ იქნა ნაცვლად მეფისა, ამისა ჯილდოდ უბოძა შვილთა მისთა გვარად ამილახრობაი და უფროსსა ძესა მისსა მისსცა სპასეტობა, ქართლისა მოურაობა გორისა და ციხე გორისჯვარი და სხვა ადგილნი, რომელნიც იწოდებიან აწ საამილახვრო ადგილებად. ხოლო სასაფლაოდ უბოძა სამთავის ეკლესიისა შინა ადგილი წელსა ქრისტეს აქეთ 1465-სა და მუნდაგან იწოდებიან თავად ამილახვარად შთამომავლობანი მათნი, რომელნიც განიყოფებიან სხვა და სხვა სახელად: 1) რევაზის შვილებად; 2) ქაიხოსროს შვილებად; 3) ბეჟანის შვილებად; 4) ერასტის შვილებად და მის ძმისწულებად; 5) გივის შვილებად. ხოლო პირველი თავადობის ადგილი და ამილახვრობა სპასპეტობა იყო რევაზის შვილთა, რომელნიც უფროსნი იქნებოდნენ სახლში, ხოლო სხვა სხვათა ქონდათ მეორისა და მესამისა თავადისა ხარისხნი და პატივი. ხოლო სხვანი რომელნიც იყვნენ გვარნი ამათ ზედგინისძენი, რომელნიმე დაშთნენ აზნაურად ზედგინიძეებად და რომელნიც დაშთნენ მესხეთს, იგინი თუმცა ამილახვრად არ იხსენიებიან გვარით, გარნა არიან თავადნი იმერეთს მესხად წოდებულნი და აზნაურებად ეს სახელივე ახალციხესა შინა არიან ამილახვრის გვარისანი და ხიდირბეგისა შვილებნიცაა თავადნი ამილახვართანნი და რომელთაც მოვიხსენებ თავის ადგილს ვითარებასა მათსა. -------------------- alazani.ge
ფოლკოლორული საიტი.ვისაც გაინტერესებთ ფოლკლორი და ხელოვნება გვეწვიეთ.ამ საიტზე მრავალი საინტერესო მასალის მოძიება შეგიძლიათ |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 3rd June 2024 - 04:13 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი